4. .ხმლიანი უხმლოს რომ შეგეჭიდო, არ მეკადრება,
მაგრამ თანასწორ იარაღითა შენი დაჩაგვრა მე
მენატრება.
.გმირთა წესია ლმობიერება.
.თუმც შეგვძლია თავზე დავესხათ
.ახლაც ; ეს ჩვენთვის სულ ადვილია,
მაგრამ რადგანაც არ მოელიან,
ეს ღალატსა გავს და სირცხვილია.
გვიჯობს მივადგეთ გამოცხადებით
ისე , როგორც რომ ვაჟკაცთ წესია!
და უკუღმართად ნუ მომკით იმას,
რაც ძველებს წამა დაუთესია.
5. გაურჩეველად,
ქართველი იყოს გინდა სპარსელი,
გინდა ბერძენი, გინდა სომეხი,
სულ ერთიანად მოჰკიდეთ ხელი!
სიკვდილი ყველას ათანასწორებს:
თვისიანს, უცხოს, მტერს და მოყვარეს...
ვეცადოთ ყველა და ნუ დავაკლებთ
დაჭრილებს მოვლას და მკვდრებს სამარეს,
ნურვინ გაჰბედავს, დატყვევებულებს
რომ მიაყენოს შეურაცხყოფა!
ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამოენებს,
დასატანაჯვად ისიც ეყოფა.
.