SlideShare una empresa de Scribd logo
1 de 4
1

                                   გაკვეთილი N15

  საშინაო დავალების შემოწმება

     1.    C + O2 → CO2
           CO2 + 2NaOH→ Na2CO3
            Na2CO3+H2O + CO2→2NaHCO3
          Na2CO3 + 2HCl → 2NaCl + H2O + CO2↑
          2NaHCO3 + H2SO4 → Na2SO4+ H2O + CO2↑
          2NaCl + H2SO4 → Na2SO4 +2HCl↑

     2. Dჰაერ = 1,24
      D H2= 18
     3. ϕ(CO2) = 0,75 ϕ(H2) = 0,25
     4. m(CaO) = 50,4გ       V0(CO2) = 20,16ლ
   5.ω(CaCO3) = 80,36%

                                     სილიციუმი

   ელემენტი სილიციუმი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის III
პერიოდის IV ჯგუფში. რიგობრივი ნომერია 14. M(Si) = 28გ/მოლი. ატომის აღნაგობა
ასე შეიძლება გამოვსახოთ
        K L M                                     3d
                                  3p
                           3s

  +14     2   8 4

                                             [1s2 2s2 2p6] 3s2 3p2

                                                     -4          +4
   ახასიათებს დაჟანგულობის ხარისხები                 Si
                                                      და        Si .
                                                         იშვიათად ავლენს
ორვალენტიანობას, ძირითადად ოთხვალენტიანია (ამის მიზეზებზე უკვე
ვისაუბრეთ IV ჯგუფის ელემენტების ზოგადი დახასიათებისას).
   სილიციუმზე მოდის დედამიწის ქერქის მასის დაახლოებით მეოთხედი. ის
გვხვდება ოქსიდის (SiO2) სახით, რომლის კრისტალური ფორმებია მთის ბროლი და
კვარცი. ქვიშაც სილიციუმის ოქსიდია, რომელიც შეფერილია სხვადასხვა
მინარევებით. მთის ქანები ალუმინოსილიკატებია. ბუნებრივი სილიკატები
სილიციუმის მჟავას მარილებია. სილიკატებს და ალუმინოსილიკატებს რთული
შედგენილობა აქვთ და მათ ფორმულებს როგორც წესი ერთმანეთთან
დაკავშირებული ოქსიდების სახით წერენ.
   მაგ: K2O ⋅ Al2O3 ⋅ 6SiO2 – მინდვრის შპატი
       Al2O3 ⋅ 2SiO2 ⋅ 2H2O – თეთრი თიხა (კაოლინი)
       Na2O ⋅ Al2O3 ⋅ 6SiO2 – ნეფელინი        და ა.შ.
   სილიციუმის მიღება ხდება SiO2–ის აღდგენით:

                       SiO2 + C → Si + CO2
2
                SiO2 + 2Mg → Si + 2MgO
                3SiO2 + 4Al → 3Si + 2Al2O3
  განსაკუთრებით სუფთა სილიციუმს სილიციუმის ქლორიდის აღდგენით იღებენ.

                SiCl4 + 2Zn → Si + ZnCl2

  სილიციუმი    მუქი     ნაცრისფერი,     მეტალური    ბზინვარების    მქონე   მყარი
ნივთიერებაა.

  ქიმიური თვისებები
     1. ფტორთან სილიციუმი რეაგირებს ჩვეულებრივ პირობებში, გაცხელებისას
        კი ჟანგბადთან და ქლორთან:
                 Si + 2F2 → SiF4
                 Si + 2Cl2 → SiCl4
                 Si + O2 → SiO2
     ნახშირბადთან შელღობისას კარბორუნდი მიიღება:

                    Si + C → SiC
     მას ალმასის მსგავსი აღნაგობა აქვს, მაგარია და გამოიყენება სალესი ქვების
     დასამზადებლად.

     2. სილიციუმი        აქტიურ       მეტალებთან    გაცხელებისას     წარმოქმნის
        სილიციდებს:

           2Mg + Si → Mg2Si

     მაგნიუმის სილიციდზე მარილმჟავას მოქმედებით სილანი მიიღება:

                      Mg2Si + 4HCl → 2MgCl2 + SiH4↑ (სილანი)

     3. მჟავებიდან მხოლოდ მლღობი მჟავა რეაგირებს სილიციუმთან:

                Si + 4HF → SiF4 + 2H2

     4. გავარვარებული სილიციუმი რეაქციაში შედის წყლის ორთქლთან:

               Si + 2H2O → SiO2 + 2H2
     5. სილიციუმი რეაგირებს ტუტეებთან:

                Si + H2O + 2NaOH → Na2SiO3 + 2H2


  SiO2 – სილიციუმის ორჟანგი, სილიციუმის მჟავა – H2SiO3
  SiO2–ის შესაბამისი მოლეკულა O=Si=O არ არსებობს, რადგან სილიციუმის ატომს
არ შეუძლია ორმაგი ბმის წარმოქმნა.
3


                                 O O
                            O Si O Si O
                              O    O
                         O Si O Si O
                                 O            O

  ამ სტრუქტურის შესაბამისი ფორმულაა (SiO2)n. სიმარტივისთვის იყენებენ SiO2-ს
  SiO2 წყალში არ იხსნება. რეაგირებს ტუტეებთან, მლღობ მჟავასან და ზოგიერთ
მარილთან შელღობისას
                 SiO2 + 2NaOH → Na2SiO3 + H2O
                 SiO2 + 4HF → SiF4 + 2H2O
                                      შელღ
                                      Sel R
                     SiO2 + Na2CO3                Na2SiO3 + CO2
                                           შელღ
                                            Sel R
                     3SiO2 + Ca3(PO4)2              3CaSiO3 + P2O5

  H2SiO3    H    O     Si    O   H
                   O
  ამ ფორმულის შესაბამისი ნივთიერება არ არსებობს (როგორც ავღნიშნეთ
სილიციუმი ვერ წარმოქმნის ორმაგ ბმას).
  სილიციუმის მჟავას ჭეშმარიტი ფორმულაა

                                     OH
                             H O Si O H
                                     OH       n

  და რადგან რამდენიმეჯერ მეორდება H2SiO3 ფრაგმენტი, სიმარტივისთვის მას
H2SiO3 ფორმულა მიეკუთვნება.

  მიღება
        Na2SiO3 + 2HCl                      H2SiO3 + 2NaCl
        ნატრიუმის
        nat r i um s
                   i                       სილიციუმის
        სილიკატი
                                          si l iმჟავა i s
                                                 c i um
        si l i kat i                        mJava
 გახურებით იშლება

                     H2SiO3 → H2O + SiO2

  სილიკატებიდან წყალში ხსნადებია Na2SiO3 და K2SiO3. მათ ხსნად მინებს
უწოდებენ.
  თუ შევურევთ სოდას, ცარცს და ქვიშას მოლური თანაფარდობით 1:1:6 და
მიღებულ ნარევს გავაცხელებთ მანამ სანამ არ შეწყდება აირის გამოყოფა, მივიღებთ
4
უფერო გამჭვირვალე მასას, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე პლასტიკურია,
დაბალზე კი – მყიფე. ეს მასალა მინაა.

      Na2CO3 + CaCO3 + 6SiO2                Na2O ⋅ ⋅ 2 + 2CO2
                                                 CaO 6SiO
                                                 მინაm na
                                                      i

  თუ სოდის ნაცვლად ავიღებთ პოტაშს - K2CO3 – მივიღებთ ძნელად ლღობად მინას.
ხოლო თუ ცარცის ნაცვლად ავიღებთ ტყვიის ორჟანგს, მივიღებთ ბროლის მინას.
  თუ შევურევთ თიხას და კირქვას და გავაცხელებთ, დავფქვავთ მიღებულ მასას,
რომელსაც კლინკერს ეძახიან, მივიღებთ ფხვნილს, რომელსაც ცემენტი ქვია. ზოგჯერ
თიხის (Al2O3 ⋅ SiO2 ⋅ 2H2O) და კირქვის (CaCO3) ნაცვლად იღებენ მინერალ მერგელს,
რომელიც ბუნებრივად შეიცავს ამ ორ კომპონენტს. ცემენტი კალციუმის
ალუმინატებისა და კალციუმის სილიკატებისგან შედგება. თუ ცემენტს შევურევთ
ქვიშას და წყალს მიიღება ცემენტის დუღაბი. ხრეშის (ქვისა და ქვიშის ნარევი),
ცემენტის და წყლის ნარევი გაშრობის შემდეგ წარმოქმნის მონოლითს (ხელოვნურ
ქვას), რომელსაც ბეტონი ქვია. თუ ბეტონის ნარევს მოვათავსებთ ყალიბში,
რომელსაც ფოლადის არმატურის კარკასი აქვს, გამყარების შემდეგ მივიღებთ
რკინაბეტონს.

 საშინაო დავალება

   1. დაწერეთ შემდეგი გარდაქმნის შესაბამისი რეაქციების ტოლობები

               SiO2           X   Y     SiO2
            kr i st al ur i
           კრისტალური                 am r f ul i
                                        o
                                      ამორფული
                f or m a                f or ma
                ფორმა                    ფორმა
              (kvar c i )
               (კვარცი)

   2. რამდენი ლიტრი წყალბადი გამოიყოფა 100გ სილიციუმის (რომელიც შეიცავს
      15% მინარევს) და ნატრიუმის ტუტის ურთიერთქმედებისას?
   3. რამდენი გრამი Mg არის საჭირო 20გ SiO2_თან ურთიერთქმედებისათვის?
      რამდენი გრამი სილიციუმი შეიძლება მივიღოთ ამ დროს?

Más contenido relacionado

La actualidad más candente

G020 110926073539-phpapp01
G020 110926073539-phpapp01G020 110926073539-phpapp01
G020 110926073539-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16datiko43
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21datiko43
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36datiko43
 
გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20datiko43
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4barambo
 
გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19datiko43
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14datiko43
 
გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24datiko43
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12datiko43
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18barambo
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17barambo
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13datiko43
 

La actualidad más candente (20)

G020 110926073539-phpapp01
G020 110926073539-phpapp01G020 110926073539-phpapp01
G020 110926073539-phpapp01
 
გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4
 
გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14
 
გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24
 
გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12გაკვეთილი № 12
გაკვეთილი № 12
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 008
Ara 008Ara 008
Ara 008
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
Ara 004
Ara 004Ara 004
Ara 004
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
 
Ara 005
Ara 005Ara 005
Ara 005
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 

Similar a Ara 015

გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14barambo
 
G 020.doc
G 020.docG 020.doc
G 020.docqimia
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8barambo
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8barambo
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8barambo
 

Similar a Ara 015 (20)

გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
G 020.doc
G 020.docG 020.doc
G 020.doc
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 010
Ara 010Ara 010
Ara 010
 
Ara 010
Ara 010Ara 010
Ara 010
 
Ara 010
Ara 010Ara 010
Ara 010
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
Ara 008
Ara 008Ara 008
Ara 008
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 

Más de barambo

G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02barambo
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01barambo
 

Más de barambo (19)

G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 007
Ara 007Ara 007
Ara 007
 
Ara 006
Ara 006Ara 006
Ara 006
 
Ara 002
Ara 002Ara 002
Ara 002
 
Ara 005
Ara 005Ara 005
Ara 005
 
Ara 003
Ara 003Ara 003
Ara 003
 

Ara 015

  • 1. 1 გაკვეთილი N15 საშინაო დავალების შემოწმება 1. C + O2 → CO2 CO2 + 2NaOH→ Na2CO3 Na2CO3+H2O + CO2→2NaHCO3 Na2CO3 + 2HCl → 2NaCl + H2O + CO2↑ 2NaHCO3 + H2SO4 → Na2SO4+ H2O + CO2↑ 2NaCl + H2SO4 → Na2SO4 +2HCl↑ 2. Dჰაერ = 1,24 D H2= 18 3. ϕ(CO2) = 0,75 ϕ(H2) = 0,25 4. m(CaO) = 50,4გ V0(CO2) = 20,16ლ 5.ω(CaCO3) = 80,36% სილიციუმი ელემენტი სილიციუმი მოთავსებულია ელემენტთა პერიოდული სისტემის III პერიოდის IV ჯგუფში. რიგობრივი ნომერია 14. M(Si) = 28გ/მოლი. ატომის აღნაგობა ასე შეიძლება გამოვსახოთ K L M 3d 3p 3s +14 2 8 4 [1s2 2s2 2p6] 3s2 3p2 -4 +4 ახასიათებს დაჟანგულობის ხარისხები Si და Si . იშვიათად ავლენს ორვალენტიანობას, ძირითადად ოთხვალენტიანია (ამის მიზეზებზე უკვე ვისაუბრეთ IV ჯგუფის ელემენტების ზოგადი დახასიათებისას). სილიციუმზე მოდის დედამიწის ქერქის მასის დაახლოებით მეოთხედი. ის გვხვდება ოქსიდის (SiO2) სახით, რომლის კრისტალური ფორმებია მთის ბროლი და კვარცი. ქვიშაც სილიციუმის ოქსიდია, რომელიც შეფერილია სხვადასხვა მინარევებით. მთის ქანები ალუმინოსილიკატებია. ბუნებრივი სილიკატები სილიციუმის მჟავას მარილებია. სილიკატებს და ალუმინოსილიკატებს რთული შედგენილობა აქვთ და მათ ფორმულებს როგორც წესი ერთმანეთთან დაკავშირებული ოქსიდების სახით წერენ. მაგ: K2O ⋅ Al2O3 ⋅ 6SiO2 – მინდვრის შპატი Al2O3 ⋅ 2SiO2 ⋅ 2H2O – თეთრი თიხა (კაოლინი) Na2O ⋅ Al2O3 ⋅ 6SiO2 – ნეფელინი და ა.შ. სილიციუმის მიღება ხდება SiO2–ის აღდგენით: SiO2 + C → Si + CO2
  • 2. 2 SiO2 + 2Mg → Si + 2MgO 3SiO2 + 4Al → 3Si + 2Al2O3 განსაკუთრებით სუფთა სილიციუმს სილიციუმის ქლორიდის აღდგენით იღებენ. SiCl4 + 2Zn → Si + ZnCl2 სილიციუმი მუქი ნაცრისფერი, მეტალური ბზინვარების მქონე მყარი ნივთიერებაა. ქიმიური თვისებები 1. ფტორთან სილიციუმი რეაგირებს ჩვეულებრივ პირობებში, გაცხელებისას კი ჟანგბადთან და ქლორთან: Si + 2F2 → SiF4 Si + 2Cl2 → SiCl4 Si + O2 → SiO2 ნახშირბადთან შელღობისას კარბორუნდი მიიღება: Si + C → SiC მას ალმასის მსგავსი აღნაგობა აქვს, მაგარია და გამოიყენება სალესი ქვების დასამზადებლად. 2. სილიციუმი აქტიურ მეტალებთან გაცხელებისას წარმოქმნის სილიციდებს: 2Mg + Si → Mg2Si მაგნიუმის სილიციდზე მარილმჟავას მოქმედებით სილანი მიიღება: Mg2Si + 4HCl → 2MgCl2 + SiH4↑ (სილანი) 3. მჟავებიდან მხოლოდ მლღობი მჟავა რეაგირებს სილიციუმთან: Si + 4HF → SiF4 + 2H2 4. გავარვარებული სილიციუმი რეაქციაში შედის წყლის ორთქლთან: Si + 2H2O → SiO2 + 2H2 5. სილიციუმი რეაგირებს ტუტეებთან: Si + H2O + 2NaOH → Na2SiO3 + 2H2 SiO2 – სილიციუმის ორჟანგი, სილიციუმის მჟავა – H2SiO3 SiO2–ის შესაბამისი მოლეკულა O=Si=O არ არსებობს, რადგან სილიციუმის ატომს არ შეუძლია ორმაგი ბმის წარმოქმნა.
  • 3. 3 O O O Si O Si O O O O Si O Si O O O ამ სტრუქტურის შესაბამისი ფორმულაა (SiO2)n. სიმარტივისთვის იყენებენ SiO2-ს SiO2 წყალში არ იხსნება. რეაგირებს ტუტეებთან, მლღობ მჟავასან და ზოგიერთ მარილთან შელღობისას SiO2 + 2NaOH → Na2SiO3 + H2O SiO2 + 4HF → SiF4 + 2H2O შელღ Sel R SiO2 + Na2CO3 Na2SiO3 + CO2 შელღ Sel R 3SiO2 + Ca3(PO4)2 3CaSiO3 + P2O5 H2SiO3 H O Si O H O ამ ფორმულის შესაბამისი ნივთიერება არ არსებობს (როგორც ავღნიშნეთ სილიციუმი ვერ წარმოქმნის ორმაგ ბმას). სილიციუმის მჟავას ჭეშმარიტი ფორმულაა OH H O Si O H OH n და რადგან რამდენიმეჯერ მეორდება H2SiO3 ფრაგმენტი, სიმარტივისთვის მას H2SiO3 ფორმულა მიეკუთვნება. მიღება Na2SiO3 + 2HCl H2SiO3 + 2NaCl ნატრიუმის nat r i um s i სილიციუმის სილიკატი si l iმჟავა i s c i um si l i kat i mJava გახურებით იშლება H2SiO3 → H2O + SiO2 სილიკატებიდან წყალში ხსნადებია Na2SiO3 და K2SiO3. მათ ხსნად მინებს უწოდებენ. თუ შევურევთ სოდას, ცარცს და ქვიშას მოლური თანაფარდობით 1:1:6 და მიღებულ ნარევს გავაცხელებთ მანამ სანამ არ შეწყდება აირის გამოყოფა, მივიღებთ
  • 4. 4 უფერო გამჭვირვალე მასას, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე პლასტიკურია, დაბალზე კი – მყიფე. ეს მასალა მინაა. Na2CO3 + CaCO3 + 6SiO2 Na2O ⋅ ⋅ 2 + 2CO2 CaO 6SiO მინაm na i თუ სოდის ნაცვლად ავიღებთ პოტაშს - K2CO3 – მივიღებთ ძნელად ლღობად მინას. ხოლო თუ ცარცის ნაცვლად ავიღებთ ტყვიის ორჟანგს, მივიღებთ ბროლის მინას. თუ შევურევთ თიხას და კირქვას და გავაცხელებთ, დავფქვავთ მიღებულ მასას, რომელსაც კლინკერს ეძახიან, მივიღებთ ფხვნილს, რომელსაც ცემენტი ქვია. ზოგჯერ თიხის (Al2O3 ⋅ SiO2 ⋅ 2H2O) და კირქვის (CaCO3) ნაცვლად იღებენ მინერალ მერგელს, რომელიც ბუნებრივად შეიცავს ამ ორ კომპონენტს. ცემენტი კალციუმის ალუმინატებისა და კალციუმის სილიკატებისგან შედგება. თუ ცემენტს შევურევთ ქვიშას და წყალს მიიღება ცემენტის დუღაბი. ხრეშის (ქვისა და ქვიშის ნარევი), ცემენტის და წყლის ნარევი გაშრობის შემდეგ წარმოქმნის მონოლითს (ხელოვნურ ქვას), რომელსაც ბეტონი ქვია. თუ ბეტონის ნარევს მოვათავსებთ ყალიბში, რომელსაც ფოლადის არმატურის კარკასი აქვს, გამყარების შემდეგ მივიღებთ რკინაბეტონს. საშინაო დავალება 1. დაწერეთ შემდეგი გარდაქმნის შესაბამისი რეაქციების ტოლობები SiO2 X Y SiO2 kr i st al ur i კრისტალური am r f ul i o ამორფული f or m a f or ma ფორმა ფორმა (kvar c i ) (კვარცი) 2. რამდენი ლიტრი წყალბადი გამოიყოფა 100გ სილიციუმის (რომელიც შეიცავს 15% მინარევს) და ნატრიუმის ტუტის ურთიერთქმედებისას? 3. რამდენი გრამი Mg არის საჭირო 20გ SiO2_თან ურთიერთქმედებისათვის? რამდენი გრამი სილიციუმი შეიძლება მივიღოთ ამ დროს?