SlideShare una empresa de Scribd logo
1 de 4
Descargar para leer sin conexión
გაკვეთილი N 35

     საშინაო დავალების შემოწმება

  2. ჩვენს შემთხვევაში O – H ბმა ძლიერ პოლარულია და                  -OH ჯგუფის
     წყალბადატომს ნაწილობრივ თავისუფალი ორბიტალი აქვს, რითაც
     უკავშირდება მეორე მოლეკულის ჟანგბადატომს.
     მეორე შემთხვევა კი შეუძლებელია, რადგან C – H ბმა არ არის იმდენად
     პოლარული (C და H –ის ე.უ.-ის სხვაობა მცირეა 2,5 – 2,1 = 0.4), რომ წყალბადის
     ატომის გაუჩნდეს ნაწილობრივ თავისუფალი ორბიტალი.




  მეტალური ბმა

   მეტალებისათვის მყარ და თხევად მდგომარეობაში დამახასიათებელია ქიმიური
კავშირის განსაკუთრებული ტიპი, რომელსაც მეტალურ ბმას უწოდებენ.
   მეტალების კრისტალების კვანძებში განლაგებულია მეტალთა დადებითი იონები-
კათიონები. ისინი წარმოიქმნებიან მეტალთა ატომებიდან გარე შრის ელექტრონების
მოხლეჩის შედეგად. ამ გზით მიღებული თავისუფალი ელექტრონები თავისუფლად,
ქაოსურად მოძრაობენ კრისტალის კვანძებსშუა სივრცეში და წარმოქმნიან ერთიან
“ელექტრონულ გაზს.” ეს “ელექტრონული გაზი” იზიდავს ყველა კათიონს
ერთდროულად და ამაგრებს მათ კრისტალის შემადგენლობაში.
   მსგავსი წესით ხორციელდება ქიმიური კავშირები მაშინაც, როცა მეტალები
გამლღვალ მდგომარეობაში იმყოფებიან.
   “ელექტრონულ გაზსა” და მეტალის კათიონებს შორის ელექტროსტატიკური
ურთიერთქმედების (ურთიერთმიზიდვის) შედეგად წარმოქმნილ ქიმიურ კავშირს
მეტალური (ლითონური) ბმა ეწოდება.
   დავიმახსოვროთ, რომ მეტალური ბმა მხოლოდ მყარ და თხევად მდგომარეობაში
ვლინდება. ორთქლის მდგომარეობაში მეტალური ბმა არ ხორციელდება. ამ დროს
მეტალების მოლეკულები თითო ატომისგან შედგებიან.
   მეტალური ბმითაა განპირობებული მეტალების ფიზიკური თვისებები: ჭედადობა,
ბზინვარება და დენის გატარების უნარი.


  კრისტალური მესრის ტიპები

  გარდა მეტალური კრისტალური მესრისა არსებობს იონური, მოლეკულური და
ატომური კრისტალური მესრები.
  იონური კრისტალური მესრის საკვანძო წერტილებში დადებითი და უარყოფითი
იონები მონაცვლეობენ. მათ შორის ელექტროსტატიკური მიზიდვის შედეგად
იონური ბმებია აღძრული. ამის გამო იონური კრისტალები სიმაგრითა და მაღალი
ლღობის ტემპერატურით ხასიათდებიან.
- Na+ იონი,   - Cl- იონი.

              იონების განლაგენა NaCl-ის კრისტალში.

  როგორც ვხედავთ არ არსებობს მოლეკულა NaCl. აქ თითოეული Na+ იონი იონური
ბმით არის დაკავშირებული 6 Cl- -თან და პირიქით - თითოეული Cl- იონიც 6 Na+
იონთანაა დაკავშირებული. ამ ნივთიერებაში ყოველ იონ Na+ მოდის ერთი Cl- იონი.
ამიტომ იწერება ფორმულა NaCl.
  მოლეკულური კრისტალური მესრის საკვანძო წერტილებში ნივთიერებების
მილეკულებია მოთავსებული. მოლეკულებს შორის ქიმიური კავშირები არ არის
განხორციელებული, ამიტომ ასეთი კრისტალები არ არიან მაგრები და მათ დაბალი
ლღობის ტემპერატურები ახასიათებთ.




                            I2-ის მოლეკულა

                 I2-ის მოლეკულური კრისტალური მესერი

  ატომური კრისტალური მესრის საკვანძო წერტილებში ატომებია მოთავსებული.
ატომებს შორის კოვალენტური ბმებია განხორციელებული. ასეთი კრისტალები
ძალიან მაღალი სიმაგრით გამოირჩევიან. ასეთია მაგ: ალმასის კრისტალი.
ნახშირბადის ატომი

                ალმასის კრისტალური მესერი




საშინაო დავალება:

1. რას ეწოდება მეტალური ბმა? რა განაპირობებს მეტალების კრისტალების
   ელექტროგამტარობას, ბზინვარებას და ჭედადობას?
2. როგორია იონური, მოლეკულური და ატომური კრისტალების აღნაგობა?



      თემა N 5. ძირითადი დებულებები.

 1. ატომებს შორის განხორციელებული ქიმიური კავშირების (ქიმიური ბმების)
   ბუნების ასახსნელად უნდა დავეყრდნოთ ატომის აღნაგობის დებულებებს.
   მდგრადი (დასრულებული) ელექტრონული გარსი გააჩნიათ მხოლოდ
   ინერტული აირების ატომებს. მათ გარე შრეზე 8-8 ელექტრონი აქვთ.
   გამონაკლისია He, რომელსაც მდგრადი ორელექტრონიანი გარსი აქვს. ყველა
   დანარჩენი ელემენტი ქიმიური ბმების წარმოქმნისას ატომის გარშემო ისეთივე
   გარსს წარმოქმნის როგორიც აქვს უახლოესი ინერტული აირის ატომს. ეს
   ხორციელდება ელექტრონების გაცემა-მიერთების ან გაწყვილების გზით.
 2. იონური ბმა აღიძვრება საწინააღმდეგოდ დამუხტულ იონებს შორის
   ელექტროსტატიკური       ურთიერთმიზიდვის       შედეგად.   იონური     ბმა
   წარმოიქმნება ტიპიურ მეტალებსა და ტიპიურ არამეტალებს შორის. მეტალის
   ატომები გასცემენ, ხოლო არამეტალის ატომები კი იერთებენ ელექტრონებს.
 3. კოვალენტური ბმა აღიძვრება ატომებს შორის საზიარო ელექტრონული
   წყვილის წარმოქმნის გზით. ბმის წარმომქმნელ ატომებს გააჩნიათ
   გაუწყვილებელი ელექტრონები. შესაბამისი ორბიტალების გადაფარვას მოყვება
   საზიარო ელექტრონული წყვილის წარმოქმნა. კოვალენტური ბმა აღიძვრება
   არამეტალების ატომებს შორის. თუ ატომებს შორის ორი საზიარო
   ელექტრონული წყვილია, მაშინ ბმა ორმაგია, სამი წყვილის შემთხვევაში_
   სამმაგი.
4. ელექტროუარყოფითობა ელემენტის ატომის მიერ საზიარო ელექტრონული
       წყვილის მიზიდვის უნარია.
     5. ერთიდაიგივე ან ერთნაირი ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტების
       ატომებს შორის აღიძვრება არაპოლარული კოვალენტური ბმა. განსხვავებული
       ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტების ატომებს შორის აღიძვრება
       პოლარული კოვალენტური ბმა.
     6. კოვალენტური ბმის კერძო შემთხვევაა დონორ-აქცეპტორული ბმა. ამ
       შემთხვევაში საზიარო ელექტრონული წყვილი წარმოიქმნება ერთერთი ატომის
       (დონორი) თავისუფალ ელექტრონული წყვილზე მეორე ატომის (აქცეპტორი)
       თავისუფალი ორბიტალით მიერთების შედეგად.
     7. წყალბადური ბმა დონორ-აქცეპტორული ბმის კერძო შემთხვევაა. წყალბადის
       ატომს, რომელიც ძლიერი ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტების(F, O,
       N)ატომებთან    არის   დაკავშირებული    ნაწილობრივ     უთავისუფლდება
       ორბიტალი. ამ ორბიტალით ის დონორ-აქცეპტორული პრინციპით უერთდება
       მეორე მოლეკულის შემადგენლობაში მყოფ ძლიერი ელექტროუარყოფითობის
       მქონე ელემენტის ატომს თავისუფალ ელექტრონული წყვილზე.
   8.მეტალებისათვის მყარ და თხევად მდგომარეობაში დამახასიათებელია
ქიმიური კავშირის განსაკუთრებული ტიპი რომელსაც მეტალურ ბმას უწოდებენ.
მეტალების კრისტალების კვანძებში განლაგებულია მეტალთა დადებითი იონები-
კათიონები. თავისუფალი ელექტრონები ქაოსურად             მოძრაობენ კრისტალის
კვანძებსშუა     სივრცეში და წარმოქმნიან ერთიან “ელექტრონულ გაზს.” ეს
“ელექტრონული გაზი” იზიდავს ყველა კათიონს ერთდროულად და ამაგრებს მათ
კრისტალის შემადგენლობაში.
   9. გარდა მეტალური კრისტალური მესრისა არსებობს იონური, მოლეკულური და
ატომური კრისტალური მესრები. იონური კრისტალური მესრის საკვანძო
წერტილებში დადებითი და უარყოფითი იონები მონაცვლეობენ. მათ შორის
ელექტროსტატიკური მიზიდვის შედეგად იონური ბმებია აღძრული. ამის გამო
იონური კრისტალები სიმაგრითა და მაღალი ლღობის ტემპერატურით
ხასიათდებიან. მოლეკულური კრისტალური მესრის საკვანძო წერტილებში
ნივთიერებების მილეკულებია მოთავსებული. მოლეკულებს შორის ქიმიური
კავშირები არ არის განხორციელებული, ამიტომ ასეთი კრისტალები არ არიან
მაგრები და მათ დაბალი ლღობის ტემპერატურები ახასიათებთ. ატომური
კრისტალური მესრის საკვანძო წერტილებში ატომებია მოთავსებული. ატომებს
შორის კოვალენტური ბმებია განხორციელებული. ასეთი კრისტალები ძალიან
მაღალი სიმაგრით გამოირჩევიან. ასეთია მაგ: ალმასის კრისტალი.

Más contenido relacionado

La actualidad más candente

გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15datiko43
 
გაკვეთილი № 26
გაკვეთილი № 26გაკვეთილი № 26
გაკვეთილი № 26datiko43
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3datiko43
 
გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39datiko43
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13datiko43
 
გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4datiko43
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14datiko43
 
გაკვეთილი № 41
გაკვეთილი № 41გაკვეთილი № 41
გაკვეთილი № 41datiko43
 
გაკვეთილი № 29
გაკვეთილი № 29გაკვეთილი № 29
გაკვეთილი № 29datiko43
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7datiko43
 
გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49datiko43
 
G 007.docx
G 007.docxG 007.docx
G 007.docxqimia
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18datiko43
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7datiko43
 
გაკვეთილი № 44
გაკვეთილი № 44გაკვეთილი № 44
გაკვეთილი № 44datiko43
 
გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27datiko43
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანnino abuladze
 
მარტივი მექანიზმები/simple machines
მარტივი მექანიზმები/simple machinesმარტივი მექანიზმები/simple machines
მარტივი მექანიზმები/simple machinesancho-banco
 
არაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაცია
არაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაციაარაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაცია
არაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაციაlika_86
 

La actualidad más candente (20)

გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15
 
გაკვეთილი № 26
გაკვეთილი № 26გაკვეთილი № 26
გაკვეთილი № 26
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
 
გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14
 
გაკვეთილი № 41
გაკვეთილი № 41გაკვეთილი № 41
გაკვეთილი № 41
 
მჟავა
მჟავამჟავა
მჟავა
 
გაკვეთილი № 29
გაკვეთილი № 29გაკვეთილი № 29
გაკვეთილი № 29
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49
 
G 007.docx
G 007.docxG 007.docx
G 007.docx
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
გაკვეთილი № 44
გაკვეთილი № 44გაკვეთილი № 44
გაკვეთილი № 44
 
გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27
 
ისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთანისტორიის პარალელები ქართულთან
ისტორიის პარალელები ქართულთან
 
მარტივი მექანიზმები/simple machines
მარტივი მექანიზმები/simple machinesმარტივი მექანიზმები/simple machines
მარტივი მექანიზმები/simple machines
 
არაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაცია
არაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაციაარაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაცია
არაორგანული ქიმიის საგამოცდო ტესტის იმიტაცია
 

Destacado

გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47datiko43
 
გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24datiko43
 
გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45datiko43
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5datiko43
 
გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45datiko43
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17datiko43
 
გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22datiko43
 
12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w
12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w
12.ictteqnologiebi 2011 2016 s.wdatiko43
 
გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48datiko43
 
გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42datiko43
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9datiko43
 
გაკვეთილი № 28
გაკვეთილი № 28გაკვეთილი № 28
გაკვეთილი № 28datiko43
 
გაკვეთილი N 2
გაკვეთილი N 2გაკვეთილი N 2
გაკვეთილი N 2datiko43
 
გაკვეთილი № 30
გაკვეთილი № 30გაკვეთილი № 30
გაკვეთილი № 30datiko43
 
გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25datiko43
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10datiko43
 
გაკვეთილი № 34
გაკვეთილი № 34გაკვეთილი № 34
გაკვეთილი № 34datiko43
 
გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23datiko43
 

Destacado (19)

გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47
 
გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24
 
გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5
 
გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22
 
12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w
12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w
12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w
 
გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48
 
გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9
 
გაკვეთილი № 28
გაკვეთილი № 28გაკვეთილი № 28
გაკვეთილი № 28
 
გაკვეთილი N 2
გაკვეთილი N 2გაკვეთილი N 2
გაკვეთილი N 2
 
გაკვეთილი № 30
გაკვეთილი № 30გაკვეთილი № 30
გაკვეთილი № 30
 
G 040
G 040G 040
G 040
 
გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
გაკვეთილი № 34
გაკვეთილი № 34გაკვეთილი № 34
გაკვეთილი № 34
 
გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23
 

Más de datiko43

გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46datiko43
 
გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43datiko43
 
გაკვეთილი № 33
გაკვეთილი № 33გაკვეთილი № 33
გაკვეთილი № 33datiko43
 
გაკვეთილი № 31
გაკვეთილი № 31გაკვეთილი № 31
გაკვეთილი № 31datiko43
 

Más de datiko43 (6)

გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46
 
გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43
 
G 037
G 037G 037
G 037
 
გაკვეთილი № 33
გაკვეთილი № 33გაკვეთილი № 33
გაკვეთილი № 33
 
გაკვეთილი № 31
გაკვეთილი № 31გაკვეთილი № 31
გაკვეთილი № 31
 
G 026
G 026G 026
G 026
 

გაკვეთილი № 35

  • 1. გაკვეთილი N 35 საშინაო დავალების შემოწმება 2. ჩვენს შემთხვევაში O – H ბმა ძლიერ პოლარულია და -OH ჯგუფის წყალბადატომს ნაწილობრივ თავისუფალი ორბიტალი აქვს, რითაც უკავშირდება მეორე მოლეკულის ჟანგბადატომს. მეორე შემთხვევა კი შეუძლებელია, რადგან C – H ბმა არ არის იმდენად პოლარული (C და H –ის ე.უ.-ის სხვაობა მცირეა 2,5 – 2,1 = 0.4), რომ წყალბადის ატომის გაუჩნდეს ნაწილობრივ თავისუფალი ორბიტალი. მეტალური ბმა მეტალებისათვის მყარ და თხევად მდგომარეობაში დამახასიათებელია ქიმიური კავშირის განსაკუთრებული ტიპი, რომელსაც მეტალურ ბმას უწოდებენ. მეტალების კრისტალების კვანძებში განლაგებულია მეტალთა დადებითი იონები- კათიონები. ისინი წარმოიქმნებიან მეტალთა ატომებიდან გარე შრის ელექტრონების მოხლეჩის შედეგად. ამ გზით მიღებული თავისუფალი ელექტრონები თავისუფლად, ქაოსურად მოძრაობენ კრისტალის კვანძებსშუა სივრცეში და წარმოქმნიან ერთიან “ელექტრონულ გაზს.” ეს “ელექტრონული გაზი” იზიდავს ყველა კათიონს ერთდროულად და ამაგრებს მათ კრისტალის შემადგენლობაში. მსგავსი წესით ხორციელდება ქიმიური კავშირები მაშინაც, როცა მეტალები გამლღვალ მდგომარეობაში იმყოფებიან. “ელექტრონულ გაზსა” და მეტალის კათიონებს შორის ელექტროსტატიკური ურთიერთქმედების (ურთიერთმიზიდვის) შედეგად წარმოქმნილ ქიმიურ კავშირს მეტალური (ლითონური) ბმა ეწოდება. დავიმახსოვროთ, რომ მეტალური ბმა მხოლოდ მყარ და თხევად მდგომარეობაში ვლინდება. ორთქლის მდგომარეობაში მეტალური ბმა არ ხორციელდება. ამ დროს მეტალების მოლეკულები თითო ატომისგან შედგებიან. მეტალური ბმითაა განპირობებული მეტალების ფიზიკური თვისებები: ჭედადობა, ბზინვარება და დენის გატარების უნარი. კრისტალური მესრის ტიპები გარდა მეტალური კრისტალური მესრისა არსებობს იონური, მოლეკულური და ატომური კრისტალური მესრები. იონური კრისტალური მესრის საკვანძო წერტილებში დადებითი და უარყოფითი იონები მონაცვლეობენ. მათ შორის ელექტროსტატიკური მიზიდვის შედეგად იონური ბმებია აღძრული. ამის გამო იონური კრისტალები სიმაგრითა და მაღალი ლღობის ტემპერატურით ხასიათდებიან.
  • 2. - Na+ იონი, - Cl- იონი. იონების განლაგენა NaCl-ის კრისტალში. როგორც ვხედავთ არ არსებობს მოლეკულა NaCl. აქ თითოეული Na+ იონი იონური ბმით არის დაკავშირებული 6 Cl- -თან და პირიქით - თითოეული Cl- იონიც 6 Na+ იონთანაა დაკავშირებული. ამ ნივთიერებაში ყოველ იონ Na+ მოდის ერთი Cl- იონი. ამიტომ იწერება ფორმულა NaCl. მოლეკულური კრისტალური მესრის საკვანძო წერტილებში ნივთიერებების მილეკულებია მოთავსებული. მოლეკულებს შორის ქიმიური კავშირები არ არის განხორციელებული, ამიტომ ასეთი კრისტალები არ არიან მაგრები და მათ დაბალი ლღობის ტემპერატურები ახასიათებთ. I2-ის მოლეკულა I2-ის მოლეკულური კრისტალური მესერი ატომური კრისტალური მესრის საკვანძო წერტილებში ატომებია მოთავსებული. ატომებს შორის კოვალენტური ბმებია განხორციელებული. ასეთი კრისტალები ძალიან მაღალი სიმაგრით გამოირჩევიან. ასეთია მაგ: ალმასის კრისტალი.
  • 3. ნახშირბადის ატომი ალმასის კრისტალური მესერი საშინაო დავალება: 1. რას ეწოდება მეტალური ბმა? რა განაპირობებს მეტალების კრისტალების ელექტროგამტარობას, ბზინვარებას და ჭედადობას? 2. როგორია იონური, მოლეკულური და ატომური კრისტალების აღნაგობა? თემა N 5. ძირითადი დებულებები. 1. ატომებს შორის განხორციელებული ქიმიური კავშირების (ქიმიური ბმების) ბუნების ასახსნელად უნდა დავეყრდნოთ ატომის აღნაგობის დებულებებს. მდგრადი (დასრულებული) ელექტრონული გარსი გააჩნიათ მხოლოდ ინერტული აირების ატომებს. მათ გარე შრეზე 8-8 ელექტრონი აქვთ. გამონაკლისია He, რომელსაც მდგრადი ორელექტრონიანი გარსი აქვს. ყველა დანარჩენი ელემენტი ქიმიური ბმების წარმოქმნისას ატომის გარშემო ისეთივე გარსს წარმოქმნის როგორიც აქვს უახლოესი ინერტული აირის ატომს. ეს ხორციელდება ელექტრონების გაცემა-მიერთების ან გაწყვილების გზით. 2. იონური ბმა აღიძვრება საწინააღმდეგოდ დამუხტულ იონებს შორის ელექტროსტატიკური ურთიერთმიზიდვის შედეგად. იონური ბმა წარმოიქმნება ტიპიურ მეტალებსა და ტიპიურ არამეტალებს შორის. მეტალის ატომები გასცემენ, ხოლო არამეტალის ატომები კი იერთებენ ელექტრონებს. 3. კოვალენტური ბმა აღიძვრება ატომებს შორის საზიარო ელექტრონული წყვილის წარმოქმნის გზით. ბმის წარმომქმნელ ატომებს გააჩნიათ გაუწყვილებელი ელექტრონები. შესაბამისი ორბიტალების გადაფარვას მოყვება საზიარო ელექტრონული წყვილის წარმოქმნა. კოვალენტური ბმა აღიძვრება არამეტალების ატომებს შორის. თუ ატომებს შორის ორი საზიარო ელექტრონული წყვილია, მაშინ ბმა ორმაგია, სამი წყვილის შემთხვევაში_ სამმაგი.
  • 4. 4. ელექტროუარყოფითობა ელემენტის ატომის მიერ საზიარო ელექტრონული წყვილის მიზიდვის უნარია. 5. ერთიდაიგივე ან ერთნაირი ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტების ატომებს შორის აღიძვრება არაპოლარული კოვალენტური ბმა. განსხვავებული ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტების ატომებს შორის აღიძვრება პოლარული კოვალენტური ბმა. 6. კოვალენტური ბმის კერძო შემთხვევაა დონორ-აქცეპტორული ბმა. ამ შემთხვევაში საზიარო ელექტრონული წყვილი წარმოიქმნება ერთერთი ატომის (დონორი) თავისუფალ ელექტრონული წყვილზე მეორე ატომის (აქცეპტორი) თავისუფალი ორბიტალით მიერთების შედეგად. 7. წყალბადური ბმა დონორ-აქცეპტორული ბმის კერძო შემთხვევაა. წყალბადის ატომს, რომელიც ძლიერი ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტების(F, O, N)ატომებთან არის დაკავშირებული ნაწილობრივ უთავისუფლდება ორბიტალი. ამ ორბიტალით ის დონორ-აქცეპტორული პრინციპით უერთდება მეორე მოლეკულის შემადგენლობაში მყოფ ძლიერი ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტის ატომს თავისუფალ ელექტრონული წყვილზე. 8.მეტალებისათვის მყარ და თხევად მდგომარეობაში დამახასიათებელია ქიმიური კავშირის განსაკუთრებული ტიპი რომელსაც მეტალურ ბმას უწოდებენ. მეტალების კრისტალების კვანძებში განლაგებულია მეტალთა დადებითი იონები- კათიონები. თავისუფალი ელექტრონები ქაოსურად მოძრაობენ კრისტალის კვანძებსშუა სივრცეში და წარმოქმნიან ერთიან “ელექტრონულ გაზს.” ეს “ელექტრონული გაზი” იზიდავს ყველა კათიონს ერთდროულად და ამაგრებს მათ კრისტალის შემადგენლობაში. 9. გარდა მეტალური კრისტალური მესრისა არსებობს იონური, მოლეკულური და ატომური კრისტალური მესრები. იონური კრისტალური მესრის საკვანძო წერტილებში დადებითი და უარყოფითი იონები მონაცვლეობენ. მათ შორის ელექტროსტატიკური მიზიდვის შედეგად იონური ბმებია აღძრული. ამის გამო იონური კრისტალები სიმაგრითა და მაღალი ლღობის ტემპერატურით ხასიათდებიან. მოლეკულური კრისტალური მესრის საკვანძო წერტილებში ნივთიერებების მილეკულებია მოთავსებული. მოლეკულებს შორის ქიმიური კავშირები არ არის განხორციელებული, ამიტომ ასეთი კრისტალები არ არიან მაგრები და მათ დაბალი ლღობის ტემპერატურები ახასიათებთ. ატომური კრისტალური მესრის საკვანძო წერტილებში ატომებია მოთავსებული. ატომებს შორის კოვალენტური ბმებია განხორციელებული. ასეთი კრისტალები ძალიან მაღალი სიმაგრით გამოირჩევიან. ასეთია მაგ: ალმასის კრისტალი.