SlideShare una empresa de Scribd logo
1 de 7
Descargar para leer sin conexión
გაკვეთილი N 47


  საშინაო დავალება შემოწმება:



   1. ა) 20,2გ                               ბ) 8,975გ


   2. ა) 195,2მლ                             ბ) 325,7მლ




   3. V = 1880მლ




  მოლური კონცენტრაცია




  ხსნარის მოლური კონცენტრაცია გვიჩვენებს რამდენ მოლ გახსნილ ნივთიერებას
შეიცავს 1 ლიტრი ხსნარი.
       C=n/V

  სადაც c ნივთიერების მოლური კონცენტრაციაა. n გახსნილი ნივთიერების რაოდენობა
მოლებში. V       ხსნარის მოცულობა ლიტრeბში. მოლური კონცენტრაციის განზომილებაა
მოლი/ლიტრი.შ

  მაგ: თუ 2 ლიტრი ხსნარი შეიცავს 3 მოლ გოგირდმჟავას, მაშინ

                    C = 3 / 2 = 1,5 მოლი/ლ

  ზოგჯერ იყენებენ აღნიშვნას 1,5M H2SO4 იკითხება “გოგირდმჟავას 1,5 მოლური ხსნარი.” ეს
ნიშნავს, რომ ასეთი ხსნარის ყოველი 1 ლიტრი შეიცავს 1,5 მოლ H2SO4-ს.

  ამოცანა:   რამდენ მოლ HCl-ს შეიცავს 300მლ 5M მარილმჟავას ხსნარი?



                                             ამოხსნა:

  მოც:       V = 300 მლ
c (HCl) = 5M

––––––––––––––––––––––––

უ.გ.        n (HCl) = ?



ხსნარის მოლურობის განმარტებიდან:


            1ლ 5M ხსნარი შეიცავს 5მოლ HCl-ს

            300მლ = 0,3ლ “––––––––“ x “–––––“



                    x = 0,3 . 5 / 1 = 1,5მოლი



                                           n
ან     პირდაპირ    ფორმულით          c=
                                           V


        აქედან              n = cV



ჩავსვათ მნიშვნელობები:                      n = 5 . 0,3 = 1,5მოლი

პასუხი:             1,5მოლი HCl


ამოცანა:    2 მოლი/ლ მარილმჟავას ხსნარის რამდენი მლ შეიცავს 0,75მოლ HCl-ს?

                                                ამოხსნა:
მოც:      n (HCl) = 0,75მოლი
          c (HCl ) = 2მოლი/ლ
–––––––––––––––––––––––––––––––
უ.გ.      V=?

ფორმულიდან
                           n
                     c=
                           V
მივიღებთ
                           n
                     V=
                           c

ჩავსვათ შესაბამისი მნიშვნელობები:
V = 0,75 / 2 = 0,375ლ        ანუ   0,375 . 1000 = 375მლ

  პასუხი:          V = 375მლ


  ამოცანა#3:რამდენ გრამ HNO3-ს შეიცავს 50მლ აზოტმჟავას 2 მოლური ხსნარი?

                                          ამოხსნა:
  მოც:      V = 50მლ
            c (HNO3) = 2მოლი/ლ
  ––––––––––––––––––––––––––––––––
  უ.გ.      m (HNO3) = ?

  M (HNO3) = 1 + 14 + 3 . 16 = 63გ/მოლი
  50მლ = 0,05ლ

  ფორმულიდან

                             n
                    c=
                             V



  მივიღებთ          n = cV


                   n = 0,05 . 2 = 0,1მოლი

  ფორმულიდან
                  m (nivT)
             n=
                  M (nivT)

  მივიღებთ                   m (ნივთ) = n . M (ნივთ)

  ჩავსვათ შესაბამისი მნიშვნელობები:

                   m (HNO3) = 0,1  63 = 6,3გ


  პასუხი:    m (HNO3) = 6,3გ


  ამოცანა#4:35%-იან გოგირდმჟავას ხსნარის სიმკვრივეა 1,260გ/მლ. როგორია ამ
ხსნარის მოლური კონცენტრაცია?

                                          ამოხსნა:
  მოც:        (H2SO4) = 35%
 = 1,260გ/მლ
  ––––––––––––––––––––––––––––
  უ.გ.      c=?

  M (H2SO4) = 2  1 + 32 + 4  16 = 98გ/მოლი

   რომ გავიგოთ ხსნარის მოლური კონცენტრაცია უნდა ვიცოდეთ რამდენ მოლ
გასახსნელ ნივთიერებას შეიცავს 1ლ ხსნარი.
   ჩვენთვის ცნობილი ფორმულიდან m (ნივთ) = V გავიგოთ რამდენ გრამ H2SO4-
ს შეიცავს 1ლ ხსნარი.

      m (H2SO4) = V = 1,206 . 1000 . 0,35 = 441გ

  ახლა ვნახოთ რამდენი მოლია 441გ H2SO4

  ფორმულაში
                         m
                    n=
                         n

  ჩავსვათ მნიშვნელობები:
                                       441
                                  n=      =4,5moli
                                       98

  ე.ი. 4,5მოლ H2SO4-ს შეიცავს 1ლ ხსნარი. იგივეა ხსნარის მოლური კონცენტრაცია.

  პასუხი:    c = 4,5მოლი/ლ        ან გვაქვს 4,5M H2SO4-ის ხსნარი.


  ამოცანა#5:როგორია აზოტმჟავას 4M ხსნარში ( = 1,2გ/მლ) აზოტმჟავას მასური
წილი?

                                          ამოხსნა:
  მოც:      c (HNO3) = 4მოლი/ლ
             = 1,2გ/მლ
  –––––––––––––––––––––––––––––
  უ.გ.       (HNO3) = ?

  M (HNO3) = 1 + 14 + 3 . 16 = 63გ/მოლი

  რადგან აზოტმჟავას მოლური კონცენტრაციაა 4 მოლი/ლ, 1ლ ხსნარი შეიცავს
4მოლ ანუ 4 . 63 = 252გ HNO3.
  ფორმულიდან
                        m
                    =       m = V
                        V
  ვიპოვოთ 1ლ ხსნარის მასა:
m = 1,2  1000 = 1200გ

  ფორმულაში
                  m (nivT)
             =
                  m (xs)

  ჩავსვათ მნიშვნელობები:
                                250
                           =
                                1200 =0,21
  ანუ 0,21  100% = 21%

  პასუხი:     = 21%




  სითბური მოვლენები ნივთიერების წყალში გახსნის დროს




  ზოგი ნივთიერების წყალში გახსნისას სითბო შთაინთქმება და ხსნარი ცივდება. ასეთი
ნივთიერებებია:. NaCl, NH4NO3 და სხვ. ზოგი ნივთიერების წყალში გახსნისას კი სითბო
გამოიყოფა და ხსნარი თბება. ასეთი ნივთიერებებია: NaOH, KOH, H2SO4 და სხვა.

   ნივთიერების წყალში გახსნა რთული ფიზიკურ-ქიმიური პროცესია. გახსნისას
ადგილი აქვს ა) მყარი ნივთიერებების კრისტალური მესრის დაშლას. ეს პროცესი
ენდოთერმულია (ანუ მოითხოვს ენერგიის შთანთქმას. ბ) მიღებული ნაწილაკების
გამხსნელთან ურთიერთქმედებას. ეს პროცესი კი სითბოს გამოყოფით მიმდინარეობს
(ეგზოთერმულია).
   თუ “ა” პროცესის დროს უფრო მეტი სითბო შთაინთქმება, ვიდრე “ბ” პროცესის
დროს გამოიყოფა, მაშინ ნივთიერების წყალში გახსნის პროცესი ენდოთერმულია. და
პირიქით, თუ “ა” პროცესის დროს უფრო ნაკლები სითბო შთაინთქმება, ვიდრე ბ
პროცესის დროს გამოიყოფა, მაშინ ნივთიერების გახსნა ეგზოთერმულია.
   სითბოს (ენერგიის) იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყოფა ან შთაინთქმება ერთი
მოლი ნივთიერების დიდ რაოდენობა წყალში გახსნისას, გახსნის სითბო ეწოდება.
   გასახსნელ     ნივთიერებასა      და      წყალს    შორის   გახსნისას გარკვეულ
ურთიერთქმედებას აქვს ადგილი. მაგ: უფერო ნივთიერებაში (წყალი) იხსნება თეთრი
ფერის ნივთიერება (CuSO4 სპილენძის სულფატი). მიღებულ ხსნარს ლურჯი
შეფერილობა აქვს. თუ ხსნარიდან წყალს ფრთხილად ავაორთქლებთ მივიღებთ
ახალ, ლურჯი ფერის ნივთიერებას, რომლის შედგენილობაა
CuSO4. 5H2O (შაბიამანი, სპილენძის სულფატის პენტაჰიდრატი).
   მარილებისა და წყლის ნაერთებს (შეიძლება ფუძეებმაც წარმოქმნან მსგავსი
ნაერთები) კრისტალჰიდრატები ქვიათ. კრისტალჰიდრატებია მაგ: CuSO4. 5H2O,
Na2SO4 . 10H2O, Na2CO3 . 10H2O, CaCl2 . 7H2O, Ba(OH)2 2H2O და ა.შ.
   წერტილი მოლეკულების ფორმულებს შორის გვიჩვენებს, რომ ეს მოლეკულები
ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
ამოცანა: 100მლ წყალში გახსნეს 30გ შაბიამანი (CuSO4 . 5H2O). როგორია მიღებულ
ხსნარში სპილენძის სულფატის მასური წილი?

                                         ამოხსნა:
  მოც:      V (H2O) = 100მლ
            m (CuSO4. 5H2O) = 30გ
  –––––––––––––––––––––––––––––––
  უ.გ.       (CuSO4) = ?


  რაგან  (H2O) = 1გ/მლ           ამიტომ m (H2O) = 100გ

  M (CuSO4) = 160გ/მოლი           M (CuSO4 . 5H2O) = 250გ/მოლი

  საბოლოო ხსნარის მასაა           m (H2O) + m (CuSO4. 5H2O) = 100 + 30 = 130გ

  საბოლოო ხსნარში იმდენივე მარილი (CuSO4)                   იქნება,   რამდენიცაა   30გ
კრისტალჰიდრატში.

              250გ CuSO4. 5H2O შეიცავს 160გ CuSO4-ს
              30გ “–––––––––––––––––––“ x “ –––––––“

                           30 . 160
                     x = –––––––––– = 19,2გ
                             250

                          m (nivT)
                     =
                          m (xs)
  ვიღებთ, რომ
                    (CuSO4) = 19,2 = 0,14
                               130
          .
  ანუ 0,14 100% = 14%

  პასუხი:      (CuSO4) = 0,14

         თემა N 8   ძირითადი დებულებები.

  1. ხსნარი ეწოდება ორი ან მეტი კომპონენტის შემცველ ცვლადი შედგენილობას
     ერთგვაროვან (ჰომოგენურ) სისტემას.
  2. ნივთიერების ხსნადობის კოეფიციენტი გვიჩვენებს მაქსიმუმ რამდენი გრამი
     ნივთიერება იხსნება მოცემულ ტემპერატურაზე 100 გრამ წყალში. (ზოგჯერ
     ხსნადობის კოეფიციენტს ითვლიან 1ლ წყალში გახსნილი ნივთიერების მასის
     მიხედვით)
  3. ხსნარის მასური წილია გახსნილი ნივთიერების მასის შეფარდება ხსნარის
     მასასთან.
                             = m (ნივთ) / m (ხს)
4. ხსნარის მოლური კონცენტრაცია გვიჩვენებს        რამდენ   მოლ    გახსნილ
     ნივთიერებას შეიცავს ხსნარის ყოველი ლიტრი.

                                    n (nivT)
                               c=
                                      V

  ჩვენს მიერ აქამდე განხილულ სისტემებს “ჭეშმარიტიEხსნარები” ეწოდებათ.

   ჭეშმარიტEხსნარებში გახსნილი ნივთიერებები მოლეკულებამდე ან კიდევ უფრო
მცირე ნაწილაკებამდე_იონებამდე არიან დაშლილი. არსებობენ არამდგრადი
სისტემები რომლებსაც “ტივტივარებს” უწოდებენ. ტივტივარებში წყალში
“შეტივტივებულია” მყარი (სუსპენზიები) ან თხევადი (ემულსიები) ნივთიერებები.
სუსპენზიაა მდინარის მღვრიე წყალი, ემულსიაა რძე. ეს სისტემები თითქოს
ერთგვაროვნები არიან, მაგრამ თუ დავაკვირდებით შევაჩნევთ წყალში შერეულ
(შეტივტივებულ) საკმაოდ დიდი ზომის ნაწილაკებს. ტივტივარები დაყოვნებისას
იშლებიან. თუ წყალში შერეული ნაწილაკები წყალზე მძიმეა, მაშინ ისინი ფსკერზე
ილექებიან, წყალზე მსუბუქი ნაწილაკები კი წყლის ზედაპირზე ამოდის. ჭეშმარიტ
ხსნარებსა და ტივტივარებს შორის საშუალედო მდგომარეობას იკავებენ ე. წ.
“კოლოიდური ხსნარები.” ამ ხსნარებში გახსნილი ნივთიერება მოლეკულებზე
ბევრად უფრო დიდი აგრეგატების სახითაა, მაგრამ ისინი უხილავია ჩვენი
თვალისათვის. კოლოიდური ხსნარები ბევრად უფრო მდგრადებია ტივტივარებთან
შედარებით. ამ ხსნარებიდან ნივთიერების გამოლექვა (კოაგულაცია) გაცხელებისას
ან რომელიმე რეაგენტის დამატების შემდეგ ხდება.




   საშინაო დავალება:
    1. როგორია:
     ა)20%-იანი მარილმჟავას ხსნარის ( = 1,1)
         ბ)15%-იანი ნატრიუმის ტუტის ხსნარის ( = 1,2)
         გ) 5%-იანი ბარიუმის ტუტის ხსნარის ( = 1,07)
         d) 16%-იანი ფოსფორმჟავას ხსნარის ( = 1,17)
   მოლური კონცენტრაციები?
    2. როგორია H2SO4-ის მასური წილები ხსნარებში?
     ა) 0,2M ( = 1,02)            ბ) 4M ( = 1,28)
    3. ოთახის ტემპერატურაზე ნივთიერების ხსნადობის კოეფიციენტია 351გ/ლ.
  როგორია ნაჯერ ხსნარში ნივთიერების მასური წილი?

      4.   რამდენი მლ 2,5M ნატრიუმის ტუტე არის საჭირო 300მლ 20%-იან
(=1,22გ/მლ) გოგირდმჟავას გასანეიტრალებლად? რამდენი გრამი Na2SO4 გვექნება
ხსნარში?

Más contenido relacionado

La actualidad más candente

ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42barambo
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8datiko43
 
გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43datiko43
 
გაკვეთილი III
გაკვეთილი IIIგაკვეთილი III
გაკვეთილი IIIqimia
 
გაკვეთილი № 33
გაკვეთილი № 33გაკვეთილი № 33
გაკვეთილი № 33datiko43
 
გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49datiko43
 
გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4datiko43
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17barambo
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14datiko43
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17datiko43
 
გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38datiko43
 
გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37datiko43
 
გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42datiko43
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3datiko43
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15datiko43
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13datiko43
 
ამოცანა 1 5
ამოცანა 1 5ამოცანა 1 5
ამოცანა 1 5barambo
 
გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24datiko43
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10datiko43
 
გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39datiko43
 

La actualidad más candente (20)

ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 
გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43გაკვეთილი № 43
გაკვეთილი № 43
 
გაკვეთილი III
გაკვეთილი IIIგაკვეთილი III
გაკვეთილი III
 
გაკვეთილი № 33
გაკვეთილი № 33გაკვეთილი № 33
გაკვეთილი № 33
 
გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49
 
გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4გაკვეთილი №4
გაკვეთილი №4
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38
 
გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37
 
გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42გაკვეთილი № 42
გაკვეთილი № 42
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15გაკვეთილი № 15
გაკვეთილი № 15
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
 
ამოცანა 1 5
ამოცანა 1 5ამოცანა 1 5
ამოცანა 1 5
 
გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39გაკვეთილი № 39
გაკვეთილი № 39
 

Destacado

გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45datiko43
 
გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46datiko43
 
12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w
12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w
12.ictteqnologiebi 2011 2016 s.wdatiko43
 
გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22datiko43
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9datiko43
 
გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35datiko43
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5datiko43
 
გაკვეთილი IV
გაკვეთილი IVგაკვეთილი IV
გაკვეთილი IVqimia
 
გაკვეთილი II
გაკვეთილი IIგაკვეთილი II
გაკვეთილი IIqimia
 
გაკვეთილი N 2
გაკვეთილი N 2გაკვეთილი N 2
გაკვეთილი N 2datiko43
 
გაკვეთილი № 34
გაკვეთილი № 34გაკვეთილი № 34
გაკვეთილი № 34datiko43
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7datiko43
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18datiko43
 
გაკვეთილი №1
გაკვეთილი №1გაკვეთილი №1
გაკვეთილი №1datiko43
 
გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20datiko43
 

Destacado (16)

გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45გაკვეთილი № 45
გაკვეთილი № 45
 
გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46
 
12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w
12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w
12.ictteqnologiebi 2011 2016 s.w
 
გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9
 
გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35გაკვეთილი № 35
გაკვეთილი № 35
 
G 040
G 040G 040
G 040
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5
 
გაკვეთილი IV
გაკვეთილი IVგაკვეთილი IV
გაკვეთილი IV
 
გაკვეთილი II
გაკვეთილი IIგაკვეთილი II
გაკვეთილი II
 
გაკვეთილი N 2
გაკვეთილი N 2გაკვეთილი N 2
გაკვეთილი N 2
 
გაკვეთილი № 34
გაკვეთილი № 34გაკვეთილი № 34
გაკვეთილი № 34
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18
 
გაკვეთილი №1
გაკვეთილი №1გაკვეთილი №1
გაკვეთილი №1
 
გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20გაკვეთილი № 20
გაკვეთილი № 20
 

Similar a გაკვეთილი № 47

G047 111114041608-phpapp02
G047 111114041608-phpapp02G047 111114041608-phpapp02
G047 111114041608-phpapp02barambo
 
G044 111114033216-phpapp02
G044 111114033216-phpapp02G044 111114033216-phpapp02
G044 111114033216-phpapp02barambo
 
G046 111114041529-phpapp02
G046 111114041529-phpapp02G046 111114041529-phpapp02
G046 111114041529-phpapp02barambo
 
ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10barambo
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02barambo
 
G004 110923031950-phpapp01
G004 110923031950-phpapp01G004 110923031950-phpapp01
G004 110923031950-phpapp01barambo
 
ამოცანა 1-5
ამოცანა 1-5ამოცანა 1-5
ამოცანა 1-5barambo
 
ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27barambo
 
G008 110923050138-phpapp01
G008 110923050138-phpapp01G008 110923050138-phpapp01
G008 110923050138-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7datiko43
 
ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27barambo
 
G003 110923031634-phpapp02
G003 110923031634-phpapp02G003 110923031634-phpapp02
G003 110923031634-phpapp02barambo
 
G 008.docx
G 008.docxG 008.docx
G 008.docxqimia
 
ამოცანა 28-32
ამოცანა 28-32ამოცანა 28-32
ამოცანა 28-32barambo
 
ამოცანა 28-32
ამოცანა 28-32ამოცანა 28-32
ამოცანა 28-32barambo
 

Similar a გაკვეთილი № 47 (18)

G047 111114041608-phpapp02
G047 111114041608-phpapp02G047 111114041608-phpapp02
G047 111114041608-phpapp02
 
G044 111114033216-phpapp02
G044 111114033216-phpapp02G044 111114033216-phpapp02
G044 111114033216-phpapp02
 
G046 111114041529-phpapp02
G046 111114041529-phpapp02G046 111114041529-phpapp02
G046 111114041529-phpapp02
 
ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
G004 110923031950-phpapp01
G004 110923031950-phpapp01G004 110923031950-phpapp01
G004 110923031950-phpapp01
 
ამოცანა 1-5
ამოცანა 1-5ამოცანა 1-5
ამოცანა 1-5
 
G 050
G 050G 050
G 050
 
G 050
G 050G 050
G 050
 
G 050
G 050G 050
G 050
 
ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27
 
G008 110923050138-phpapp01
G008 110923050138-phpapp01G008 110923050138-phpapp01
G008 110923050138-phpapp01
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27
 
G003 110923031634-phpapp02
G003 110923031634-phpapp02G003 110923031634-phpapp02
G003 110923031634-phpapp02
 
G 008.docx
G 008.docxG 008.docx
G 008.docx
 
ამოცანა 28-32
ამოცანა 28-32ამოცანა 28-32
ამოცანა 28-32
 
ამოცანა 28-32
ამოცანა 28-32ამოცანა 28-32
ამოცანა 28-32
 

Más de datiko43

გაკვეთილი № 41
გაკვეთილი № 41გაკვეთილი № 41
გაკვეთილი № 41datiko43
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36datiko43
 
გაკვეთილი № 32
გაკვეთილი № 32გაკვეთილი № 32
გაკვეთილი № 32datiko43
 
გაკვეთილი № 31
გაკვეთილი № 31გაკვეთილი № 31
გაკვეთილი № 31datiko43
 
გაკვეთილი № 30
გაკვეთილი № 30გაკვეთილი № 30
გაკვეთილი № 30datiko43
 
გაკვეთილი № 29
გაკვეთილი № 29გაკვეთილი № 29
გაკვეთილი № 29datiko43
 
გაკვეთილი № 28
გაკვეთილი № 28გაკვეთილი № 28
გაკვეთილი № 28datiko43
 
გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27datiko43
 
გაკვეთილი № 26
გაკვეთილი № 26გაკვეთილი № 26
გაკვეთილი № 26datiko43
 
გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25datiko43
 
გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23datiko43
 

Más de datiko43 (13)

გაკვეთილი № 41
გაკვეთილი № 41გაკვეთილი № 41
გაკვეთილი № 41
 
G 037
G 037G 037
G 037
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36
 
გაკვეთილი № 32
გაკვეთილი № 32გაკვეთილი № 32
გაკვეთილი № 32
 
გაკვეთილი № 31
გაკვეთილი № 31გაკვეთილი № 31
გაკვეთილი № 31
 
გაკვეთილი № 30
გაკვეთილი № 30გაკვეთილი № 30
გაკვეთილი № 30
 
გაკვეთილი № 29
გაკვეთილი № 29გაკვეთილი № 29
გაკვეთილი № 29
 
გაკვეთილი № 28
გაკვეთილი № 28გაკვეთილი № 28
გაკვეთილი № 28
 
გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27
 
გაკვეთილი № 26
გაკვეთილი № 26გაკვეთილი № 26
გაკვეთილი № 26
 
G 026
G 026G 026
G 026
 
გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25
 
გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23
 

გაკვეთილი № 47

  • 1. გაკვეთილი N 47 საშინაო დავალება შემოწმება: 1. ა) 20,2გ ბ) 8,975გ 2. ა) 195,2მლ ბ) 325,7მლ 3. V = 1880მლ მოლური კონცენტრაცია ხსნარის მოლური კონცენტრაცია გვიჩვენებს რამდენ მოლ გახსნილ ნივთიერებას შეიცავს 1 ლიტრი ხსნარი. C=n/V სადაც c ნივთიერების მოლური კონცენტრაციაა. n გახსნილი ნივთიერების რაოდენობა მოლებში. V ხსნარის მოცულობა ლიტრeბში. მოლური კონცენტრაციის განზომილებაა მოლი/ლიტრი.შ მაგ: თუ 2 ლიტრი ხსნარი შეიცავს 3 მოლ გოგირდმჟავას, მაშინ C = 3 / 2 = 1,5 მოლი/ლ ზოგჯერ იყენებენ აღნიშვნას 1,5M H2SO4 იკითხება “გოგირდმჟავას 1,5 მოლური ხსნარი.” ეს ნიშნავს, რომ ასეთი ხსნარის ყოველი 1 ლიტრი შეიცავს 1,5 მოლ H2SO4-ს. ამოცანა: რამდენ მოლ HCl-ს შეიცავს 300მლ 5M მარილმჟავას ხსნარი? ამოხსნა: მოც: V = 300 მლ
  • 2. c (HCl) = 5M –––––––––––––––––––––––– უ.გ. n (HCl) = ? ხსნარის მოლურობის განმარტებიდან: 1ლ 5M ხსნარი შეიცავს 5მოლ HCl-ს 300მლ = 0,3ლ “––––––––“ x “–––––“ x = 0,3 . 5 / 1 = 1,5მოლი n ან პირდაპირ ფორმულით c= V აქედან n = cV ჩავსვათ მნიშვნელობები: n = 5 . 0,3 = 1,5მოლი პასუხი: 1,5მოლი HCl ამოცანა: 2 მოლი/ლ მარილმჟავას ხსნარის რამდენი მლ შეიცავს 0,75მოლ HCl-ს? ამოხსნა: მოც: n (HCl) = 0,75მოლი c (HCl ) = 2მოლი/ლ ––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. V=? ფორმულიდან n c= V მივიღებთ n V= c ჩავსვათ შესაბამისი მნიშვნელობები:
  • 3. V = 0,75 / 2 = 0,375ლ ანუ 0,375 . 1000 = 375მლ პასუხი: V = 375მლ ამოცანა#3:რამდენ გრამ HNO3-ს შეიცავს 50მლ აზოტმჟავას 2 მოლური ხსნარი? ამოხსნა: მოც: V = 50მლ c (HNO3) = 2მოლი/ლ –––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. m (HNO3) = ? M (HNO3) = 1 + 14 + 3 . 16 = 63გ/მოლი 50მლ = 0,05ლ ფორმულიდან n c= V მივიღებთ n = cV n = 0,05 . 2 = 0,1მოლი ფორმულიდან m (nivT) n= M (nivT) მივიღებთ m (ნივთ) = n . M (ნივთ) ჩავსვათ შესაბამისი მნიშვნელობები: m (HNO3) = 0,1  63 = 6,3გ პასუხი: m (HNO3) = 6,3გ ამოცანა#4:35%-იან გოგირდმჟავას ხსნარის სიმკვრივეა 1,260გ/მლ. როგორია ამ ხსნარის მოლური კონცენტრაცია? ამოხსნა: მოც:  (H2SO4) = 35%
  • 4.  = 1,260გ/მლ –––––––––––––––––––––––––––– უ.გ. c=? M (H2SO4) = 2  1 + 32 + 4  16 = 98გ/მოლი რომ გავიგოთ ხსნარის მოლური კონცენტრაცია უნდა ვიცოდეთ რამდენ მოლ გასახსნელ ნივთიერებას შეიცავს 1ლ ხსნარი. ჩვენთვის ცნობილი ფორმულიდან m (ნივთ) = V გავიგოთ რამდენ გრამ H2SO4- ს შეიცავს 1ლ ხსნარი. m (H2SO4) = V = 1,206 . 1000 . 0,35 = 441გ ახლა ვნახოთ რამდენი მოლია 441გ H2SO4 ფორმულაში m n= n ჩავსვათ მნიშვნელობები: 441 n= =4,5moli 98 ე.ი. 4,5მოლ H2SO4-ს შეიცავს 1ლ ხსნარი. იგივეა ხსნარის მოლური კონცენტრაცია. პასუხი: c = 4,5მოლი/ლ ან გვაქვს 4,5M H2SO4-ის ხსნარი. ამოცანა#5:როგორია აზოტმჟავას 4M ხსნარში ( = 1,2გ/მლ) აზოტმჟავას მასური წილი? ამოხსნა: მოც: c (HNO3) = 4მოლი/ლ  = 1,2გ/მლ ––––––––––––––––––––––––––––– უ.გ.  (HNO3) = ? M (HNO3) = 1 + 14 + 3 . 16 = 63გ/მოლი რადგან აზოტმჟავას მოლური კონცენტრაციაა 4 მოლი/ლ, 1ლ ხსნარი შეიცავს 4მოლ ანუ 4 . 63 = 252გ HNO3. ფორმულიდან m = m = V V ვიპოვოთ 1ლ ხსნარის მასა:
  • 5. m = 1,2  1000 = 1200გ ფორმულაში m (nivT) = m (xs) ჩავსვათ მნიშვნელობები: 250 = 1200 =0,21 ანუ 0,21  100% = 21% პასუხი:  = 21% სითბური მოვლენები ნივთიერების წყალში გახსნის დროს ზოგი ნივთიერების წყალში გახსნისას სითბო შთაინთქმება და ხსნარი ცივდება. ასეთი ნივთიერებებია:. NaCl, NH4NO3 და სხვ. ზოგი ნივთიერების წყალში გახსნისას კი სითბო გამოიყოფა და ხსნარი თბება. ასეთი ნივთიერებებია: NaOH, KOH, H2SO4 და სხვა. ნივთიერების წყალში გახსნა რთული ფიზიკურ-ქიმიური პროცესია. გახსნისას ადგილი აქვს ა) მყარი ნივთიერებების კრისტალური მესრის დაშლას. ეს პროცესი ენდოთერმულია (ანუ მოითხოვს ენერგიის შთანთქმას. ბ) მიღებული ნაწილაკების გამხსნელთან ურთიერთქმედებას. ეს პროცესი კი სითბოს გამოყოფით მიმდინარეობს (ეგზოთერმულია). თუ “ა” პროცესის დროს უფრო მეტი სითბო შთაინთქმება, ვიდრე “ბ” პროცესის დროს გამოიყოფა, მაშინ ნივთიერების წყალში გახსნის პროცესი ენდოთერმულია. და პირიქით, თუ “ა” პროცესის დროს უფრო ნაკლები სითბო შთაინთქმება, ვიდრე ბ პროცესის დროს გამოიყოფა, მაშინ ნივთიერების გახსნა ეგზოთერმულია. სითბოს (ენერგიის) იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყოფა ან შთაინთქმება ერთი მოლი ნივთიერების დიდ რაოდენობა წყალში გახსნისას, გახსნის სითბო ეწოდება. გასახსნელ ნივთიერებასა და წყალს შორის გახსნისას გარკვეულ ურთიერთქმედებას აქვს ადგილი. მაგ: უფერო ნივთიერებაში (წყალი) იხსნება თეთრი ფერის ნივთიერება (CuSO4 სპილენძის სულფატი). მიღებულ ხსნარს ლურჯი შეფერილობა აქვს. თუ ხსნარიდან წყალს ფრთხილად ავაორთქლებთ მივიღებთ ახალ, ლურჯი ფერის ნივთიერებას, რომლის შედგენილობაა CuSO4. 5H2O (შაბიამანი, სპილენძის სულფატის პენტაჰიდრატი). მარილებისა და წყლის ნაერთებს (შეიძლება ფუძეებმაც წარმოქმნან მსგავსი ნაერთები) კრისტალჰიდრატები ქვიათ. კრისტალჰიდრატებია მაგ: CuSO4. 5H2O, Na2SO4 . 10H2O, Na2CO3 . 10H2O, CaCl2 . 7H2O, Ba(OH)2 2H2O და ა.შ. წერტილი მოლეკულების ფორმულებს შორის გვიჩვენებს, რომ ეს მოლეკულები ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
  • 6. ამოცანა: 100მლ წყალში გახსნეს 30გ შაბიამანი (CuSO4 . 5H2O). როგორია მიღებულ ხსნარში სპილენძის სულფატის მასური წილი? ამოხსნა: მოც: V (H2O) = 100მლ m (CuSO4. 5H2O) = 30გ ––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ.  (CuSO4) = ? რაგან  (H2O) = 1გ/მლ ამიტომ m (H2O) = 100გ M (CuSO4) = 160გ/მოლი M (CuSO4 . 5H2O) = 250გ/მოლი საბოლოო ხსნარის მასაა m (H2O) + m (CuSO4. 5H2O) = 100 + 30 = 130გ საბოლოო ხსნარში იმდენივე მარილი (CuSO4) იქნება, რამდენიცაა 30გ კრისტალჰიდრატში. 250გ CuSO4. 5H2O შეიცავს 160გ CuSO4-ს 30გ “–––––––––––––––––––“ x “ –––––––“ 30 . 160 x = –––––––––– = 19,2გ 250 m (nivT) = m (xs) ვიღებთ, რომ  (CuSO4) = 19,2 = 0,14 130 . ანუ 0,14 100% = 14% პასუხი:  (CuSO4) = 0,14 თემა N 8 ძირითადი დებულებები. 1. ხსნარი ეწოდება ორი ან მეტი კომპონენტის შემცველ ცვლადი შედგენილობას ერთგვაროვან (ჰომოგენურ) სისტემას. 2. ნივთიერების ხსნადობის კოეფიციენტი გვიჩვენებს მაქსიმუმ რამდენი გრამი ნივთიერება იხსნება მოცემულ ტემპერატურაზე 100 გრამ წყალში. (ზოგჯერ ხსნადობის კოეფიციენტს ითვლიან 1ლ წყალში გახსნილი ნივთიერების მასის მიხედვით) 3. ხსნარის მასური წილია გახსნილი ნივთიერების მასის შეფარდება ხსნარის მასასთან.  = m (ნივთ) / m (ხს)
  • 7. 4. ხსნარის მოლური კონცენტრაცია გვიჩვენებს რამდენ მოლ გახსნილ ნივთიერებას შეიცავს ხსნარის ყოველი ლიტრი. n (nivT) c= V ჩვენს მიერ აქამდე განხილულ სისტემებს “ჭეშმარიტიEხსნარები” ეწოდებათ. ჭეშმარიტEხსნარებში გახსნილი ნივთიერებები მოლეკულებამდე ან კიდევ უფრო მცირე ნაწილაკებამდე_იონებამდე არიან დაშლილი. არსებობენ არამდგრადი სისტემები რომლებსაც “ტივტივარებს” უწოდებენ. ტივტივარებში წყალში “შეტივტივებულია” მყარი (სუსპენზიები) ან თხევადი (ემულსიები) ნივთიერებები. სუსპენზიაა მდინარის მღვრიე წყალი, ემულსიაა რძე. ეს სისტემები თითქოს ერთგვაროვნები არიან, მაგრამ თუ დავაკვირდებით შევაჩნევთ წყალში შერეულ (შეტივტივებულ) საკმაოდ დიდი ზომის ნაწილაკებს. ტივტივარები დაყოვნებისას იშლებიან. თუ წყალში შერეული ნაწილაკები წყალზე მძიმეა, მაშინ ისინი ფსკერზე ილექებიან, წყალზე მსუბუქი ნაწილაკები კი წყლის ზედაპირზე ამოდის. ჭეშმარიტ ხსნარებსა და ტივტივარებს შორის საშუალედო მდგომარეობას იკავებენ ე. წ. “კოლოიდური ხსნარები.” ამ ხსნარებში გახსნილი ნივთიერება მოლეკულებზე ბევრად უფრო დიდი აგრეგატების სახითაა, მაგრამ ისინი უხილავია ჩვენი თვალისათვის. კოლოიდური ხსნარები ბევრად უფრო მდგრადებია ტივტივარებთან შედარებით. ამ ხსნარებიდან ნივთიერების გამოლექვა (კოაგულაცია) გაცხელებისას ან რომელიმე რეაგენტის დამატების შემდეგ ხდება. საშინაო დავალება: 1. როგორია: ა)20%-იანი მარილმჟავას ხსნარის ( = 1,1) ბ)15%-იანი ნატრიუმის ტუტის ხსნარის ( = 1,2) გ) 5%-იანი ბარიუმის ტუტის ხსნარის ( = 1,07) d) 16%-იანი ფოსფორმჟავას ხსნარის ( = 1,17) მოლური კონცენტრაციები? 2. როგორია H2SO4-ის მასური წილები ხსნარებში? ა) 0,2M ( = 1,02) ბ) 4M ( = 1,28) 3. ოთახის ტემპერატურაზე ნივთიერების ხსნადობის კოეფიციენტია 351გ/ლ. როგორია ნაჯერ ხსნარში ნივთიერების მასური წილი? 4. რამდენი მლ 2,5M ნატრიუმის ტუტე არის საჭირო 300მლ 20%-იან (=1,22გ/მლ) გოგირდმჟავას გასანეიტრალებლად? რამდენი გრამი Na2SO4 გვექნება ხსნარში?