2. სასწავლო პროექტის შინაარსი
მოსწავლეები წაიკითხავენ რომანტიკოსთა
ლექსებს, გაეცნობიან მსოფლიო რომანტიზმის
ნიმუშებს, გაავლებენ პარალელებს, უკავშირებენ მას
თანამედროვე ცხოვრებას, იკვლევენ ლექსებში
დასმულ პრობლემას,რაც დღესაც აქტუალურია და
თანამშრომლობენ გამოსავლის მოსაძებნად;
ამზადებენ პუბლიკაციას ან პრეზენტაციას
პრობლემის გადაჭრის გზებზე და უზიარებენ
აუდიტორიას.
3. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა:
როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ
შეცნობაში?
თემატური კითხვა:
რაზე საუბრობს ქართული რომანტიზმი?
რა საკითხებზე მსჯელობენ რომანტიკოსები თავიანთ
შემოქმედებაში?
შინაარსობლივი კითხვები:
გამოკვეთეთ ლირიკული გმირის პრობლემა,პრობლემის
არსი; რამდენად აქტუალურია ქართველ რომანტიკოსთა
შემოქმედებაში დასმული პრობლემები დღეს?
4. პროექტის ხედვა
მოდულის შექმნით მე მინდა
დავაკავშირებინო მოსწავლეებს მსოფლიო
რომანტიკოსთა ნამუშევრები ერთმანეთთან.
შეისწავლონ ქართველ რომანტიკოსთა ლექსები და
ზოგადად გაეცნონ, ყურადღება გაამახვილონ
ევროპელ რომანტიკოსთა ნაწარმოებებზე.
ჩამოაყალიბონ თავისი ხედვა რომანტიკოსებზე,
მათ პრობლემებზე.
დააკავშირონ მე-19 საუკუნის მწერალთა მიერ
გამოკვეთილი პრობლემები დღევანდელობასთან.