2. მე პირველად მივიღე მონაწილეობა ლიტერატურულ თეატრში,გავაკეთე ჩემი შესაძლებლობის
მაქსიმუმი, თუმცა გამოუცდელობის გამო დავუშვი შეცდომებიც.
განსაკუთრებით მომეწონა პელაგიას როლის შემსრულებელი ანა ჯორბენაძე. ის საკმაოდ
კარგად იყო შეჭრილი როლში. ამიტომ სპექტაკლშიც თუ ანა იქნება პელაგია, მივესალმები.
3. ჩემმა თანაკლასელებმა ლიტერატურული თეატრი
შესანიშნავად წარმოადგინეს . მათ დიდი
პასუხისმგებლობა,მონდომება და შრომა ჩადეს
„დარისპანის გასაჭირის“ წარმოდგენისას.
ჩემი აზრით,მათ ძალიან უნდოდათ თავიანთი ემოცია
მაყურებლის გულამდე მიეტანათ.
განსაკუთრებით მომეწონა პელაგია, რომლის როლსაც
ასრულებდა ანა ჯორბენაძე. იგი ცდილობდა
ხმით, მიმიკებით, ჟესტიკულაციით დამსგავსებოდა
პერსონაჟს.
ასევე შთამბეჭდავი იყო მართას როლის შემსრულებელი
თამთა ჭიჭინაძე.
ამ სპექტაკლით ძალიან ვისიამოვნეთ, როგორც
მაყურებლებმა, ისე მსახიობებმა.
4. ბელა გაბელაია
რამდენიმე კვირიანი მუშაობის შემდეგ დაიდგა დავით კლდიაშვილის
ლიტერატურული თეატრი „დარისპანის გასაჭირი“. ეს იყო ჩვენ მიერ
დადგმული პირველი სპექტაკლი, და დასაწყისისათვის,ვფიქრობ,შესანიშნავ
შედეგს მივაღწიეთ. კლასი აქტიურად ჩაერთო.
ჩვენ ლიტერატურულმა თეატრმა ბევრი რამ შეგვძინა. დავხვეწეთ
მეტყველება, მანერები. ვისწავლეთ როლში შესვლა. აღმოვაჩინეთ საკუთარ
თავში მსახიობის ნიჭი.
მე როდესაც პელაგიას როლს ვასრულებდი, თავი მართლაც შვილების
გათხოვებით დამწუხრებული დედა მეგონა.
მუშაობის პროცესში გვიწევდა ერთი და იმავე მოქმედების რამდენჯერმე
შესრულება, იგი არ ხდებოდა მოსაბეზრებელი, პირიქით,უფროდაუფრო
მატულობდა ჩვენში აზარტი.
გამოვარჩევდი რამდენიმე თანაკლასელს, რომლებმაც საკუთარი როლი
კარგად შეასრულეს. დარისპანი(გიორგი ქათამაძე) ფინალში ირე შეიჭრა
როლში, რომ ის უკვე დარისპანი იყო. კარგად დაგვანახა მართას სახე ნინო
თარალაშვილმა. გამაოცა დავით ჩალათაშვილმა ონისიმეს როლში.
5. პირველად მივიღე მსგავს პროექტში მონაწილეობა, თუმცა ძალიან ვისიამოვნე.
ყველანაირად ვცდილობდი მომერგო მსახიობის ამპლუა, ჩემი როლი
თანაკლასელებისათვის საინტერესო გამხდარიყო. იყო შეცდომებიც, რომლებსაც
გამოვასწორებთ შემდგომ.
ასევე მომეწონა ჩემს თანაკლასელთა მიერ შესრულებული მკითხველის თეატრი. თითქმის
ყველა იყო როლში შეჭრილი,რაც სანახაობრივი იყო. ეს ჩვენი პირველი გამოსვლა იყო. მე
ძალიან მომეწონა და კიდევ მსურს მონაწილეობის მიღება ამგვარ პროექტში.