4. პროექტის მიზნები:
• მონაწილეებმა წინარე ცოდნას და გამოცდილებას დააშენონ ახალი ცოდნა.
ინფორმაციაზე დაყრდნობით გაანალიზონ, ჩამოაყალიბონ გრიბოედოვის
ბიოგრაფიული ცნობები.
• მოსწავლეები ისტის საშუალებით მოიძიებენ მასალებს ჭავჭავაძეების
ოჯახის შესახებ, რა ვითარებაში მოხდა გრიბოედოვის დაახლოვება
მაშინდელი თბილისის ამ ყველაზე საყვარელ და ცნობილ ოჯახთან.
როგორ წარიმართა ნინოსა და ალექსანდრეს მომავალი ბედი.
• ვაჩვენოთ მომავალ თაობას მე-19 საუკუნის რუსი და ქართველი
ინტილიგენციის ურთიერთობა.
• განუვითაროთ ინფორმაციის მოძიების,
გადანაწილების და საპრეზენტაციო უნარები
• თანამშრომლობითი, შემოქმედებითი უნარები.
5. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი
აქტივობები )
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტ.2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის
საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
აქტ. 3. ორგანიზაციული საკითხები:
· ჯგუფების შექმნა და ფუნქციების განაწილება;
· შესასრულებელი დავალებების არჩევა;
· შესასრულებელი სამუშაოების ეტაპებად დაყოფა და ვადების
განსაზღვრა;
· შუალედური და საბოლოო შეფასების (თვითშეფასების) დროის
განსაზღვრა.
6. აქტ. 4. მუშაობის დაწყება:
• პროექტში მონაწილე მოსწავლეები იყოფიან 4 ჯგუფად.
პირველი ჯგუფი ატარებს კვლევა– ძიებას ა.გრიბოედოვის
ცხოვრების შესახებ. მოსწავლეები წარმოადგენენ ინფორმაციას
ალექსანდრე გრიბოედოვის ბიოგრაფიაზე, მის ნაწარმოებსა და
დიპლომატიურ კარიერაზე. წარადგენენ ინფორმაციას
პრეზენტაციის სახით.
7. მეორე ჯგუფი იკვლევს პოეტის ურთიერთობას ჭავჭავაძეების
ოჯახთან. მოიძიებს ფოტო მასალას, ჩანაწერებს, სტატიებს. შექმნის
კედლის გაზეთს.
მესამე ჯგუფი ამზადებს მასალას ალექსანდრესა და ნინოს
სიყვარულის ისტორიაზე. გააკეთებს ბუკლეტს.
მეოთხე ჯგუფი აგროვებს მასალას პოეტის ტრაგიკულ სიკვდილზე.
გააკეთებს ფოტოკოლაჟს და დაურთავს მას გრიბოედოვის ორ
ვალსს.
10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
• უცხ.ს.V.9. მოსწავლეს შეუძლია ხმამაღლა წაიკითხოს ტექსტი/ნაწყვეტი.
• უცხ.ს.V.22. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო
მიზნით გამოყენება.
• უცხ.ს.V.25. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს რესურსები სასწავლო
საქმიანობის ხელშესაწყობად.
• უცხ.ს.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან,
მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.