Se ha denunciado esta presentación.
Utilizamos tu perfil de LinkedIn y tus datos de actividad para personalizar los anuncios y mostrarte publicidad más relevante. Puedes cambiar tus preferencias de publicidad en cualquier momento.

მცირე ბიზნესის დიდი ამბავი

201 visualizaciones

Publicado el

პრეზენტაციაში საუბარია ისეთ საკვანძო საკითხებზე როგორიცაა :
- მცირე ბიზნესში არსებული სირთულეები.
- ქართული საწარმოების მოკლე მიმოხილვა და მათი -
წარუმატებლობის მიზეზების ანალიზი.
- მსოფლიო ბანკის მკვლევარების მოსაზრებები და კონკრეტული რეკომინდაციები.
- სახელმწიფოს როლი მცირე ბიზნესის განვითარებაში.
- გაგაცნობთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად წამოწყებულ ახალ ინიციატივას და ამ ყველაფერს მეზობელ ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებლების პარალელური მიმოხილვით.

Publicado en: Empresariales
  • Sé el primero en comentar

მცირე ბიზნესის დიდი ამბავი

  1. 1. გიორგაძე მექი
  2. 2. დღევანდელი პრეზენტაციის ფარგლებში შევეხები ისეთ საკითხებს როგორიცაა : • მცირე ბიზნესში არსებული სირთულეები. • ქართული საწარმოების მოკლე მიმოხილვა და მათი წარუმატებლობის მიზეზების ანალიზი. • მსოფლიო ბანკის მკვლევარების მოსაზრებები და კონკრეტული რეკომინდაციები. • სახელმწიფოს როლი მცირე ბიზნესის განვითარებაში. • გაგაცნობთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად წამოწყებულ ახალ ინიციატივას და ამ ყველაფერს მეზობელ ქვეყნების ანალოგიური მაჩვენებლების პარალელური მიმოხილვით.
  3. 3. საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტო იქმნება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ, კიდევ უფრო აქტუალური გახდა პერსპექტივა, რომელიც კერძო სექტორისთვის მომავალში ევროპული ბაზრების გახსნას გულისხმობს. თუმცა ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ჯერჯერობით შენელებულია, სიღარიბე იმატებს და საერთაშორისო ორგანიზაციები მთავრობას ურჩევენ, ეს დრო რეფორმების გასატარებლად გამოიყენონ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური დოვლათის შექმნაში ძალიან მცირე - მხოლოდ 19%-იანი წილი უდევს, მაშინ, როცა მეზობელ სომხეთში ეს მაჩვენებელი 42%-ია.
  4. 4. რთული ვითარებიდან გამოსავალი რომ იპოვო, ბუნებრივია, ჯერ პრობლემის მიზეზებს უნდა ჩასწვდე. ამ თვალსაზრისით საინტერესოა მსოფლიო ბანკის კვლევა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 300 მცირე, საშუალო და მიკროსაწარმო გამოიკითხა. დაახლოებით ერთი წლის წინ მთავრობამ ეკონომიკის ზრდის შესაძლებლობების შესასწავლად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მოიწვია. ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით, მსოფლიო ბანკმა შეაფასა ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებიც.
  5. 5. კვლევაში ხაზგასმულია, რომ მსოფლიოში ათი სამუშაო ადგილიდან ცხრას კერძო სექტორი ქმნის და მსოფლიო მასშტაბით ყველა ფირმის 90%-ს სწორედ მცირე, საშუალო და მიკრობიზნესი წარმოადგენს. განვითარებულ ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესი მშპ-ის დაახლოებით 60% ქმნის და საექსპორტო შემოსავლების ძირითადი წყაროა. შესაბამისად, მცირე და საშუალო ბიზნესი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სიღარიბის შესამცირებლადაც.
  6. 6. საქართველოში ბიზნესის დაწყების მიზეზად 63%-მა ის დაასახელა, რომ ვერ იშოვა სხვა სამსახური. მცირე და საშუალო კომპანიების დამფუძნებელთა 31,8%-ს ტექნიკური განათლება აქვს მიღებული, მაშინ როცა მეზობელ სომხეთში ეს მაჩვენებელი 3,6%-ია, აზერბაიჯანში კი 7,7%. სამაგიეროდ, მაგისტრის ხარისხის მქონე მცირე ბიზნესის დამფუძნებელი საქართველოში 17,7%-ია, სომხეთში - 75,3%, აზერბაიჯანში კი 26,6%. აღსანიშნავია ასევე რომ, ბოლო ხუთ წელში საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა 14,3%-ით გაიზარდა, სომხეთში - 42,2%-ით.
  7. 7. მართალია, საქართველოში მაღალია დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა, მაგრამ ბევრი ფირმა არსებობის პირველსავე წელს გამოდის ბაზრიდან. ფირმების უმეტესობა არ არის ინოვატორი და ხასიათდება დაბალი პროდუქტიულობით. ბიზნესის წინაშე არსებულ სირთულეებს შორის სახელდება ფინანსებზე წვდომა, მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობა, მუდმივად ცვალებადი საგადასახადო რეგულაციები და მაღალი გადასახადები.
  8. 8. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ნაკლებად იზრდება ექსპორტი 21,2% ბოლო ხუთ წელიწადში, მაშინ, როცა იმავე დროში სომხეთმა ექსპორტი 35,9%-ით გაზარდა, ხოლო აზერბაიჯანმა 31,8%-ით. მსოფლიო ბანკის მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ტექნიკური ცოდნის ბაზის განახლება, რაშიც ხელისუფლება აუცილებლად უნდა ჩაერიოს.
  9. 9. მსოფლიო ბანკი ურჩევს საქართველოს მთავრობას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის ქვეყანაში თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგას, გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით. ასეთია, მაგალითად, კონკურენციისა და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ჩამოყალიბება, საკუთრების უფლების განმტკიცება, ინვესტორებისთვის უსაფრთხოების კანონმდებლობის შექმნა, ექსპორტის წახალისება და მხარდაჭერა ბაზრებზე დასამკვიდრებლად.
  10. 10. რეკომენდაციებს შორის არის მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ფინანსებზე წვდომის გაადვილება, რაც ხარჯებსაც შეუმსუბუქებთ. მაგალითად, საქართველოში ათჯერ ძვირი ჯდება ფინანსებზე წვდომა, ვიდრე ჩინეთში და 30%-ით მეტი, ვიდრე სომხეთში.
  11. 11. ასევე, მსოფლიო ბანკი გვირჩევს დავხვეწოთ კანონმდებლობა, რათა კომპანიებმა დროულად შეძლონ ბაზრიდან გასვლა და საბანკო სექტორთან ახალი ურთიერთობების დაწყება. რეკომენდაციებს შორისაა მეწარმეობის ცნობადობის ამაღლება წარმატებული მეწარმეების ჩვენებით. მაგალითად, სომხეთსა და უკრაინაში პრაქტიკულად ყოველდღე ქვეყნდება პუბლიკაციები წარმატებულ მეწარმეებზე, განსაკუთრებით IT სფეროში.
  12. 12. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად წამოწყებული ახალი ინიციატივის - მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტოს შექმნის ერთ-ერთი საფუძველი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები გახდა. სააგენტო უახლოეს მომავალში შეიქმნება და სამი წლის განმავლობაში დამწყებ მეწარმეებს 150 მილიონი დოლარით დააფინანსებს. როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრმა განმარტა, ბიზნესის განვითარების სააგენტოში დამწყები მეწარმეების იდეები "გაიცხრილება", მისაღები იდეები კი პროფესიონალი თანამშრომლების მიერ ბიზნესიდეებად შეიფუთება და მათი დაფინანსების საკითხს საბანკო დაწესებულებები განიხილავენ.
  13. 13. მთავრობა ბანკებთან რისკს ნაწილობრივ გაიზიარებს. განსხვავებული იქნება საგირავნო მოთხოვნებიც. "ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელსაც ექნება ინოვაციური იდეები, შეუძლია სააგენტოში მოვიდეს და დაფინანსდეს. ეს უნდა იყოს საინტერესო ბიზნეს იდეა, რომელიც, შესაძლოა, სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდეს. სესხის მიზანი შეიძლება იყოს როგორც საწყისი და საბრუნავი კაპიტალის შევსება, აგრეთვე პროდუქციისა თუ სერვისის რეკლამირება.
  14. 14. ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში) : "საქართველოში დარეგისტრირებული საწარმოების დიდი ნაწილი პრაქტიკულად არ მუშაობს ან ძალიან მალე ჩერდება. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია მცირე და საშუალო ფირმებისთვის, რომლებსაც სასიცოცხლო ციკლი ძალიან ხანმოკლე აქვთ. მიზეზი რამდენიმეა.
  15. 15. ჯერ თვით ბიზნესის პრობლემებიდან რომ დავიწყოთ, ბევრი ადამიანი საქმეს ემოციურად, გათვლებისა და კვლევების გარეშე იწყებს. არ არის გაკეთებული ხარჯების ოპტიმიზაცია, არ არის კარგად შესწავლილი გარემო, გაყიდვის არხები და სქემები, ასევე არ ჰყავთ შესწავლილი კონკურენტები. საბოლოო ჯამში, ბევრი საწარმო არასაკმარისი განათლების გამო ვერ ვითარდება.
  16. 16. ამას დავუმატოთ ისიც, რომ საქართველოში ძალიან დიდია იმპორტის წილი. შესაბამისად, იმპორტიორ კომპანიებს აქვთ დიდი შესაძლებლობები, მე ვიტყოდი, უპირატესობებიც კი. ჩვენთან ბაზარი ღიაა და მათ იაფად შეუძლიათ პროდუქციის შემოტანა, გარდა ამისა, წლების განმავლობაში არ კონტროლდებოდა ხარისხი და იაფი პროდუქტიც შემოდიოდა. ამ მიზეზების გამო ადგილობრივი კომპანიები კონკურენტულად წამგებიან მდგომარეობაში იყვნენ.
  17. 17. მაღალია მცირე და საშუალო საწარმოების ხარჯები. მართალია, ჩვენთან გადასახადები არ არის დიდი, მაგრამ ენერგომატარებლების, კომუნალური და ექსპლუატაციის ხარჯები უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც მეზობელ ქვეყნებში. კვების პროდუქტის წარმოება რომ ავიღოთ, ბუნებრივი აირის, წყლისა და ელექტროენერგიის ხარჯი საქართველოში კომპანიებისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე აზერბაიჯანში, სომხეთში ან თურქეთში. შეიძლება ითქვას, ჩვენთან მცირე ბიზნესისთვის არასდროს ყოფილა ხელსაყრელი პირობები. ძალიან გართულებულია მათთვის გარე ბაზრებზე წვდომაც, რადგან არ ჰყოფნით რესურსები და არც იმის პირობები აქვთ, რომ პროდუქციის სტაბილური მიწოდება შეძლონ.
  18. 18. ძალიან საინტერესოა, რა მხარდაჭერას შესთავაზებს ახალი სააგენტო მცირე და საშუალო კომპანიებს. $150 მილიონი მცირე თანხა არ არის. პირველ ეტაპზე ალბათ არსებითი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების კვლევა. დარწმუნებული ვარ, ბევრი პრობლემა გამოიკვეთება, რომლებიც დაკავშირებული იქნება დაბალ კვალიფიკაციასთან, ინფორმაციის სიმწირესთან, არათანაბარ კონკურენციასთან დაბალხარისხიანი იმპორტირებული პროდუქციის მხრიდან და რეკლამირებისთვის არასაკმარის თანხებთან. მნიშვნელოვანი იქნება ადამიანების მომზადება, რომ მათ სწორად მართონ ბიზნესი.
  19. 19. ნებისმიერი ქვეყნისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. რადგან იგია მნიშვნელოვანი წყარო, თითქმის ყველა სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, მსხვილი კომპანიების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვაში. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საჭიროება გარდაუვალია. შესაბამისად, ამ ტიპისა და მასშტაბების ბიზნესის განვითარება პრიორიტეტულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ამოცანად უნდა იქცეს სახელმწიფოსთვის.
  20. 20. მადლობა ყურადღებისთვის!#Meki

×