Se ha denunciado esta presentación.
Utilizamos tu perfil de LinkedIn y tus datos de actividad para personalizar los anuncios y mostrarte publicidad más relevante. Puedes cambiar tus preferencias de publicidad en cualquier momento.

learningapps.org პლატფორმა

7.822 visualizaciones

Publicado el

ინტერაქტიური სავარჯიშოების შექმნა learningapps.org პლატფორმაზე

Publicado en: Educación
  • Inicia sesión para ver los comentarios

learningapps.org პლატფორმა

  1. 1. ინტერაქტიური სავარჯიშოების შექმნა learningapps.org პლატფორმაზე ნაბიჯი 1. ინტერაქტიური სავარჯიშოების შექმნადა შენახვა 1. საიტის მთავარ გვერდზე აირჩიეთ პუნქტი „დანართის შექმნა“ , რის შემდეგაც თქვენ წინაშე გამოჩნდება ყველა შესაძლებელი სახის სავარჯიშოს სია.  სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი სახის სავარჯიშო, დაათვალიეროთ მზა მაგალითები ( სხვა პედაგოგების მიერ შექმნილი) და შექმნათ თქვენი საკუთარი. 2. მაგალითად, აირჩიეთ დანართის ტიპი „ვიქტორინა პასუხების არჩევით“.
  2. 2. 3. ინტერაქტიური სავარჯიშოს შექმნის გვერდზე სათანადო გრაფაში მიუთითეთ სავარჯიშოს სახელწოდება. 4. ველში „ ამოცანა“ საჭიროების შემთხვევაში ჩამოაყალიბეთ დავალება მოსწავლეთათვის. შესაძლებელია, ეს გრაფა ცარიელიც დატოვოთ. 5. აირჩიეთ გამოსახულება ან ვიდეო, რომელიც გამოჩნდება მოსწავლეებთან დავალების სახით.მულტიმედიური რესურსის ასატვირთად დააჭირეთ შესაბამის ღილაკს ( „ სურათი“ ან „ ვიდეო“). 6. მულტიმედიური რესურსი შესაძლებელია შეირჩეს სამი გზით: მოვძებნოთ ვიკიპედიაში, მივუთითოთ ინტერნეტში არსებული ვიდეოს ან გამოსახულების ბმული,ავტვირთოთ ჩვენი კომპიუტერიდან.
  3. 3. 7. კითხვების ველში ავსებთ საჭირო ჩანართებს : კითხვა, განმარტება, სწორი პასუხი და უკუკავშირი სწორ პასუხზე 8. შეინახეთ თქვენი სავარჯიშო 9. შეამოწმეთ სავარჯიშოს გამართულად მუშაობა 10. თუ ყველაფერი სწორია, დააჭირეთ „ დანართის შენახვას“და სავარჯიშო დაემატება თქვენს სავარჯიშოებს, თუ შეცდომა აღმოაჩინეთ,დააჭირეთ „ გადამუშავებას“ და შეასწორეთ იგი, რის შემდეგაც შეინახავთ სავარჯიშოს აღნიშნული წესით. 11. სავარჯიშოს გაზიარება შესაძლებელია სამმგვარი ბმულით:
  4. 4.  პირველი ბმული საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ სავარჯიშო ისე, რომ არ გაიხსნას მთელს ეკრანზე;  მეორე ბმული - ვმუშაობთ მთლიან ეკრანზე;  მესამე ბმული - სავარჯიშოს ბლოგზე ან საიტზე ჩასაშენებლად. გისურვებთ წარმატებას! განხილული სავარჯიშო დასრულებული სახით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: მძიმე რთულ ქვეწყობილ წინადადებაში ( http://learningapps.org/display?v=ppeggqwm501)

×