Se ha denunciado esta presentación.
Utilizamos tu perfil de LinkedIn y tus datos de actividad para personalizar los anuncios y mostrarte publicidad más relevante. Puedes cambiar tus preferencias de publicidad en cualquier momento.

გაკვეთილის ანალიზის სახეები

5.691 visualizaciones

Publicado el

გაკვეთილის ანალიზის სახეები

Publicado en: Educación
  • Inicia sesión para ver los comentarios

გაკვეთილის ანალიზის სახეები

  1. 1. პრეზენტაციის ავტორი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი
  2. 2. 1. მოკლე შეფასებითი ანალიზი - ეს არის გაკვეთილის სასწავლო-აღმზრდელობითი ფუნქციის ზოგადი შეფასება(საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი და განმავითარებელი მახასიათებლების გადაწყვეტა და შეფასება) 2. სისტემური ანალიზი - ეს არის გაკვეთილის, როგორც სისტემური ჯაჭვის, განხილვა მთავარი დიდაქტიკური და განმავითარებელი ამოცანების გადაწყვეტის, ცოდნის ფორმირების უზრუნველყოფის, მოსწავლეთა უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების, სწავლების მეთოდების ათვისების თვალსაზრისით.
  3. 3. 3. სრული ანალიზი - ეს არის ასპექტური ანალიზის სისტემა, რომელიც შეიცავს გაკვეთილის ამოცანების განხორციელების შეფასებას, სასწავლო აქტივობების შინაარსსა და სახეებს შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: ცოდნის ათვისების ხარისხი, გონებრივი საქმიანობის აქტივობები, მოსწავლეთა განვითარების ხარისხი, დიდაქტიკური პრინციპების რეალიზების მაჩვენებელი, გაკვეთილის ღირებულება და შედეგიანობა. 4. სტრუქტუირებული (ეტაპობრივი ) ანალიზი -ეს არის გაკვეთილის იმ დომინირებული სტრუქტურების(ელემენტების) გამოვლენა და შეფასება, რომლებიც მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების განვითარებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს.
  4. 4. 5. დროის სტრუქტურის შეფასება - ეს არის გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპისთვის გამოყოფილი დროის შეფასება 6. გაკვეთილის აღმზრდელობითი მიმართულების ანალიზი - ეს არის გაკვეთილზე გამოყენებული სასწავლო მასალის შეფასება და ეფექტურობის დადგენა ( რამდენად ეფექტურად ეხმარება მოსწავლეს პიროვნული მახასიათებლების ჩამოყალიბებაში ) 7. კომბინირებული ანალიზი - გაკვეთილის ძირითადი დიდაქტიკური მიზნისა და განხორციელებული აქტივობების ერთობლივი შეფასება.
  5. 5. 8. დიდაქტიკური ანალიზი - ეს არის ძირითადი დიდაქტიკური საფუძვლების ანალიზი( დიდაქტიკის პრინციპების რეალიზება, მეთოდების შერჩევა, სწავლების ხერხები და საშუალებები, სასწავლო მასალის დიდაქტიკური დამუშავება, მასწავლებლის სამოქმედო გეგმა და სხვა) 9. ფსიქოლოგიური ეტაპი -ეს არის გაკვეთილის ფსიქოლოგიური მოთხოვნების შესრულების ხარისხის შესწავლა (შემეცნებითი უნარების განვითარების უზრუნველყოფა )
  6. 6. 10.კომპლექსური ანალიზი - დიდაქტიკური, ფსიქოლოგიური და გაკვეთილის სხვა საფუძვლების ერთობლივი ანალიზი( ძირითადად გაკვეთილის სისტემის) 11.ფსიქოლოგიურ -პედაგოგიური ანალიზი -სწავლების საფუძვლების პედაგოგიური და ფსიქოლოგიური პრინციპების გამოყენებისა და დაცვის ერთობლივი შეფასება. 12. ასპექტური ანალიზი -ეს არის დეტალური და ყოველმხრივი შესწავლა და ანალიზი გაკვეთილის მიზნებისა და მოსწავლეთა მიერ მიღწეული შედეგების.
  7. 7. გისურვებთ წარმატებებს სწავლასა და სწავლებაში! 

×