Se ha denunciado esta presentación.
Utilizamos tu perfil de LinkedIn y tus datos de actividad para personalizar los anuncios y mostrarte publicidad más relevante. Puedes cambiar tus preferencias de publicidad en cualquier momento.

სამეტყველო ბგერები

3.798 visualizaciones

Publicado el

საწარმოთქმო ორგანოები

Publicado en: Educación
  • Inicia sesión para ver los comentarios

  • Sé el primero en recomendar esto

სამეტყველო ბგერები

  1. 1. რესურსის ავტორი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან გონაშვილი სამეტყველო ბგერები
  2. 2. წინასიტყვაობა  ამ რესურსით მსურს, დავაფიქრო დიდებიც და პატარებიც საკუთარ მეტყველებაზე. კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რა დანიშნულება აქვს სხვადასხვა საწარმოთქმო ორგანოს ბგერების წარმოთქმისას. იმედი მაქვს, დაგეხმარებით მეტყველების გაუმჯობესებასა და ბგერების სათანადოდ წარმოთქმაში 
  3. 3. სამეტყველო ბგერები  თქვენ უკვე იცით ქართული ანბანი, მისი 33 ასო; ამ ასოთა რიგი და სახელწოდებებიც უთუოდ გახსოვთ: ან თან პარ ქან ბან ინ ჟარ ღან წილ გან კარ რაე ყარ ჭარ დონ ლას სან შინ ხან ენ მან ტარ ჩინ ჯან ვინ ნარ უნ ცან ჰაე ზენ ონ ფარ ძილ
  4. 4.  თქვენ ისიც იცით, რომ ყოველი ასოს ამოკითხვისას განსხვავებული ხმა წარმოიქმნება. თითოეული ეს ხმიანობა არის ბგერა.  სხვაგვარად:  ბგერა არის ის, რაც წარმოითქმის და ისმის.
  5. 5. შეადგინეთ რაც შეიძლება მეტი სიტყვა ქვემოთ გაფანტული ასო-ბგერების გამოყენებით რუ ს ნ ე ბ მ ვ ჟ რ ხ ა კ ც ჭ უ წ ტ ი ლ ღ ო გ
  6. 6. ბგერების დაბადება  ბგერების წარმოთქმის პროცესში უშუალოდ მონაწილეობს ადამიანის შემდეგი ორგანოები:  ფილტვები და ხორხი( სასუნთქი მილის ზედა ნაწილი);  პირის ღრუ და მასში განლაგებული ორგანოები: ენა, ბაგეები, კბილები; ნაწილობრივ - ცხვირის ღრუც.  ბგერა წარმოიქმნება იმ ჰაერნაკადის მეშვეობით, რომელიც ფილტვებიდან მოემართება და პირის ღრუს გამოივლის;  ყველაზე აქტიური სამეტყველო ორგანოა ენა;  ბგერების უმეტესობა მისი უშუალო მონაწილეობით წარმოიქმნება.
  7. 7. ბგერების დაბადება  ბგერას იმის მიხედვითაც არქმევენ სახელს, თუ რომელ ადგილას, რომელი ორგანოებით წარმოითქმის ის. კერძოდ, ბგერების წარმოთქმის ადგილი შეიძლება იყოს: ბაგეები, კბილები, ნუნები (ღრძილების შიდა ნაწილი), სასა (პირის ღრუს ზედა თაღი), ხახა და ხორხი.  თუ საკუთარ წარმოთქმას დააკვირდებით, შეიძლება თქვენ თვითონვე განსაზღვროთ ბგერის წარმოქმნის ადგილი.
  8. 8. დაიმახსოვრეთ:  ფილტვების, სასუნთქი ორგანოების განვითარება ერთ- ერთი აუცილებელი პირობაა გამართული მეტყველებისათვის. განივითარეთ ფილტვები, ისწავლეთ სწორი სუნთქვა!
  9. 9. საწარმოთქმო ორგანოები 1. ბაგეები 2. კბილები 3. ენა 4. სასა 5. რბილი სასა 6. ხახა 7. ხორხი 8. ცხვირის ღრუ
  10. 10. წარმოთქვით ბგერები ა, მ, ვ და დააკვირდით, რომელი ბგერის წარმოთქმაა ასახული თითოეულ ნახატზე:
  11. 11. გაითვალისწინეთ:  ლ ბგერის წარმოთქმისას ენის წვერი წინა კბილებს უნდა ეხებოდეს. ამ მითითების გათვალისწინება აუცილებელია, რადგან ბევრი წარმოთქვამს არასწორად ამ ბგერას და შედეგად ვიღებთ რბილ „ლ“-ს, რაც ძალიან ცუდი მოსასმენია.  წარმოიდგინეთ, მოდის ადამიანი, ძალიან სიმპატიური/ლამაზი. მომხიბვლელი და შარმით აღსავსე ღიმილით იქცევს თქვენს ყურადღებას, მოგიახლოვდათ და გეუბნებათ: "ძა"ლ"იან გთქოვთ ე"ლ"თი დო"ლ"იძის ქუცა მიმასწავ"ლ"ე!". ჩვენი წარმოდგენა ადამიანზე შეიძლება ნეგატიურად შეიცვალოს მხოლოდ ერთი სიტყვის არასწორად წარმოთქმით.
  12. 12. აქედან დასკვნა:  უნდა გავიუმჯობესოთ არტიკულაცია და დიქცია, რის შედეგადაც უფრო წარმოსადეგი გახდება ნებისმიერი ადამიანი. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მეთოდი და ვარჯიში, რომლის სწორად შესრულების შემთხვევაში თქვენ საგრძნობლად გაიუმჯობესებთ მეტყველებას.
  13. 13. ზოგადი რჩევები 1. ეცადეთ, თავიდან აირიდოთ ჟარგონების, სლენგების და ბარბარიზმების გამოყენება (არ ეხება საერთაშორისო სიტყვებს, რომლის შესატყვისი ქართულ ენაში არ არსებობს). 2. ეცადეთ ისაუბროთ გრამატიკული წესების დაცვით გამართულად, სწორი ინტონაციით, რადგან ნამდვილი, სალიტერატურო ქართული, ძალიან ლამაზად ჟღერს.
  14. 14. 3. იკითხეთ რაც შეიძლება მეტი, რადგან ეს უკანასკნელი გაგიადვილებთ ნებისმიერ თემაზე საუბარს, რაც უფრო მეტი იცით იმაზე, რაზეც საუბრობთ, მით უფრო ნაკლებ პაუზებს და არასასიამოვნო შორისდებულებს წარმოთქვამთ. 4. ყველაზე მარტივი მეთოდია წაიკითხოთ ყოველდღიურად რამე სახის ნაშრომი (ლიტერატურა, ახალი ამბები, სტატია) ხმამაღლა. ამ გზით თქვენ აიმაღლებთ ერუდიციას და გაიუმჯობესებთ მეტყველებას. ეცადეთ გამოკვეთილად და გამოთქმით წაიკითხოთ.
  15. 15. 5. იმისთვის, რომ გახდეთ უფრო მაღალი დონის ორატორი აუცილებელია სალაპარაკო აპარატის (პირის ღრუს) ვარჯიშების შესრულება, რომელებიც ძალიან მარტივი შესასრულებელია: ვარჯიში 1: ნაბიჯი1 – დამუწეთ ტუჩები და რაც შეიძლება წინ გაწიეთ. ნაბიჯი 2 – გაიღიმეთ რაც შეიძლება ფართედ. გაიმეორეთ ეს ორი ნაბიჯი რამდენჯერმე.
  16. 16.  ვარჯიში 2: დამუწეთ ტუჩები და შეასრულეთ წრიული მოძრაობა ჯერ საათის, ხოლო შემდეგ საათის საწინააღმდეგო მიმართულებით. გაიმეორეთ რამდენჯერმე. ეს ორი ვარჯიში უფრო მოქნილს გახდის თქვენს ტუჩებს და გაგიადვილებთ მათ „გამოყენებას“.  ვარჯიში 3: სწრაფად შეახეთ ენა ლოყას შიგნიდან (ანუ განახორციელეთ ერთგვარი წერტილოვანი დარტყმები სხვადასხვა ადგილას). ეს ვარჯიში მიმართულია ენის კუნთის განვითარებისკენ.
  17. 17.  ანტიკურ საბერძნეთში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორატორი დემოსფენე, რომელსაც ბავშვობაში ძალიან ბევრი დასცინოდა მისი ფიზიკური ნაკლოვანებების გამო. ის ყოველ დილით გადიოდა ზღვის სანაპიროზე, ივსებდა პირს პატარა კენჭებით და კითხულობდა იმ დროისთვის ცნობილ ნაწარმოებებს ხმამაღლა. ეს მეთოდი დღეს ძალიან გავრცელებულია მსახიობებს შორის. ეფექტის მიღება შეიძლება უმოკლეს ვადებში. ამ მეთოდით მეტყველების გაუმჯობესებისთვის არ არის აუცილებელი კენჭებით ამოვივსოთ პირი. უბრალოდ აიღეთ ორი სფეროს ფორმის და თქვენთვის მოსახერხებელი ზომის ნივთი (გირჩევდით კაკალს, თხილს). მოითავსეთ „ბურთულები“ კბილებს და ლოყებს შორის ორივე მხარეს და წაიკითხეთ ხმამაღლა დღეში 2–3 წუთი. ერთი კვირის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თქვენი დიქცია განვითარდა.
  18. 18.  ენის გასატეხები გამოიყენება კონკრეტული პრობლემების გამოსასწორებლად. ამგვარი პრობლემები უკავშირდება გარკვეულ ბგერებს და ასოებს. ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე ენის გასატეხი კონკრეტული ბგერებისთვის:
  19. 19. „ლ/რ“ – „ლარი რარი, ლარი რარი“ „ერთსა კაცსა ბლისკინელსა ბლის კალათით ბლის ხიდზედა ბალი გააქვს და გამოაქვს“ „ცლაყენ ცლოყენი გამოცლაყენ ცლოყებულა საცლოყან ცლოყანეში ჩაცლოყან ცლოყანებული.“ „თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა“ „ს/შ“ – „საშა შეშას ჩეხს“ „სუსტი სიო სისინითა, სუსტ სოსანას სწვდა, სუსტად სერად სასოებამ, საოცნებო რამ.“ „შემოდგომის შავი შაშვი შინდის შტოზე შემოხტა და შანსიანად შმოსძახა შეიძლება შარშანდელი შეცდომების შესწორება“ „ბ/ფ/პ“ – „ბდგი, ფთქი, პტკი, ბდგი, ფთქი, პტკი, ბდგე, ფთქე, პტკე, ბდგო, ფთქო, პტკო, ბდგუ, ფთქუ, პტკუ,“
  20. 20. სიტყვამ მოიტანა  ხატოვან გამონათქვამებში კარგად ჩანს ხალხის დაკვირვება იმაზე, თუ რომელ ორგანოებთან არის უშუალოდ დაკავშირებული წარმოთქმა. ამისი არაერთი მაგალითის დასახელება შეიძლება:  ენა უჭრის - კარგი მოლაპარაკეა;  ენა უსწრებს - დაუფიქრებლად იცის ლაპარაკი;  ენად გაიკრიფა - ზედმეტი ილაპარაკა;  ენა მხარზე აქვს გადებული - ბევრის მოლაპარაკეა;  ენას კბილი დააჭირე! - გაჩუმდი!  ენის წვერზე ადგას - იცის და ვერ გაუხსენებია;  პირში ბურთის ჩაჩრა - ხმის ჩაწყვეტინება;  პირში წყლის დაგუბება - გაჩუმება;  ყბაში ჩავარდნა - ვისიმე სალაპარაკოდ გახდომა

×