2. ანგარიში
• ღონისძიების დასახელება: პრეზენტაცია.
თემა-,,ფილმად ქცეული დრამატული
ნაწარმოები , როგორც სასწავლო რესურსი“ .
• ჩატარების ადგილი და დრო: ბათუმის მე-
14 საჯარო სკოლა; უცხო ენების კათედრა;
10.02.2014
• ჩამტარებელი ორგანიზაცია: უცხო ენების
კათედრა.
• მიზანი: გამოცდილების გაზიარება.
3. ანგარიში
• რეზიუმე: გამომდინარე იქედან, რომ საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვისათვის დღის
წესრიგში დადგა სწავლა-სწავლების მრავალფეროვანი მეთოდისა და რესურსის გამოყენება, ერთ-ერთ
ასეთ რესურსად მივიჩნიე ფილმად ქცეული დრამატული ნაწარმოები. თავისთავად ცხადია, ამგვარმა
გაკვეთილმა მოითხოვა ინსფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება.
ბავშვებისათვის, ცხადია, სახალისოა ამგვარი გაკვეთილი, მაგრამ მასწავლებელს სჭირდება
გონივრული შეთანხმება ტექნოლოგიური საშუალებების გაკვეთილის სასწავლო მიზანთან
შეთანხმება, რათა უფრო ეფექტურად გავიდეთ სასურველ შედეგზე. ტექნოლოგია არ უნდა იქცეს
თვითმიზნად, იგი უნდა იყოს დამხმარე საშუალება. უდავოა, ინფორმაციული ტექნოლოგიები ხელს
უწყობს 21-საუკუნის უნარ_ჩვევების უკეთ დაუფლებასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას;
მოსწავლეთა შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას; საგანთა შორის
კავშირების წარმოჩენას;
• ვისაუბრე, თუ როგორ შეიძლება „მართო“ მოსწავლე ისე, თითქოს იგი თავისუფალია ქმედებებში.
სინამდვილეში იგი გამოწვევას პასუხობს, ოღონდ ისე, რომ არ სცილდება მასწავლებლის მიერ
წინასწარ დაგეგმილ აქტივობებს. კათედრის წევრებს წარვუდგინე მოსწავლეების მიერ შექმნილი
სასწავლო ფილმები; ვისაუბრე იმ სირთულეების შესახებ, რაც დაკავშირებულია ამგვარი რესურსის
შექმნასთან; აღვნიშნე მოსწავლეთა მზარდი ჩართულობა ამგვარი რესურსის მომზადების
პროცესისათვის; ყურადღება გავამახვილე, თუ როგორ უწყობს ხელს ცალკეულ დისციპლინებში
ნასწავლ კონცეფციების სინთეზს ისტ-ის გამოყენება.
• დასასრულ, როგორც პედაგოგებმა აღნიშნეს, სკოლას მართლაც გააჩნია საკმარისი ბაზა, რათა ამგვარი
სასწავლო მასალა, თუნდაც სამოყვარულო დონეზე შექმნილი, იქცეს საგაკვეთილო პროცესის
გასახალისებლად და მოსწავლეთა ჩართულობის გასააქტიურებლად.
•
• პედაგოგი: ხათუნა ძნელაძე
• 10. 02 2014
•