1. გაკვეთილი № 10
საშინაო დავალების შემოწმება :
1. ω (H2S) = 0,3%
2. V0 (H2S) = 1,456ლ
3. V0 (SO2) = 63ლ
გოგირდის (VI) ოქსიდი და გოგირდმჟავა
გოგირდის (VI) ოქსიდი – გოგირდის ანჰიდრიდი მრეწველობაში მიიღება
გოგირდმჟავას წარმოების ერთერთ საფეხურზე
V2O5 კატალიზატორია.
ლაბორატორიულ პირობებში შეიძლება მივიღოთ გოგირდმჟავაზე ძლიერი
წყალწამრთმევის მოქმედებით.
SO3 უფერო სითხეა, მყარდება 180C ტემპერატურაზე. კარგად იხსნება წყალში და
გოგირდმჟავაში. SO3-ის ხსნარს გოგირდმჟავაში ოლეუმი ეწოდება. წყალთან
ურთიერთქმედებისას წარმოქმნის გოგირდმჟავას.
SO3 ტიპიური მჟავური ოქსიდია. ის რეაგირებს ფუძეებთან, ფუძე ოქსიდებთან. ამ
რეაქციების შედეგად სულფატები წარმოიქმნება. მაგ:
2NaOH + SO3 → Na2SO4 + H2O
NaOH + SO3 → NaHSO4
CuO + SO3 → CuSO4
გოგირდშემცველ ნაერთებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია გოგირდმჟავა. მისი მიღების
I საფეხურს წარმოადგენს SO2-ის მიღება. ნედლეული შეიძლება იყოს გოგირდი ან
პირიტი.
I საფეხური S + O2 → SO2 ან
ამ რეაქციაში და ატომები იჟანგებიან, კი აღდგება.
ვიღებთ იმიტომ, რომ FeS2-ის მოლეკულაში 1 ატომ რკინაზე 2 გოგირდის ატომი
მოდის.
4FeS2 + 11O2 → 2Fe2O3 + 8SO2
II საფეხურია SO2-ის კატალიზური დაჟანგვა.
მაღალ ტემპერატურაზე, V2O5-ის კატალიზატორის ზედაპირზე ჟანგბადით იჟანგება
SO2
2SO2 + O2 → 2SO3
III საფეხურზე SO3 იხსნება წინასწარ მიღებულ გოგირდმჟავაში
IV საფეხურზე კი ოლეუმს წყლით ანზავებენ.
უწყლო გოგირდმჟავა უფერო სითხეა. არ აქვს სუნი და არააქროლადია. თითქმის
ორჯერ მძიმეა წყალზე.
2. 2
გოგირდმჟავას ქიმიური თვისებები
გოგირდმჟავა ტიპიური ძლიერი მჟავაა. წყალში I საფეხურზე კარგადაა
დისოცირებული
II საფეხურზე შედარებით ნაკლებად მიმდინარეობს დისოციაცია.
გოგირდმჟავა, ისევე, როგორც ყველა მჟავა, რეაგირებს მეტალებთან, ფუძე და
ამფოტერულ ოქსიდებთან, ჰიდროქსიდებთან და მარილებთან.
1. განზავებული და კონცენტრირებული გოგირდმჟავა მეტალებთან
განსხვავებულად რეაგირებს. განზავებული გოგირდმჟავა რეაგირებს იმ
მეტალებთან, რომლებიც მეტალთა აქტივობის რიგში მოთავსებულია წყალბადის
მარცხნივ.
Mg + H2SO4 → MgSO4 + H2
Fe + H2SO4 → FeSO4 + H2
ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა მჟავებში, დამჟანგველია H+ კათიონი.
ცხელი კონცენტრირებული გოგირდმჟავა რეაგირებს თითქმის ყველა მეტალთან,
გამონაკლისია ოქრო, პლატინა. იმ მეტალებთან, რომლებიც მოთავსებულია
წყალბადის მარჯვნივ, გოგირდმჟავას ურთიერთქმედება მიდის შემდეგი გზით
მაგ:
როგორც ხვედავთ კონცენტრირებულ გოგირდმჟავაში მჟანგავი არის არა H+,
არამედ .
მეტალებთან, რომლებიც მეტალთა აქტივობის მწკრივში წყალბადის მარცხნივ
არიან მოთავსებული, ცხელი კონცენტრირებული გოგირდმჟავა წარმოქმნის
სულფატსა და წყალს. ამასთანავე გამოიყოფა SO2 ან S ან H2S.
მაგ: Mg-თან შესაძლებელია კონცენტრირებული გოგირდმჟავას ურთიერთქმედება
ასე წარიმართოს
Mg + 2H2SO4 → MgSO4 + 2H2O + SO2
3Mg + 4H2SO4 → 3MgSO4 + 4H2O + S
4Mg + 5H2SO4 → 4MgSO4 + 4H2O + H2S
ცივი კონცენტრირებული გოგირდმჟავა არ შედის რეაქციაში ისეთ მეტალებთან
როგორიცაა ალუმინი და რკინა. ამ დროს გოგირდმჟავა ჟანგავს ამ მეტალებს,
ზედაპირზე წარმოიქმნება მეტალის ოქსიდის ფენა, რომელიც იცავს მეტალს
შემდგომი გარდაქმნისგან. ამ მოვლენას “გაპასივება” ეწოდება ამიტომაა, რომ ცივი
კონცენტრირებული გოგირდმჟავას გადატანა შეიძლება ფოლადის ბალონებით.
2. გოგირდმჟავა რეაქციაში შედის ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან
CuO + H2SO4 → CuSO4 + H2O
Cr2O3 + 3H2SO4→ Cr2(SO4)3 + 3H2O
3. გოგირდმჟავა რეაგირებს როგორც ტუტეებთან ისე უხსნად ჰიდროქსიდებთან
2Al(OH)3 + 3H2SO4 → Al2(SO4)3 + 6H2O
3. 3
4. გოგირდმჟავა ყველა მჟავაზე ძნელად აქროლადია. ამიტომ ის აძევებს სხვა მჟავებს
მათი მარილებიდან
5. კონცენტრირებული გოგირდმჟავა ძლიერი მჟანგავია. როგორც ვნახეთ ის ჟანგავს
მეტალებს. მას შეუძლია დაჟანგოს არამეტალებიც
C + 2H2SO4 → CO2 + 2H2O + 2SO2
6. გოგირდმჟავა ძლიერი წყალწამრთმევია. მას შეუძლია დაიკავშიროს როგორც
თავისუფალი წყალი, ისე მოხლიჩოს წყალი რთული ნივთიერებიდან. მაგ:
გოგირდმჟავა “ანახშირებს” შაქარს
გოგირდმჟავა ფართოდ გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში: მინერალური სასუქების,
მჟავების, სულფატების მისაღებად. მეტალების ზედაპირის გასასუფთავებლად,
ნავთობის დასამუშავებლად, საღებარების, მედიკამენტების და სხვათა მისაღებად.
გოგირდმჟავას მარილების დიდი ნაწილი იხსნება წყალში. ერთ-ერთი გამონაკლისია
BaSO4.
ეს რეაქცია გოგირდმჟავას და სულფატების აღმომჩენი რეაქციაა.
სულფატებიდან მნიშვნელოვანია:
Na2SO4 – ნატრიუმის სულფატი. მისი ჰიდრატია - გლაუბერის მარილი ან მირაბილიტი.
გამოიყენება გამშრობად, აგრეთვე მინის წარმოებაში, მედიცინაში.
CaSO4 – კალციუმის სულფატი. მისი კრისტალჰიდრატია - თაბაშირი და - ალებასტრი.
გამოიყენება მშენებლობაში, სკულპტურების დასამზადებლად და მედიცინაში – ძვლის
მოტეხილობისას არტაშანების დასადებად.
FeSO4 – რკინის(II) სულფატი. მისი კრისტალჰიდრატი - რკინის შაბი გამოიყენება მავნე
მწერებთან საბრძოლველად.
CuSO4 – სპილენძის სულფატი. მისი კრისტალჰიდრატია - შაბიამანი. გამოიყენება
სოფლის მეურნეობაში.
საშინაო დავალება :
1. რამდენი გრამი გოგირდმჟავას მიღება შეიძლება 100გ FeS2-ის გადამუშავებით?
2. როგორი იქნება ხსნარში გოგირდმჟავას პროცენტული კონცენტრაცია, თუ 100გ
წყალში გავხსნით 400გ SO3-ს?
3. რამდენი გრამი CuO შეიძლება გაიხსნას 100მლ 40%-იან გოგირდმჟავაში (ρ = 1,3)?
4. რამდენი მლ 5%-იანი ბარიუმის ნიტრატის ხსნარია საჭირო (ρ = 1,04) 150მლ 7%-იან
Na2SO4-ის ხსნართან (ρ = 1,05) ურთიერთქმედებისთვის? რამდენი გრამი ნალექი
გამოიყოფა ამ დროს?
5. დაწერეთ Zn-ისა და ცხელი კონცენტრირებული გოგირდმჟავას
ურთიერთქმედების ყველა შესაძლო რეაქცია. დაწერეთ იგივე რეაქცია
განზავებული გოგირდმჟავასთვისაც. შეადგინეთ ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის
ელექტრონული ბალანსი.
6. ამოქმედეთ გოგირდმჟავასთან HgO, Cr(OH)3, Na2S, K2SO3, CaCl2.