SlideShare una empresa de Scribd logo
1 de 7
Descargar para leer sin conexión
1

                                           გაკვეთილი N16

საშინაო დავალების შემოწმება

 1.
             SiO2 + 2NaOH                    Na2SiO3 + H2O
               kr
              კრ.
             Na2SiO3 + 2HCl                    2NaCl + H2SiO3
              H2SiO3                   H2O + SiO2
                                             amorf
                                              ამორფ.

 2. V0 (H2) = 136ლ
 3. m(Mg) = 16გ                     m(Si) = 9,3გ




X ტესტი

1. ჩვეულებრივ პირობებში აზოტი რეაქციაში შედის:
      1. წყალბადთან                        2. ჟანგბადთან

      3. ქლორთან                           4. ლითიუმთან

2. რომელი რეაქციაა მცდარი?
      1. Mg + 10HNO3 (ganz) = 4Mg(NO3)2 + 5H2O + N2

      2. Cu + 4HNO3 (ganz) = Cu(NO3)2 + 2H2O + 2NO2

      3. Zn + 8HNO3 (ganz) = 3Zn(NO3)2 + 4H2O + 2NO

      4. სამივე რეაქცია სწორია

3. დაშლის რომელი რეაქციაა სწორი?

                    t0
       1. NH4Cl               NH3 + HCl

                              t0
       2. (NH4)2SO4                 2NH3 + H2SO4
                         t0
       3. NH4NO3                   N2O + H2O

       4. სამივე რეაქცია სწორია

4. ნიტრატების დაშლის რომელი რეაქციაა მცდარი?
2
                   t0
     1. 2NaNO3               2NaNO2 + O2

                    t0
    2. Cu(NO3)2               Cu(NO2)2 + O2

                   t0
    3. 2AgNO3                2Ag + 2No2 + O2

                        t0
    4. 2Zn(NO3)2              2ZnO + 4NO2 + O2

5. რომელი რეაქციაა შესაძლებელი?

    1. 4P + 5O2 = 2P2O5

    2. 4P + 3O2 = 2P2O3

    3. 2P + 5H2SO4 = 2H3PO4 + 2H2O + 5SO2

    4. სამივე რეაქცია შესაძლებელია

6. რომელი რეაქციაა შეუძლებელი?

    1. 3Cu + 2H3PO4 = Cu3(PO4)2 + 3H2

    2. Ca3(PO4)2 + 4H3PO4 = 3Ca(H2PO4)2

    3. Al(OH)3 + 3H3Po4 = Al(H2PO4)3 + 3H2O

    4. Al(OH)3 + H3PO4 = AlPO4 + 3H2O

7. რომელი რეაქციაა შესაძლებელი ჩვეულებრივ პირობებში?

    1. 4Al + 3C = Al4C3

    2. C + 2H2 = CH4

    3. C + H2O = CO + H2

    4. სამივე პასუხი მცდარია

 8. რომელი რეაქციაა მცდარი?
    1. Ca(HCO3)2 = CaCO3 + CO2 + H2O

    2. CaCO3 + 2NaCl = Na2CO3 + CaCl2

    3. 2NaHCO3 = Na2CO3 + CO2 + H2O

    4. CaCO3 + CO2 + H2O = Ca(HCO3)2
3
9. რომელი რეაქციაა შესაძლებელი ჩვეულებრივ პირობებში?

      1. Si + 2F2 = SiF4

      2. Si + C = SiC

      3. Si + O2 = SiO2

     4. სამივე პასუხი სწორია

 10. რომელი რეაქციაა სწორი?

      1. Si + 4HCl = SiCl4 + 2H2

      2. Si + 2H2SO4 (ganz) = Si(SO4)2 + 2H2

      3. Si + 4HF = SiF4 + 2H2

      4. Si + 4H3PO4 = Si3(PO4)4 + 6H2




                   მეტალების ზოგადი დახასიათება

   ელემენტების 80% მეტალურ ბუნებას ამჟღავნებს. თუ ელემენტთა პერიოდულ
სისტემაში გავავლებთ წარმოსახვით ხაზს, რომელიც გაივლის ბორზე, სილიციუმზე,
დარიშხანზე და ასტატზე, ამ ხაზს ქვემოთ მოთავსებული მთავარი ქვეჯგუფის
ელემენტები, აგრეთვე თანაური ქვეჯგუფის ყველა ელემენტი მეტალია.
   მეტალებს ახასიათებთ კარგი ელექტრო- და სითბოგამტარობა, ჭედადობა,
გლინვადობა და მეტალური ბზინვარება. როგორც უკვე აღვნიშნეთ მეტალების
ფიზიკურ თვისებებს მეტალის კრისტალებში განხორციელებული “მეტალური ბმა”
განაპირობებს. არამეტალებს ეს ფიზიკური თვისებები ნაწილობრივ ან საერთოდ არ
ახასიათებთ.
   რაც უფრო ძლიერია მეტალი, მით უფრო ადვილად გასცემს ე.წ. სავალენტო
ელექტრონებს. როგორც გვახსოვს არამეტალებს ელექტრონის გაცემის უნარიც აქვთ
და ელექტრონის მიერთებისაც.
   მეტალების უდიდეს ნაწილს გარე შრეზე ერთი ან ორი ელექტრონი აქვთ. სამ-სამი
აქვთ მესამე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის მეტალებს (Al, Ga, In, Tl), ოთხ-ოთხი IV
ჯგუფის მეტალებს (Ge, Sn, Pb), ხუთ-ხუთი V ჯგუფის მეტალებს (Sb, Bi).
   მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებს შეუძლიათ გასცენ მხოლოდ გარე შრის
ელექტრონები, ხოლო თანაური ქვეჯგუფის ელემენტებს უნარი აქვთ გასცენ როგორც
გარე შრის (s) ელექტრონები, ისე ბოლოსწინა შრის (d) ელექტრონები.
   მეტალების კრისტალებში განხორციელებულია “მეტალური ბმა”. ის აღიძვრება
“ელექტრონულ აირსა” და მეტალების კათიონებს შორის ურთიერთქმედების
შედეგად. მეტალური ბმა განაპირობებს მეტალების ფიზიკურ თვისებებს. უფრო
დაწვრილებით “მეტალური ბმის” შესახებ იხ. ზოგადი ქიმიის კურსის გაკვეთილი
№ 25.
4
   მეტალებს ყოფენ ორ ჯგუფად: შავ და ფერად მეტალებად. შავ მეტალებს
მიეკუთვნება რკინა და მისი შენადნობები. დანარჩენი მეტალები ფერადებია. აქვე
აღვნიშნოთ, რომ მეტალების უმრავლესობას რუხი ან მოვერცხლისფრო თეთრი ფერი
აქვთ, მხოლოდ ოქროა ყვითელი და სპილენძი წითელი.
   სიმკვრივის მიხედვით მეტალებს ყოფენ მსუბუქ და მძიმე მეტალებად.
მსუბუქებია ტუტე და ტუტემიწათა მეტალები, Al და სხვა. ამ მეტალების ρ<5გ/სმ3.
მძიმეა Zn, Sn, Pb და ა.შ.
   თუ მეტალის tლღ<10000, მაშინ მეტალი ადვილად ლღობადია. ასეთებია Hg (სითხეა
ჩვ. ტემპერატურაზე), In, Al, Pb, Sn და ა.შ. ძნელად ლღობადია ვერცხლი, ოქრო,
ვოლფრამი და ა.შ.
   ბუნებაში მეტალები იშვიათად გვხვდებიან თავისუფალი სახით. გვხვდება
“თვითნაბადი” ოქრო, პლატინა, ვერცხლი, იშვიათად სპილენძიც. ყველა ხსვა
შემთხვევაში მეტალები ბუნებაში ნაერთების სახით გვხვდებიან. იმ მინერალებს,
რომელთა გადამუშავებით შეიძლება მეტალების მიღება მადნები ეწოდებათ.
მადნები შეიცავენ მეტალთა ოქსიდებს, ჰიდროქსიდებს, მარილებს. ფერადი
ლითონები ხშირად სულფიდების სახით გვხვდება. მათ სულფიდურ მადნებსაც
ეძახიან.

  მიღების ხერხები:


  1.   პირომეტალურგია.       მაღალ  ტემპერატურაზე მეტალების მიღებას
       პირომეტალურგია ეწოდება. მეტალებს იღებენ ოქსიდური მადნების
       აღმდგენლებთან ურთიერთქმედების შედეგად. აღმდგენლებია ნახშირი,
       ნახშირჟაგი, წყალბადი:

                  2PbO + C → 2Pb + CO2
                  Fe2O3 + 3CO → 2Fe + 3CO2
                  CuO + H2 → Cu + H2O

       მიღება სულფიდებიდან ორსაფეხურიანია. ჯერ ხდება სულფიდების გამოწვა:
                  2ZnS + 3O2 → 2ZnO + 2SO2

       შემდეგ კი მიღებული ოქსიდების აღდგენა:

                  ZnO + CO → Zn + CO2

       პირომეტალურგიის ერთერთი სახეობაა მეტალოთერმია. ამ დროს
       აღმდგენლად გამოიყენება ერთერთი მეტალი. ყველაზე ხშირად ამ მიზ-
       ნისთვის იყენებენ ალუმინს (ალუმინოთერმია). მეტალის ოქსიდის ფხვნილსა
       და ალუმინის ნარევის გახურების შემდეგ იწყება რეაქცია:

                  Cr2O3 + 2Al → Al2O3 + 2Cr
                  3TiO2 + 4Al → 2Al2O3 + 3Ti

       ეს რეაქცია ეგზოთერმულია და მიღებული მეტალები ლღვება გამოყოფილი
       სითბოს ხარჯზე.
5



2.   ელექტროლიზი.         მეტალების მიღება ხდება მათი მარილების
     წყალხსნარების ან ნალღობების ელექტროლიზისას. მაგ: სპილენძი შეიძლება
     მივიღოთ სპილენძის მარილის წყალხსნარის ელექტროლიზით
                         ელექტროლიზი i
                          eleqtroliz
                CuCl2                           Cu +         Cl2
                                               (კათ)       (ანოდ)
                                              (kaT)       (anod)
     ხოლო   აქტიურ      მეტალებს              კი       იღებენ   შესაბამისი   ნალღობების
     ელექტროლიზისას
                        ნალღობის s
                        nalRobi
                2NaCl   el-lizi
                                     2Na + Cl2
                        ელექტრო-     (kaT)
                                      (კათ)   (anod)
                                              (ანოდ)
                        ლიზი

მეტალების ქიმიური თვისებები
   1. მეტალები ურთიერთქმედებენ არამეტალებთან                        (ამ   რეაქციებს    ჩვენ
      გავეცანით არამეტალების განხილვისას)
  ზოგადად:     Me + ჰალოგენი → ჰალოგენიდი
         Me + O2 → ოქსიდი
         Me + S → სულფიდი
         Me + N2 → ნიტრიდი
         Me + P → ფოსფიდი
         Me + C → კარბიდი
         Me + Si → სილიციდი
         Me + H2 → ჰიდრიდი

     2. მეტალები რეაგირებენ წყალთან. აქტიური მეტალები წყალთან
        ჩვეულებრივ პირობებში შედიან და წარმოქმნიან ჰიდროქსიდებს. ზოგი
        ნაკლებად აქტიური მეტალი მხოლოდ მაღალ ტემპერატურაზე რეაგირებს
        წყალთან და წარმოქმნიან ოქსიდებს, ზოგი კი საერთოდ არავითარ
        პირობებში წყალთან არ რეაგირებს

          2Na + 2H2O → 2NaOH + H2                  რეაქცია ძალიან სწრაფად მიდის

          Ca + 2H2O → Ca(OH)2 + H2            რეაქცია შედარებით ნელა მიდის

          2Al + 6H2O → 2Al(OH)3 + 3H2              რეაქცია მიდის მხოლოდ დამცველი
                                                   ოქსიდური ფენის მოცილების შემდეგ

          3Fe + 4H2O → Fe3O4 + 4H2                 მხოლოდ      გავარვარებული          რკინა
                                                   რეაგირებს წყლის ორთქლთან

          Cu + H2O
                                                   არ მიმდინარეობს
6
     3. მჟავებთან ურთიერთქმედება. ჩვეულებრივ მჟავებთან, ანუ მჟავებთან,
        რომელთა მოლეკულაში მჟანგავია H+ იონი (HCl, H2SO4 (განზ), H3PO4 და
        ა.შ.) რეაგირებენ მხოლოდ ის მეტალები, რომლებიც მეტალთა აქტივობის
        მწკრივში წყალბადის მარცხნივაა მოთავსებული (ე.ი. არ რეაგირებენ Cu,
        Hg, Ag, Au, Pt). მაგ:

                 Zn + 2HCl → ZnCl2 + H2
                 Zn + 2H+ + 2Cl- → Zn2+ + 2Cl- + H2
                 Zn + 2H+ → Zn2+ + H2

    მჟანგავი მჟავები (HNO3 და ცხელი კონცენტრირებული H2SO4) რეაგირებენ
    ყველა მეტალთან ოქროსა და პლატინის ჯგუფის მეტალების გარდა. მაგ:
                 Cu + 2H2SO4 → CuSO4 + H2O + SO2
                  3Ag + 4HNO3 (ganz)       3AgNO3 + 2H2O + 2NO
     4. უფრო აქტიური მეტალები აძევებენ ნაკლებად აქტიურ მეტალების
        ატომებს მათი მარილებიდან

                 Fe + Cu(NO3)2 → Fe(NO3)2 + Cu

     5. ზოგი მეტალი(Be,Al,Zn,Ga,Sn,Pb და სხვა) რეაგირებს მწვავე ტუტეებთან. ამ
        მეტალებს ამფოტერული ჰიდროქსიდები შეესაბამებათ. რეაქციის შედეგად
        მიიღება მარილები, რომელთა ანიონებიც ამ მეტალებს შეიცავენ

                 2NaOH + Zn → Na2ZnO2 + H2
                 2KOH + 2Al + 2H2O → 2KAlO2 + 3H2

   მეტალებს გააჩნიათ უნარი გამლღვალ მდგომარეობაში შეერიონ ერთმანეთს და
წარმოქმნან ერთგვაროვანი – ჰომოგენური ნარევები. ამ ნარევებს შენადნობები
ეწოდებათ. შენადნობებს რიგ შემთხვევებში ბევრად უფრო ძვირფასი ფიზიკური
თვისებები აქვთ, ვიდრე შენადნობების შემადგენელ მეტალებს.
   პირველი შენადნობი, რომლის მიღებაც ისწავლა კაცობრიობამ იყო ბრინჯაო. ის
სპილენძის და კალასგან შენადნობია (თანაფარდობა 4:1). ბრინჯაო ბევრად უფრო
მაგარი აღმოჩნდა, ვიდრე შემადგენელი მეტალები. ბრინჯაოსგან დამზადებული
შრომისა და ბრძოლის იარაღი კი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სპილენძის
იარაღი, რომელსაც ბრინჯაოს მიღებამდე იყენებდნენ. კაცობრიობის ისტორიაში
არსებობს ე.წ. “ბრინჯაოს” ხანა. კიდევ უფრო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო
ფოლადის მიღება. ფოლადი რკინისა და მცირე რაოდენობა ნახშირის შენადნობია.
ω(C)<1,7%. როგორც ვხედავთ შენადნობი შეიძლება დამზადდეს არა მარტო
მეტალების შერევით, არამედ მეტალისა და არამეტალის შერევითაც.
   ტექნიკაში პრაქტიკულად მხოლოდ შენადნობები გამოიყენება. სუფთა მეტალებს
იშვიათად იყენებენ.
   ბრინჯაოს, ფოლადის და თუჯის გარდა პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება
შემდეგი შენადნობებიც: - თითბერი (ω(Cu)=65-70%, ω(Zn)=30-35%; ნიქრომი -
ω(Ni)=68%, ω(Cr)=15%, ω(Fe)=16% დანარჩენია მანგანუმი; დურალუმინი_ძირითადი
კომპონენტია ალუმინი_ ω(Al)=(94%), დანარჩენი კი არის Cu, Mg, Mn, Fe და Si;
პობედიტი – ნახშირბადის, ვოლფრამის და კობალტის შემცველი შენადნობი.
7
  თითბერისაგან ამზადებენ მონეტებს, ნიქრომისაგან ელექტრო გამაცხელებლების
სპირალებს, პობედიტისაგან ბურღებსა და საჭრისებს. საიუველრო საქმეში იყენებენ
ოქროს შენადნობებს სპილენძთან და ვერცხლთან, დურალუმინს ავიამშენებლობაში
და ა.შ.

  საშინაო დავალება

  1. როგორ მიიღებდით მეტალებს შემდეგი ნედლეულიდან – Fe2O3, ZnO, PbS,
     Cu2(OH)2CO3
  2. მეტალების და არამეტალების ურთიერთქმედებისთვის აიღეთ ორი მეტალი –
     ლითიუმი და ბარიუმი და დაწერეთ ყველა შესაძლო რეაქცია.
  3. რკინის და სპილენძის 10გ ნარევის განზავებულ გოგირდმჟავასთან
     ურთიერთქმედებისას გამოიყო 2,24ლ (ნ.პ.) წყალბადი და გაუხსნელი დარჩა
     საწყისი ნარევის ნაწილი. რას წარმოადგენს გაუხსნელი ნაშთი? რამდენი გრამი
     რკინა და რამდენი გრამი სპილენძი იყო მოცემულ ნარევში?
  4. სპილენძისა და სპილენძის (II) ოქსიდის 10გ ნარევთან რეაქციისთვის საჭიროა
     60მლ 10% (ρ=1,07გ/სმ3) მარილმჟავას ხსნარი. როგორია საწყის ნარევში
     სპილენძისა და სპილენძის (II) ოქსიდის მასური წილები?
  5. განახორციელეთ შემდეგი გარდაქმნები

                 Na2ZnO2       Zn(OH)2      ZnO     Zn

           Zn

                 ZnCl2     ZnSO4

Más contenido relacionado

La actualidad más candente

გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17barambo
 
გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37datiko43
 
G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38datiko43
 
გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19datiko43
 
გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24datiko43
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11datiko43
 
ტესტები
ტესტებიტესტები
ტესტებიbarambo
 
G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9datiko43
 

La actualidad más candente (20)

Ara 007
Ara 007Ara 007
Ara 007
 
G 052
G 052G 052
G 052
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 007
Ara 007Ara 007
Ara 007
 
გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17გაკვეთილი № 17
გაკვეთილი № 17
 
გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37გაკვეთილი № 37
გაკვეთილი № 37
 
Ara 007
Ara 007Ara 007
Ara 007
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01G052 120708075806-phpapp01
G052 120708075806-phpapp01
 
გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38გაკვეთილი № 38
გაკვეთილი № 38
 
გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19გაკვეთილი № 19
გაკვეთილი № 19
 
გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24გაკვეთილი № 24
გაკვეთილი № 24
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
ტესტები
ტესტებიტესტები
ტესტები
 
G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02G021 110926073641-phpapp02
G021 110926073641-phpapp02
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 001
Ara 001Ara 001
Ara 001
 
გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9გაკვეთილი № 9
გაკვეთილი № 9
 

Destacado

გაკვეთილი № 50
გაკვეთილი № 50გაკვეთილი № 50
გაკვეთილი № 50barambo
 
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალიქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალიbarambo
 
G051 120708080110-phpapp00
G051 120708080110-phpapp00G051 120708080110-phpapp00
G051 120708080110-phpapp00barambo
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01barambo
 

Destacado (20)

Ara 005
Ara 005Ara 005
Ara 005
 
გაკვეთილი № 50
გაკვეთილი № 50გაკვეთილი № 50
გაკვეთილი № 50
 
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალიქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
ქიმიური ტერმინების ლექსიკონი 1-ახალი
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
G051 120708080110-phpapp00
G051 120708080110-phpapp00G051 120708080110-phpapp00
G051 120708080110-phpapp00
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 002
Ara 002Ara 002
Ara 002
 

Similar a Ara 016

გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21datiko43
 
G019 110926073413-phpapp01
G019 110926073413-phpapp01G019 110926073413-phpapp01
G019 110926073413-phpapp01barambo
 
G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11barambo
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11barambo
 
G020 110926073539-phpapp01
G020 110926073539-phpapp01G020 110926073539-phpapp01
G020 110926073539-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 53
გაკვეთილი № 53გაკვეთილი № 53
გაკვეთილი № 53barambo
 
გაკვეთილი № 53
გაკვეთილი № 53გაკვეთილი № 53
გაკვეთილი № 53barambo
 
G 018.doc
G 018.docG 018.doc
G 018.docqimia
 
G 020.doc
G 020.docG 020.doc
G 020.docqimia
 
G 013.doc
G 013.docG 013.doc
G 013.docqimia
 
G053 120708075447-phpapp02
G053 120708075447-phpapp02G053 120708075447-phpapp02
G053 120708075447-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18datiko43
 

Similar a Ara 016 (20)

Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21
 
G019 110926073413-phpapp01
G019 110926073413-phpapp01G019 110926073413-phpapp01
G019 110926073413-phpapp01
 
G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02G024 110926074256-phpapp02
G024 110926074256-phpapp02
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
G020 110926073539-phpapp01
G020 110926073539-phpapp01G020 110926073539-phpapp01
G020 110926073539-phpapp01
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
გაკვეთილი № 53
გაკვეთილი № 53გაკვეთილი № 53
გაკვეთილი № 53
 
გაკვეთილი № 53
გაკვეთილი № 53გაკვეთილი № 53
გაკვეთილი № 53
 
G 018.doc
G 018.docG 018.doc
G 018.doc
 
G 020.doc
G 020.docG 020.doc
G 020.doc
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
G 013.doc
G 013.docG 013.doc
G 013.doc
 
G053 120708075447-phpapp02
G053 120708075447-phpapp02G053 120708075447-phpapp02
G053 120708075447-phpapp02
 
G 053
G 053G 053
G 053
 
გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 006
Ara 006Ara 006
Ara 006
 

Más de barambo

G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02barambo
 

Más de barambo (8)

G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
Ara 010
Ara 010Ara 010
Ara 010
 
Ara 008
Ara 008Ara 008
Ara 008
 
Ara 004
Ara 004Ara 004
Ara 004
 
Ara 003
Ara 003Ara 003
Ara 003
 

Ara 016

  • 1. 1 გაკვეთილი N16 საშინაო დავალების შემოწმება 1. SiO2 + 2NaOH Na2SiO3 + H2O kr კრ. Na2SiO3 + 2HCl 2NaCl + H2SiO3 H2SiO3 H2O + SiO2 amorf ამორფ. 2. V0 (H2) = 136ლ 3. m(Mg) = 16გ m(Si) = 9,3გ X ტესტი 1. ჩვეულებრივ პირობებში აზოტი რეაქციაში შედის: 1. წყალბადთან 2. ჟანგბადთან 3. ქლორთან 4. ლითიუმთან 2. რომელი რეაქციაა მცდარი? 1. Mg + 10HNO3 (ganz) = 4Mg(NO3)2 + 5H2O + N2 2. Cu + 4HNO3 (ganz) = Cu(NO3)2 + 2H2O + 2NO2 3. Zn + 8HNO3 (ganz) = 3Zn(NO3)2 + 4H2O + 2NO 4. სამივე რეაქცია სწორია 3. დაშლის რომელი რეაქციაა სწორი? t0 1. NH4Cl NH3 + HCl t0 2. (NH4)2SO4 2NH3 + H2SO4 t0 3. NH4NO3 N2O + H2O 4. სამივე რეაქცია სწორია 4. ნიტრატების დაშლის რომელი რეაქციაა მცდარი?
  • 2. 2 t0 1. 2NaNO3 2NaNO2 + O2 t0 2. Cu(NO3)2 Cu(NO2)2 + O2 t0 3. 2AgNO3 2Ag + 2No2 + O2 t0 4. 2Zn(NO3)2 2ZnO + 4NO2 + O2 5. რომელი რეაქციაა შესაძლებელი? 1. 4P + 5O2 = 2P2O5 2. 4P + 3O2 = 2P2O3 3. 2P + 5H2SO4 = 2H3PO4 + 2H2O + 5SO2 4. სამივე რეაქცია შესაძლებელია 6. რომელი რეაქციაა შეუძლებელი? 1. 3Cu + 2H3PO4 = Cu3(PO4)2 + 3H2 2. Ca3(PO4)2 + 4H3PO4 = 3Ca(H2PO4)2 3. Al(OH)3 + 3H3Po4 = Al(H2PO4)3 + 3H2O 4. Al(OH)3 + H3PO4 = AlPO4 + 3H2O 7. რომელი რეაქციაა შესაძლებელი ჩვეულებრივ პირობებში? 1. 4Al + 3C = Al4C3 2. C + 2H2 = CH4 3. C + H2O = CO + H2 4. სამივე პასუხი მცდარია 8. რომელი რეაქციაა მცდარი? 1. Ca(HCO3)2 = CaCO3 + CO2 + H2O 2. CaCO3 + 2NaCl = Na2CO3 + CaCl2 3. 2NaHCO3 = Na2CO3 + CO2 + H2O 4. CaCO3 + CO2 + H2O = Ca(HCO3)2
  • 3. 3 9. რომელი რეაქციაა შესაძლებელი ჩვეულებრივ პირობებში? 1. Si + 2F2 = SiF4 2. Si + C = SiC 3. Si + O2 = SiO2 4. სამივე პასუხი სწორია 10. რომელი რეაქციაა სწორი? 1. Si + 4HCl = SiCl4 + 2H2 2. Si + 2H2SO4 (ganz) = Si(SO4)2 + 2H2 3. Si + 4HF = SiF4 + 2H2 4. Si + 4H3PO4 = Si3(PO4)4 + 6H2 მეტალების ზოგადი დახასიათება ელემენტების 80% მეტალურ ბუნებას ამჟღავნებს. თუ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში გავავლებთ წარმოსახვით ხაზს, რომელიც გაივლის ბორზე, სილიციუმზე, დარიშხანზე და ასტატზე, ამ ხაზს ქვემოთ მოთავსებული მთავარი ქვეჯგუფის ელემენტები, აგრეთვე თანაური ქვეჯგუფის ყველა ელემენტი მეტალია. მეტალებს ახასიათებთ კარგი ელექტრო- და სითბოგამტარობა, ჭედადობა, გლინვადობა და მეტალური ბზინვარება. როგორც უკვე აღვნიშნეთ მეტალების ფიზიკურ თვისებებს მეტალის კრისტალებში განხორციელებული “მეტალური ბმა” განაპირობებს. არამეტალებს ეს ფიზიკური თვისებები ნაწილობრივ ან საერთოდ არ ახასიათებთ. რაც უფრო ძლიერია მეტალი, მით უფრო ადვილად გასცემს ე.წ. სავალენტო ელექტრონებს. როგორც გვახსოვს არამეტალებს ელექტრონის გაცემის უნარიც აქვთ და ელექტრონის მიერთებისაც. მეტალების უდიდეს ნაწილს გარე შრეზე ერთი ან ორი ელექტრონი აქვთ. სამ-სამი აქვთ მესამე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის მეტალებს (Al, Ga, In, Tl), ოთხ-ოთხი IV ჯგუფის მეტალებს (Ge, Sn, Pb), ხუთ-ხუთი V ჯგუფის მეტალებს (Sb, Bi). მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებს შეუძლიათ გასცენ მხოლოდ გარე შრის ელექტრონები, ხოლო თანაური ქვეჯგუფის ელემენტებს უნარი აქვთ გასცენ როგორც გარე შრის (s) ელექტრონები, ისე ბოლოსწინა შრის (d) ელექტრონები. მეტალების კრისტალებში განხორციელებულია “მეტალური ბმა”. ის აღიძვრება “ელექტრონულ აირსა” და მეტალების კათიონებს შორის ურთიერთქმედების შედეგად. მეტალური ბმა განაპირობებს მეტალების ფიზიკურ თვისებებს. უფრო დაწვრილებით “მეტალური ბმის” შესახებ იხ. ზოგადი ქიმიის კურსის გაკვეთილი № 25.
  • 4. 4 მეტალებს ყოფენ ორ ჯგუფად: შავ და ფერად მეტალებად. შავ მეტალებს მიეკუთვნება რკინა და მისი შენადნობები. დანარჩენი მეტალები ფერადებია. აქვე აღვნიშნოთ, რომ მეტალების უმრავლესობას რუხი ან მოვერცხლისფრო თეთრი ფერი აქვთ, მხოლოდ ოქროა ყვითელი და სპილენძი წითელი. სიმკვრივის მიხედვით მეტალებს ყოფენ მსუბუქ და მძიმე მეტალებად. მსუბუქებია ტუტე და ტუტემიწათა მეტალები, Al და სხვა. ამ მეტალების ρ<5გ/სმ3. მძიმეა Zn, Sn, Pb და ა.შ. თუ მეტალის tლღ<10000, მაშინ მეტალი ადვილად ლღობადია. ასეთებია Hg (სითხეა ჩვ. ტემპერატურაზე), In, Al, Pb, Sn და ა.შ. ძნელად ლღობადია ვერცხლი, ოქრო, ვოლფრამი და ა.შ. ბუნებაში მეტალები იშვიათად გვხვდებიან თავისუფალი სახით. გვხვდება “თვითნაბადი” ოქრო, პლატინა, ვერცხლი, იშვიათად სპილენძიც. ყველა ხსვა შემთხვევაში მეტალები ბუნებაში ნაერთების სახით გვხვდებიან. იმ მინერალებს, რომელთა გადამუშავებით შეიძლება მეტალების მიღება მადნები ეწოდებათ. მადნები შეიცავენ მეტალთა ოქსიდებს, ჰიდროქსიდებს, მარილებს. ფერადი ლითონები ხშირად სულფიდების სახით გვხვდება. მათ სულფიდურ მადნებსაც ეძახიან. მიღების ხერხები: 1. პირომეტალურგია. მაღალ ტემპერატურაზე მეტალების მიღებას პირომეტალურგია ეწოდება. მეტალებს იღებენ ოქსიდური მადნების აღმდგენლებთან ურთიერთქმედების შედეგად. აღმდგენლებია ნახშირი, ნახშირჟაგი, წყალბადი: 2PbO + C → 2Pb + CO2 Fe2O3 + 3CO → 2Fe + 3CO2 CuO + H2 → Cu + H2O მიღება სულფიდებიდან ორსაფეხურიანია. ჯერ ხდება სულფიდების გამოწვა: 2ZnS + 3O2 → 2ZnO + 2SO2 შემდეგ კი მიღებული ოქსიდების აღდგენა: ZnO + CO → Zn + CO2 პირომეტალურგიის ერთერთი სახეობაა მეტალოთერმია. ამ დროს აღმდგენლად გამოიყენება ერთერთი მეტალი. ყველაზე ხშირად ამ მიზ- ნისთვის იყენებენ ალუმინს (ალუმინოთერმია). მეტალის ოქსიდის ფხვნილსა და ალუმინის ნარევის გახურების შემდეგ იწყება რეაქცია: Cr2O3 + 2Al → Al2O3 + 2Cr 3TiO2 + 4Al → 2Al2O3 + 3Ti ეს რეაქცია ეგზოთერმულია და მიღებული მეტალები ლღვება გამოყოფილი სითბოს ხარჯზე.
  • 5. 5 2. ელექტროლიზი. მეტალების მიღება ხდება მათი მარილების წყალხსნარების ან ნალღობების ელექტროლიზისას. მაგ: სპილენძი შეიძლება მივიღოთ სპილენძის მარილის წყალხსნარის ელექტროლიზით ელექტროლიზი i eleqtroliz CuCl2 Cu + Cl2 (კათ) (ანოდ) (kaT) (anod) ხოლო აქტიურ მეტალებს კი იღებენ შესაბამისი ნალღობების ელექტროლიზისას ნალღობის s nalRobi 2NaCl el-lizi 2Na + Cl2 ელექტრო- (kaT) (კათ) (anod) (ანოდ) ლიზი მეტალების ქიმიური თვისებები 1. მეტალები ურთიერთქმედებენ არამეტალებთან (ამ რეაქციებს ჩვენ გავეცანით არამეტალების განხილვისას) ზოგადად: Me + ჰალოგენი → ჰალოგენიდი Me + O2 → ოქსიდი Me + S → სულფიდი Me + N2 → ნიტრიდი Me + P → ფოსფიდი Me + C → კარბიდი Me + Si → სილიციდი Me + H2 → ჰიდრიდი 2. მეტალები რეაგირებენ წყალთან. აქტიური მეტალები წყალთან ჩვეულებრივ პირობებში შედიან და წარმოქმნიან ჰიდროქსიდებს. ზოგი ნაკლებად აქტიური მეტალი მხოლოდ მაღალ ტემპერატურაზე რეაგირებს წყალთან და წარმოქმნიან ოქსიდებს, ზოგი კი საერთოდ არავითარ პირობებში წყალთან არ რეაგირებს 2Na + 2H2O → 2NaOH + H2 რეაქცია ძალიან სწრაფად მიდის Ca + 2H2O → Ca(OH)2 + H2 რეაქცია შედარებით ნელა მიდის 2Al + 6H2O → 2Al(OH)3 + 3H2 რეაქცია მიდის მხოლოდ დამცველი ოქსიდური ფენის მოცილების შემდეგ 3Fe + 4H2O → Fe3O4 + 4H2 მხოლოდ გავარვარებული რკინა რეაგირებს წყლის ორთქლთან Cu + H2O არ მიმდინარეობს
  • 6. 6 3. მჟავებთან ურთიერთქმედება. ჩვეულებრივ მჟავებთან, ანუ მჟავებთან, რომელთა მოლეკულაში მჟანგავია H+ იონი (HCl, H2SO4 (განზ), H3PO4 და ა.შ.) რეაგირებენ მხოლოდ ის მეტალები, რომლებიც მეტალთა აქტივობის მწკრივში წყალბადის მარცხნივაა მოთავსებული (ე.ი. არ რეაგირებენ Cu, Hg, Ag, Au, Pt). მაგ: Zn + 2HCl → ZnCl2 + H2 Zn + 2H+ + 2Cl- → Zn2+ + 2Cl- + H2 Zn + 2H+ → Zn2+ + H2 მჟანგავი მჟავები (HNO3 და ცხელი კონცენტრირებული H2SO4) რეაგირებენ ყველა მეტალთან ოქროსა და პლატინის ჯგუფის მეტალების გარდა. მაგ: Cu + 2H2SO4 → CuSO4 + H2O + SO2 3Ag + 4HNO3 (ganz) 3AgNO3 + 2H2O + 2NO 4. უფრო აქტიური მეტალები აძევებენ ნაკლებად აქტიურ მეტალების ატომებს მათი მარილებიდან Fe + Cu(NO3)2 → Fe(NO3)2 + Cu 5. ზოგი მეტალი(Be,Al,Zn,Ga,Sn,Pb და სხვა) რეაგირებს მწვავე ტუტეებთან. ამ მეტალებს ამფოტერული ჰიდროქსიდები შეესაბამებათ. რეაქციის შედეგად მიიღება მარილები, რომელთა ანიონებიც ამ მეტალებს შეიცავენ 2NaOH + Zn → Na2ZnO2 + H2 2KOH + 2Al + 2H2O → 2KAlO2 + 3H2 მეტალებს გააჩნიათ უნარი გამლღვალ მდგომარეობაში შეერიონ ერთმანეთს და წარმოქმნან ერთგვაროვანი – ჰომოგენური ნარევები. ამ ნარევებს შენადნობები ეწოდებათ. შენადნობებს რიგ შემთხვევებში ბევრად უფრო ძვირფასი ფიზიკური თვისებები აქვთ, ვიდრე შენადნობების შემადგენელ მეტალებს. პირველი შენადნობი, რომლის მიღებაც ისწავლა კაცობრიობამ იყო ბრინჯაო. ის სპილენძის და კალასგან შენადნობია (თანაფარდობა 4:1). ბრინჯაო ბევრად უფრო მაგარი აღმოჩნდა, ვიდრე შემადგენელი მეტალები. ბრინჯაოსგან დამზადებული შრომისა და ბრძოლის იარაღი კი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სპილენძის იარაღი, რომელსაც ბრინჯაოს მიღებამდე იყენებდნენ. კაცობრიობის ისტორიაში არსებობს ე.წ. “ბრინჯაოს” ხანა. კიდევ უფრო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ფოლადის მიღება. ფოლადი რკინისა და მცირე რაოდენობა ნახშირის შენადნობია. ω(C)<1,7%. როგორც ვხედავთ შენადნობი შეიძლება დამზადდეს არა მარტო მეტალების შერევით, არამედ მეტალისა და არამეტალის შერევითაც. ტექნიკაში პრაქტიკულად მხოლოდ შენადნობები გამოიყენება. სუფთა მეტალებს იშვიათად იყენებენ. ბრინჯაოს, ფოლადის და თუჯის გარდა პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება შემდეგი შენადნობებიც: - თითბერი (ω(Cu)=65-70%, ω(Zn)=30-35%; ნიქრომი - ω(Ni)=68%, ω(Cr)=15%, ω(Fe)=16% დანარჩენია მანგანუმი; დურალუმინი_ძირითადი კომპონენტია ალუმინი_ ω(Al)=(94%), დანარჩენი კი არის Cu, Mg, Mn, Fe და Si; პობედიტი – ნახშირბადის, ვოლფრამის და კობალტის შემცველი შენადნობი.
  • 7. 7 თითბერისაგან ამზადებენ მონეტებს, ნიქრომისაგან ელექტრო გამაცხელებლების სპირალებს, პობედიტისაგან ბურღებსა და საჭრისებს. საიუველრო საქმეში იყენებენ ოქროს შენადნობებს სპილენძთან და ვერცხლთან, დურალუმინს ავიამშენებლობაში და ა.შ. საშინაო დავალება 1. როგორ მიიღებდით მეტალებს შემდეგი ნედლეულიდან – Fe2O3, ZnO, PbS, Cu2(OH)2CO3 2. მეტალების და არამეტალების ურთიერთქმედებისთვის აიღეთ ორი მეტალი – ლითიუმი და ბარიუმი და დაწერეთ ყველა შესაძლო რეაქცია. 3. რკინის და სპილენძის 10გ ნარევის განზავებულ გოგირდმჟავასთან ურთიერთქმედებისას გამოიყო 2,24ლ (ნ.პ.) წყალბადი და გაუხსნელი დარჩა საწყისი ნარევის ნაწილი. რას წარმოადგენს გაუხსნელი ნაშთი? რამდენი გრამი რკინა და რამდენი გრამი სპილენძი იყო მოცემულ ნარევში? 4. სპილენძისა და სპილენძის (II) ოქსიდის 10გ ნარევთან რეაქციისთვის საჭიროა 60მლ 10% (ρ=1,07გ/სმ3) მარილმჟავას ხსნარი. როგორია საწყის ნარევში სპილენძისა და სპილენძის (II) ოქსიდის მასური წილები? 5. განახორციელეთ შემდეგი გარდაქმნები Na2ZnO2 Zn(OH)2 ZnO Zn Zn ZnCl2 ZnSO4