SlideShare a Scribd company logo
1 of 9
Download to read offline
თემა: ჩემი მხარის ტურისტული გიდი
პრეზენტაციის ავტორი: კობა შამათავა
მასწავლებელი: ბესიკ მაჩიტაძე
მოგესალმებით! მინდა გაგაცნოთ თერჯოლის რაიონი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ჩხარის ორივე ნაპირზე, ზღვის
დონიდან 170მ სიმაღლეზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ბუჯა, მაძარულა, ძუსა, ჩოლაბური, ყვირილა,
ჩხარა ქვერუნა, ბოსელა, ნახშირღელე, ჭიშურა, საბანელა, ძევრულა, წყალწითელა. თერჯოლაში 46 დასახლებული პუნქტია: 1
ქალაქი , 45 სოფელი. თერჯოლის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ტურიზმი. ყველაზე ცნობილი ტურისტული
ობიექტებია: კურორტი „სიმონეთი“, ნავენახევის მღვიმე, სკანდეს ციხე, ბერციხე, ღვანკითის დედაღვთისა, ჩიხორისა და ჩხარის შუა
საუკუნეების ნაქალაქარების ნაშთები, ძევრის არქიტექტურული კომპლექსი, საგვარჯილეს გამოქვაბული, გოგნის წმინდა გიორგის
ტაძარი, დავით და სერგო კლდიაშვილის სახლ–მუზეუმი, შალვა და პეტრე ამირანაშვილების სახლ–მუზეუმი, სოფელ გოდოგანში
თამარის თაღებიანი ხიდი. სოფლებში ასევე მრავლადაა ისტორიული ძეგლები. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს
სოფელ ბარდუბნის ეკლესია (წმ. მოწამენი დავითი და კონსტანტინე მხეიძეების სახ.)
ბარდუბანი —სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მიწის ფართობია 780 ჰა. სოფელში მდებარეობს დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელობის
ეკლესია, ეკლესიის აშენებას საინტერესო ისტორია აქვს... მურვან ყრუს შემოსევების დროს, მარგვეთის ერისთავების დავითი და კონსტანტინე
მხეიძეების ხელმღვანელობით წარმართულ ბრძოლებში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ბარდაველიძეები, რომლებიც შეადგენენ სოფლის
მოსახლეობის უმეტესობას. თქმულების თანახმად, ეგრისის მმართველს ომში დამსახურებისათვის სამფლობელოდ ადგილ-მამულები უბოძებია. ამის
შესახებ არსებობს ხალხური გამონათქვამი: ,, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე რამდენსაც შემოსაზღვრავ, შენთვის მიბოძებიაო”. ანუ წარჩინებულ გვარს
ეს მიწა დამსახურებისამებრ ებოძა და არავინ ბატონობდა მათზე. ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ სოფელ ბარდუბანში ბარდაველიძეების მიერ
აშენდა ,,წმ.დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელობის ეკლესია”. როგორც ჩანს ბარდაველიძეებმა მადლიერების ნიშნად ააგეს ეს ეკლესია.
თავდაპირველად ეკლესია ხის ყოფილა, რომელიც 1901 წელს შეუცვლიათ ქვის ეკლესიით, ხოლო 2011 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია. ეს ფაქტი
სარწმუნოა, რადგან დასავლეთში დღეისათვის არსებობს მხეიძეების სახელობის 2 ეკლესია. ერთი მდებარეობს ქუთაისთან ახლოს, სოფელ მოწამეთაში(ამ
სოფლის სახელიც აქედან მოდის), ანუ სადაც გმირულად ეწამნენ ძმები მხეიძეები, ხოლო მეორე – სოფელ ბარდუბანში;
გოგნის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი
სასწაულმოქმედი სალოცავი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში მდებარეობს.
გოგნის მთაზე მდებარე წმიდა გიორგის სალოცავი VII-VIII საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს. ეს ადგილი არა მხოლოდ სილამაზითაა გამორჩეული, სალოცავი დი-
დი მადლის მატარებელიც ყოფილა. როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, სოფელ გოგნში ყველა მამაკაცი დაღუპულა და მიზეზი ვერავის გაუგია. სოფლის ერთ
მკვიდრს სიზმრად უნახავს, თქვენი უბედურების მიზეზი მდინარეში ეძებეთო. მართლაც, მდინარიდან წმინდა გიორგის ხატი ამოუბრძანებიათ და ურემზე დაუბ-
რძანებიათ. ხარები ყველაზე მაღალ ადგილზე ასულან და იქ გაჩერებულან. სწორედ იმ ადგილზე საყდარი აუგიათ. იმასაც ამბობენ, რომ სალოცავს კარი რამდენ-
ჯერმე დაჰკიდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე წმინდა გიორგი ისახებოდა და კარი უმალ ვარდებოდა. სწორედ ამიტომ მას "კარუგდებელი" უწოდეს. გიორგობის
აღსანიშნად მორწმუნეები წინა ღამით იწყებენ სალოცავზე ასვლას. საოცარი სანახავია, როცა ძალიან ცივა, სუსხია და ამ დროს ფეხშიშველი მომლოცველები
ცხვრებითა და მამლებით ხელში მიუყვებიან რთულ, თუმცა სანუკვარი ოცნებების ახდენის გზას.
ამ პატარა სალოცავის მახლობლად პატრიარქის კურთხევით აშენდა დიდი ტაძარი, რაც საშუალებას აძლევს მრევლს ამ მადლიან მიწაზე წირვა-ლოცვასაც
დაესწროს.
ნაგარევის (ჭიშურის) თაღოვანი ხიდი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევთან ახლოს მდებარეობს , მდინარე ჭიშურაზე. ხიდის
ბურჯზე ჩასმულია თაღით დეკორირებული წარწერიანი ქვა, რომელიც გვამცნობს, რომ იგი აგებულია 1667 წელს, გელათელი ეპისკოპოსის გედეონ
ლორთქიფანიძის მიერ. ქვაზე ორი წარწერაა, ერთი შესრულებულია ასომთავრულით, მეორე კი – მხედრულით, ტექსტები შემდეგნაირად იკითხება:
“ღმერთო აცხოვნე გენათელი გედეონ და ვინცა შენდობა ბრძანოთ თქვენცა შეგინდოს ღმერთმან, ამინ”, “ქ. ბრძანებითა ღვთისათა აღვაგე ხიდი ესე
მე გენათელმა ლორთქიფანიძემ გედეონ, სულისა ჩემისა საოხად. ქორონიკონსა ტნვ (1667 წ)”. ნაგარევის (ჭიშურის) ხიდი გვიანი შუა საუკუნეების
ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, რადგან აქ აშკარად ჩანს განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხიდთმშენებლობის
ტრადიციის გაგრძელება (მალების მოხაზულობა, კუზიანი პროფილი, საშენი მასალა) და არა ამ პერიოდის ხიდებისთვის დამახასიათებელი
აღმოსავლური გავლენა. ხიდი ორმალიანია და ერთი დიდი, ნახევარწრიული, ოდნავ შეისრული თაღისა და მცირე ნახევარწრიული თაღისგან,
მართკუთხა გეგმის მქონე ბურჯს დინების მხარეს სამკუთხა წყალამრიდი აქვს. ხიდს კუზიანი პროფილი აქვს, კუზის ყველაზე მაღალი წერტილი
დიდი მალის სიმეტრიის ღერძზეა და არა მთლიანი ნაგებობის ცენტრალურ ღერძზე, შესაბამისად იგი ასიმეტრიული ნაგებობაა. განაპირა ბურჯებს
შორის მანძილი 8,1 მეტრია, სავალი ნაწილის სიგანე – 3,8 მეტრი კამარის სისქე კლიტეში – 0,8 მეტრი. ხიდი ნაგებია მოზრდილი ზომის,
ადგილობრივი, უხეშად თლილი კირქვით.
ნავენახევის მღვიმე
ნავენახევის მღვიმე – კარსტული მღვიმე, სოფელ ნავენახევის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 235 მ. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში.
ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის
სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. მღვიმე შესასვლელიდან 30-ე მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით
დაკავშირებულია დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არა აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია.
მღვიმე პირველად 30-იან წლებში პროფესორმა ლევან მარუაშვილმა გამოიკვლია. გასული საუკუნის 1981 წელს ადგილობრივმა მცხოვრებებმა -
დებმა ხუჯაძეებმა მღვიმის არსებობის შესახებ პირველმა გამოაქვეყნეს პრესაში, რის შემდგომაც მღვიმის კეთილმოწყობა გადაწყდა. 2007 წელს
კი მღვიმეს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ძევრის გამოქვაბულები (საგვარჯილე)
საგვარჯილე — კარსტრული მღვიმე სოფელ ძევრის მახლობლად, მდინარე შავიწყლის ხეობაში, 220 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედა ცარცულ კირქვებში.
ეხის ტიპის სიღრუეა (სიგრძე 13 მ, სიგანე 37 მ, სიმაღლე 20 მ).
საგვარჯილე მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია. აქ არის მრავალი მცირე ზომის კარსტრული მღვიმე და ეხია, რომელთა ნაწილს ფეოდალურ ხანაში
სამალავებად იყენებდნენ. საგვარჯილე გათხარეს 1951–1952 წლებში . ერთმანეთისაგან გამოყოფილია პალეოლითური ხანის 5 ფენა. ქვედა ფენაში აღმოჩნდა
ზედაპალეოლითური ხანის ქვის ნაწარმი, შუაპალეოლითური (მუსტიეს ეპოქის) წვეტანები და სახოკები. მომდევნო 4 ფენა შეიცავდა ზედა პალეოლითის
სხვადასხვა საფეხურისათვის დამახასიათებელ ნივთებს (ზღვის ლოკოკინებისაგან დამზადებული ყელსაბამი; გეომეტრული ორნამეტრით შემკული ძვლის
საკინძი, ტალკისაგან დამზადებული ძვლის საკინძი, ტალკისაგან დამზადებული წერტილოვანი ნაჭდევებით შემკული საკიდი — ავგაროზები, ცხოველთა
გახვრეტილი კბილები და სხვა).
ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ფენებში ნაპოვნია ირმის რქისგან დამზადებული თოხისნაირი იარაღი, ძვლის ჭვილთი, ანკესი, ნემსები, სადგისები და სხვა.
მრავლადაა კაჟის ქვის ნაკეთობანი (სხვადასხვა ტიპის ისრისპირები და შუბისპირები, ქვის გახეხილ-გაპრიალებული იარაღი, სამაჯურები, კერამიკური ნაწარმი
და სხვა).
დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი
ქართველი მწერლისა და დრამატურგის დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი სოფელ ზედა სიმონეთში მდებარეობს. დიდი ცისფერი იმერული ოდა დგას
სოფლის შემაღლებულ ადგილზე, ხეებით გარშემორტყმულ გორაკზე. სახლში 1862 წელს დაიბადა და 1931 წელს გარდაიცვალა დავით კლდიაშვილი. ოდა
ხუთოთახიანია. ამათგან სამში გამოფენილია მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები. მესამე ოთახი მემორიალურია, სადაც დგას საწოლი,
რომელზეც გარდაიცვალა დავით კლდიაშვილი. ყველაფერი შემონახულია პირვანდელი სახით.
დავით კლდიაშვილი ეს არის მწერალი რომლის ნაწერებითაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ არამარტო ესთეტიკური სიამოვნება, არამედ გავეცნოთ მე-19 საუკუნის
მეორე ნახევრის იმერეთს. კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა — იმერეთის გაღარიბებული აზნაურების ცხოვრების ასახვაა. მას აქვს თავისი
გამოკვეთილი სტილი ლიტერატურაში, რაც გულისხმობს სათქმელის „ცრემლნარევი იუმორით“ გამოხატვას.
მადლობა ყურადღებისათვის!

More Related Content

Similar to კ.შამათავა 10-5.pptx

როდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
როდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარიროდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
როდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარიninochi68
 
გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011Tamar Parchukashvili
 
რ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxრ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxBesik Machitadze
 
ტური საქართველოში
ტური საქართველოში ტური საქართველოში
ტური საქართველოში Gocha Sharvashidze
 
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptxჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptxBesik Machitadze
 
მარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლი
მარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლიმარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლი
მარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლიbakurgelashvili
 
ნ.ვარდია სენაკი
ნ.ვარდია სენაკინ.ვარდია სენაკი
ნ.ვარდია სენაკიBesik Machitadze
 
მ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxმ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxBesik Machitadze
 
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიაექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიაirinagusha
 
გურია ქ.გოგია
გურია ქ.გოგიაგურია ქ.გოგია
გურია ქ.გოგიაBesik Machitadze
 
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთანnino abuladze
 
ანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურა
ანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურაანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურა
ანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურაmarika rekhviashvili
 
კიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptxკიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptxBesik Machitadze
 
მ.კოსტავა.pptx
მ.კოსტავა.pptxმ.კოსტავა.pptx
მ.კოსტავა.pptxBesik Machitadze
 
ტაო–კლარჯეთი
ტაო–კლარჯეთიტაო–კლარჯეთი
ტაო–კლარჯეთიAna Meladze
 
ნემსწვერიძე22.pptx
ნემსწვერიძე22.pptxნემსწვერიძე22.pptx
ნემსწვერიძე22.pptxBesik Machitadze
 
ქართული კულტურა
ქართული კულტურაქართული კულტურა
ქართული კულტურაBeqa Dvalishvili
 
ისტორიის გავლება არქიტექტურქზე
ისტორიის გავლება არქიტექტურქზეისტორიის გავლება არქიტექტურქზე
ისტორიის გავლება არქიტექტურქზეmancho47
 
ლუკა ვერულაშვილი.pptx
ლუკა ვერულაშვილი.pptxლუკა ვერულაშვილი.pptx
ლუკა ვერულაშვილი.pptxBesik Machitadze
 

Similar to კ.შამათავა 10-5.pptx (20)

როდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
როდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარიროდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
როდინოულის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
 
გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011გავიცნოთ საქართველო 2011
გავიცნოთ საქართველო 2011
 
რ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptxრ.ფუთურიძე.pptx
რ.ფუთურიძე.pptx
 
ტური საქართველოში
ტური საქართველოში ტური საქართველოში
ტური საქართველოში
 
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptxჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
ჩემი სოფელი ნიკოლოზ გაბელაშვილი.pptx
 
მარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლი
მარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლიმარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლი
მარიამ ციცქიშვილი-ქვემო ქართლი
 
ნ.ვარდია სენაკი
ნ.ვარდია სენაკინ.ვარდია სენაკი
ნ.ვარდია სენაკი
 
მ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxმ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptx
 
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლიაექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
ექსკურსია–გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, სათაფლია
 
გურია ქ.გოგია
გურია ქ.გოგიაგურია ქ.გოგია
გურია ქ.გოგია
 
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან
 
ანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურა
ანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურაანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურა
ანტიკური-კრეტა - მიკენის კულტურა
 
კიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptxკიბაბიძე.pptx
კიბაბიძე.pptx
 
Ol
OlOl
Ol
 
მ.კოსტავა.pptx
მ.კოსტავა.pptxმ.კოსტავა.pptx
მ.კოსტავა.pptx
 
ტაო–კლარჯეთი
ტაო–კლარჯეთიტაო–კლარჯეთი
ტაო–კლარჯეთი
 
ნემსწვერიძე22.pptx
ნემსწვერიძე22.pptxნემსწვერიძე22.pptx
ნემსწვერიძე22.pptx
 
ქართული კულტურა
ქართული კულტურაქართული კულტურა
ქართული კულტურა
 
ისტორიის გავლება არქიტექტურქზე
ისტორიის გავლება არქიტექტურქზეისტორიის გავლება არქიტექტურქზე
ისტორიის გავლება არქიტექტურქზე
 
ლუკა ვერულაშვილი.pptx
ლუკა ვერულაშვილი.pptxლუკა ვერულაშვილი.pptx
ლუკა ვერულაშვილი.pptx
 

More from Besik Machitadze

სათბობი რესურსები.pptx
სათბობი რესურსები.pptxსათბობი რესურსები.pptx
სათბობი რესურსები.pptxBesik Machitadze
 
ენერგიის სახეები
ენერგიის სახეებიენერგიის სახეები
ენერგიის სახეებიBesik Machitadze
 
მ.ადეიშვილი 10 (1).pptx
მ.ადეიშვილი 10 (1).pptxმ.ადეიშვილი 10 (1).pptx
მ.ადეიშვილი 10 (1).pptxBesik Machitadze
 
მ.ჭელიძე copy.pptx
მ.ჭელიძე copy.pptxმ.ჭელიძე copy.pptx
მ.ჭელიძე copy.pptxBesik Machitadze
 
დ.მარღია 1-5.pptx
დ.მარღია 1-5.pptxდ.მარღია 1-5.pptx
დ.მარღია 1-5.pptxBesik Machitadze
 
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxმარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxBesik Machitadze
 
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptxნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptxBesik Machitadze
 
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptxვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptxBesik Machitadze
 
D.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptxD.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptxBesik Machitadze
 
ცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptxცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptxBesik Machitadze
 
ა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptxა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptxBesik Machitadze
 
შეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptxშეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptxBesik Machitadze
 
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptxრ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptxBesik Machitadze
 
სანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptxსანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptxBesik Machitadze
 
ლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptxლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptxBesik Machitadze
 
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptxვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptxBesik Machitadze
 
დ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptxდ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptxBesik Machitadze
 
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptxცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptxBesik Machitadze
 
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptxს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptxBesik Machitadze
 

More from Besik Machitadze (20)

CMLSazogadoebrivi.pptx
CMLSazogadoebrivi.pptxCMLSazogadoebrivi.pptx
CMLSazogadoebrivi.pptx
 
სათბობი რესურსები.pptx
სათბობი რესურსები.pptxსათბობი რესურსები.pptx
სათბობი რესურსები.pptx
 
ენერგიის სახეები
ენერგიის სახეებიენერგიის სახეები
ენერგიის სახეები
 
მ.ადეიშვილი 10 (1).pptx
მ.ადეიშვილი 10 (1).pptxმ.ადეიშვილი 10 (1).pptx
მ.ადეიშვილი 10 (1).pptx
 
მ.ჭელიძე copy.pptx
მ.ჭელიძე copy.pptxმ.ჭელიძე copy.pptx
მ.ჭელიძე copy.pptx
 
დ.მარღია 1-5.pptx
დ.მარღია 1-5.pptxდ.მარღია 1-5.pptx
დ.მარღია 1-5.pptx
 
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxმარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
 
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptxნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
 
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptxვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
 
D.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptxD.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptx
 
ცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptxცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptx
 
ა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptxა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptx
 
შეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptxშეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptx
 
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptxრ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
 
სანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptxსანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptx
 
ლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptxლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptx
 
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptxვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
 
დ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptxდ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptx
 
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptxცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
 
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptxს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
 

კ.შამათავა 10-5.pptx

  • 1. თემა: ჩემი მხარის ტურისტული გიდი პრეზენტაციის ავტორი: კობა შამათავა მასწავლებელი: ბესიკ მაჩიტაძე
  • 2. მოგესალმებით! მინდა გაგაცნოთ თერჯოლის რაიონი. თერჯოლის მუნიციპალიტეტი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ჩხარის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 170მ სიმაღლეზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ბუჯა, მაძარულა, ძუსა, ჩოლაბური, ყვირილა, ჩხარა ქვერუნა, ბოსელა, ნახშირღელე, ჭიშურა, საბანელა, ძევრულა, წყალწითელა. თერჯოლაში 46 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი , 45 სოფელი. თერჯოლის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ტურიზმი. ყველაზე ცნობილი ტურისტული ობიექტებია: კურორტი „სიმონეთი“, ნავენახევის მღვიმე, სკანდეს ციხე, ბერციხე, ღვანკითის დედაღვთისა, ჩიხორისა და ჩხარის შუა საუკუნეების ნაქალაქარების ნაშთები, ძევრის არქიტექტურული კომპლექსი, საგვარჯილეს გამოქვაბული, გოგნის წმინდა გიორგის ტაძარი, დავით და სერგო კლდიაშვილის სახლ–მუზეუმი, შალვა და პეტრე ამირანაშვილების სახლ–მუზეუმი, სოფელ გოდოგანში თამარის თაღებიანი ხიდი. სოფლებში ასევე მრავლადაა ისტორიული ძეგლები. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს
  • 3. სოფელ ბარდუბნის ეკლესია (წმ. მოწამენი დავითი და კონსტანტინე მხეიძეების სახ.) ბარდუბანი —სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მიწის ფართობია 780 ჰა. სოფელში მდებარეობს დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელობის ეკლესია, ეკლესიის აშენებას საინტერესო ისტორია აქვს... მურვან ყრუს შემოსევების დროს, მარგვეთის ერისთავების დავითი და კონსტანტინე მხეიძეების ხელმღვანელობით წარმართულ ბრძოლებში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ბარდაველიძეები, რომლებიც შეადგენენ სოფლის მოსახლეობის უმეტესობას. თქმულების თანახმად, ეგრისის მმართველს ომში დამსახურებისათვის სამფლობელოდ ადგილ-მამულები უბოძებია. ამის შესახებ არსებობს ხალხური გამონათქვამი: ,, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე რამდენსაც შემოსაზღვრავ, შენთვის მიბოძებიაო”. ანუ წარჩინებულ გვარს ეს მიწა დამსახურებისამებრ ებოძა და არავინ ბატონობდა მათზე. ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ სოფელ ბარდუბანში ბარდაველიძეების მიერ აშენდა ,,წმ.დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელობის ეკლესია”. როგორც ჩანს ბარდაველიძეებმა მადლიერების ნიშნად ააგეს ეს ეკლესია. თავდაპირველად ეკლესია ხის ყოფილა, რომელიც 1901 წელს შეუცვლიათ ქვის ეკლესიით, ხოლო 2011 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია. ეს ფაქტი სარწმუნოა, რადგან დასავლეთში დღეისათვის არსებობს მხეიძეების სახელობის 2 ეკლესია. ერთი მდებარეობს ქუთაისთან ახლოს, სოფელ მოწამეთაში(ამ სოფლის სახელიც აქედან მოდის), ანუ სადაც გმირულად ეწამნენ ძმები მხეიძეები, ხოლო მეორე – სოფელ ბარდუბანში;
  • 4. გოგნის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი სასწაულმოქმედი სალოცავი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში მდებარეობს. გოგნის მთაზე მდებარე წმიდა გიორგის სალოცავი VII-VIII საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს. ეს ადგილი არა მხოლოდ სილამაზითაა გამორჩეული, სალოცავი დი- დი მადლის მატარებელიც ყოფილა. როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, სოფელ გოგნში ყველა მამაკაცი დაღუპულა და მიზეზი ვერავის გაუგია. სოფლის ერთ მკვიდრს სიზმრად უნახავს, თქვენი უბედურების მიზეზი მდინარეში ეძებეთო. მართლაც, მდინარიდან წმინდა გიორგის ხატი ამოუბრძანებიათ და ურემზე დაუბ- რძანებიათ. ხარები ყველაზე მაღალ ადგილზე ასულან და იქ გაჩერებულან. სწორედ იმ ადგილზე საყდარი აუგიათ. იმასაც ამბობენ, რომ სალოცავს კარი რამდენ- ჯერმე დაჰკიდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე წმინდა გიორგი ისახებოდა და კარი უმალ ვარდებოდა. სწორედ ამიტომ მას "კარუგდებელი" უწოდეს. გიორგობის აღსანიშნად მორწმუნეები წინა ღამით იწყებენ სალოცავზე ასვლას. საოცარი სანახავია, როცა ძალიან ცივა, სუსხია და ამ დროს ფეხშიშველი მომლოცველები ცხვრებითა და მამლებით ხელში მიუყვებიან რთულ, თუმცა სანუკვარი ოცნებების ახდენის გზას. ამ პატარა სალოცავის მახლობლად პატრიარქის კურთხევით აშენდა დიდი ტაძარი, რაც საშუალებას აძლევს მრევლს ამ მადლიან მიწაზე წირვა-ლოცვასაც დაესწროს.
  • 5. ნაგარევის (ჭიშურის) თაღოვანი ხიდი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევთან ახლოს მდებარეობს , მდინარე ჭიშურაზე. ხიდის ბურჯზე ჩასმულია თაღით დეკორირებული წარწერიანი ქვა, რომელიც გვამცნობს, რომ იგი აგებულია 1667 წელს, გელათელი ეპისკოპოსის გედეონ ლორთქიფანიძის მიერ. ქვაზე ორი წარწერაა, ერთი შესრულებულია ასომთავრულით, მეორე კი – მხედრულით, ტექსტები შემდეგნაირად იკითხება: “ღმერთო აცხოვნე გენათელი გედეონ და ვინცა შენდობა ბრძანოთ თქვენცა შეგინდოს ღმერთმან, ამინ”, “ქ. ბრძანებითა ღვთისათა აღვაგე ხიდი ესე მე გენათელმა ლორთქიფანიძემ გედეონ, სულისა ჩემისა საოხად. ქორონიკონსა ტნვ (1667 წ)”. ნაგარევის (ჭიშურის) ხიდი გვიანი შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, რადგან აქ აშკარად ჩანს განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხიდთმშენებლობის ტრადიციის გაგრძელება (მალების მოხაზულობა, კუზიანი პროფილი, საშენი მასალა) და არა ამ პერიოდის ხიდებისთვის დამახასიათებელი აღმოსავლური გავლენა. ხიდი ორმალიანია და ერთი დიდი, ნახევარწრიული, ოდნავ შეისრული თაღისა და მცირე ნახევარწრიული თაღისგან, მართკუთხა გეგმის მქონე ბურჯს დინების მხარეს სამკუთხა წყალამრიდი აქვს. ხიდს კუზიანი პროფილი აქვს, კუზის ყველაზე მაღალი წერტილი დიდი მალის სიმეტრიის ღერძზეა და არა მთლიანი ნაგებობის ცენტრალურ ღერძზე, შესაბამისად იგი ასიმეტრიული ნაგებობაა. განაპირა ბურჯებს შორის მანძილი 8,1 მეტრია, სავალი ნაწილის სიგანე – 3,8 მეტრი კამარის სისქე კლიტეში – 0,8 მეტრი. ხიდი ნაგებია მოზრდილი ზომის, ადგილობრივი, უხეშად თლილი კირქვით.
  • 6. ნავენახევის მღვიმე ნავენახევის მღვიმე – კარსტული მღვიმე, სოფელ ნავენახევის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 235 მ. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. მღვიმე შესასვლელიდან 30-ე მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არა აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია. მღვიმე პირველად 30-იან წლებში პროფესორმა ლევან მარუაშვილმა გამოიკვლია. გასული საუკუნის 1981 წელს ადგილობრივმა მცხოვრებებმა - დებმა ხუჯაძეებმა მღვიმის არსებობის შესახებ პირველმა გამოაქვეყნეს პრესაში, რის შემდგომაც მღვიმის კეთილმოწყობა გადაწყდა. 2007 წელს კი მღვიმეს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
  • 7. ძევრის გამოქვაბულები (საგვარჯილე) საგვარჯილე — კარსტრული მღვიმე სოფელ ძევრის მახლობლად, მდინარე შავიწყლის ხეობაში, 220 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედა ცარცულ კირქვებში. ეხის ტიპის სიღრუეა (სიგრძე 13 მ, სიგანე 37 მ, სიმაღლე 20 მ). საგვარჯილე მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია. აქ არის მრავალი მცირე ზომის კარსტრული მღვიმე და ეხია, რომელთა ნაწილს ფეოდალურ ხანაში სამალავებად იყენებდნენ. საგვარჯილე გათხარეს 1951–1952 წლებში . ერთმანეთისაგან გამოყოფილია პალეოლითური ხანის 5 ფენა. ქვედა ფენაში აღმოჩნდა ზედაპალეოლითური ხანის ქვის ნაწარმი, შუაპალეოლითური (მუსტიეს ეპოქის) წვეტანები და სახოკები. მომდევნო 4 ფენა შეიცავდა ზედა პალეოლითის სხვადასხვა საფეხურისათვის დამახასიათებელ ნივთებს (ზღვის ლოკოკინებისაგან დამზადებული ყელსაბამი; გეომეტრული ორნამეტრით შემკული ძვლის საკინძი, ტალკისაგან დამზადებული ძვლის საკინძი, ტალკისაგან დამზადებული წერტილოვანი ნაჭდევებით შემკული საკიდი — ავგაროზები, ცხოველთა გახვრეტილი კბილები და სხვა). ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ფენებში ნაპოვნია ირმის რქისგან დამზადებული თოხისნაირი იარაღი, ძვლის ჭვილთი, ანკესი, ნემსები, სადგისები და სხვა. მრავლადაა კაჟის ქვის ნაკეთობანი (სხვადასხვა ტიპის ისრისპირები და შუბისპირები, ქვის გახეხილ-გაპრიალებული იარაღი, სამაჯურები, კერამიკური ნაწარმი და სხვა).
  • 8. დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი ქართველი მწერლისა და დრამატურგის დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი სოფელ ზედა სიმონეთში მდებარეობს. დიდი ცისფერი იმერული ოდა დგას სოფლის შემაღლებულ ადგილზე, ხეებით გარშემორტყმულ გორაკზე. სახლში 1862 წელს დაიბადა და 1931 წელს გარდაიცვალა დავით კლდიაშვილი. ოდა ხუთოთახიანია. ამათგან სამში გამოფენილია მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები. მესამე ოთახი მემორიალურია, სადაც დგას საწოლი, რომელზეც გარდაიცვალა დავით კლდიაშვილი. ყველაფერი შემონახულია პირვანდელი სახით. დავით კლდიაშვილი ეს არის მწერალი რომლის ნაწერებითაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ არამარტო ესთეტიკური სიამოვნება, არამედ გავეცნოთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის იმერეთს. კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა — იმერეთის გაღარიბებული აზნაურების ცხოვრების ასახვაა. მას აქვს თავისი გამოკვეთილი სტილი ლიტერატურაში, რაც გულისხმობს სათქმელის „ცრემლნარევი იუმორით“ გამოხატვას.