Se ha denunciado esta presentación.
Utilizamos tu perfil de LinkedIn y tus datos de actividad para personalizar los anuncios y mostrarte publicidad más relevante. Puedes cambiar tus preferencias de publicidad en cualquier momento.

სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია

გაკვეთილის თემა აშშ & სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

  • Inicia sesión para ver los comentarios

სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია

  1. 1. სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გეოგრაფიის მასწავლებელი ბესიკ მაჩიტაძე 09.05.2017 სამოდელო გაკვეთილის რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა სამოდელო გაკვეთილი ჩავატარე მეათე კლასში (საგანი: მსოფლიოს გეოგრაფია, თემა - ამერიკის შეერთებული შტატები და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). გაკვეთილი ითვალისწინებდა წინა მასალის გამოკითხვასა და ახალი თემის ახსნას. გაკვეთილი წარიმართა წინასწარ შედგენილი გაკვეთილის გეგმის შესაბამისად. მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს განვითარებოდათ ბეჭდური და ციფრული წიგნიერების უნარ-ჩვევები. გაკვეთილი დავიწყე საშინაო დავალების გამოკითხვით - კითხვა-პასუხის რეჟიმით, შეკითხვებზე პასუხის მოსამზადებლად ჯგუფებს მივეცი დრო, მათ სათანადო მსჯელობითა და დასაბუთებით გასცეს პასუხი. აქტივობებისთვის დრო ზუსტად იყო განაწილებული, როგორც მოსწავლეები ისე მეც ძირითადად ვიცავდით დროის ლიმიტს. გაკვეთილის მთავარი მიზანი - მოსწავლეებს განვითარებოდათ ბეჭდური წიგნიერების უნარი, ჩემის აზრით მიღწეულ იქნა გაკვეთილზე მიცემული წასაკითხი თემის დამუშავებით, ანალიზითა და მოხსენება- პრეზენტაციის მომზადებით. გაკვეთილიდან გამომდინარე მოამზადეს საუკეთესო პრეზენტაციები. ჩემი დაკვირვებით ჯგუფური მუშაობისას ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული, ჩანდა თანამშრომლბითი მუშაობა. ახალი მასალის განმტკიცება მოვახდინე ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული სახალისო „ქვიზის“ საშუალებით. გაკვეთილის ბოლოს მთლიანად ჯგუფს და თითოეულ მომხსენებელს მივეცი განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები, ხოლო მოსწავლეებმა წინასწარ მიცემული შეფასების სქემების საშუალებით მოახდინეს, თვითშეფასება და მომხსენებლების შეფასება, მინდა ავღნიშნო, რომ მათ გააკეთეს საკმაოდ რეალური შეფასებები. გაკვეთილის მსვლელობისას, საგაკვეთილო პროცესიდან გამომდინარე მოსწავლეთა მსჯელობას, პრეზენტაციას და ახალი თემის განმტკიცებას დავუთმე შედარებით უფრო მეტი დრო, ვიდრე გონებრივი იერიშს, რაც იყო გაწერილი გაკვეთილის გეგმაში. სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ, პრეზენტაციამდე ყველა ჯგუფმა გააკრას მათ მიერ შექმნილი საპრეზენტაციო მასალა, რადგანაც გაკვეთილმა აჩვენა, რომ სანამ ერთი ჯგუფი აკეთებდა მოხსენებას მეორე მაინც აგრძელებდა მუშაობას, რაც იწვევდა ცოტათი ხმაურს.

×