Se ha denunciado esta presentación.
Utilizamos tu perfil de LinkedIn y tus datos de actividad para personalizar los anuncios y mostrarte publicidad más relevante. Puedes cambiar tus preferencias de publicidad en cualquier momento.
<ul><li>თემა:გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. მოთხრობა: ”გატეხილი ლარნაკი”გაკვეთილის მიზნები:მოსწავლეებს გავაცნოთ გად...
Lela chichinadze
Lela chichinadze
Lela chichinadze
Próxima SlideShare
Cargando en…5
×

Lela chichinadze

524 visualizaciones

Publicado el

  • ⇒⇒⇒WRITE-MY-PAPER.net ⇐⇐⇐ has really great writers to help you get the grades you need, they are fast and do great research. Support will always contact you if there is any confusion with the requirements of your paper so they can make sure you are getting exactly what you need.
       Responder 
    ¿Estás seguro?    No
    Tu mensaje aparecerá aquí
  • Sé el primero en recomendar esto

Lela chichinadze

  1. 1. <ul><li>თემა:გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. მოთხრობა: ”გატეხილი ლარნაკი”გაკვეთილის მიზნები:მოსწავლეებს გავაცნოთ გადაწყვეტილების მიღების მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან;გაუღრმაოთ მოსწავლეებს ცოდნა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესახებ;ხელი შეუწყოთ მოსწავლეებში გადა წყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარის ფორმირებას;ვაჩვენოთ მოსწავლეებს ცხოვრებისეული სიტუაციის კრიტიკულად გააზრების მნიშვნელობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;დავაფიქროთ მოსწავლეები იმაზე, თუ რით არის განპიროვნებული მათი გადაწყვეტილება, რომ უკეთ გააცნობიერონ ამა თუ იმ არჩევნის სისწორე და შეძლონ საკუთარი ქცევის გაკონტროლება.მეცადინეობისთვის საჭირო რესურსები:ფურცლები, კალმისტრები, ფორმატები, მარკერები.აქტივობები:აქტივობა N1– ინფორმაციული ნაწილი;აქტივობა N2– სავარჯიშო “ჩემი არჩევანი”;აქტივობა N3– მოთხრობის განხილვა და მსჯელობა;აქტივობა N4– შეჯამება.გაკვეთილის მსვლელობა:აქტივობა N1– ინფორმაციული ნაწილი (5წთ.).ჩატარების პროცედურა:მისალმების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს თემას; აწვდის მათ გადაწყვეტილების მიღების მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან (რა ჩაიცვან, რომელი გზით წავიდნენ სკოლაში, რა მიირთვან, რა წაიკითხონ, ვის ეთამაშონ და სხვა.); აგრეთვე უხსნის, ვისი დახმარებით ისწავლიან კარგისა და ცუდის გარჩევას (მშობლები, მასწავლებლები, ბებია– ბაბუები, უფროსი და–ძმები და სხვ.). აცნობს ისეთ მაგალითებს, როდესაც ბავშვები თავად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას (ვინ უნდა იყვნენ მათი მშობლები, რომელი წამალი უნდა მიიღონ და სხვ.) და ისეთ სიტუაციებს, როდესაც მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება (ვისთან იმეგობრონ, თავად აირჩიონ საყვარელი საკვები და სხვ.); ესაუბრება იმ ბავშვებზე, რომლებიც საკუთარ თავზე ზრუნავენ (იღებენ სასარგებლო საკვებს, ზედმეტად არ იტვირთებიან, ერიდებიანსახიფათო სიტუაციებს და ა.შ.).მოსწავლეებს შეიძლება მიეცეთ მინიშნება იმაზე, თუ როგორ განასხვავებენ კარგსა და ცუდს ან როგორ იცვლიან ისინი აზრს,როცა წარუმატებელ გადაწყვეტილებას იღებენ და რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას თან ახლავს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგი.აქტივობა N2– სავარჯიშო “ჩემი არჩევანი”(15წთ.).მიზანი: დავანახოთ მოსწავლეებს, რომ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია სიტუაციის კრიტიკულად გააზრების საფუძველზე; გამოვუმუშაოთ მათ გადაწყვეტილების შედეგების პროგნოზირების უნარი.ჩატარების პროცედურა:მასწავლებელი სთავაზობს ბავშვებებს შემდეგ სიტუაციას: ”თქვენ გინდათ ეზოში თამაში, მაგრამ საშინაო დავალება ჯერ არ მოგიმზადებიათ. თქვენ მეგობრები გიხმობენ ეზოში სათამაშოდ. როგორ მოიქცევით?”მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს ხელის აწევით დაადასტურონ, თუ რომელ გადაწყვეტილებას მიიღებენ:ჩავლენ სათამაშოდ ეზოში; 2. დავალებას მოამზადებენ.შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, გაიაზრონ ის შედეგები, რომლებიც ამა თუ იმ არჩევანს შეიძლება მოჰყვეს. მასწავლებელი ვარიანტებს წერს დაფაზე. შემდეგ ისევ მიმართავს მათ, კიდევ ერთხელ მიიღონ გადაწყვეტილება, ბოლოს იმართება დისკუსია. თუ ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს.მნიშვნელოვანია მასწავლებელმა ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას რაღაც შედეგი მოყვება; რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მთავარია შესაძლო შედეგების განსაზღვრა, დადებითი და უარყოფითი მხარეების შეჯერება და ამის საფუძველზე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.აქტივობა N3–მოთხრობის განხილვა და მსჯელობა (20 წთ.).ჩატარების პროცედურა:მასწავლებელი მსჯელობს შინ წაკითხულ მოთხრობასთან დაკავშირებით, მასში ასახული პრობლემის გასააზრებლად. თუ რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა პაკო, როგორი მტანჯველი ფიქრები ჰქონდა მას, ამ პრობლემის გადაწყვეტისათვის რა ვარიანტები განიხილეს ბავშვებმა, რომელი გადაწყვეტილების მიღების დროს ამბობს პაკო სიტყვებს: “ეგრევე გულზე მომეშვა,”და რა შედეგი მოჰყვა პაკოს მიერ დამოუკიდებლად მიღებულ გადაწყვეტილებას, ეთქვა დედისთვის სიმართლე, თითოეული მოსწავლე როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდა.შეგიძლიათ რამდენიმე მოხალისეს გაათამაშებინოთ შემდეგი ორი სიტუაცია:1. პაკო იღებს გადაწყვეტილებას, რომ არ თქვას სიმართლე და ირჩევს რომელიმე ვარიანტს (მოხალისეებმა თვითონ შეარჩიონ ვარიანტი );2. პაკო იღებს გადაწყვეტილებას, უთხრას დედას სიმართლე.გათამაშების შემდეგ, მასწავლებელი არკვევს მოსწავლეებში, თუ რას გრძნობდნენ ისინი თითოეული როლის შესრულების დროს.აქტივობა N4– შეჯამება (5წთ.).მასწავლებელი დაფაზე ამაგრებს ფორმატს, რომელზედაც ჩამოწერილია გადაწყვეტილების მიღების პროცესის საფეხურები და განმარტავს მათ.მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას:წაიკითხონ მოთხრობა “მძინარე მზეთუნახავი”.შეფასება მოხდება შეფასების კრიტერიუმით.

×