2. სივრცის A და A' წერტილები O წერტილის მიმართ სიმეტრიული ეწოდება,თუ O არის AA' მონაკვეთის შუაწერტილი. A და A' წერტილებს ცენტრულადსიმეტრიული წერტილები ეწოდება, ხოლო O წერტილს - სიმეტრიის ცენტრი
3. A და A' წერტილებს ეწოდება სიმეტრიული a წრფის მიმართ, თუ a წრფეგადის AA' მონაკვეთის შუაწერტილში და ამ მონაკვეთის მართობულია. a წრფესსიმეტრიის ღერძი ეწოდება.
4. სივრცეში A და A' წერტილებს სიმეტრიული ეწოდება a სიბრტყის მიმართ,თუ ეს სიბრტყე გადის AA' მონაკვეთის შუაწერტილში და მისი მართობულია. ამშემთხვევაში α სიბრტყეს სიმეტრიის სიბრტყე ეწოდება.
5. http://www.youtube.com/watch?v=9hR44Don9NU http://www.youtube.com/watch?v=2vm3FFhNU-E&NR=1 თუ სიმეტრიის ღერძის გასწვრივ მოვათავსებთ სარკეს, მაშინ სარკეშიარეკლილი ფიგურის ნახევარი მას მთლიანობამდე შეავსებს, ამიტომ ღერძულსიმეტრიას სარკისებრს უწოდებენ. a წრფეს Φ ფიგურის n რიგის სიმეტრიის ღერძი ეწოდება, თუ Φ ფიგურის მობრუნებისას n კუთხით a წრფის მიმართ, Φ დაემთხვევა თავის თავს