SlideShare una empresa de Scribd logo
1 de 29
ლეილა მუშამბაძე
სხალთის საჯარო სკოლა
 1595 წელს სამცხე-საათაბაგო აღწერეს და
მოსახლეობას დაადეს გადასახადები. ამ
დოკუმენტს “გურჯისტანის ვილაიეთის დიდი
დავთარი” უწოდეს.
 გურჯისტანის მმართვის სისტემა შემოიღეს: იგი
დაყვეს 8 “საჯანყად”(სადროშოდ).
 1628 წელს შეიქმნა ახალციხის საფაშო, ანუ
როგორც მას მეორენაირად უწოდებდნენ
”ჩილდირის ვილაიეთს”, რომელიც 14 საჯანყად
დაიყო.
რომელ ხორციელ ენას შეუძლია წარმოსთქვას
თვითეული იმდროინდელი ქრისტიან მამათადა
დედათა დასჯა-ტანჯვანი!..
“...ვის ცოცხალს ტყავს აძრობდნენ, ვის ოთხ
პალოზედ გაკრულს ბაწრებით გუდად
იღებდნენ, ვის ნაკუწ-ნაკუწად სჭრიდნენ ხმლითა
და ხანჯლით გულმუცელს უპობდნენ, ვის
შამფურზე გაცმულს ცოცხლებრივ ცეცხლზე
სწვავდნენ. ვის გახურებულ საჯებზე აგებდნენ...
რკინის საწვავებით ხვრეტდნენ, ვის ადუღებულ
წყალში ხარშავდნენ, ვის გამდნარ ტყვიას ასხამდნენ
პირში, ვის ანთებულ კირში სწვავდნენ...”
 ამ ხეობის ქართველებს დიდხანს შემოუნახავთ თავი
ქრისტიანობით, მაგრამ ბოლოს მაინც გამაჰმადიანებულან.
 რამოდენიმე სოფელს კი საიდუმლოდ დიდხანს გაუმაგრებია
ქრისტიანობით თავი. ერთ-ერთი მათგანი სოფელი ყინჩაური
იყო. ამის მიზეზი ს. ყინჩაურის მღვდელი ყოფილა, რომელიც
მეტად მწიგნობარი, მქადაგებელი და ქრისტიანობის მოყვარე
ყოფილა.
 გასულა ხანი და მღვდელი დაუსმენიათ. ამ დროს მღვდელი
მოხუცებული ყოფილა და ქადაგებისთვის თავი დაუნებებია და
ეკლესიას კი არ გაშორებია, ეკლესიაში დარჩენილადა თვითონ
მარტოდ ლოცულობდა და ეკლესიას პატრონობდა.
 ვინც გამუსლიმანდა ხომ გამუსლიმანდა, ვინც
არა და აყარეს და ოსმალეთის გზას გაუყენეს.
 1780 წელს ზედა აჭარიდან 8 000 სული
გადაასახლეს...
 ქვედა აჭარიდან 10 000 სული
 ბათუმიდან 5 000 სული
 კახაბრიდან 3 000 სული
 მაჭახლიდან 30 000 სული
 ოსმალებმა დაიტაცეს ხატები, ჯვრები, დაწვეს
ეკლესიები, გაანადგურეს მრავალი
ქრისტიანი, გააჩანაგეს ქალაქები და სოფლები.
 1727 წელს ზემო აჭარაში, სოფელ ნიგაზეულში დაიბადა
აბდულ ბეგ ხიმშიაშვილი.მან აჭარაში თურქთა ატონობის დროს
დიდი ქონება და სიმდიდრე დააგროვა, აღის წოდება მიიღო და
თურქეთის ხელისუფლების ნდობა მოიპოვა. მას ზემო აჭარის
მმართველობა, ბეგობა მიანდეს.
 აბდულ ხიმშიაშვილი 1782 წელს სოიაკეთის ომში დაიღუპა.
 აბდულ ხიმშიაშვილის შვილი იყო სელიმ ხიმშიაშვილი.
 1782 წლიდან ზემო აჭარის სანჯაყის ბეგად დაინიშნა სელიმ ხიმშიაშვილი. ის 1755 წელს
დაიბადა სოფელ ნიგაზეულში.
 სელიმს ჰყავდა 4 შვილი: აბდი ბეგი, ახმედ ბეგი, ხუსეინ ბეგი და დედე ბეგი.
 სელიმი საქართველოს ერთიანობისათვის იბრძოდა. მას საიდუმლო კავშირი ჰქონდა
ერეკლე II. მისი მიზანი განხორციელდებოდა მაშინ თუ ის ახალციხის ფაშა გახდებოდა.
 1803 წელი... სელიმ ხიმშიაშვილი ახალციხის საფაშოს უზენაესი მპყრობელია
(სახლთუხუცესია), მისი ძალა ბათუმისა და ფოთის ციხესიმაგრეებამდე აღწევს.
 უკვე გულმოცემული სელიმი სამამულიშვილო საქმეებს იწყებს. საამისოდ მჭიდრო
სამოყვრო ურთიერთობა გააბა სხვა ქართველ თავადებთან.
 რვაასიანი წლების დასაწყისში სელიმი უმოყვრდება გურიის მთავარ სვიმონ გურიელს -
სელიმის მცირეწლოვან ძეს უნიშნავენ სვიმონის ხუთი წლის ქალს - კესარიას...
 1805 წელს ახალციხიდან გამოიქცა და აჭარაში იმალებოდა, თავის საგვარეული მამულში...
 1815 წელი, სულთნის ბრძანებით გამოგზავნილ იქნა ჯარი, რომელსაც მეთაურობდა
არზრუმის სერასქერი ბაბა-ფაშა, ფეხლევანად წოდებული. სელიმ-ფაშა მტერს ხირხათის
(ხიხანის) ციხეში გაუმაგრდა. მან გაფანტა თურქთა ჯარი, რომელმაც რამდენჯერმე სცადა
მისი შეპყრობა... დიდხანს არ გაგრძელებულა ხიხანის ბედუკკუღმართობა...
 1815, მაისს 31, ხიხანის მოღალატე ციხისთავმა გახსნა კარი აუღებელი ხიხანისა...
 1815, ივნისის 3, 60 წლისას თავი მოჰკვეთეს დაუძლეველ და დაუმორჩილებელ სელიმს...
 "...მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, რომ გურჯისტანი ოსმალეთს არ შერჩება, ამ ხსოვნას
ჩემს შვილებს დავუტოვებ..."
 3 ივნისს სელიმის თავკვეთის დღე აღინიშნება.
სელიმის გარდაიცვალების შემდეგ მისმა შვილებმა თავი გრიგოლ
გურიელთან შეაფარეს.
 თურქეთის სულთანმა შეიწყნარა სელიმის შვილები და არ ჩამოაქვეითა
ბეგობიდან.
 სელიმის შვილი ახმედ ბეგ ხიმშიაშვილი ხულოს სანჯაყ ბეგი გახდა.
 ახმედ ბეგმა შემდეგ არტამუჯი და აჭარა მიისაკუთრა. 1829 წელს
ახმედ ბეგმა თურქთაგან ახალციხის ფაშობა მიიღო.
 რუსეთის იმპერატორმა ყარსის გუბერნატორობა მიანიჭა.
 ახმედ ბეგისა და დუდი ხანუმ ბეჟანიძის შვილი იყო შერიფ
ხიმშიაშვილი.
 შერიფ ხიმშიაშვილი 1829 წელს დაბა ხულოში დაიბადა, მაგრამ იგი
საცხოვრებლად სხალთაში გადმოვიდა.
 მამის გარდაცვალების შემდეგ იგი გახდა ზემო აჭარის მმართველი.
 როგორც პაპა სელიმი, ასევე შერიფ ბეგ ხიმშიაშვილიც აჭარის
განთავისუფლებისათვის იწყებს ბრძოლას.
 არ შეეგუა აჭარის მოსახლეობა ოსმალთა უღელს და
არაერთხელ აუჯანყდა...
 განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1875 წლის
აჯანყებას.
 ცნობას აჭარელთა აჯანყების შესახებ ქართველი
საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა.
 სულ უფრო მტკიცდებოდა ანტითურქული მოძრაობა
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.
 თავის მხრივ, ქართველი მოღვაწეები ცდილობდნენ
კავშირი აღედგინათ გამაჰმადიანებულ ქართველებთან.
 სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში იმოგზაურეს
დიმიტრი ბაქრაძემ, გიორგი ყაზბეგმა, მამია გურიელმა,
ივანე კერესელიძემ, გიორგი წერეთელმა და სხვებმა.
 ივანე კერესელიძე
შეხვდა აჭარელთა
ცნობილ თავკაცს
ალექსანდრე (შერიფ
ბეგ)
ხიმშიაშვილს, რომელი
ც ოცნებობდა
სამხრეთ-დასავლეთ
საქართველოს
დედასამშობლოში
დაბრუნებაზე და
ხელსაყრელ მომენტს
ელოდა ბრძოლის
დასაწყებად.
“არ გვაშინებს ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენს ძმებს,ოსმალოს
საქართველოში მცხოვრებთა დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება
უჭირავთ. ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე,რომ
ჩვენ ერთმანეთს კვლავ შეუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ და
ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს
ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინდისს, და დიდი
ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თავის
პატრონს და ლმობიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს
თვალში სიხარულის ცრემლმორეული ქართველი. და თუ
ამისთვის საჭიროა, რომ სიხარულის ცრემლის უწინარეს ჯერ
ჩვენი სისხლი დაიღვაროს, ნუთუ ქართველი უკუდრკება და
თავს არ შესწირავს მას,რისთვისაც ორი ათასი წელიწადი
თავი უწირავთ ჩვენთა დიდებულთა მამა-პაპათა.”
 ომის დაწყებისთანავე საქართველოში დაიწყო სახალხო ლაშქრის
შედგენა.
 სულ ომის პერიოდში სახალხო ლაშქარში შევიდა 38 ათასზე მეტი კაცი.
 საომარი მოქმედებებები კავკასიის ფრონტზე დაიწყო 1877 წლის
აპრილში.
 1877 წელსვე აღებული იქნა არტაანი.
 ომის დაწყებისთანავე შერიფ ხიმშიაშვილი აქტიურად ჩაება ბრძოლაში
თურქთა წინააღმდეგ.
 ქართველი და რუსი მებრძოლები ,როდესაც მიუახლოვდნენგოდერძის
უღელტეხილს შერიფ ხიმშიასვილმა 300-მდე მოხალისე გაგზავნა
გოდერძის უღელტეხილზე. განაიარაღა თურქი იანიჩარები და მთელი
აჭარზე უსისხლოდ გაატარა რუსული ჯარები ბათუმამდე.
 რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II შერიფ ბეგ ხიმშიაშვილს
გენერლის წოდება მისცა და დააჯილდოვა წმინდა გიორგის ოქროს
ჯვრით.
 აჭარა
 შავშეთი
 კლარჯეთი
 ოლთისი და სხვა
 ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ
საზოგადოებაში, თუმცა შემდგომ რუსული
ადმინისტრაციის არათანმიმდევრულმა
პოლიტიკამ მნიშვნელოვანი პრობლემები
შეუქმნა აჭარის ადგილობრივ მუსლიმ
მოსახლეობას და მისი ნაწილი თურქეთში
გადასახლდა.
“ჩვენი აზრი ეს არის, რომე ჯარებითა და
საზოგადოდ ძალდატანებით მხოლოდ ერთი
შედეგის მიღწევა შეიძლება: მთელი აჭარის
ხალხი გადასახლდება ოსმალეთში, და არა
მგონია,რომ ამისთანა შედეგი ვინმესთვის
სანატრელი და სასიამოვნო შეიქმნეს. ერთი
ხეირიანი უფროსი, ხალხის ზნე-ჩვეულებების
მცოდნე ჭკვიანი კაცი უფრო მომეტებულ
სარგებლობას მოიტანს ამგვარ შემთხვევაში და
უფრო უკეთ მოუვლის და დააწყნარებს ხალხს,
ვიდრე რამდენიმე ბატალიონი ჯარი”.
“ბატონებო რას მოასწავებს ჩვენი აქ შეყრილობა? რა
გვიხარიან? რას ვდღესასწაულობთ? კრება ესე
წარმოადგენსსასიხარულოსა მას სანახავსა, როდესაც
ერთი დედისა შვილნი, შავის ბედისა გამო
განშორებულნი, დიდხანს ერთმანეთისთვის
დაკარგულნი ანაზდეულად, მოულოდნელად
შეხვდნენ, იცნეს ერთმანეთი და გადაეხვივნენ
გულითადის სიყვარულითა...
ვნატრობდით, როდის ამოვაო მზე შეერთებისა და
აი გვისმინა ღმერთმა: დღეს ჩვენს შორის ვხედავთ
დაშორებულთა ძმათა და მხიარულნი ვმადლობთ
ღმერთსა და ვევედრებით, რომ შეერთება ეს ჩვენი
იყოს უკუნითი უკუნისამდე შეურყევლად”.
 შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-
მუზეუმი დაარსდა 2002 წელს
ზემო აჭარაში, სხალთაში შერიფ
ხიმშიაშვილის ყოფილ
საცხოვრებელ სახლში, რომელიც
მდებარეობს სხალთა-ხიხანის
ხეობაში, მდინარე სხალთისწყლის
მარცხენა სანაპიროზე.
 1877-1878 წლების რუსეთ-
თურქეთის ომის დროს აჭარელთა
ცნობილმა თავკაცმა შერიფ
ხიმშიაშვილმა ყველაფერი გააკეთა
რათა სამხრეთ-დასავლეთ
საქართველო დედასამშობლოს
დაბრუნებოდა. შერიფ
ხიმშიაშვილმა და მისმა
შთამომავლებმა პირნათლად
შეასრულეს მთი სახელოვანი
წინაპრის სელიმ ხიმშიაშვილის
ანდერძი, რომელიც ჭარმოთქვა
სიკვდილის წინ - "მართალია მე
თავს მჭრით, მაგრამ გეტყვით
გურჯისტანი ოსმალოს
სამუდამოდ არ შეგრჩებათ, ამის
ხსოვნას მე ჩემს შვილებს
დავუტოვებო."
 ხიხანის ციხე
 ზღვის დონიდან 2600 მეტრს სიმაღლეზეა
და წარმოადგენს განმარტოებულ და
წოწოლა კლდეს, სამივ კუთხით მახლობელ
მთებიდან ხრამებით მოშორებულს და
მიუავლს ციხეს გარშემოვლებული აქვს
ქვითკირის გალავანი, რომელიც
ჩრდილოეთის მხრიდან ჩამოქცეულია.
ალაგ-ალაგ გალავანს სარკმლები აქვს
ჩატანებული. ხიხანზე სულ ოთხი
სხვადასხვა დანიშნულების კოშკია.
პირველი კოშკის სიმაღლე ათამდე მეტრი
თუა დარჩენილი. კოშკები სანახევროდ
დანგრეულია.ციხის შიგნით ეკლესიაც
ყოფილა. ციხეზე ადრინდელი მისასვლელი
გზა მხოლოდ სამხრეთ აღმოსავლეთიდან
ივარაუდება.
 ამ ციხის აშენების დრო უცნობია, ლეგენდის
მიხედვით ის თამარის ეპოქას მიეკუთვნება.
 ... ხიხანის გადმოღმა , მთისუბანში ერთი
მთის ძირა გვირაბია, რომელიც ადრე
საიდუმლო გზა ყოფილა ხიხანიდან
ზარზმამდე. ამ გზით ხიხანიდან ზარზმას
დაბრძანდებოდაო თამარი სალოცავად და
ღმერთთან ერისა და მამულის გადარჩენის
სავედრებელადო.
 ხიხანი იყო აჭარის ერისთავთ-ერისთავთა
აბუსერიძეთა , უფრო გვიან ხიმშიაშვილთა
საბრძანისი. 1815 წ. აქ თავი
მოჰკვეთეს ოსმალებისათვის
დაუმორჩილებელ ხიხანის არწივს სელიმ
ხიმშიაშვილს.იმ დროისათვის ხიხანი ჯერ
კიდევ აუღებელი ციხესიმაგრე იყო.
შაბათი იყო, 2 ივნისი, ჩემს თანაკლასელებთან
ერთად ხიხანის ციხის დასალაშქრად წევედი.
მანამდე ხიხანი არასოდეს მენახა. ხიხანის მთის
ძირში რომ მივედით ზემოთ ვიწრო ბილიკით
ავუყევით. ძალიან გამიჭირდა ასვლა. მთაზე რომ
ავედი მივხვდი რომ ამხელა გზის გავლა და დაღლა
ნამდვილად ღირდა. გვცქეროდი ციხის ჩამორღვეულ
კედლებს და ისეთი გრძნობა გამიჩნდა. ვიფიქრე აი
აქედან იწყება ჩემი სამშობლოს ძლიერება მეთქი.
თითქოს ჩემი სამშობლოს წარსულს ხელით შევეხე.
მადლობა ჩემს ისტორიის მასწავლებელს ლეილა
მუშამბაძეს.
მე-9 კლასის მოსწავლე
ლანა გორგილაძე
 სხალთის ეკლესია ერთადერთი
ტაძარია აჭარისწყლის ხეობაში,
რომელმაც მთლიანი სახით
მოაღწია ჩვენამდე. იგი
აშენებულია მდინარე სხალთისა
და მისი შენაკადის-
ფაჩხისწყალს შორის მდებარე
მაღალი ოდნავ მოვაკებულ
ტერასაზე.
 პირველი მკლევარი ვისი
ყურადღებაც მიიქცია სხალთის
ტაძარმა იყო ისტორიკოსი დ.
ბაქრაზე. 1973 წელს აჭარაში
მოგზაუობისას იგი იძლევა
ტაძრის საფუძვლიან აღწერას,
მკლევარის მოსაზრებით
ეკლესია X-XIII საუკუნეებს
განეკუთვნება. ამავე მოსაზრებას
იზიარებდნენ გ. ყაზბეგი და
თ.სახოკიაც.
 თამარ მეფეს ერთხელ მოუხდა ამ ხეობისაკენ გამოვლა და დარჩენა იმ ალაგას, სადაც
ღეს სხალთის ეკლესია დგას. აქ ყოფილა ისეთი დიდი მსხლის ხე, რომელიც თავის
ტოტებით მთელს მისმიდამოს ჰფარავდა. თამარ დედოფალმა ისურვა იმ ხის ქვეშ ღამე
დარჩენა; აქ გაათიეს ღამე . თამარ დედოფალმა ის ხე სიზმარში ნახა, მეორე დღეს
ბრძანა, რომ აქ ეკლესია უნდა გავაკეთო, რამდენიმე ხნის შემდეგ ეკლესიისთვის
შენობის მზადება დაიწყეს. მალე იმ ცნობის ხესაც დაუწყეს მოჭრა, მაგრამ რამდენსაც
მოჭრიდნეიმ ხეს, იმდენჯერ ვერაფერი გააწყო და შეწუხდა ძლიერ. ბოლოს
ერთმდაარიგა ასე, დღეს ამაღამ და ხვალ აღარ შეერთდებაო. ხე მოჭრეს, ცულები ისე
დაურჭეს, იმ ღამეს ისე დატოვეს, მეორე დღეს მივიდნენ და ნახეს, რომ ხე მოჭრილია,
აღარ სეერთებულა.
 მალე დაიწყეს ეკლესიის კეთება, ეკლესიის ერთი კარები იქ მოაქციეს, სადაც ის დიდი
ხე მდგარა. კარებში ორ ალაგას ამისი ბოძები დააყოლეს, რაზედაც უნდა შეებატ
ეკლესიის კარები და აი სწორედ იმ ხისგან არის დარჩნილიო.
 სხალტა კიდევ აი რისთვის დარქმევია ამ ეკლესიას: როცა ამის შენება დაუწყიათ, ეს
ამბები მთელს ამ მხარის ხალხს გაუგია, ხოლო ვინც დასორებით იყო და ვერ
ხედავდნენ ეკლესიის შენებას, ისინი ისეთ პირს კითხავდნენ ხოლმე, რომელთაც
ეკლესიის შენება ენახათ:
 -დიდს ეკლესია სად აკეთებენო?
 ამაზედ მნახველნი მიუგებდნენ:
 -მსხალთან, დიდი მსხლის ხე რომ სდგასო, ეს ხე ყველას სცოდნია მაშინ და შემდეგ
დროებაში სიტყვა მსხალთან სხალტად გადაკეთდაო.
აჭარის დედასამშობლოში დაბრუნება.
აჭარის დედასამშობლოში დაბრუნება.

Más contenido relacionado

Similar a აჭარის დედასამშობლოში დაბრუნება.

ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრებაბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრებაMaia Esartia
 
Eqvtime tayai svili
Eqvtime tayai sviliEqvtime tayai svili
Eqvtime tayai sviliirinagusha
 
მ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxმ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxBesik Machitadze
 
მომავალი ჩვენია
მომავალი ჩვენიამომავალი ჩვენია
მომავალი ჩვენიაNona Chabashvili
 
მოგესალმებით 2.pptx
მოგესალმებით 2.pptxმოგესალმებით 2.pptx
მოგესალმებით 2.pptxburasha
 
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150Dato Tedeishvili
 
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashviliექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvilibakurgelashvili
 
როსტომ ხანი, თეიმურაზი და ბახტრიონის აჯანყება
როსტომ ხანი, თეიმურაზი და ბახტრიონის აჯანყებაროსტომ ხანი, თეიმურაზი და ბახტრიონის აჯანყება
როსტომ ხანი, თეიმურაზი და ბახტრიონის აჯანყებაetodevrisashvili
 
ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიული ცნობები
ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიული ცნობებიექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიული ცნობები
ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიული ცნობებიsofoingorokva
 
1 130222083330-phpapp02
1 130222083330-phpapp021 130222083330-phpapp02
1 130222083330-phpapp02xatato999
 
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptxპრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptxBesik Machitadze
 
ნემსწვერიძე22.pptx
ნემსწვერიძე22.pptxნემსწვერიძე22.pptx
ნემსწვერიძე22.pptxBesik Machitadze
 
შაჰ აბასის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში
შაჰ აბასის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოშიშაჰ აბასის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში
შაჰ აბასის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოშიetodevrisashvili
 
”ლეკვი ლომისა სწორია”...
”ლეკვი ლომისა სწორია”...”ლეკვი ლომისა სწორია”...
”ლეკვი ლომისა სწორია”...nino abuladze
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)lomadze70
 
გიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალეგიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალეmariamgognadze
 
ნინო ხაჩიძე-კახეთი
ნინო ხაჩიძე-კახეთინინო ხაჩიძე-კახეთი
ნინო ხაჩიძე-კახეთიbakurgelashvili
 

Similar a აჭარის დედასამშობლოში დაბრუნება. (20)

Eqvtime Takaishvili
Eqvtime TakaishviliEqvtime Takaishvili
Eqvtime Takaishvili
 
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრებაბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
 
Eqvtime tayai svili
Eqvtime tayai sviliEqvtime tayai svili
Eqvtime tayai svili
 
მ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxმ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptx
 
მომავალი ჩვენია
მომავალი ჩვენიამომავალი ჩვენია
მომავალი ჩვენია
 
მოგესალმებით 2.pptx
მოგესალმებით 2.pptxმოგესალმებით 2.pptx
მოგესალმებით 2.pptx
 
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150
 
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashviliექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
ექვთიმე თაყაიშვილი-bakur gelashvili
 
როსტომ ხანი, თეიმურაზი და ბახტრიონის აჯანყება
როსტომ ხანი, თეიმურაზი და ბახტრიონის აჯანყებაროსტომ ხანი, თეიმურაზი და ბახტრიონის აჯანყება
როსტომ ხანი, თეიმურაზი და ბახტრიონის აჯანყება
 
ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიული ცნობები
ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიული ცნობებიექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიული ცნობები
ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიული ცნობები
 
1 130222083330-phpapp02
1 130222083330-phpapp021 130222083330-phpapp02
1 130222083330-phpapp02
 
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptxპრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx
პრეზენტაცია, ლუკა უზარაშვილი.pptx
 
Maglaki g.kvantaliani
Maglaki g.kvantalianiMaglaki g.kvantaliani
Maglaki g.kvantaliani
 
ნემსწვერიძე22.pptx
ნემსწვერიძე22.pptxნემსწვერიძე22.pptx
ნემსწვერიძე22.pptx
 
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"
 
შაჰ აბასის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში
შაჰ აბასის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოშიშაჰ აბასის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში
შაჰ აბასის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში
 
”ლეკვი ლომისა სწორია”...
”ლეკვი ლომისა სწორია”...”ლეკვი ლომისა სწორია”...
”ლეკვი ლომისა სწორია”...
 
ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)ილია და საქართველო(გაზეთი)
ილია და საქართველო(გაზეთი)
 
გიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალეგიორგი V ბრწყინვალე
გიორგი V ბრწყინვალე
 
ნინო ხაჩიძე-კახეთი
ნინო ხაჩიძე-კახეთინინო ხაჩიძე-კახეთი
ნინო ხაჩიძე-კახეთი
 

Más de ლეილა მუშამბაძე (7)

Qartuli 4
Qartuli 4Qartuli 4
Qartuli 4
 
რომი
რომირომი
რომი
 
იბნ ბატუტა
იბნ ბატუტაიბნ ბატუტა
იბნ ბატუტა
 
დიდგორის ომის მნიშვნელობა
დიდგორის ომის მნიშვნელობადიდგორის ომის მნიშვნელობა
დიდგორის ომის მნიშვნელობა
 
ქრისტეფორე დე კასტელი
ქრისტეფორე დე კასტელიქრისტეფორე დე კასტელი
ქრისტეფორე დე კასტელი
 
ჟან შარდენის თვალით დანახული საქართველო
 ჟან შარდენის თვალით დანახული საქართველო ჟან შარდენის თვალით დანახული საქართველო
ჟან შარდენის თვალით დანახული საქართველო
 
თამრიკოს ნახატები
თამრიკოს ნახატებითამრიკოს ნახატები
თამრიკოს ნახატები
 

აჭარის დედასამშობლოში დაბრუნება.

  • 2.  1595 წელს სამცხე-საათაბაგო აღწერეს და მოსახლეობას დაადეს გადასახადები. ამ დოკუმენტს “გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი” უწოდეს.  გურჯისტანის მმართვის სისტემა შემოიღეს: იგი დაყვეს 8 “საჯანყად”(სადროშოდ).  1628 წელს შეიქმნა ახალციხის საფაშო, ანუ როგორც მას მეორენაირად უწოდებდნენ ”ჩილდირის ვილაიეთს”, რომელიც 14 საჯანყად დაიყო.
  • 3. რომელ ხორციელ ენას შეუძლია წარმოსთქვას თვითეული იმდროინდელი ქრისტიან მამათადა დედათა დასჯა-ტანჯვანი!.. “...ვის ცოცხალს ტყავს აძრობდნენ, ვის ოთხ პალოზედ გაკრულს ბაწრებით გუდად იღებდნენ, ვის ნაკუწ-ნაკუწად სჭრიდნენ ხმლითა და ხანჯლით გულმუცელს უპობდნენ, ვის შამფურზე გაცმულს ცოცხლებრივ ცეცხლზე სწვავდნენ. ვის გახურებულ საჯებზე აგებდნენ... რკინის საწვავებით ხვრეტდნენ, ვის ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, ვის გამდნარ ტყვიას ასხამდნენ პირში, ვის ანთებულ კირში სწვავდნენ...”
  • 4.  ამ ხეობის ქართველებს დიდხანს შემოუნახავთ თავი ქრისტიანობით, მაგრამ ბოლოს მაინც გამაჰმადიანებულან.  რამოდენიმე სოფელს კი საიდუმლოდ დიდხანს გაუმაგრებია ქრისტიანობით თავი. ერთ-ერთი მათგანი სოფელი ყინჩაური იყო. ამის მიზეზი ს. ყინჩაურის მღვდელი ყოფილა, რომელიც მეტად მწიგნობარი, მქადაგებელი და ქრისტიანობის მოყვარე ყოფილა.  გასულა ხანი და მღვდელი დაუსმენიათ. ამ დროს მღვდელი მოხუცებული ყოფილა და ქადაგებისთვის თავი დაუნებებია და ეკლესიას კი არ გაშორებია, ეკლესიაში დარჩენილადა თვითონ მარტოდ ლოცულობდა და ეკლესიას პატრონობდა.
  • 5.  ვინც გამუსლიმანდა ხომ გამუსლიმანდა, ვინც არა და აყარეს და ოსმალეთის გზას გაუყენეს.  1780 წელს ზედა აჭარიდან 8 000 სული გადაასახლეს...  ქვედა აჭარიდან 10 000 სული  ბათუმიდან 5 000 სული  კახაბრიდან 3 000 სული  მაჭახლიდან 30 000 სული  ოსმალებმა დაიტაცეს ხატები, ჯვრები, დაწვეს ეკლესიები, გაანადგურეს მრავალი ქრისტიანი, გააჩანაგეს ქალაქები და სოფლები.
  • 6.  1727 წელს ზემო აჭარაში, სოფელ ნიგაზეულში დაიბადა აბდულ ბეგ ხიმშიაშვილი.მან აჭარაში თურქთა ატონობის დროს დიდი ქონება და სიმდიდრე დააგროვა, აღის წოდება მიიღო და თურქეთის ხელისუფლების ნდობა მოიპოვა. მას ზემო აჭარის მმართველობა, ბეგობა მიანდეს.  აბდულ ხიმშიაშვილი 1782 წელს სოიაკეთის ომში დაიღუპა.  აბდულ ხიმშიაშვილის შვილი იყო სელიმ ხიმშიაშვილი.
  • 7.  1782 წლიდან ზემო აჭარის სანჯაყის ბეგად დაინიშნა სელიმ ხიმშიაშვილი. ის 1755 წელს დაიბადა სოფელ ნიგაზეულში.  სელიმს ჰყავდა 4 შვილი: აბდი ბეგი, ახმედ ბეგი, ხუსეინ ბეგი და დედე ბეგი.  სელიმი საქართველოს ერთიანობისათვის იბრძოდა. მას საიდუმლო კავშირი ჰქონდა ერეკლე II. მისი მიზანი განხორციელდებოდა მაშინ თუ ის ახალციხის ფაშა გახდებოდა.  1803 წელი... სელიმ ხიმშიაშვილი ახალციხის საფაშოს უზენაესი მპყრობელია (სახლთუხუცესია), მისი ძალა ბათუმისა და ფოთის ციხესიმაგრეებამდე აღწევს.  უკვე გულმოცემული სელიმი სამამულიშვილო საქმეებს იწყებს. საამისოდ მჭიდრო სამოყვრო ურთიერთობა გააბა სხვა ქართველ თავადებთან.  რვაასიანი წლების დასაწყისში სელიმი უმოყვრდება გურიის მთავარ სვიმონ გურიელს - სელიმის მცირეწლოვან ძეს უნიშნავენ სვიმონის ხუთი წლის ქალს - კესარიას...  1805 წელს ახალციხიდან გამოიქცა და აჭარაში იმალებოდა, თავის საგვარეული მამულში...  1815 წელი, სულთნის ბრძანებით გამოგზავნილ იქნა ჯარი, რომელსაც მეთაურობდა არზრუმის სერასქერი ბაბა-ფაშა, ფეხლევანად წოდებული. სელიმ-ფაშა მტერს ხირხათის (ხიხანის) ციხეში გაუმაგრდა. მან გაფანტა თურქთა ჯარი, რომელმაც რამდენჯერმე სცადა მისი შეპყრობა... დიდხანს არ გაგრძელებულა ხიხანის ბედუკკუღმართობა...  1815, მაისს 31, ხიხანის მოღალატე ციხისთავმა გახსნა კარი აუღებელი ხიხანისა...  1815, ივნისის 3, 60 წლისას თავი მოჰკვეთეს დაუძლეველ და დაუმორჩილებელ სელიმს...  "...მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, რომ გურჯისტანი ოსმალეთს არ შერჩება, ამ ხსოვნას ჩემს შვილებს დავუტოვებ..."  3 ივნისს სელიმის თავკვეთის დღე აღინიშნება.
  • 8.
  • 9. სელიმის გარდაიცვალების შემდეგ მისმა შვილებმა თავი გრიგოლ გურიელთან შეაფარეს.  თურქეთის სულთანმა შეიწყნარა სელიმის შვილები და არ ჩამოაქვეითა ბეგობიდან.  სელიმის შვილი ახმედ ბეგ ხიმშიაშვილი ხულოს სანჯაყ ბეგი გახდა.  ახმედ ბეგმა შემდეგ არტამუჯი და აჭარა მიისაკუთრა. 1829 წელს ახმედ ბეგმა თურქთაგან ახალციხის ფაშობა მიიღო.  რუსეთის იმპერატორმა ყარსის გუბერნატორობა მიანიჭა.  ახმედ ბეგისა და დუდი ხანუმ ბეჟანიძის შვილი იყო შერიფ ხიმშიაშვილი.  შერიფ ხიმშიაშვილი 1829 წელს დაბა ხულოში დაიბადა, მაგრამ იგი საცხოვრებლად სხალთაში გადმოვიდა.  მამის გარდაცვალების შემდეგ იგი გახდა ზემო აჭარის მმართველი.  როგორც პაპა სელიმი, ასევე შერიფ ბეგ ხიმშიაშვილიც აჭარის განთავისუფლებისათვის იწყებს ბრძოლას.
  • 10.  არ შეეგუა აჭარის მოსახლეობა ოსმალთა უღელს და არაერთხელ აუჯანყდა...  განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1875 წლის აჯანყებას.  ცნობას აჭარელთა აჯანყების შესახებ ქართველი საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა.  სულ უფრო მტკიცდებოდა ანტითურქული მოძრაობა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.  თავის მხრივ, ქართველი მოღვაწეები ცდილობდნენ კავშირი აღედგინათ გამაჰმადიანებულ ქართველებთან.  სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში იმოგზაურეს დიმიტრი ბაქრაძემ, გიორგი ყაზბეგმა, მამია გურიელმა, ივანე კერესელიძემ, გიორგი წერეთელმა და სხვებმა.
  • 11.  ივანე კერესელიძე შეხვდა აჭარელთა ცნობილ თავკაცს ალექსანდრე (შერიფ ბეგ) ხიმშიაშვილს, რომელი ც ოცნებობდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დედასამშობლოში დაბრუნებაზე და ხელსაყრელ მომენტს ელოდა ბრძოლის დასაწყებად.
  • 12. “არ გვაშინებს ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენს ძმებს,ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთა დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ. ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე,რომ ჩვენ ერთმანეთს კვლავ შეუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინდისს, და დიდი ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თავის პატრონს და ლმობიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს თვალში სიხარულის ცრემლმორეული ქართველი. და თუ ამისთვის საჭიროა, რომ სიხარულის ცრემლის უწინარეს ჯერ ჩვენი სისხლი დაიღვაროს, ნუთუ ქართველი უკუდრკება და თავს არ შესწირავს მას,რისთვისაც ორი ათასი წელიწადი თავი უწირავთ ჩვენთა დიდებულთა მამა-პაპათა.”
  • 13.  ომის დაწყებისთანავე საქართველოში დაიწყო სახალხო ლაშქრის შედგენა.  სულ ომის პერიოდში სახალხო ლაშქარში შევიდა 38 ათასზე მეტი კაცი.  საომარი მოქმედებებები კავკასიის ფრონტზე დაიწყო 1877 წლის აპრილში.  1877 წელსვე აღებული იქნა არტაანი.  ომის დაწყებისთანავე შერიფ ხიმშიაშვილი აქტიურად ჩაება ბრძოლაში თურქთა წინააღმდეგ.  ქართველი და რუსი მებრძოლები ,როდესაც მიუახლოვდნენგოდერძის უღელტეხილს შერიფ ხიმშიასვილმა 300-მდე მოხალისე გაგზავნა გოდერძის უღელტეხილზე. განაიარაღა თურქი იანიჩარები და მთელი აჭარზე უსისხლოდ გაატარა რუსული ჯარები ბათუმამდე.  რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II შერიფ ბეგ ხიმშიაშვილს გენერლის წოდება მისცა და დააჯილდოვა წმინდა გიორგის ოქროს ჯვრით.
  • 14.  აჭარა  შავშეთი  კლარჯეთი  ოლთისი და სხვა
  • 15.  ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში, თუმცა შემდგომ რუსული ადმინისტრაციის არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა აჭარის ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას და მისი ნაწილი თურქეთში გადასახლდა.
  • 16. “ჩვენი აზრი ეს არის, რომე ჯარებითა და საზოგადოდ ძალდატანებით მხოლოდ ერთი შედეგის მიღწევა შეიძლება: მთელი აჭარის ხალხი გადასახლდება ოსმალეთში, და არა მგონია,რომ ამისთანა შედეგი ვინმესთვის სანატრელი და სასიამოვნო შეიქმნეს. ერთი ხეირიანი უფროსი, ხალხის ზნე-ჩვეულებების მცოდნე ჭკვიანი კაცი უფრო მომეტებულ სარგებლობას მოიტანს ამგვარ შემთხვევაში და უფრო უკეთ მოუვლის და დააწყნარებს ხალხს, ვიდრე რამდენიმე ბატალიონი ჯარი”.
  • 17. “ბატონებო რას მოასწავებს ჩვენი აქ შეყრილობა? რა გვიხარიან? რას ვდღესასწაულობთ? კრება ესე წარმოადგენსსასიხარულოსა მას სანახავსა, როდესაც ერთი დედისა შვილნი, შავის ბედისა გამო განშორებულნი, დიდხანს ერთმანეთისთვის დაკარგულნი ანაზდეულად, მოულოდნელად შეხვდნენ, იცნეს ერთმანეთი და გადაეხვივნენ გულითადის სიყვარულითა... ვნატრობდით, როდის ამოვაო მზე შეერთებისა და აი გვისმინა ღმერთმა: დღეს ჩვენს შორის ვხედავთ დაშორებულთა ძმათა და მხიარულნი ვმადლობთ ღმერთსა და ვევედრებით, რომ შეერთება ეს ჩვენი იყოს უკუნითი უკუნისამდე შეურყევლად”.
  • 18.
  • 19.  შერიფ ხიმშიაშვილის სახლ- მუზეუმი დაარსდა 2002 წელს ზემო აჭარაში, სხალთაში შერიფ ხიმშიაშვილის ყოფილ საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს სხალთა-ხიხანის ხეობაში, მდინარე სხალთისწყლის მარცხენა სანაპიროზე.  1877-1878 წლების რუსეთ- თურქეთის ომის დროს აჭარელთა ცნობილმა თავკაცმა შერიფ ხიმშიაშვილმა ყველაფერი გააკეთა რათა სამხრეთ-დასავლეთ საქართველო დედასამშობლოს დაბრუნებოდა. შერიფ ხიმშიაშვილმა და მისმა შთამომავლებმა პირნათლად შეასრულეს მთი სახელოვანი წინაპრის სელიმ ხიმშიაშვილის ანდერძი, რომელიც ჭარმოთქვა სიკვდილის წინ - "მართალია მე თავს მჭრით, მაგრამ გეტყვით გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შეგრჩებათ, ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებო."
  • 20.
  • 21.
  • 22.  ხიხანის ციხე  ზღვის დონიდან 2600 მეტრს სიმაღლეზეა და წარმოადგენს განმარტოებულ და წოწოლა კლდეს, სამივ კუთხით მახლობელ მთებიდან ხრამებით მოშორებულს და მიუავლს ციხეს გარშემოვლებული აქვს ქვითკირის გალავანი, რომელიც ჩრდილოეთის მხრიდან ჩამოქცეულია. ალაგ-ალაგ გალავანს სარკმლები აქვს ჩატანებული. ხიხანზე სულ ოთხი სხვადასხვა დანიშნულების კოშკია. პირველი კოშკის სიმაღლე ათამდე მეტრი თუა დარჩენილი. კოშკები სანახევროდ დანგრეულია.ციხის შიგნით ეკლესიაც ყოფილა. ციხეზე ადრინდელი მისასვლელი გზა მხოლოდ სამხრეთ აღმოსავლეთიდან ივარაუდება.  ამ ციხის აშენების დრო უცნობია, ლეგენდის მიხედვით ის თამარის ეპოქას მიეკუთვნება.  ... ხიხანის გადმოღმა , მთისუბანში ერთი მთის ძირა გვირაბია, რომელიც ადრე საიდუმლო გზა ყოფილა ხიხანიდან ზარზმამდე. ამ გზით ხიხანიდან ზარზმას დაბრძანდებოდაო თამარი სალოცავად და ღმერთთან ერისა და მამულის გადარჩენის სავედრებელადო.  ხიხანი იყო აჭარის ერისთავთ-ერისთავთა აბუსერიძეთა , უფრო გვიან ხიმშიაშვილთა საბრძანისი. 1815 წ. აქ თავი მოჰკვეთეს ოსმალებისათვის დაუმორჩილებელ ხიხანის არწივს სელიმ ხიმშიაშვილს.იმ დროისათვის ხიხანი ჯერ კიდევ აუღებელი ციხესიმაგრე იყო.
  • 23. შაბათი იყო, 2 ივნისი, ჩემს თანაკლასელებთან ერთად ხიხანის ციხის დასალაშქრად წევედი. მანამდე ხიხანი არასოდეს მენახა. ხიხანის მთის ძირში რომ მივედით ზემოთ ვიწრო ბილიკით ავუყევით. ძალიან გამიჭირდა ასვლა. მთაზე რომ ავედი მივხვდი რომ ამხელა გზის გავლა და დაღლა ნამდვილად ღირდა. გვცქეროდი ციხის ჩამორღვეულ კედლებს და ისეთი გრძნობა გამიჩნდა. ვიფიქრე აი აქედან იწყება ჩემი სამშობლოს ძლიერება მეთქი. თითქოს ჩემი სამშობლოს წარსულს ხელით შევეხე. მადლობა ჩემს ისტორიის მასწავლებელს ლეილა მუშამბაძეს. მე-9 კლასის მოსწავლე ლანა გორგილაძე
  • 24.
  • 25.
  • 26.  სხალთის ეკლესია ერთადერთი ტაძარია აჭარისწყლის ხეობაში, რომელმაც მთლიანი სახით მოაღწია ჩვენამდე. იგი აშენებულია მდინარე სხალთისა და მისი შენაკადის- ფაჩხისწყალს შორის მდებარე მაღალი ოდნავ მოვაკებულ ტერასაზე.  პირველი მკლევარი ვისი ყურადღებაც მიიქცია სხალთის ტაძარმა იყო ისტორიკოსი დ. ბაქრაზე. 1973 წელს აჭარაში მოგზაუობისას იგი იძლევა ტაძრის საფუძვლიან აღწერას, მკლევარის მოსაზრებით ეკლესია X-XIII საუკუნეებს განეკუთვნება. ამავე მოსაზრებას იზიარებდნენ გ. ყაზბეგი და თ.სახოკიაც.
  • 27.  თამარ მეფეს ერთხელ მოუხდა ამ ხეობისაკენ გამოვლა და დარჩენა იმ ალაგას, სადაც ღეს სხალთის ეკლესია დგას. აქ ყოფილა ისეთი დიდი მსხლის ხე, რომელიც თავის ტოტებით მთელს მისმიდამოს ჰფარავდა. თამარ დედოფალმა ისურვა იმ ხის ქვეშ ღამე დარჩენა; აქ გაათიეს ღამე . თამარ დედოფალმა ის ხე სიზმარში ნახა, მეორე დღეს ბრძანა, რომ აქ ეკლესია უნდა გავაკეთო, რამდენიმე ხნის შემდეგ ეკლესიისთვის შენობის მზადება დაიწყეს. მალე იმ ცნობის ხესაც დაუწყეს მოჭრა, მაგრამ რამდენსაც მოჭრიდნეიმ ხეს, იმდენჯერ ვერაფერი გააწყო და შეწუხდა ძლიერ. ბოლოს ერთმდაარიგა ასე, დღეს ამაღამ და ხვალ აღარ შეერთდებაო. ხე მოჭრეს, ცულები ისე დაურჭეს, იმ ღამეს ისე დატოვეს, მეორე დღეს მივიდნენ და ნახეს, რომ ხე მოჭრილია, აღარ სეერთებულა.  მალე დაიწყეს ეკლესიის კეთება, ეკლესიის ერთი კარები იქ მოაქციეს, სადაც ის დიდი ხე მდგარა. კარებში ორ ალაგას ამისი ბოძები დააყოლეს, რაზედაც უნდა შეებატ ეკლესიის კარები და აი სწორედ იმ ხისგან არის დარჩნილიო.  სხალტა კიდევ აი რისთვის დარქმევია ამ ეკლესიას: როცა ამის შენება დაუწყიათ, ეს ამბები მთელს ამ მხარის ხალხს გაუგია, ხოლო ვინც დასორებით იყო და ვერ ხედავდნენ ეკლესიის შენებას, ისინი ისეთ პირს კითხავდნენ ხოლმე, რომელთაც ეკლესიის შენება ენახათ:  -დიდს ეკლესია სად აკეთებენო?  ამაზედ მნახველნი მიუგებდნენ:  -მსხალთან, დიდი მსხლის ხე რომ სდგასო, ეს ხე ყველას სცოდნია მაშინ და შემდეგ დროებაში სიტყვა მსხალთან სხალტად გადაკეთდაო.