2. ამოცანა N1
ერთ ადამიანს დღის განმავლობაში საშუალოდ 50 ლიტრი
სუფთა წყალი (საჭმლის მოსამზადებლად, სასმელი და
სისუფთავის შენარჩუნების მიზნით) სჭირდება.
ამ მონაცემის მიხედვით გამოთვალე რამდენ ლიტრ წყალს
ხარჯავს შენი ოჯახი 1 კვირის განმავლობაში.
3. ამოცანა N2
როგორც ცნობილია, ქაღალდის 1 ფურცლის
დასამზადებლად 10 ლიტრი ვირტუალური წყალი იხარჯება.
1.რამდენი ლიტრი წყალი დაიხარჯება 20 ფურცლიანი
რვეულის დამზადებისას?
2.დაადგინეთ თქვენი სამუშაო რვეულის გვერდების
რაოდენობა და გამოთვალეთ დაახლოებით რამდენი ლიტრი
წყალი დაიხარჯა მის დასამზადებლად.
3.ჩატარებული გამოთვლების შემდეგ, მიეცით რჩევა თქვენს
თანატოლებს ქაღალდის მოპყრობასთან დაკავშირებით.
4. ამოცანა N3
ელენეს ხელების დასაბანად 4 ლიტრი წყალი სჭირდება, კბილების გასახეხად 3, ხოლო შხაპის
მისაღებად - 40 ლიტი წყალი. ლევანს ხელების დასაბანად 5 ლიტრი წყალი სჭირდება, კბილების
გასახეხად - 4 ლიტრი, შხაპის მისაღებად კი - 55 ლიტრი. შეავსეთ ცხრილი და უპასუხეთ ქვემოთ
მოცემულ კითხვებს:
1. სულ რამდენი ლიტრი წყალი სჭირდება თითოეულ ბავშვს?
2.რომელი ბავშვი მოიხმარს მეტ წყალს და რამდენი ლიტრით?
3.შეადარეთ ელენეს და ლევანის წყლის ხარჯი საშუალო ჯამურ მონაცემს, რა შეამჩნიეთ, რომელი
ბავშვი ხარჯავს წყალს ზომიერად?
4.რა რჩევას მისცემდით თითოეულ ბავშვს?
წყლის ხარჯვის
საშუალო
მაჩვენებელი ერთ
ადამიანზე
ელენე ლევანი
ხელების დაბანა 5 ლიტრი
კბილების გახეხვა 5 ლიტრი
შხაპის მიღება 50 ლიტრი
ჯამი
5. ამოცანა N4
წარმოიდგინე, რომ დილით წყალი შეწყდა და დღის
განმავლობაში სახარჯოდ მხოლოდ 20 ლიტრი წყალი გაქვს.
გამოიყენე ქვემოთ მოცემული ინფორმაცია და გაანაწილე
წყლის ეს რაოდენობა მთელ დღეზე. რისთვის დახარჯავ
თითოეულ ლიტრს?
1 ჭიქა წყალი -200 მლ
სადილი - 800 მლ
ხელების დაბანა - 3-5 ლ
უნიტაზის ჩარეცხვა - 6 ლიტრი
კბილების გახეხვა - 3-5 ლიტრი
თავის დაბანა - 20 ლიტრი
ჭურჭლის დარეცხვა - 3 ლიტრი
შხაპის მიღება -50 ლიტრი
6. ამოცანა N5
ყოველ დილით, გიორგი 1 ლიტრიან ბოთლს წყლით ავსებს
და ისე იხეხავს კბილებს. ნინო კი - კბილების გახეხვას 2
წუთს ანდომებს, რა დროსაც ონკანი სულ მოშვებული აქვს და
წყალი იღვრება.
1.გამოთვალეთ, რამდენ ლიტრ წყალს ხარჯავს ნინო
კბილების გახეხვისას, თუ 1 წუთში დაახლოებით 10 ლიტრი
წყალი იღვრება?
2.შეადარეთ გიორგის და ნინოს მიერ დახარჯული წყლის
რაოდენობა ერთმანეთს, რომელი ბავშვი ზოგავს წყალს?
3.რას ურჩევდით ნინოს, როგორ მოიქცეს ის, რათა კბილების
გახეხვისას წყალი დაზოგოს?
4.თქვენ როგორ იქცევით კბილების გახეხვისას?
7. ამოცანა N6
ნიკომ დილით შეამჩნია, რომ მისი ონკანი წვეთავდა. ონკანის
შეკეთება მოგვიანებით გადაწყვიტა და 5 საათის შემდეგ
მიუბრუნდა მას.
1.რამდენი ლიტრი წყალი დაიღვრებოდა ამ დროის
განმავლობაში, თუ ვიცით ,რომ მწვეთავი ონკანიდან 1 საათში
დაახლოებით 6 ლიტრი წყალი იკარგება?
2. როგორ უნდა მოქცეულიყო ნიკო, რათა წყალი დაეზოგა?
3.ქვემოთ მოცემული ინფორმაციის მიხედვით განსაზღვრე ,
რისთვის შეიძლებოდა გამოეყენებინა ნიკოს დაკარგული წყალი
( შეგიძლია გაწერო რამდენიმე ვარიანტი)
ხელების დაბანა - 3-5 ლ
უნიტაზის ჩარეცხვა - 6 ლიტრი
კბილების გახეხვა - 3-5 ლიტრი
თავის დაბანა - 20 ლიტრი
ჭურჭლის დარეცხვა - 3 ლიტრი
8. ამოცანა N7
ლიკამ მაღაზიაში ნაყიდი ხილი დიდ თასში ჩააწყო , შიგ
წყალი ჩაასხა, იქ გარეცხა და შემდეგ გამდინარე წყალი
გადაავლო. თამაზმა თასში ჩაწყობილი ხილი ღია ონკანს
შეუდგა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ
ხელით გარეცხა და ისე მიირთვა.
1.შეადარეთ ერთმანეთს ლიკას და თამაზის საქციელი,
რომელს უფრო მეტი წყალი დაეხარჯა?
2.რას ურჩევდით თამაზს?
3.თქვენ როგორ იქცევით პროდუქტის გარეცხვისას?
9. ამოცანა N8
ელენე ჭურჭელს რეცხავდა. მას მეგობარმა დაუძახა.
ფიქრობდა, მალე დაბრუნდებოდა და ონკანი მოშვებული
დატოვა. ელენეს მოშვებული ონკანი გადაავიწყდა და
მხოლოდ 6 წუთის შემდეგ დაბრუნდა უკან.
1.რამდენი ლიტრი წყალი დაიღვრებოდა ამ დროის
განმავლობაში, თუ ვიცით, რომ 1 წუთში საშუალოდ 5
ლიტრი წყალი იკარგება?
2.მიეცით რჩევა ელენეს, თუ როგორ დაზოგოს წყალი.
10. ამოცანა N9
1.დააკვირდი მოცემულ ცხრილს, ამოიწერე ის პროდუქტები,
რომელსაც დღის განმავლობაში მიირთმევ, შეადგინე მსგავსი
ცხრილი და გამოთვალე შენი მიერ დახარჯული ვირტუალური
წყლის რაოდენობა.
2.შეადარე შენ მიერ გახარჯული წყლის რაოდენობა შენი
თანატოლის მიერ გახარჯული ვირტუალური წყლის რაოდენობას,
რი სი თქმა შეგიძლია?
ცხრილი - სხვადასხვა პროდუქტის ვირტუალური წყლის საშუალო მაჩვენებელი:
პროდუქტი ვირტუალური წყლის საშუალო მაჩვენებელი
ლიტრებში
1 ცალი ვაშლი 125
1 ცალი პომიდორი 50
1 ცალი ბანანი 160
1 ჭიქა რძე 255
1 ნაჭერი ყველი 1265
1 ნაჭერი პური 40
1 ცალი კვერცხი 86
1ფილა შოკოლადი 1700
1ცალი ჰამბურგერი 2400
1 ჭიქა ფორთოხლის წვენი 175
ჩიფსების კოლოფი (200 გრამიანი) 185
11. ამოცანა N10
ცნობილია , რომ 1 კგ ქაღალდის დასამზადებლად 2000
ლიტრი ვირტუალური წყალი იხარჯება. თეკლამ 5 კგ
მაკულატურა მოაგროვა.
1.როგორ ფიქრობთ, შეუწყო თუ არა ხელი თეკლას საქციელმა
წყლის დაზოგვას? რატომ?
2.რამდენი ლიტრი წყალია დახარჯული 5 კგ ქაღალდის
დამზადებისას ?
13. ამოცანა N12
1.ჩაატარეთ კვლევა.დააკვირდით თქვენი წყლის
მრიცხველს.ამოიწერეთ დახარჯული წყლის მაჩვენებელი
დილით და საღამოს ,გამოიანგარიშეთ დღიური
დანახარჯი.ცხრილში შეიტანეთ 1 კვირის მონაცემები.
2. შეადარეთ ერთმანეთს სამუშაო დღეებში და დასვენების
დღეებში დახარჯული წყლის რაოდენობა - 1 დღის
მაჩვენებელი. როდის უფრო მეტ წყალს ხარჯავთ? რა
რეკომენდაციები შეგიძლია მისცე ოჯახის წევრებს წყლის
დაზოგვასთან დაკავშირებით?
ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
დილა
საღამო
დღიური
ხარჯი
14. ამოცანა N13
როგორ ფიქრობთ, საუზმეზე, ჩაის მომზადებისას,
მხოლოდ ერთ ფინჯან წყალს იყენებთ? ვირტუალური
წყლის გათვალისწინებით, რისი დანახარჯი შეიძლება
ვიანგარიშოთ ამ დროს?