4. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში ჰიგიენის ცნება სხვადასხვანაირად ესმოდათ.
ჰიგიენის წესებს ზოგჯერ რელიგიური კანონები განსაზღვრავდა, ზოგჯერ – ადამიანის
წამომავლობა. მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც
მიკრობები აღმოაჩინეს, იქცა ჰიგიენა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ერთ-ერთ
მთავარ იარაღად.
დღესაც, XXI საუკუნეში, ადამიანებს კიდევ ერთხელ მოუხდათ იმის აღიარება, რომ
ზოგიერთი გადამდები დაავადების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება ჰიგიენის
წესების დაცვაა, თუნდაც ხელების ხშირად და სწორად ბანა.
6. ინფექციების თავიდან ასაცილებლად ყველაზე მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენა.
ხელების სწორი დამუშავების შედეგად ინფექციური და ბაქტერიული დაავადების თავიდან აცილებაა
შესაძლებელი, როგორიცაა პნევმონია და დიარეა, რომლებიც ზიანს მსოფლიოში მილიონობით
ადამიანის ჯანმრთელობას აყენებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩამოთვალა 10 საფრთხე, რომელიც გლობალურ
ჯანმრთელობაზე გავლენას მოახდენდა. აქედან ხუთი საფრთხე არის ინფექციური დაავადებები.
ხელის ჰიგიენა
8. უძვლესი დროიდან ითვლებოდა რომ ადამიანი ჯანმრთელია მანამ,
სანამ ჯანმრთელი აქვს კბილები. პირის ღრუს ჰიგიენა
აუცილებელია პათოლოგიური ბაქტერიების გამრავლების თავიდან
ასაცილებლათ.
სტომატოლოგიური დაავადებების პორფილაქტიკის ყველაზე
ეფექტური მეთოდია ღრძილების, კბილებისა და ლორწოვანი
გარსის სწორი წმენდა. პირის ღრუს სწორი მოვლა ხელს უშლის
ბაქტერიების წარმოქმნას . ბაქტერიები წარმოქმნიან კბილის
ნადებს, რომელიც იწვევს კარიესს, გინგივიტს და მათ
მრავალრიცხოვან გართულებებს.
კბილების გაწმენდა აუცილებელია დღეში ორჯერ - დილით და
საღამოს, ძილის წინ .კბილების წმენდა უნდა გრძელდებოდეს
დაახლოებით 2-3 წუთი.
პირის ღრუს ჰიგიენა
10. ფრჩხილის ჰიგიენა
ფრჩხილების ჰიგიენა რამდენიმე ძირეულ წესს ითვალისწინებს:
არ შეიძლება ფრჩხილის კვნეტა და მათი წვალება უსუფთაო
ინსტრუმენტით.
აუცილებელია ფრჩხილის რეგულარული დაჭრა და მათი ძირების
სპეციალური საშუალებით გამოსუფთავება.
თუნდაც მეტისმეტად გრძელი ფრჩხილის ტარებას იყოთ ჩვეული,
აუცილებელია, ისინი რამდენიმე თვეში ერთხელ ძირამდე დაიჭრათ,
ვინაიდან ფრჩხილის უკიდურეს ნაწილებში დროთა განმავლობაში
ფერხდება კვება, ქვეითდება ნივთიერებათა ცვლა, შედეგად ფირფიტა
შესახედაობას იცვლის, იქერცლება და აშრევებას იწყებს, მასზე თვალით
შეუმჩნეველი მიკრობზარები ჩნდება, ასეთი ფრჩხილი კი ღიაა
დაავადების გამომწვევი ბაქტერიებისთვის.
ფრჩხილებისთვის აკრძალულია ქიმიურ ნივთიერებებთან
ხელთათმანის გარეშე კონტაქტი, თქვენი სიფრთხილით არა
მარტო კანს და ფრჩხილს იხსნით სხვადასხვა ინფექციებისგან,
ასევე თქვენს ჯანმრთელობას და მომავალ თაობას დაიცავთ
გადამდები დაავადებებისგან.
11. თმის ჰიგიენა
თმა ადამიანის ორგანიზმის სიჯანსაღის სარკეა.
ლამაზი, ჯანმრთელი და ბზინვარე თმა უძველესი
დროიდან ადამიანის მშვენებად მიიჩნეოდა!
ლამაზი და ჯანმრთელი თმისთვის მთავარი
პირობა ცხოვრების ჯანსაღი წესი, სუფთა ჰაერზე
საკმარისად სეირნობა, სხეულის გაკაჟება,
რაციონალური კვება და მოვლაა. აუცილებელია
თმის კვირაში სამჯერ დავანა რატა შევინაღჩუნოთ
სისუფღავე და გამოვიყურებოდეთ კარგად.