გარდა ლაშქრობებისა და ექსკურსიებისა ლამაზ ბუნებაში
გავდივართ პიკნიკის მოსაწყობად. კერძები წინასწარ
მზადდება და მათი ჩალაგება ხდება კალათებში.
მოგეხსენებათ, პიკნიკი ტრიალ მოლზე და ტყეში
ეწყობა, ამიტომ ეს ჯანმრთელობისა და ჯანსაღი
ცხოვრების წესის უმთავრესი საწინდარია
პიკნიკის მოწყობა საუკეთესო საშუალებაა როგორც
ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის გასართობად, ასევე ხანში
შესული ადამიანების დასვენებისა და განტვირთვისთვის.
ყველაზე დიდი პოპულარობით ის სარგებლობდა
ინგლისში. საქართველოში თანდათან იხვეწება პიკნიკის
კულტურა. თუმაც ჯერ მაინც ეს კულტურა ბუნებაში სმა-
ჭამა ჰგონიათ.
პიკნიკის მოწყობით არ უნდა დავანაგვიანოთ ის გარემო,
სადაც ის მოვაწყვეთ, რადგან ის ბუნება, სადაც ჩვენ
დავისვენეთ და დღე გავატარეთ, არ იყოს ერთჯერადი. ნუ
ვიზამთ ისე, რომ სხვას არ შეეძლოს იმავე ადგილას
დასვენებისგან სიამოვნების მიღება.