Publicidad
Publicidad

Más contenido relacionado

Publicidad

Último(20)

ხოხობი და მელია

  1. გამოცანა: მისი ქება თუ გვითქვამს, ეხება ტყავ-ქათიბსა, ლამაზია, მაგრამ რა, არის ქურდი ქათმისა.
  2. სწორი ხარ!
  3. ხოხობი და მელია ხალხური ზღაპარი
  4. ერთი ჯაგის ძირში ხოხობი იჯდა და ხორბალს კენკავდა. ისე იყო თავისი საქმით გართული, რომ ვერც კი დაინახა, როგორ წამოეპარა მელია.
  5. მელიამ ერთი ნახტომით მოიგდო პირში საწყალი ხოხობი და იქვე, ჯაგის ძირში, დაუპირა შეჭმა. ხოხობმა რომ დაინახა ჩემი საქმე გათავებულია და მელიას კბიების წერა ვხდებიო, ერთი გაიფართხალა და მელიას საყვედურით მიმართა: - არც კი გრცხვენია, დამიჭირე და შეჭმასაც ისე მიპირებ, რომ ღმერთს არ ახსენებ. განა სადღა გაგექცევი? ადიდე ღმერთი და საქმეს ისე შეუდექიო.
  6. მელიას ჭკუაში დაუჯდა ხოხბის რჩევა. ნაშოვარით გათამამებულმა გაიფიქრა: ამ ხოხობს მერეც შევჭამ, კარგი იქნება, ღმერთი ვადიდოო და, მართლაც, შესთხოვა: -კიდევ ბევრჯერ შემეწიე და ასეთი ლუკმა მრავალჯერ მაშოვნინეო. ხოხობმა ისარგებლა, პირიდან გაუსხლტა მელიას და გაფრინდა.
  7. გამწარებული მელია მოთქმა-გოდებასა და თავში ცემას მოჰყვა: „ხოხობის მოტყუებულსა თვალი დაუდგეს მელსაო, პირში მეჭირა ხოხობი, რაღა დიდება ღმერთსაო’’
  8. დავფიქრდეთ და ვუპასუხოთ კითხვებს: • როგორ გადაირჩინა თავი ხოხობმა? • რამ გაამწარა მელა? • თქვენ მრავალი ზღაპარი წაგიკითხავთ მელაკუდაზე. რა თვისებით გამოირჩევა იგი ყველგან? • ახლა მას ხოხობმა რითი აჯობა? • რა ანდაზა გაგახსენათ ამ ზღაპარმა?
  9. გმადლობთ, ყურადღებისთვის ! 
Publicidad