5. ცილა პოლიმერია,რომლის მონომერსაც
ამინომჟავა ეწოდება.ბირთვში,კერძოდ დნმ-
ში ჩაწერილია ინფორმაცია ნებისმიერი
ცილის პირველადი სტრუქტურის
შესახებ.დნმ-ის ამ მონაკვეთს გენი ეწოდება.
ერთი გენი ერთი ცილა ერთი ნიშან-თვისება.
ცილის სინთეზი ხდება რიბოსომაზე,რომელიც
ციტოპლაზმაშია მოთავსებული.ინფორმაცია
რიბოსომოსთან მიაქვს ი-რნმ-ს
6. ტრანსლაციის ”გასაღები” სწორედ
გენეტიკური კოდია, რომელიც სამ
ნუკლეოტიდს შეიცავს და კოდირებს ერთ
ამინმჟავას.
ამ სტრუქტურას კოდონი ეწოდება.
ევოლუციის პროცესში გამომუშავდა კოდი-
ტრიპლეტი, რომელიც შედგება სამი ერთმანეთის
თანმიმდევრულად განლაგებული
ნუკლეოტიდისგან. სამ-სამად აღებული 4
ნუკლეოტიდისგან მიიღება 64 კომბინაცია, რაც
სრულიად საკმარისია 20 ამინომჟავას
კოდირებისთვის. აქედან გამომდინარე,
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამინომჟავათა
უმეტესობა კოდირდება 1–ზე მეტი კოდონით.
7. ტრანსლაციის ”გასაღები” სწორედ
გენეტიკური კოდია, რომელიც სამ
ნუკლეოტიდს შეიცავს და კოდირებს ერთ
ამინმჟავას.
ამ სტრუქტურას კოდონი ეწოდება.
ევოლუციის პროცესში გამომუშავდა კოდი-
ტრიპლეტი, რომელიც შედგება სამი ერთმანეთის
თანმიმდევრულად განლაგებული
ნუკლეოტიდისგან. სამ-სამად აღებული 4
ნუკლეოტიდისგან მიიღება 64 კომბინაცია, რაც
სრულიად საკმარისია 20 ამინომჟავას
კოდირებისთვის. აქედან გამომდინარე,
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამინომჟავათა
უმეტესობა კოდირდება 1–ზე მეტი კოდონით.
9. თავდაპირველად უნდა
მოხდეს ინფორმაციის
გადმოწერა დნმ-დან
რნმ-ზე(ი-რნმ-ის
სინთეზი)
კომპლემენტარობის
პრინციპის
საფუძველზე.ამ
პროცესს ტრანსკრიპცია
ეწოდება.მატრიცას დნმ
წარმოადგენს.
დნმ ა-თ ა რნმ
გ-ც გ
თ-ა უ
10. ინფორმაციულ რნმ-ს
მატრიცულ რნმ-ს
უწოდებენ.იგი
განთავსდება
რიბოსომების
სუბერთეულებს
შორის.რიბოსომის
ფუნქციურ ცენტრში
არის6 ნუკლეოტიდი
ანუ 2 ტრიპლეტი.ი-რნმ
ტრიპლეტს კოდონი
ეწოდება
11. ტრანსლაცია ყოველთვის იწყება მეთიონინის
მაკოდირებელი კოდონით აუგ. ამრიგად მეთიონინი
ყველა პოლიპეპტიდური ჯაჭვის საწყისი
ამინომჟავაა,იგი არის სტარტ კოდონი
სტოპ კოდონები
12. ტ-რნმ სამყურას ფორმა აქვს
ნუკლეოტიდური
კოდონის
ამოცნობა
1.
2.
ამინომჟავების ამოცნობა
და ტრანსპორტირება
ტ-რნმ ფუნქციები:
16. ამინომჟავების დახასიათება
შეუცვლელი ამინომჟავები (Essential Amino Acids):
ვალინი (Valine) - ერთერთი მთავარი კომპონენტია ქსოვილების ზრდისა და
სინთეზისათვის. მთავარი წყარო ცხოველური პროდუქტებია. ჩატარებულმა
ლაბორატიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვალინი ზრდის კუნთების
კოორდინაციას და ამცირებს მგრძნობელობას ტკივილის, სიცივის და სიცხის
მიმართ.
ჰისტიდინი (Histidine) - ხელს უწყობს ქსოვილების ზრდას და აღდგენას. მას
დიდი რაოდენობით შეიცავს ჰემოგლობინი, გამოიყენება რევმატიული
ართრიტების, ალერგიის, წყლულის და ანემიის მკურნალობისას. ჰისტიდინის
უკმარისობა შეიძლება სმენის დაქვეითების გამომწვევი მიზეზი გახდეს.
იზოლეიცინი (Isoleucine)- მოიპოვება ყველა სრულფასოვანი ცილის შემცველ
პროდუქტში - საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის
პროდუქტები.
ლეიცინი (Leucine) - ასევე მოიპოვება ყველა სრულფასოვანი ცილის შემცველ
პროდუქტში - საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის
პროდუქტები. აუცილებელია არა მხოლოდ პროტეინის სინთეზისათვის, არამედ
იმუნური სისტემის გაძლიერებისათვისაც.
ლიზინი (Lysine) - შეიცავს ყველი, თევზი. ერთერთი მთავარი კომპონენტია
კარნიტინის გამოსამუშავებლად. უზრუნველყოფს კალციუმის სათანადო
ათვისებას, მონაწილეობს კოლაგენის წარმოქმნაში (რისგანაც შემდგომ
ხრტილები და შემაერთებელი ქსოვილები ფორმირდება), აქტიურად
მონაწილეობს ანტისხეულების, ჰორმონების და ფერმენტების წარმოქმნაში.
უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლიზინი აუმჯობესებს რა საკვები
ნივთიერებების ბალანსს, ხელს უწყობს ჰერპესთან ბრძოლას. მისი უკმარისობა
შეიძლება დაღლილობით, კონცენტრაციის დაქვეითებით, გაღიზიანებადობით,
თვალის სისხლძარღვების დაზიანებით, თმის ცვენით, ანემიით და
რეპროდუქციულ სფეროში პრობლემებით გამოვლინდეს.
17. მეტიონინი (Methionine) - მისი წყაროა: მარცვლეული, თხილეული.
მნიშვნელოვანი როლი უკავია ცხიმების და ცილების მეტაბოლიზმში,
ორგანიზმს ის ასევე ცისტეინის გამოსამუშავებლად ესაჭიროება. არის
სულფატის ძირითადი მიმწოდებელი, რომელიც თავის მხრივ თმების, კანის და
ფრჩხილების ფორმირებაში მონაწილეობს; აძლიერებს ლეციტინის ათვისებას
ღვიძლის მიერ და ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის დაწევას; ამცირებს
ცხიმების დონეს ღვიძლში, იცავს თირკმელებს, მონაწილეობს ორგანიზმიდან
მძიმე მეტალების გამოდევნაში; არეგულირებს ამიაკის წარმოქმას და
ასუფთავებს მისგან შარდს, რაც ამცირებს შარდის ბუშტზე დატვირთვას; ხელს
უწყობს თმის ზრდას.
თრეონინი (Threonine)- კოლაგენის, ელასტინის და კბილის მინანქრის
შემადგენელი ნაწილი; მონაწილეობს ღვიძლში ცხიმის დაგროვების წინააღმდეგ
ბრძოლაში; უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის და კუჭნაწლავის
ტრაქტის ნორმალურ მოქმედებას; მონაწილეობს მეტაბოლიზმის და ათვისების
პროცესებში.
ტრიპტოფანი (Tryptophan)- მონაწილეობს ნიაცინის (ვიტამინი В) და
სეროტონინის სინთეზში; ბუნებრივი რელაქსანტი, ებრძვის უძილობას,
დეპრესიას, აუმჯობესებს განწყობას, ხელს უწყობს შაკიკთან ბრძოლას,
აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს არტერიების და გულის კუნთების
სპაზმების რისკს, ლიზინთან ერთად დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს.
ფენილალანინი (Phenylalanine)- ორგანიზმის მიერ ტიროზინის და სამი
მნიშვნელოვანი ჰორმონის - ეპინერფინის, ნორეპინერფინის და ტიროქსინის
წარმოქმნაში მონაწილეობს. უზრუნველყოფს კარგ განწყობას, ამცირებს მადას,
მოქმედებს როგორც ანტიდეპრესანტი და აუმჯობესებს მეხსიერებას.
18. შეცვლადი ამინომჟავები (Nonessential Amino Acids):
ალანინი (Alanine)- ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა კუნთოვანი ქსოვილების,
თავის ტვინის და ცენტრალური ნერვული სისტემისათვის; აძლიერებს იმუნურ
სისტემას ანტისხეულების გამომუშავების გზით; აქტიურად მონაწილეობს შაქრის და
სხვა ორგანული მჟავების მეტაბოლიზმში.
არგინინი (Arginine) - ანელებს კიბოს და სიმსივნის განვითარებას. ასუფთავებს
ღვიძლს, ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის გამოყოფას, აძლიერებს იმუნურ სისტემას,
ხელს უწყობს სპერმის გამომუშავებას, სასარგებლოა თირკმელების ტრავმების და
დარღვევების მკურნალობისათვის. აუცილებელია პროტეინის სინთეზისათვის.
არგინინის არსებობა ორგანიზმში ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას და
ცხიმოვანი მარაგების შემცირებას. კარგია ღვიძლის დაავადებების, მაგალითად
ცეროზის მკურნალობისას. არაა რეკომენდირებული ორსულებისთვის და მეძუძური
დედებისათვის.
ასპარაგინი (Asparagine) - მონაწილეობს ორგანიზმიდან ცენტრალური ნერვული
სისტემისათვის მავნე ნივთიერების - ამიაკის გამოდევნაში. უკანასკნელი პერიოდის
კვლევებმა აჩვენა, რომ ასპარაგინის მჟავა დაღლილობის მიმართ რეზისტანტულობას
ზრდის.
გლუტამინი (Glutamine) - მნიშვნელოვანია შაქრის დონის ნორმალიზებისათვის,
ტვინის ქმედუნარიანობის ასამაღლებლად, იმპოტენციის მკურნალობისათვის,
ალკოჰოლიზმის მკურნალობისათვის, ებრძვის დაღლილობას, ტვინის ფუნქციასთან
დაკავშირებულ დაავადებებს - ეპილეფსიას, შიზოფრენიას და უბრალოდ შენელებულ
რეაქციებს, საჭიროა კუჭის წყლულის მკურნალობისას და ჯანმრთელი საჭმლის
მომნელებელი ტრაქტის ფორმირებისათვის. ტვინში გადამუშავდება გლუტამინის
მჟავად, რომელიც აუცილებელია ტვინის ფუნქციონირებისათვის. გამოყენების დროს
უნდა განვასხვავოთ გლუტამინის მჟავა გლუტამინისგან, რადგან ეს პრეპატარები
მოქმედებით ერთმანეთისგან განსხვავდება. გლუტამინის მჟავა თავის ტვინის
ბუნებრივ „საწვავად“ ითვლება, აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს.
გლიცინი (Glycine) - აქტიურად მონაწილეობს ახალი უჯრედების ჩამოყალიბების
პროცესის ჟანგბადით უზრუნველყოფაში. მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ჰორმონების
გამომუშავების პროცესში, რომლებიც პასუხისმგებლები არიან იმუნურ სისტემაზე.
19. კარნიტინი (Carnitine)- კარნიტინი მონაწილეობს ცხიმის მჟავების გრძელი ჯაჭვის შექმნის და
მათ ორგანიზმიდან გამოდევნის პროცესში. ღვიძლი და თირკმელები გამოიმუშავებენ კარნიტინს
ორი სხვა ამინომჟავისაგან - ლიზინის და მეტიონინისგან. კარნიტინი ორგანიზმს ხორცის და რძის
პროდუქტების საშუალებით მიეწოდება. განასხვავებენ რამდენიმე ტიპის კარნიტინს. D-კარნიტინი
საშიშია, რადგან ამცირებს ორგანიზმის მიერ კარნიტინის დამოუკიდებლად გამომუშავების უნარს.
L-კარნიტინი ამ მხრივ ნაკლებად სახიფათოდ ითვლება. ცხიმოვანი მარაგების ზრდის პროცესის
შეფერხების უნარის გამო L-კარნიტინი მნიშვნელოვანია წონის კლებისათვის და გულის
დაავადებების რისკის შესამცირებლად. ორგანიზმი კარნიტინს გამოიმუშავებს მხოლოდ საკმარისი
რაოდენობის ლიზინის, რკინის და B19 და B69 ენზიმების არსებობის დროს. კარნიტინის
დეფიციტის მიმართ ვეგეტარიანელები უფრო მგრძნობიარეები არიან, რადგან მათ რაციონში
შედარებით მცირეა ლიზინი. კარნიტინი ასევე ამაღლებს ანტიოქსიდანტების C და E ვიტამინების
ეფექტურობას. ითვლება, რომ ცხიმის შედეგიანი უტილიზაციისათვის კარნიტინის დღიური ნორმა
უნდა 1500 მილიგრამს შეადგენდეს.
ორნიტინი (Ornithine) - ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც ლ-არგინინის
და ლ-კარნიტინის კომბინაციაში ნივთიერებათა ცვლის პროცესში ჭარბი ცხიმის მეორად
გამოყენებას ასტიმულირებს. აუცილებელია ღვიძლის და იმუნური სისტემის
ფუნქციონირებისათვის.
პროლინი (Proline) - აუცილებელია ხრტილების და სახსრების გამართული
ფუნქციონირებისათვის, ასევე მონაწილეობს გულის კუნთების მუშაობასა და გაძლიერებაში.
სერინი (Serine) - მონაწილეობს ღვიძლის და კუნთების მიერ გლიკოგენის მარაგის შექმნაში.
აძლიერებს იმუნურ სისტემას, უზრუნველყოფს მას ანტისხეულებით, ნერვული ბოჭკოების
გარშემო ქმნის ცხიმის „შალითებს“.
ტაურინი (Taurine) - ასტაბილურებს მემბრანების აღგზნებადობას, რაც მნიშვნელოვანია
ეპილეფსიური შეტევების კონტროლისათვის. მნიშვნელოვანია მრავალი ბიოქიმიური ცვლილების
კონტროლისათვის, რომელსაც ადგილი აქვს დაბერების პროცესში. მონაწილეობს ორგანიზმის
თავისუფალი რადიკალებისაგან გათავისუფლების პროცესში.
ტიროზინი (Tyrosine) - პირობითად შეუცვლადი ამინომჟავაა, სინთეზირდება ორგანიზმის მიერ
არასაკმარისი რაოდენობით. ორგანიზმის მიერ ფენილალანინის ნაცვლად ცილების
სინთეზისათვის გამოიყენება. მისი წყაროა რძე, ხორცი, თევზი. ტვინი ტიროზინს
ნორეპინერფინის გამოსამუშავებლად მოიხმარს, რომელიც ამაღლებს მენტალურ ტონუსს.
ცისტინი (Cysteine) - პირობითად შეუცვლადი ამინომჟავაა, სინთეზირდება ორგანიზმის მიერ
არასაკმარისი რაოდენობით. თუ რაციონში საკამრისი რაოდენობის ცისტეინია, ორგანიზმს
შეუძლია ის მეტიონინის ნაცვლად გამოიყენოს ცილების გამოსამუშავებლად. ცისტინის წყაროა -
ხორცი, თევზი, სოიო, ხორბალი, შვრია. ცისტინი კვების მრეწველობაში როგორც ანტიოქსიდანტს
გამოიყენებენ მზა პროდუქტებში C ვიტამინის შესანარჩუნებლად.