Se ha denunciado esta presentación.
Utilizamos tu perfil de LinkedIn y tus datos de actividad para personalizar los anuncios y mostrarte publicidad más relevante. Puedes cambiar tus preferencias de publicidad en cualquier momento.

ბუნებრივი სტიქიური მოვლენები

3.692 visualizaciones

Publicado el

Publicado en: Educación
  • Inicia sesión para ver los comentarios

  • Sé el primero en recomendar esto

ბუნებრივი სტიქიური მოვლენები

  1. 1. პრეზენტატორი: ქეთევან ნანდოშვილი
  2. 2. წყალდიდობა არის ტერიტორიის მნიშვნელოვანი დატბორვა მდინარეში,ტბაში, ზღვაში, წყლის დონის აწევის შედეგად,რაც გამოწვეულია წყლის უხვი მოდინებით, თოვლის დნობით,თავსხმა წვიმებით ან ქარებისგან წყლის მორეკვით,მდინარის ჩახერგვით და სხვა მოვლენებით.
  3. 3. ტორანადო (ხშირად მოიხსენიება როგორც ციკლონი) — ძლიერი, საშიში, მბრუნავი ჰაერის სვეტი, რომელიც დედამიწის ზედაპირს ეხება და ღრუბლების შეჯახების დროს წარმოიქმნება. ტორნადო სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა, მაგრამ, ძირიათადად, შესქელებული საკვამურის ფორმა აქვს, რომლის ვიწრო მხარეც დედამიწიდან ყველაფერს ისრუტავს და ხშირად მტვრის ღრუბლებს ტოვებს.
  4. 4. ცუნამი (იაპ. 津波) — ოკეანის ძალიან დიდი სიგრძის გრავიტაციული ტალღები, რომლებიც უმთავრესად წარმოიქმნება ფსკერზე ან სანაპირო ზოლში მომხდარი მიწისძვრის,ვულკანური მოქმედებისა და სხვა ტექტონიკური პროცესების შედეგად.
  5. 5. მიწისძვრა — ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი.
  6. 6. ზვავი — მთის ფერდობზე მოძრავი თოვლის მასა. ზვავი სტიქიური, ხშირად კატასტროფული მოვლენაა.
  7. 7.  მეწყერი —მიწის მასების ან ქანების ფენის მოწყვეტა და გადაადგილება მთის კალთაზე ან ფერდობზე სიმძიმის ძალის გავლენით.
  8. 8.  მთისა და მთისწინა რეგიონებიდან დიდი რაოდენობით მთის ქანის ნანგრევის დაბლობში ჩამოტანა, რაც იწვევს ნიადაგის გადარეცხვასა და ფართობის დარიყვას
  9. 9.  ვულკანი (ლათ. Volcanus, Vulkan, ვულკანუს) — გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც შექმნილია დედამიწის ზედაპირზე დედამიწის ქერქიდან ამოფრქვეული ლავის გადაადგილების და გაცივების შედეგად. განასხვავებენ მოქმედ და ჩამქრალ ვულკანებს. ვულკანუსი რომაული მითოლოგიით ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველ ღმერთს ეწოდებოდა.

×