1. ფოლიუმის მჟავა და ორსულობა
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
VI კურსი IV-ა ჯგუფი ნინო ბურდიაშვილი
2. ფოლიუმის მჟავა
ფოლიუმის მჟავა ანუ პტეროილგლუტამინის მჟავა წყალში ხსნადი,
თერმოლაბილური ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნისა და
ნერვული სისტემისათვის.
ადამიანი მას ღებულობს მხოლოდ საკვებით ან მცირე რაოდენობით ნაწლავის
მიკროფლორის სინთეზირების შედეგად. ის შედის როგორც მცენარეულ ისე
ცხოველურ პროდუქტებში (ღვიძლი, ხორცი, სოკო, ისპანახი, მწვანე სალათი,
ბარდისებრთა ოჯახის მცენარეები, ახალი ხილი და ბოსტნეული, საფუარი, რძე).
აღსანიშნავია, რომ ქალისა და ძროხის რძე შეიცავს ფოლატების დაახლოებით
თანაბარ რაოდენობას (50ნგ/გ), ხოლო თხის რძეში მისი რაოდენობა 8-ჯერ
ნაკლებია.
ფოლიუმის მჟავა თერმოლაბილურია, რის გამოც კულინარიული დამუშავებისას
ფოლატების 50% იშლება, ამიტომ მისი დეფიციტის თავიდან ასაცილებად
აუცილებელია უმი ბოსტნეულისა და ხილის მიღება.
3. ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ხშირია ინდოეთში, ჩინეთში, მალაიზიაში, იქ სადაც
საკვებად თითქმის არ იყენებენ ხორცს, ბოსტნეულს კი დიდხანს ამუშავებენ თერმულად.
მაღალი იყო ავადობა (ფოლიუმ მაჟავას დეფიციტით გამოწვეული მეგალობლასტური
ანემია) კანადაში, ამერიკაში, ევროპის ქვეყნებში ინგლისში, შვედეთში და ა.შ.
XX საუკუნის ბოლოდან ამ ქვეყნებში ფორტიფიცირებული პროდუქტების გამოყენების
შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის ავადობა და ორსულთა და
ახალშობილთა პათოლოგიები (1, 2, 3,) [A]. შემცირდა ასევე გულსისხლძარღვთა
სისტემის დაავადების რიცხვიც.
4. ფოლიუმის მჟავას
მეტაბოლიზმი
▪ საკვებში შეჭიდულ
მდგომარეობაშია
▪ შეიწოვება თორმეტგოჯა და
წვრილი ნაწლავის პროქსიმალური
ნაწილიდან
▪ დეპონირება ხდება ღვიძლში
▪ 50% ელიმინირდება შარდთან
ერთად.
5. ვიტამინ B12-ის დახმარებით (უჯრედში მეთილტეტრაჰიდროფოლატი გარდაიქმნება
ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავად, რომელიც ტრანსფორმირდება პოლიგლუტამურ
ტეტრაჰიდროფოლატად). ფოლიუმის მჟავა (5,10 _ მეთილტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავას
სახით) მონაწილეობს ურიდინფოსფატიდან თიმიდინფოსფატის სინთეზში, ეს
უკანასკნელი კი დნმ-ის სინთეზში. მისი დეფიციტის დროს ირღვევა ამ ნუკლეინის მჟავას
სინთეზი სისხლმბად უჯრედებში და ვითარდება მეგალობლასტური ანემია.
6. ფოლიუმის მჟავას ძირათადი ნაწილი დეპონირდება ღვიძლში, მაგრამ მარაგი ძალიან
მცირეა და მხოლოდ 4-5 თვეს შეიძლება ეყოს ორგანიზმს, ჭარბი ხარჯვის ან არასაკმარისი
რაოდენობით მიღების შემთხვევაში.
ფოლიუმის მჟავას უტილიზაცია დამოკიდებულია კვების ხასიათზე, მის დამუშავებაზე.
სინთეზური ფოლიუმის მჟავა უკეთესად შეითვისება, ვიდრე საკვებით მიღებული.
ორსულებმა უნდა მიიღონ 600მკგ, მეძუძურებმა 500მკგ, დანარჩენებმა 400მკგ. საკვებით
მიღებული ფ.მ. 1მკგ საშუალოდ უდრის ფოლატის 0,6მკგ.
მეცნიერული გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ადამიანების უმეტესობა იმაზე ნაკლებ
ფოლიუმს მოიხმარს ვიდრე მას ესაჭიროება [A]. ამის გამო მე-20 საუკუნის ბოლოდან
ბევრ ქვეყანაში მიღებულ იქნა კანონი საკვები პროდუქტების აუცილებელი
ფორტიფიკაციის შესახებ.
7. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ორსულობისა და ლაქტაციის
პერიოდში ფოლიუმის მჟავას გამოყენებას.
ფოლიუმის მჟავას პროფილაქტიკურმა გამოყენებამ ორსულობის პერიოდში
მნიშვნელოვნად შეამცირა ახალშობილთა შორის spinabifida-ს რიცხვი. ამაზე
მიუთითებს 2007წ. CDC-ის მონაცემები [A].
დადგენილია, რომ ორსულებში ფოლიუმის მჟავას პროფილაქტიკური
კურსის გამოყენება ამცირებს ბავშვებში ასევე მწვავე ლიმფობლასტური
ლეიკემიების განვითარების რისკს [B].
8. ზურგის ტვინის თიაქარი
ანენცეფალია
თავის ტვინის თიაქარი
ნერვული ღეროს
დეფექტები
9. ფოლიუმის მჟავას მთავარი როლი
ნაყოფისათვის ნერვული ღეროს
განვითარებაა. ასევე ის მონაწილეობს დედის
ორგანიზმის უჯრედების განახლებასა და
მიტოზში.
ორსულობის მე-2 კვირაში იწყება ემბრიონის
თავის ტვინის აქტიური განვითარება.
ზუსტად ამ დროს მიტოზისათვის საჭირო В9
ვიტამინის მცირე დეფიციტმაც შეიძლება
სავალალოდ იმოქმედოს ,
სწრაფადგანვითარებადი და გაყოფადი
უჯრედებზწ (რომელთაც სწორედ ნერვული
ქსოვილის უჯრედები მიეკუთვნება)
შედეგებამდე მიგვიყვანოს.
ფოლიუმის მჟავა ასევე სისხლის ძირითადი
უჯრედების (ერითროციტები, ლეიკოციტები,
თრომბოციტები) წარმოქმნაში მონაწილეობს,
რაც მნიშვნელოვანია როგორც დედისათვის
ასევე ბავშვისთვის.
10. International retrospective cohort
study of neural tube defects in relation
to folic acid recommendations: are the
recommendations working?
▪ჩატარდა რეტროსპეკტრული კოჰორტული კვლევა თანდაყოლილი
დეფეცტების რეესტრის კონტროლით 13 ქვეყანაში (1988 to 1998 in Norway,
Finland, Northern Netherlands, England and Wales, Ireland, France
(Paris, Strasbourg, and Central East), Hungary, Italy (Emilia Romagna
and Campania), Portugal, and Israel)
დასკვნა. კლინიკურ კვლევებში ფოლიუმის მჟავას ეფექტურობის დამტკიცების
შემდეგ 6 წლის განმავლობაში მისი მიღების რეკომენდაციებს არ ჰქონდა
გავლენა ნერვული ღეროს დეფექტების ტენდენციებში. თუმცა ნერვული
ღეროს დეფეცტების ფოლიუმის მჟავათი პრევენციის ახალი შემთხვევების
რიცხვი იზრდებოდა. ამიტომ მიზანშეწონილი იქნებოდა საკვების
ფორტიფიცირების სწრაფი ინტეგრაცია და რეკომენდაციების სრულფასოვანი
შესრულება.
11. Rates of neural tube defects
(anencephaly and spina bifida)
per 10 000 births, 1988-98.
Shaded top portion indicates
terminated pregnancies. Arrow
indicates time of
recommendations in each
country. IRR=average rate of
change from one year to next
12. ფოლიუმის დოზირება
საკვებიდან ფოლიუმის მჟავათი ყველაზე მეტად მდიდარი მწვანე ბოსტნეულია
• რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა მიიღონ ფოლიუმის მჟავით მდიდარი
პროდუქტები;
• ყველა ქალმა, რომელიც გეგმავს ორსულობას უნდა მიიღოს ფოლიუმის მჟავა
0,4მგ დღეში, ორსულობის 12 კვირამდე;
• ქალებმა, რომლებმაც წინა ორსულობიდან გააჩინეს ბავშვები ნერვული
სისტემის პათოლოგიით, უნდა მიიღონ ფოლიუმის მჟავა 4მგ დღეში,
ორსულობის 12 კვირამდე [A];
• ფოლიუმის პრეპარატებს უპირატესობა ენიჭებათ პოლივიტამინებთან
შედარებით. ამონარიდი გაიდლაინიდან
13. მიღების ოპტიმალური
პერიოდი
ნერვული მილის დეფექტები
ვითარდება ორსულობის პირველი
28 დღის განმავლობაში
3 თვე ორსულობამდე და
3 თვე ორსულობის შემდეგ 0%
10%
20%
30%
40%
50%
60%
70%
1999 წ 2005 წ 2010 წ
14. Prevention of neural tube defects and maternal gestational diabetes
through the inositol supplementation: preliminary results.
ჩატარდა კვლევა, რათა გამოვლინდეს, რომ ინოზიტოლისა და ფოლიუმის მჟავას ჩასახვიდან
ორსულობის 24-ე კვირამდე მიღება, პირველ რიგში იცავს ნაყოფს ნერვული ღეროს
დეფექტების (NTD) განვითარებისაგან, და შემდგომ, ინოზიტოლის დამატების გამო,
შესაძლოა თრგუნავს დედათა გესტაციური დიაბეტის (GDM) აღმოცენებას.
დამუშავდა 2014-2016 წლებში მიღებული მონაცემები. კვლევებში მონაწილეობდნენ
ორსული ქალები დიაბეტი ტიპი2 და ჰიპერტონიის ოჯახური ანამნეზის გარეშე.
The control group (n = 72)
was only treated with
400 mcg/day folic acid.
The first group (n = 68 women)
was treated from the preconceptional period
until the 24th week of pregnancy with
1.75 g/day myo-inositol,
250 mg/day D-chiro-inositol,
12.5 mg/day Zinc pidolate,
100 mg/day methylsulfonylmethane,
120 mg/day Vitamin C
400 mcg/day (6S)-5-methyltetrahydrofolic acid.
ამ კვლევამ აჩვენა, რომ ინოზიტოლის
ჩასახვიდან დამატებამ შეამცირა GDMის
დაწყების რისკი და დაამტკიცა ფოლის
მჟავას მნიშვნელობა NTDს განვითარების
თავიდან აცილებაში.
16. შედეგები
აუტიზმის სპეცტრის დაავადებების ინტელექტუალურ ინვალიდობასთან
გავრცელება შეადგინა 0.26% (158 შემთხვევა 61934-დან) დედის
მუტივიტინების გამოყენებისას და 0,48% (430 შემთხვევა 90480 დან)
კვებითი დანამატების გარეშე ჯგუფში. შესაბამისად, მულტივიტამინების
გამოყენება რკინისა და ფოლიუმის მჟავის დამატებით დაკავშირებულია
ASD-ს უფრო დაბალ რისკთან (ფარდობის კოეფიციენტი 0.69, 95%
სანდოობის კოეფიციენტი 0.57დან 0.84მდე)
ანალოგიური მიდრეკილებები იქნა აღმოჩენიი დედმამიშვილების
კონტროლირებად ანალიზში, თუმცა ამ უკანასკნელის სანდოობის
ინტერვალი მოიცავდა 1.0 და, შესაბამისად, არ იყო სტატისტიკურად
ღირებული.
საბოლოო დასკვნით, დედის მიერ მულტივიტამინების დამატება
ორსულობისას, შეიძლება უკუპროპორციულად ასოცირდებოდეს ASDს
ინტელექტუალურ ინვალიდობასთან შთამომავლობაში.
რეკომენდირებულია შემდგომი კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით.
20. Maternal Multivitamin Intake, Plasma Folate and Vitamin B12
Levels and Autism Spectrum Disorder Risk in Offspring
▪მიზანი- გამოკვლეულ იქნას მულტივიტამინების დამატების პერსპექტივა
ორსულობისას და ნაყოფის ბიომარკერების მაჩვენებელი პლაზმური ფოლატის
დონე დაბადებისას და ბავშვში აუტიზმის სპექტრის დარღვევის რისკი (ASD)
შედეგები. საშუალო (3-5 ჯერ/კვირაში) დაკავშირებული იყო ASD-ს დაბალ
რისკთან, ხოლო დაბალი (<2 ჯერ/კვირაში) და მაღალი (>5ჯერ/კვირაში)
დაკავშირებულია ASD-ს რისკის გაზრდასთან. მშობიარობისას დედის
პლაზმაში ფოლატის მაღალი შემცველობა (>60,3 ნმოლი/) 2,5 ჯერ ზრდიდა
ASD-ს რისკს (95% სანდოობის ინტერვალი 1,3 - 4,6.
შედეგად მივიღედ U ფორმის დამოკიდებულობა დედათა მულტივიტამინების
მიღებასა და ნაყოფში ASD-ს განვითარებას შორის.
21. დასკვნა
ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა იმის შესახებ, ნამვილად
შეუძლია თუ არა ფოლიუმის ზედოზირებას აუტიზმის პროვოცირება.
უკანასკნელი კვლევები ამ მოსაზრების წამახალისებლად მოქმედებს,
მაგრამ რთულია იმის თქმაც რომ ფოლიუმის დოზის კონტროლით
აუტიზმის შემთხვევათა შემცირებაა შესაძლებელი.
დღეისათვის ფოლიუმის მიღება კვლავ არ ქრება პერინატალური
გაიდლაინებიდან, თუმცა კვლევები მიმდინარეობს და მალე
შესაძლოა ახალი რეალობის წინაშე დავდგეთ.
22. გამოყენებული ლიტერატურა
1. FSA. Board recommends mandatory fortification 17 May 2007;
2. Backing for folic acid in bread Retrieved on 2007-05-18;
3. BBC Experts back folic acid in flour 11 May 2007;
4. Rogers E.J. Has enhanced folate status during pregnancy altered natural selection a
possibly autism prevalence? A closer look. Med. Hypotheses. 2015;71:406–410
5. Jon B. Prevalence of autism spectrum disorder: Autism developmental disabilities
monitoring network, 14 sites, United States, 2014
6. Desai A., Sequeira J.M., Quadros E.V. The metabolic basis for developmental disorder
due to defective folate transport. Biochimie. 2016;345–349
7. Lorenzo D Botto, senior fellow, Alessandra Lisi, epidemiologist, Elisabeth Robert-
Gnansia, programme director, ect. International retrospective cohort study of neura
tube defects in relation to folic acid recommendations: are the recommendations
working? BMJ. 2005 Mar 12; 330(7491): 571.
23. 8. Dell'Edera D1, Sarlo F, Allegretti A, Epifania AA, Simone F, Lupo MG, Benedetto M, D'Apice MR,
Capalbo A. Prevention of neural tube defects and maternal gestational diabetes through the
inositol supplementation: preliminary results. Eur Rev Med Pharmacol Sci. 2017
Jul;21(14):3305-3311.
9. Elizabeth A DeVilbiss, postdoctoral researcher, Cecilia Magnusson, adjunct professor, Renee
M Gardner, assistant professor, Dheeraj Rai, consultant senior lecturer, Craig J Newschaffer,
professor , Kristen Lyall, assistant professor, Christina Dalman, professor, Brian K Lee,
associate professor. Antenatal nutritional supplementation and autism spectrum disorders
in the Stockholm youth cohort: population based cohort study. BMJ 2017; 359
10. Raghavan R, Riley AW, Volk H, Caruso D, Hironaka L, Sices L, Hong X, Wang G, Ji Y, Brucato M,
Wahl A, Stivers T, Pearson C, Zuckerman B, Stuart EA, Landa R, Fallin MD, Wang X. Maternal
Multivitamin Intake, Plasma Folate and Vitamin B12 Levels and Autism Spectrum Disorder
Risk in Offspring. Paediatr Perinat Epidemiol. 2017 Oct 6.
11. http://moh.gov.ge/ka/guidelines/
გამოყენებული ლიტერატურა