SlideShare a Scribd company logo
1 of 18
Download to read offline
მშვიდობა მოგცეთ ყოველთა,უფლის მადლი და წყალობა !
ღმერთმა გისმინოთ ყოველი თხოვნა,ლოცვა და გალობა !
ამბავს გიამბობთ საკვირველს,იყო და გაქრა უკვალოდ.
არ ვიცი ხილვა იყო თუ მხოლოდ სიზმარი უბრალო;
იყო,თუ არა იყო რა,არ ვიცი ნეტავ რა იყო ?
ჩემს საძინებელ ოთახში,ერთხელ, სარკმელი გაიღო
და ანგელოზი გამოჩნდა,ულამაზესი ფრთოსანი,
მშვენიერება ისეთი,ვერ აღწერს ალბათ მგოსანი;
შევყურებ ღვთიურ არსებას შიშით და ფერისცვალებით,
სუნთქვა შემეკრა დაბნეულს,ცრემლით ამევსო თვალები;
ნუ ტირიხარო,ნუ შფოთავ,საშიში არაფერია,
უფლის სურვილით მხედავო–მითხრა ციურმა ფერიამ;
ღვთის განგებითო იხილავ,ერთ ამბავს ამა სოფლისა,
შენ კი სუყველას ამცნეო,ნება არისო უფლისა.
ეხლა დახუჭე თვალები,ჩემს მზერას ნუღარ ბედავო
და კარგად დაიმახსოვრე,რასაც ისმენ და ხედავო.
***
ვხედავ ქალი დგას ხატებთან,მოკრძალებული იერით,
უფალს შეჰყურებს მდუმარედ,სევდა აწუხებს ძლიერი;
სიტყვებს ეძიებს შესაფერს,უჭირს ლოცვების დაწყება.
საბრალო მძიმედ სუნთქავს და თვალებს ცრემლები აწვება;
შანდალს ცრემლებად ეღვრება სანთელი დანადინარი,
თითქოს თვითონაც ტირისო,სანთელი მადლით მდიდარი,
ქალი მუხლებზე ეშვება,მანდილს იფარებს სარქმელად
და როგორც იქნა ეხსენა ბაგე ლოცვების სათქმელად:
***
„ცისა და ქვეყნის მეუფევ,ღმერთო ძლიერო,მაღალო,
ნუ გამიწყრები მე ცოდვილს,თუკი წუწუნით დაგღალო,
გაივსო გული დარდით და ვეღარ გავუძლებ მეტსაო,
ბევრი ვითმინე ისედაც,ვეგუებოდი ბედსაო;
ყველაფერს ისე ვასრულებ,როგორც წესი და რიგია,
კანონებს ვემორჩილები,რაც ვიცი,რაც გამიგია,
უნაკლოდ ვიცავ ,უფალო,რაც ჩვენთვის დაგიდგენია.
ვინ იცის,ღმერთო,ლოცვისას,რამდენი ცრემლი მდენია ?
სახარებასაც ვკითხულობ,წმიდა მამების წერილებს,
მეტანიებსაც ვასრულებ,ლოცვებში ჩამოწერილებს;
წმინდანთა ტროპარ–კონდაკებს არ ვაცდენ ვისი დღეც არის,
აქატისტოებს,ასევე,ვკითხულობ,მე უმეცარი;
წირვას არ ვაცდენ ტაძარში,დაუზარელად დავდივარ,
ხატებთან სანთელს ვანთებ და შესაწირავსაც ჩავდივარ;
ვმარხულობ,როგორც წესია,ვასრულებ ყველა მცნებასა,
აღსარებასაც ვაბარებ, ვღებულობ ზიარებასა;
ჩემი ცოდვები,უფალო,შენ მაინც იცი,რამდენი,
მოვინანიე სუყველა და აღარა ვარ ჩამდენი;
ვცდილობ არავის ვავნო და არ ვაწყენინო არავის.
ასე ვცდილობდი მეცხოვრა,ცოდვილს,სიკვდილის კარამდის;
მაგრამ უფალო,მითხარი,რა დაგიშავე ნეტავი ?
ამდენს განსაცდელს გაუძლებს ეს გული დარდით მფეთქავი ?
რაც შენ სასჯელი მარგუნე,უამრავ ცოდვილს ეყოფა.
გადავიღალე,უფალო,გთხოვ,აღარ გინდა,მეყოფა !
გამწარებული ქალი ვარ,უბედური და უშვილო,
არც თვალზე ცრემლი მაკლია,არც ღამეები უძილო,
სნეულებებმა შეჭამეს ჩემი სული და სხეული,
ნეტავ სიკვდილმა დამიცხროს ეს ტკივილები წყეული;
რად მიმატოვე ნეტავი,რად გამიმწარე ქალობა ?
რა იქნებოდა ჩემთვისაც,გამოგემეტა წყალობა ?
მხოლოდ ეს მიკვირს უფალო,ამაზე მტკივა გულიო,
რატომ ერთხელ არ მოხვედი,სადა ხარ დაკარგულიო ?
რასაც მე ვითმენ, უფალო,ნუთუ ვერაფერს ხედავო ?
რატომ მაწამებ ამდენი განსცდელებით ნეტავო;
ჩემი ცოდვების სანაცვლოდ რაც აღსარება გაბარე,
ნუთუ არ არის საკმაო ? გემუდარები,მაკმარე !
გთხოვ ,მაპატიო მე ცოდვილს,რადგან გავბედე ამდენი,
ალბათ ბევრი გაქვს საფიქრი,ჩემსავით გიხმობს რამდენი;
მაგრამ,რა ვუყო უფალო ? მტკივა სული და სხეული,
შენს მოლოდინში გავიდა ცხოვრება ტანჯვად ქცეული“
***
გაოგნებული შევყურებ,გულს მიკლავს ქალის ტირილი.
ნეტავ შემეძლოს ჩემს თავზე ავიღო მისი ტკივილი;
ნეტავ რა უჭირს ასეთი,ასე მწარედ რომ ქვითინებს ?
ვგრძნობ,რომ ასეთი სიტყვებით ღმერთსაც აყენებს ტკივილებს;
...და ჰოი,გასაოცრებავ,უცებ ვიხილე ნათება
მზე დაეშვაო მეგონა,გალობა იწყეს ხატებმა,
უფლის ხატიდან ნათელი გარდმოედინა ღვთიური,
ალაპარაკდა ღმერთი და მეუფე მარადიული:
***
ჩემო საბრალო ასულო,რამ დაგისველა თვალები ?
ნეტავ იცოდე,თუ როგორ მიყვარხარ და მებრალები,
ნუთუ გგონია ნაკლებად განვიცდი მე შენს დარდსაო,
ნუთუ ფიქრობ რომ ვერ ვხედავ მე შენს ავს და შენს კარგსაო ?
დაბადებიდან მოგყვები,ყოველ წუთს,ყოველ წამსაო,
არ ჩაგისუნთქავს ჰაერი,მე რომ არ გედგე თავსაო,
ყოველი შენი ნაბიჯი,ჩემს გულზე ტოვებს კვალსაო,
მე შენი ცრემლი ათასჯერ მეტად მისველებს თვალსაო;
დღეში რამდენჯერ მოვდივარ,შენ ვერ დაითვლი ამასო,
რამდენჯერ გაწვდი ცრემლებით საკურნებელსა წამალსო,
მაგრამ რაკიღა ვერა მგრძნობ,ვერ დაგანახე გულიო,
მაშინ მისმინე ასულო,კარგად დამიგდე ყურიო:
გახსოვს,პატარა გოგონა,ერთხელ,ჩავარდი ტბაშიო,
ვერ მოგეშველა მშობელი,ხელებს იცემდა თავშიო,
კაცი გადმოხრტა საშველად,დროზე წაგავლო ხელიო?
ის კაცი მაშინ მე ვიყავ,მე ვიყავ შენი მშველიო.
ისიც ხომ გახსოვს პატარას,როგორ გეძგერა გველიო,
ტყეში გიპოვა მარტო და სიკვდილის გისვა ცელიო;
მოხუცმა ქალმა გიწამლა,უეცრად გაჩენილმაო ?
ის ქალიც მაშინ მე ვიყავ,ვინც უცებ მოგარჩინაო;
გახსოვს,ნასვამი მართავდა კაცი მანქანას სიჩქარით,
უეცრად საჭე აუცდა,შენსკენ მოქროდა ვით ქარი;
გზაზე მდგარ მუხას შეასკდა? მე კი კვლავ მინდა აგიხსნა,
ის მუხაც მაშინ მე ვიყავ,ვინც სიკვდილისგან დაგიხსნა.
შენ არც კი იცი,რამდენი ხიფათი გამოგარიდე,
სიკვდილს რამდენჯერ მოგტაცე(მზად არ იყავი ჯერ კიდევ),
მე რომ არ მყავდე მრავალჯერ ბოროტისაგან დაცული,
აწ იქნებოდი ათასჯერ დაბლა ჯოჯოხეთს ჩასული;
მაგრამ სხვა დროსაც ვყოფილვარ შენთან მოსული,მხმობელი,
შენ ვერ მიცანი ვერასდროს,შენი ღმერთი და მშობელი.
რამდენჯერ გამოგიწოდე ღვთიური სიყვარულიო ,
შენ ხელსა მკრავდი ყოველთვის,ვერ მოგიბრუნე გულიო;
ერთხელ ქუჩაში დავარდნილ კაცთან სულ ახლოს მიხვედი,
მან ხელი გამოგიწოდა,ხურდა მოგთხოვა მცირედი,
ზიზღით შეხედე „შე ლოთო,სადა მაქვს შენთვის ფულიო“.
ის კაცი მაშინ მე ვიყავ–მშიერი,დაჩაგრულიო;
თუ გახსოვს ერთხელ ბიჭუნამ,მოგიკაკუნა კარზეო,
ჭუჭყიან–ჩამოხეულმა:– „მშია,მაჭამე რამეო“,
შენ ნარჩენები მიუგდე,ნაგვისთვის გამზადებული.
ის ბიჭიც მაშინ მე ვიყავ–მიუსაფარი,ეული;
თუ გახსოვს,ქალმა შავტუხამ,ბავშვით მიბმულმა მკერდზედა,
ფული გთხოვა და საკოცნად გამოიწია ხელზედა,
არ გაიკარე „ბინძური“ ბოშა,ფულების მთხოვნელი.
ის ბავშვი მაშინ მე ვიყავ,ქალი კი ღვთისა მშობელი;
ვინ იცის კიდევ რამდენჯერ,გთხოვე სითბო და წყალობა.
ვისი სახელით არ ვცადე მე შენი გულის გალღვობა.
ხან დედის სახით მოვედი,ხან მეუღლის და ხანაც დის.
შენ კი სუყველა იმდურე,არ მოუსმინე არავის.
ბოლოს შვილადაც მოვედი,სიცოცხლის წყაროდ გაქციე,
მე შენს სხეულში დავსახლდი და დედად გადაგაგციე.
შენ კი,უგნურო,რა ჰქენი? (ფიქრიც კი მიჭირს ამაზე),
ამომიკვეთე საშოდან და გადამაგდე ნაგავზე;
ახლა კი იმის მაგივრად,სირცხვილისაგან იწვოდე,
დამდგარხარ ჩემი ხატის წინ და მე უგულოს მიწოდებ,
განა ცოდვებზე ტირიხარ,განა სინდისი გიყივლებს,
განსაცდელს რად მარგუნებო,რად მიგზავნიო ტკივილებს;
შენ რომ სინდისი გტკიოდეს,შენ რომ შეცდომებს გლოვობდე,
არ დამისვამდი შეკითხვას და მენდობოდი ბოლომდე,
მაგრამ რადგანაც ვერა გრძნობ,ცოდვების გამო სინანულს,
სწორედ ამიტომ ვერ ხედავ ჩემს წყალობას და სიყვარულს;
რამდენჯერ გთხოვე სიკეთე,შენ მომექეცი ავადა,
განა მე რამე მინდოდა,სიყვარული ვარ თავადა;
შენს სულს უჭირდა ვიცოდი,რადგან არაფრით დამდაბლდა,
შიგ სათნოებას ვეძებდი,ჩემთან მოსასვლელს მადლადა;
მაგრამ ვაი,რომ ამაოდ დავშვერი მოსაქცევადა,
მხოლოდ ზერელედ გიყვარვარ, „რწმენა“ კი გექცა ჩვევადა,
უფლის მცნებებით ცხოვრებას მხოლოდ მაშინ აქვს მიზანი,
თუ ყოველ გაჭირვებულსა და უმწეოში მიცანი;
თუ სხვისი ცრემლი,ტკივილი,გაითავისე თვისადა,
მადლს,სათნოებას,წყალობას არ ჩათვლი საქმედ სხვისადა,
აკი გითხარი მრავალჯერ:–საქმემან გამოგაჩინოს,
ცხვარი თხებისგან უფალმა სიკეთით გამოგარჩიოს;
ლოცვებს ამბობ და წირვაზეც დადიხარ,ეს კი კარგია,
მაგრამ მთავარი ის არის,შენს სულს თუ რამე არგია;
ათას უგულო ლოცვას და წესების დაცვას,იცოდე,
სულ ერთი სიტყვა მიჯობს, თუ “უფალო“–ს გულით მიწოდებ;
ის კი არ არის მთავარი,ვინა გყავს მოძღვრად რჩეული,
რას ამბობს შენა ენა და რასა იქმს შენი სხეული,
ათასჯერ მეტად მიზიდავს გული სიკეთით დამთვრალი–
თბილი,სათნო და უმანკო,ღვთის სიყვარულით გამთბარი;
მაგრამ განსაცდელს უამრავს გიგზავნი ჩემო ასულო,
დარდსა და ნაღველს არ გაკლებ,ადამიანო ზრდასრულო,
რადგან ვერ იცან ძვირფასო,ჩემი გზა სიყვარულისა,
იქნებ ტკივილმა აღგიძრას ცრემლები სინანულისა ?
ყოველი სნეულებანი ჩემგან მოსულნი წყლულითა,
საჩუქარია თქვენდამი უზომო სიყვარულითა,
რათა ამ გზითღა განვწმინდო თქვენი სნეული სულები,
რომ ცათა სასუფევლისთვის არ გახდეთ დაკარგულები;
უსიყვარულოდ ლოცვები ფუჭია,სიტყვა უქმისა,
უსინანულოდ ვერ ირგებთ სისხლსა და ხორცსა უფლისა;
ვინც ჩემი ჯვარი იტვირთა,ბოლომდე უნდა ატაროს,
ყველა ბორცვსა და ბილიკზე ღირსებით გამოატაროს;
ამიტომ ყველა განცდა და ყველა უზომო ტკივილი
მორჩილად უნდა მიიღოთ და არ დაიწყოთ ჩივილი.
ვინც ღისრეულად დაითმენს,ყველა ტანჯვას და განსაცდელს,
ბოლოს მიიღებს გასაღებს ღვთის სასუფევლის გასახსნელს;
საყვედურები შენგანაც,იცოდე,არა მწყენია,
ყოველი შენი ტკივილი მე ასჯერ მეტად მტკენია.
ნატანჯი,დამწუხრებული შენზე ნაკლებად როდი ვარ?
მაგრამ სხვა გზა რომ ვერ ვნახე,შენთან ტკივილით მოვდივარ;
მეც შენთან ერთად ვტირივარ,შენთან განვიცდი დარდსაო,
შენს ტკივილებში ვზივარ და ვებრძვი ბოროტს და ავსაო;
ვნებებს ებრძოლე,ნუ ფიქრობ მე ცუდი ვარ და შენ კარგი.
„ზოგჯერ წამალი მწარეა,მაგრამ სულისთვის შესარგი“
მე ისე ძლიერ მიყვარხარ,შენ ვერ გაიგებ ამასა,
ბოლოს ერთს გეტყვი,გასწავლი ყველაზე ძლიერ წამალსა:
სასჯელი ცოდვას მოყვება,სულია განსაკურნელი.
ყოველი ცოდვის წამალი, სინანულია გულწრფელი.
***
ქალი უფლის ხატს შეჰყურებს,ვერ გარკვეულა,რა მოხდა,
მერე ცრემლებად დაიქცა, კვნესა–ტირილი აღმოხდა:
მაპატიეო,უფალო,ბრმა ვყოფილვარო უგნური,
რა ღირსი ვარო ვისმინო შენი ტკბილი ხმა ღვთიური ?
თურმე რამდენჯერ უჩუმრად,ზღვა სიყვარულით ამავსე,
თურმე რამდენჯერ გატკინე,გული სითბოთი აღსავსე,
შენ ხარო ჩემი ღმერთი და მზრუნველი მამა კეთილი.
–გულში ჩაიკრა ხატი და დაკოცნა ყველა წერტილი.
***
გაოგნებული შევყურებ,ხილვა იყო თუ სიზმარი?
ღმერთო,ეს მართლა ხდება თუ მე მეჩვენება?–მითხარი;
მეც ხომ იგივე მეკუთვნის,მეც ხომ არა ვარ უბრალო?
ყველაფერს მივხვდი,უგნური, ეს ქალი მეც ვარ,უფალო;
ჩემი პირიდან რამდენი,უსამართლობა ისმინე,
ჩემს გამოც,ღმერთო,ვინ იცის,რა ტკივილები ითმინე ?
რა ბრმები ვართ და უვიცნი,შენი შვილები ყოველი,
კიდევ ვბედავთ და უფლისგან მხოლოდ წყალობას მოველით.
***
იყო,თუ არა იყო რა,არ ვიცი ნეტავ რა იყო ?
ჩემს საძინებელ ოთახში,ერთხელ, სარკმელი გაიღო...
მე ანგელოზმა მანახა უფლის არსი და რაობა,
მანახა რა ვარ უღმერთოდ–მტვერი და არარაობა.
მშვიდობა მოგცეთ ყოველთა,უფლის მადლი და წყალობა !
ღმერთმა გისმინოთ ყოველი თხოვნა,ლოცვა და გალობა !
ესე ამბავი ნათქვამი ავტორის მონაგონია,
მაგრამ,ჩემსავით,ბევრისთვის ჭკუის სასწავლი მგონია.
ღმერთმა დაგლოცოთ !
„მართლმადიდებლობა ან იკვდილი“ 6 მარტი,2015
ლოცვა
ლოცვა
ლოცვა
ლოცვა

More Related Content

Viewers also liked

D01_Gruppo-editoriale-lespresso-Madonna
D01_Gruppo-editoriale-lespresso-MadonnaD01_Gruppo-editoriale-lespresso-Madonna
D01_Gruppo-editoriale-lespresso-MadonnaVincenzo Madonna
 
Animalele
AnimaleleAnimalele
AnimaleleAna-Gri
 
Moje podjetje – moje sanje
Moje podjetje – moje sanje Moje podjetje – moje sanje
Moje podjetje – moje sanje Sabina Gosenca
 
Tas 1 ( redrafted)
Tas 1 ( redrafted)Tas 1 ( redrafted)
Tas 1 ( redrafted)edie567
 
Analysis about University Homepage
Analysis about University HomepageAnalysis about University Homepage
Analysis about University HomepageMena Govindasamy
 
Influenta factorilor de_mediu_asupra_corpurilor_cu_viata
Influenta factorilor de_mediu_asupra_corpurilor_cu_viataInfluenta factorilor de_mediu_asupra_corpurilor_cu_viata
Influenta factorilor de_mediu_asupra_corpurilor_cu_viataAna-Gri
 
Learn objective 2
Learn objective 2Learn objective 2
Learn objective 2Hantao Mai
 
Vreausastiu
VreausastiuVreausastiu
VreausastiuAna-Gri
 
урегулирование конфликтов
урегулирование конфликтовурегулирование конфликтов
урегулирование конфликтовEgorovaNataliya
 
Transmigrasi Semi Swakarsa - Alternatif Permukiman Kembali Warga Eks Bantaran...
Transmigrasi Semi Swakarsa - Alternatif Permukiman Kembali Warga Eks Bantaran...Transmigrasi Semi Swakarsa - Alternatif Permukiman Kembali Warga Eks Bantaran...
Transmigrasi Semi Swakarsa - Alternatif Permukiman Kembali Warga Eks Bantaran...CityChanger
 
6 Fashion Trends to Watch Out for in 2015 (Infographic)
6 Fashion Trends to Watch Out for in 2015 (Infographic)6 Fashion Trends to Watch Out for in 2015 (Infographic)
6 Fashion Trends to Watch Out for in 2015 (Infographic)Tia Tights
 

Viewers also liked (20)

writing sample redacted
writing sample redactedwriting sample redacted
writing sample redacted
 
LO7 physics 101
LO7 physics 101LO7 physics 101
LO7 physics 101
 
D01_Gruppo-editoriale-lespresso-Madonna
D01_Gruppo-editoriale-lespresso-MadonnaD01_Gruppo-editoriale-lespresso-Madonna
D01_Gruppo-editoriale-lespresso-Madonna
 
Panchseel Greens ii
Panchseel Greens ii  Panchseel Greens ii
Panchseel Greens ii
 
Animalele
AnimaleleAnimalele
Animalele
 
LCron_FinalPPP
LCron_FinalPPPLCron_FinalPPP
LCron_FinalPPP
 
Moje podjetje – moje sanje
Moje podjetje – moje sanje Moje podjetje – moje sanje
Moje podjetje – moje sanje
 
Line Pipe Distributor
Line Pipe DistributorLine Pipe Distributor
Line Pipe Distributor
 
Tas 1 ( redrafted)
Tas 1 ( redrafted)Tas 1 ( redrafted)
Tas 1 ( redrafted)
 
Analysis about University Homepage
Analysis about University HomepageAnalysis about University Homepage
Analysis about University Homepage
 
Ratan pearls
Ratan pearlsRatan pearls
Ratan pearls
 
Flats Noida Extention
Flats Noida ExtentionFlats Noida Extention
Flats Noida Extention
 
Influenta factorilor de_mediu_asupra_corpurilor_cu_viata
Influenta factorilor de_mediu_asupra_corpurilor_cu_viataInfluenta factorilor de_mediu_asupra_corpurilor_cu_viata
Influenta factorilor de_mediu_asupra_corpurilor_cu_viata
 
MVR Profile (+Wave)
MVR Profile (+Wave)MVR Profile (+Wave)
MVR Profile (+Wave)
 
Learn objective 2
Learn objective 2Learn objective 2
Learn objective 2
 
Vreausastiu
VreausastiuVreausastiu
Vreausastiu
 
урегулирование конфликтов
урегулирование конфликтовурегулирование конфликтов
урегулирование конфликтов
 
How to play with your organizations
How to play with your organizationsHow to play with your organizations
How to play with your organizations
 
Transmigrasi Semi Swakarsa - Alternatif Permukiman Kembali Warga Eks Bantaran...
Transmigrasi Semi Swakarsa - Alternatif Permukiman Kembali Warga Eks Bantaran...Transmigrasi Semi Swakarsa - Alternatif Permukiman Kembali Warga Eks Bantaran...
Transmigrasi Semi Swakarsa - Alternatif Permukiman Kembali Warga Eks Bantaran...
 
6 Fashion Trends to Watch Out for in 2015 (Infographic)
6 Fashion Trends to Watch Out for in 2015 (Infographic)6 Fashion Trends to Watch Out for in 2015 (Infographic)
6 Fashion Trends to Watch Out for in 2015 (Infographic)
 

ლოცვა

  • 1. მშვიდობა მოგცეთ ყოველთა,უფლის მადლი და წყალობა ! ღმერთმა გისმინოთ ყოველი თხოვნა,ლოცვა და გალობა ! ამბავს გიამბობთ საკვირველს,იყო და გაქრა უკვალოდ. არ ვიცი ხილვა იყო თუ მხოლოდ სიზმარი უბრალო;
  • 2. იყო,თუ არა იყო რა,არ ვიცი ნეტავ რა იყო ? ჩემს საძინებელ ოთახში,ერთხელ, სარკმელი გაიღო და ანგელოზი გამოჩნდა,ულამაზესი ფრთოსანი, მშვენიერება ისეთი,ვერ აღწერს ალბათ მგოსანი; შევყურებ ღვთიურ არსებას შიშით და ფერისცვალებით, სუნთქვა შემეკრა დაბნეულს,ცრემლით ამევსო თვალები; ნუ ტირიხარო,ნუ შფოთავ,საშიში არაფერია, უფლის სურვილით მხედავო–მითხრა ციურმა ფერიამ; ღვთის განგებითო იხილავ,ერთ ამბავს ამა სოფლისა, შენ კი სუყველას ამცნეო,ნება არისო უფლისა. ეხლა დახუჭე თვალები,ჩემს მზერას ნუღარ ბედავო და კარგად დაიმახსოვრე,რასაც ისმენ და ხედავო. *** ვხედავ ქალი დგას ხატებთან,მოკრძალებული იერით, უფალს შეჰყურებს მდუმარედ,სევდა აწუხებს ძლიერი; სიტყვებს ეძიებს შესაფერს,უჭირს ლოცვების დაწყება. საბრალო მძიმედ სუნთქავს და თვალებს ცრემლები აწვება;
  • 3. შანდალს ცრემლებად ეღვრება სანთელი დანადინარი, თითქოს თვითონაც ტირისო,სანთელი მადლით მდიდარი, ქალი მუხლებზე ეშვება,მანდილს იფარებს სარქმელად და როგორც იქნა ეხსენა ბაგე ლოცვების სათქმელად: *** „ცისა და ქვეყნის მეუფევ,ღმერთო ძლიერო,მაღალო, ნუ გამიწყრები მე ცოდვილს,თუკი წუწუნით დაგღალო, გაივსო გული დარდით და ვეღარ გავუძლებ მეტსაო, ბევრი ვითმინე ისედაც,ვეგუებოდი ბედსაო; ყველაფერს ისე ვასრულებ,როგორც წესი და რიგია, კანონებს ვემორჩილები,რაც ვიცი,რაც გამიგია, უნაკლოდ ვიცავ ,უფალო,რაც ჩვენთვის დაგიდგენია. ვინ იცის,ღმერთო,ლოცვისას,რამდენი ცრემლი მდენია ? სახარებასაც ვკითხულობ,წმიდა მამების წერილებს, მეტანიებსაც ვასრულებ,ლოცვებში ჩამოწერილებს; წმინდანთა ტროპარ–კონდაკებს არ ვაცდენ ვისი დღეც არის, აქატისტოებს,ასევე,ვკითხულობ,მე უმეცარი;
  • 4. წირვას არ ვაცდენ ტაძარში,დაუზარელად დავდივარ, ხატებთან სანთელს ვანთებ და შესაწირავსაც ჩავდივარ; ვმარხულობ,როგორც წესია,ვასრულებ ყველა მცნებასა, აღსარებასაც ვაბარებ, ვღებულობ ზიარებასა; ჩემი ცოდვები,უფალო,შენ მაინც იცი,რამდენი, მოვინანიე სუყველა და აღარა ვარ ჩამდენი; ვცდილობ არავის ვავნო და არ ვაწყენინო არავის. ასე ვცდილობდი მეცხოვრა,ცოდვილს,სიკვდილის კარამდის; მაგრამ უფალო,მითხარი,რა დაგიშავე ნეტავი ? ამდენს განსაცდელს გაუძლებს ეს გული დარდით მფეთქავი ? რაც შენ სასჯელი მარგუნე,უამრავ ცოდვილს ეყოფა. გადავიღალე,უფალო,გთხოვ,აღარ გინდა,მეყოფა ! გამწარებული ქალი ვარ,უბედური და უშვილო, არც თვალზე ცრემლი მაკლია,არც ღამეები უძილო, სნეულებებმა შეჭამეს ჩემი სული და სხეული, ნეტავ სიკვდილმა დამიცხროს ეს ტკივილები წყეული;
  • 5. რად მიმატოვე ნეტავი,რად გამიმწარე ქალობა ? რა იქნებოდა ჩემთვისაც,გამოგემეტა წყალობა ? მხოლოდ ეს მიკვირს უფალო,ამაზე მტკივა გულიო, რატომ ერთხელ არ მოხვედი,სადა ხარ დაკარგულიო ? რასაც მე ვითმენ, უფალო,ნუთუ ვერაფერს ხედავო ? რატომ მაწამებ ამდენი განსცდელებით ნეტავო; ჩემი ცოდვების სანაცვლოდ რაც აღსარება გაბარე, ნუთუ არ არის საკმაო ? გემუდარები,მაკმარე ! გთხოვ ,მაპატიო მე ცოდვილს,რადგან გავბედე ამდენი, ალბათ ბევრი გაქვს საფიქრი,ჩემსავით გიხმობს რამდენი; მაგრამ,რა ვუყო უფალო ? მტკივა სული და სხეული, შენს მოლოდინში გავიდა ცხოვრება ტანჯვად ქცეული“ *** გაოგნებული შევყურებ,გულს მიკლავს ქალის ტირილი. ნეტავ შემეძლოს ჩემს თავზე ავიღო მისი ტკივილი; ნეტავ რა უჭირს ასეთი,ასე მწარედ რომ ქვითინებს ? ვგრძნობ,რომ ასეთი სიტყვებით ღმერთსაც აყენებს ტკივილებს;
  • 6. ...და ჰოი,გასაოცრებავ,უცებ ვიხილე ნათება მზე დაეშვაო მეგონა,გალობა იწყეს ხატებმა, უფლის ხატიდან ნათელი გარდმოედინა ღვთიური, ალაპარაკდა ღმერთი და მეუფე მარადიული: *** ჩემო საბრალო ასულო,რამ დაგისველა თვალები ? ნეტავ იცოდე,თუ როგორ მიყვარხარ და მებრალები, ნუთუ გგონია ნაკლებად განვიცდი მე შენს დარდსაო, ნუთუ ფიქრობ რომ ვერ ვხედავ მე შენს ავს და შენს კარგსაო ? დაბადებიდან მოგყვები,ყოველ წუთს,ყოველ წამსაო, არ ჩაგისუნთქავს ჰაერი,მე რომ არ გედგე თავსაო, ყოველი შენი ნაბიჯი,ჩემს გულზე ტოვებს კვალსაო, მე შენი ცრემლი ათასჯერ მეტად მისველებს თვალსაო; დღეში რამდენჯერ მოვდივარ,შენ ვერ დაითვლი ამასო, რამდენჯერ გაწვდი ცრემლებით საკურნებელსა წამალსო, მაგრამ რაკიღა ვერა მგრძნობ,ვერ დაგანახე გულიო, მაშინ მისმინე ასულო,კარგად დამიგდე ყურიო:
  • 7. გახსოვს,პატარა გოგონა,ერთხელ,ჩავარდი ტბაშიო, ვერ მოგეშველა მშობელი,ხელებს იცემდა თავშიო, კაცი გადმოხრტა საშველად,დროზე წაგავლო ხელიო? ის კაცი მაშინ მე ვიყავ,მე ვიყავ შენი მშველიო. ისიც ხომ გახსოვს პატარას,როგორ გეძგერა გველიო, ტყეში გიპოვა მარტო და სიკვდილის გისვა ცელიო; მოხუცმა ქალმა გიწამლა,უეცრად გაჩენილმაო ? ის ქალიც მაშინ მე ვიყავ,ვინც უცებ მოგარჩინაო; გახსოვს,ნასვამი მართავდა კაცი მანქანას სიჩქარით, უეცრად საჭე აუცდა,შენსკენ მოქროდა ვით ქარი; გზაზე მდგარ მუხას შეასკდა? მე კი კვლავ მინდა აგიხსნა, ის მუხაც მაშინ მე ვიყავ,ვინც სიკვდილისგან დაგიხსნა. შენ არც კი იცი,რამდენი ხიფათი გამოგარიდე, სიკვდილს რამდენჯერ მოგტაცე(მზად არ იყავი ჯერ კიდევ), მე რომ არ მყავდე მრავალჯერ ბოროტისაგან დაცული, აწ იქნებოდი ათასჯერ დაბლა ჯოჯოხეთს ჩასული;
  • 8. მაგრამ სხვა დროსაც ვყოფილვარ შენთან მოსული,მხმობელი, შენ ვერ მიცანი ვერასდროს,შენი ღმერთი და მშობელი. რამდენჯერ გამოგიწოდე ღვთიური სიყვარულიო , შენ ხელსა მკრავდი ყოველთვის,ვერ მოგიბრუნე გულიო; ერთხელ ქუჩაში დავარდნილ კაცთან სულ ახლოს მიხვედი, მან ხელი გამოგიწოდა,ხურდა მოგთხოვა მცირედი, ზიზღით შეხედე „შე ლოთო,სადა მაქვს შენთვის ფულიო“. ის კაცი მაშინ მე ვიყავ–მშიერი,დაჩაგრულიო; თუ გახსოვს ერთხელ ბიჭუნამ,მოგიკაკუნა კარზეო, ჭუჭყიან–ჩამოხეულმა:– „მშია,მაჭამე რამეო“, შენ ნარჩენები მიუგდე,ნაგვისთვის გამზადებული. ის ბიჭიც მაშინ მე ვიყავ–მიუსაფარი,ეული; თუ გახსოვს,ქალმა შავტუხამ,ბავშვით მიბმულმა მკერდზედა, ფული გთხოვა და საკოცნად გამოიწია ხელზედა, არ გაიკარე „ბინძური“ ბოშა,ფულების მთხოვნელი. ის ბავშვი მაშინ მე ვიყავ,ქალი კი ღვთისა მშობელი;
  • 9. ვინ იცის კიდევ რამდენჯერ,გთხოვე სითბო და წყალობა. ვისი სახელით არ ვცადე მე შენი გულის გალღვობა. ხან დედის სახით მოვედი,ხან მეუღლის და ხანაც დის. შენ კი სუყველა იმდურე,არ მოუსმინე არავის. ბოლოს შვილადაც მოვედი,სიცოცხლის წყაროდ გაქციე, მე შენს სხეულში დავსახლდი და დედად გადაგაგციე. შენ კი,უგნურო,რა ჰქენი? (ფიქრიც კი მიჭირს ამაზე), ამომიკვეთე საშოდან და გადამაგდე ნაგავზე; ახლა კი იმის მაგივრად,სირცხვილისაგან იწვოდე, დამდგარხარ ჩემი ხატის წინ და მე უგულოს მიწოდებ, განა ცოდვებზე ტირიხარ,განა სინდისი გიყივლებს, განსაცდელს რად მარგუნებო,რად მიგზავნიო ტკივილებს; შენ რომ სინდისი გტკიოდეს,შენ რომ შეცდომებს გლოვობდე, არ დამისვამდი შეკითხვას და მენდობოდი ბოლომდე, მაგრამ რადგანაც ვერა გრძნობ,ცოდვების გამო სინანულს, სწორედ ამიტომ ვერ ხედავ ჩემს წყალობას და სიყვარულს;
  • 10. რამდენჯერ გთხოვე სიკეთე,შენ მომექეცი ავადა, განა მე რამე მინდოდა,სიყვარული ვარ თავადა; შენს სულს უჭირდა ვიცოდი,რადგან არაფრით დამდაბლდა, შიგ სათნოებას ვეძებდი,ჩემთან მოსასვლელს მადლადა; მაგრამ ვაი,რომ ამაოდ დავშვერი მოსაქცევადა, მხოლოდ ზერელედ გიყვარვარ, „რწმენა“ კი გექცა ჩვევადა, უფლის მცნებებით ცხოვრებას მხოლოდ მაშინ აქვს მიზანი, თუ ყოველ გაჭირვებულსა და უმწეოში მიცანი; თუ სხვისი ცრემლი,ტკივილი,გაითავისე თვისადა, მადლს,სათნოებას,წყალობას არ ჩათვლი საქმედ სხვისადა, აკი გითხარი მრავალჯერ:–საქმემან გამოგაჩინოს, ცხვარი თხებისგან უფალმა სიკეთით გამოგარჩიოს; ლოცვებს ამბობ და წირვაზეც დადიხარ,ეს კი კარგია, მაგრამ მთავარი ის არის,შენს სულს თუ რამე არგია; ათას უგულო ლოცვას და წესების დაცვას,იცოდე, სულ ერთი სიტყვა მიჯობს, თუ “უფალო“–ს გულით მიწოდებ;
  • 11. ის კი არ არის მთავარი,ვინა გყავს მოძღვრად რჩეული, რას ამბობს შენა ენა და რასა იქმს შენი სხეული, ათასჯერ მეტად მიზიდავს გული სიკეთით დამთვრალი– თბილი,სათნო და უმანკო,ღვთის სიყვარულით გამთბარი; მაგრამ განსაცდელს უამრავს გიგზავნი ჩემო ასულო, დარდსა და ნაღველს არ გაკლებ,ადამიანო ზრდასრულო, რადგან ვერ იცან ძვირფასო,ჩემი გზა სიყვარულისა, იქნებ ტკივილმა აღგიძრას ცრემლები სინანულისა ? ყოველი სნეულებანი ჩემგან მოსულნი წყლულითა, საჩუქარია თქვენდამი უზომო სიყვარულითა, რათა ამ გზითღა განვწმინდო თქვენი სნეული სულები, რომ ცათა სასუფევლისთვის არ გახდეთ დაკარგულები; უსიყვარულოდ ლოცვები ფუჭია,სიტყვა უქმისა, უსინანულოდ ვერ ირგებთ სისხლსა და ხორცსა უფლისა; ვინც ჩემი ჯვარი იტვირთა,ბოლომდე უნდა ატაროს, ყველა ბორცვსა და ბილიკზე ღირსებით გამოატაროს;
  • 12. ამიტომ ყველა განცდა და ყველა უზომო ტკივილი მორჩილად უნდა მიიღოთ და არ დაიწყოთ ჩივილი. ვინც ღისრეულად დაითმენს,ყველა ტანჯვას და განსაცდელს, ბოლოს მიიღებს გასაღებს ღვთის სასუფევლის გასახსნელს; საყვედურები შენგანაც,იცოდე,არა მწყენია, ყოველი შენი ტკივილი მე ასჯერ მეტად მტკენია. ნატანჯი,დამწუხრებული შენზე ნაკლებად როდი ვარ? მაგრამ სხვა გზა რომ ვერ ვნახე,შენთან ტკივილით მოვდივარ; მეც შენთან ერთად ვტირივარ,შენთან განვიცდი დარდსაო, შენს ტკივილებში ვზივარ და ვებრძვი ბოროტს და ავსაო; ვნებებს ებრძოლე,ნუ ფიქრობ მე ცუდი ვარ და შენ კარგი. „ზოგჯერ წამალი მწარეა,მაგრამ სულისთვის შესარგი“ მე ისე ძლიერ მიყვარხარ,შენ ვერ გაიგებ ამასა, ბოლოს ერთს გეტყვი,გასწავლი ყველაზე ძლიერ წამალსა: სასჯელი ცოდვას მოყვება,სულია განსაკურნელი. ყოველი ცოდვის წამალი, სინანულია გულწრფელი. ***
  • 13. ქალი უფლის ხატს შეჰყურებს,ვერ გარკვეულა,რა მოხდა, მერე ცრემლებად დაიქცა, კვნესა–ტირილი აღმოხდა: მაპატიეო,უფალო,ბრმა ვყოფილვარო უგნური, რა ღირსი ვარო ვისმინო შენი ტკბილი ხმა ღვთიური ? თურმე რამდენჯერ უჩუმრად,ზღვა სიყვარულით ამავსე, თურმე რამდენჯერ გატკინე,გული სითბოთი აღსავსე, შენ ხარო ჩემი ღმერთი და მზრუნველი მამა კეთილი. –გულში ჩაიკრა ხატი და დაკოცნა ყველა წერტილი. *** გაოგნებული შევყურებ,ხილვა იყო თუ სიზმარი? ღმერთო,ეს მართლა ხდება თუ მე მეჩვენება?–მითხარი; მეც ხომ იგივე მეკუთვნის,მეც ხომ არა ვარ უბრალო? ყველაფერს მივხვდი,უგნური, ეს ქალი მეც ვარ,უფალო; ჩემი პირიდან რამდენი,უსამართლობა ისმინე, ჩემს გამოც,ღმერთო,ვინ იცის,რა ტკივილები ითმინე ? რა ბრმები ვართ და უვიცნი,შენი შვილები ყოველი, კიდევ ვბედავთ და უფლისგან მხოლოდ წყალობას მოველით. ***
  • 14. იყო,თუ არა იყო რა,არ ვიცი ნეტავ რა იყო ? ჩემს საძინებელ ოთახში,ერთხელ, სარკმელი გაიღო... მე ანგელოზმა მანახა უფლის არსი და რაობა, მანახა რა ვარ უღმერთოდ–მტვერი და არარაობა. მშვიდობა მოგცეთ ყოველთა,უფლის მადლი და წყალობა ! ღმერთმა გისმინოთ ყოველი თხოვნა,ლოცვა და გალობა ! ესე ამბავი ნათქვამი ავტორის მონაგონია, მაგრამ,ჩემსავით,ბევრისთვის ჭკუის სასწავლი მგონია. ღმერთმა დაგლოცოთ ! „მართლმადიდებლობა ან იკვდილი“ 6 მარტი,2015