SlideShare a Scribd company logo
1 of 3
ტაჯ მაჰალი
ტაჯ მაჰალი დიდი, თეთრი ფერის მავზოლეუმია (მავზოლეუმი არის გარდაცვლილი
ადამიანის პატივსაცემად აგებული შენობა, სადაც თავად გარდაცვლილია დაკრძალული),
რომელიც ინდოეთის ქალაქ აგრაში მდებარეობს.
ტაჯ მაჰალის მავზოლეუმი შაჰის მეუღლის პატივსაცემად ააგეს. დღეს იგი სიყვარულის
სიმბოლოდ ითვლება. ტაჯ მაჰალი არა მხოლოდ გარეგნულად არის ლამაზი და საინტერესო,
მას აგრეთვე ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.
მოდი ერთად მოვინახულოთ ის
https://artsandculture.google.com/streetview/taj-
mahal/UwGKcX7FFM5U4g?sv_lng=78.04199214320806&sv_lat=27.17391671966671&sv_h=
16.531859566728613&sv_p=6.128574582388211&sv_pid=NSQBQx4v14MFuOWmVZfQ4w&
sv_z=2.7112772277767307
ტაჯ მაჰალის აგების ისტორია
ტაჯ მაჰალი ინდოელების მუსულმანი სულთნის შაჰ ჯაჰანის ბრძანებით ააგეს. შაჰმა ეს
ნაგებობა მისი მეუღლის, მუმთაზ მაჰალის პატივსაცემად ააგო. შაჰს მეუღლე თურმე ძალიან
უყვარდა და როცა იგი გარდაიცვალა, მწუხარებისგან ლამის ჭკუიდან შეიშალა. ქვეყანაში
გლოვა გამოაცხადა და ყველანაირი ზეიმი აკრძალა. ცოტა ხანში შაჰმა ქალაქ აგრაში, მუმთაზ
მაჰალის საფლავზე, დააწყებინა უზარმაზარი ტაძრის აგება. ამ ტაძრის ასაგებად 20.000-ზე
მეტი მუშა მუშაობდა. აგრეთვე ბევრი არქიტექტორიიყო მოწვეული აზიის სხვადასხვა
ქვეყნიდან და დაახლოებით 20 წლის შემდეგ ტაჯ მაჰალის შენებაც დასრულდა.მისი აშენების
წელი, სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, სხვადასხვაა; მაგალითად, შაჰ ჯაჰანის დროინდელი
ისტორიკოსი წერს, რომ მუმთაზ მაჰალის გარდაცვალებისთანავე დაიწყო ტაძრის შენება და
იგი თორმეტ წელს გაგრძელდაო... ამის მიხედვით, ტაძარი 1631-1644 წლებში უნდა
აგებულიყო. მაგრამ თვითონ ტაძარზე გაკეთებული წარწერა იტყობინება, რომ ტაძარი 1648
წელს დასრულდა. ხოლო შაჰის შვილის წერილში კი ტაძრის აგების დროდ 1652 წელია
დასახელებული.
შაჰი და მისი მეუღლე აქ არიან დაკრძალულები
https://artsandculture.google.com/streetview/taj-
mahal/UQHf233TlFdrJA?sv_lng=78.04210616239266&sv_lat=27.17487147562364&sv_h=-
4.514151680426366&sv_p=-11.775081811641513&sv_pid=gltvTP_vwKEAAAGuoW-
9LQ&sv_z=2.7470067616369467
ტაჯ მაჰალის კედლები თეთრი მარმარილოსია, რომელიც საღამოს, მზის ჩასვლისას, ოქროსფრად
მოჩანს
თეთრი მარმარილო კი ძვირფასი თვლებითაა მოჩუქურთმებული. ტაჯმაჰალის აგებისას 28 სახეობის
ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვა გამოუყენებიათ.
https://artsandculture.google.com/streetview/taj-mahal-
minar/QgGWJhqo2eegXA?sv_lng=78.04165691338596&sv_lat=27.17461803808575&sv_h
=30&sv_p=-5&sv_pid=IIxpy1tvfu4AAAGun7polw&sv_z=1
შენობა, საიდანაც შედიან ტაჯ მაჰალის ეზოში
ტაძრის სიმაღლე 58 მეტრია, სიგანე კი - 56 მეტრი. ტაძრის ეზოში ყვავილებით სავსე თვალუწვდენელი
მინდვრებია. ტაძრის წინ ხელოვნურადაა გაკეთებული აუზები და შადრევნები. აუზების გვერდით კი
კვიპაროსებია დარგული. მთელი ეს სანახაობა და სილამაზე ძალიან აოცებს ტურისტებს.
https://artsandculture.google.com/streetview/taj-mahal/lAEbPl91nhtlHg
ტაძრის აშენებაზე ხალხში ლეგენდები დადის. ამ უზარმაზარი და ულამაზესი შენობის აგება რომ
ადვილი არიქნებოდა, ეს ერთი შეხედვითაც ჩანს, მაგრამ, ლეგენდების მიხედვით, თითოეული მუშა და
არქიტექტორი სიცოცხლით აგებდა თურმე ტაძრისთვის პასუხს. თურმე ყველა არქიტექტორი მოკლეს
და ყველა მუშას მარჯვენა ხელი მოჭრეს, სხვაგან და სხვა მსგავსი ტაძარი კიდევ რომ არ აეგოთ.
შავი ტაჯ მაჰალის აგების გეგმა
შაჰ ჯაჰანს სურდა, რომ ტაჯ მაჰალის მსგავსი მეორე ტაძარი მდინარის მეორე მხარესაც აეგო, სადაც
თვითონ დაიკრძალებოდა და ეს ორი ტაძარი ხიდით შეეერთებინა ერთმანეთისთვის. თუმცა მისი ეს
სურვილი ვეღარ განხორციელდა, რადგან შაჰს მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ და ციხეში
ჩასვეს. შაჰის გეგმით, მეორე ტაძარი არ აშენებულა, შაჰ ჯაჰანი თეთრ ტაჯ მაჰალის ტაძარში
დაკრძალეს, როცა გარდაიცვალა. ექნებოდა თუ არა მეორე ტაჯ მაჰალს შავი ფერი, არავინ იცის, შავი
ტაჯ მაჰალის გეგმაც უფრო ხალხის გამონაგონს ჰგავს, რადგან რეალური ფაქტები ამის შესახებ არ
არსებობს.
დავალება
გადმოეცით გაკვეთილით მიღებული თვენი შთაბეჭდილებები ნახატში
დახატეთ და გადმომიგზავნეთ
გისურვებთ წარმატებებს !

More Related Content

More from nino Zirakadze (10)

რომანტიზმი.docx
რომანტიზმი.docxრომანტიზმი.docx
რომანტიზმი.docx
 
კურბე და მანე
კურბე და მანეკურბე და მანე
კურბე და მანე
 
პაბლო პიკასო
 პაბლო პიკასო პაბლო პიკასო
პაბლო პიკასო
 
რომი
რომირომი
რომი
 
მაჩუ პიქჩუ
მაჩუ პიქჩუმაჩუ პიქჩუ
მაჩუ პიქჩუ
 
ფერების სამყარო.pptx
ფერების სამყარო.pptxფერების სამყარო.pptx
ფერების სამყარო.pptx
 
პეპელა.docx
პეპელა.docxპეპელა.docx
პეპელა.docx
 
ბაყაყი.docx
ბაყაყი.docxბაყაყი.docx
ბაყაყი.docx
 
გაზაფხული
გაზაფხულიგაზაფხული
გაზაფხული
 
აღდგომა 1კლ.pptx
აღდგომა 1კლ.pptxაღდგომა 1კლ.pptx
აღდგომა 1კლ.pptx
 

ტაჯ მაჰალი.docx

  • 1. ტაჯ მაჰალი ტაჯ მაჰალი დიდი, თეთრი ფერის მავზოლეუმია (მავზოლეუმი არის გარდაცვლილი ადამიანის პატივსაცემად აგებული შენობა, სადაც თავად გარდაცვლილია დაკრძალული), რომელიც ინდოეთის ქალაქ აგრაში მდებარეობს. ტაჯ მაჰალის მავზოლეუმი შაჰის მეუღლის პატივსაცემად ააგეს. დღეს იგი სიყვარულის სიმბოლოდ ითვლება. ტაჯ მაჰალი არა მხოლოდ გარეგნულად არის ლამაზი და საინტერესო, მას აგრეთვე ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. მოდი ერთად მოვინახულოთ ის https://artsandculture.google.com/streetview/taj- mahal/UwGKcX7FFM5U4g?sv_lng=78.04199214320806&sv_lat=27.17391671966671&sv_h= 16.531859566728613&sv_p=6.128574582388211&sv_pid=NSQBQx4v14MFuOWmVZfQ4w& sv_z=2.7112772277767307 ტაჯ მაჰალის აგების ისტორია ტაჯ მაჰალი ინდოელების მუსულმანი სულთნის შაჰ ჯაჰანის ბრძანებით ააგეს. შაჰმა ეს ნაგებობა მისი მეუღლის, მუმთაზ მაჰალის პატივსაცემად ააგო. შაჰს მეუღლე თურმე ძალიან უყვარდა და როცა იგი გარდაიცვალა, მწუხარებისგან ლამის ჭკუიდან შეიშალა. ქვეყანაში გლოვა გამოაცხადა და ყველანაირი ზეიმი აკრძალა. ცოტა ხანში შაჰმა ქალაქ აგრაში, მუმთაზ მაჰალის საფლავზე, დააწყებინა უზარმაზარი ტაძრის აგება. ამ ტაძრის ასაგებად 20.000-ზე მეტი მუშა მუშაობდა. აგრეთვე ბევრი არქიტექტორიიყო მოწვეული აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან და დაახლოებით 20 წლის შემდეგ ტაჯ მაჰალის შენებაც დასრულდა.მისი აშენების წელი, სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, სხვადასხვაა; მაგალითად, შაჰ ჯაჰანის დროინდელი ისტორიკოსი წერს, რომ მუმთაზ მაჰალის გარდაცვალებისთანავე დაიწყო ტაძრის შენება და იგი თორმეტ წელს გაგრძელდაო... ამის მიხედვით, ტაძარი 1631-1644 წლებში უნდა აგებულიყო. მაგრამ თვითონ ტაძარზე გაკეთებული წარწერა იტყობინება, რომ ტაძარი 1648 წელს დასრულდა. ხოლო შაჰის შვილის წერილში კი ტაძრის აგების დროდ 1652 წელია დასახელებული. შაჰი და მისი მეუღლე აქ არიან დაკრძალულები https://artsandculture.google.com/streetview/taj- mahal/UQHf233TlFdrJA?sv_lng=78.04210616239266&sv_lat=27.17487147562364&sv_h=- 4.514151680426366&sv_p=-11.775081811641513&sv_pid=gltvTP_vwKEAAAGuoW- 9LQ&sv_z=2.7470067616369467 ტაჯ მაჰალის კედლები თეთრი მარმარილოსია, რომელიც საღამოს, მზის ჩასვლისას, ოქროსფრად მოჩანს თეთრი მარმარილო კი ძვირფასი თვლებითაა მოჩუქურთმებული. ტაჯმაჰალის აგებისას 28 სახეობის ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვა გამოუყენებიათ. https://artsandculture.google.com/streetview/taj-mahal- minar/QgGWJhqo2eegXA?sv_lng=78.04165691338596&sv_lat=27.17461803808575&sv_h =30&sv_p=-5&sv_pid=IIxpy1tvfu4AAAGun7polw&sv_z=1
  • 2. შენობა, საიდანაც შედიან ტაჯ მაჰალის ეზოში ტაძრის სიმაღლე 58 მეტრია, სიგანე კი - 56 მეტრი. ტაძრის ეზოში ყვავილებით სავსე თვალუწვდენელი მინდვრებია. ტაძრის წინ ხელოვნურადაა გაკეთებული აუზები და შადრევნები. აუზების გვერდით კი კვიპაროსებია დარგული. მთელი ეს სანახაობა და სილამაზე ძალიან აოცებს ტურისტებს. https://artsandculture.google.com/streetview/taj-mahal/lAEbPl91nhtlHg ტაძრის აშენებაზე ხალხში ლეგენდები დადის. ამ უზარმაზარი და ულამაზესი შენობის აგება რომ ადვილი არიქნებოდა, ეს ერთი შეხედვითაც ჩანს, მაგრამ, ლეგენდების მიხედვით, თითოეული მუშა და არქიტექტორი სიცოცხლით აგებდა თურმე ტაძრისთვის პასუხს. თურმე ყველა არქიტექტორი მოკლეს და ყველა მუშას მარჯვენა ხელი მოჭრეს, სხვაგან და სხვა მსგავსი ტაძარი კიდევ რომ არ აეგოთ. შავი ტაჯ მაჰალის აგების გეგმა
  • 3. შაჰ ჯაჰანს სურდა, რომ ტაჯ მაჰალის მსგავსი მეორე ტაძარი მდინარის მეორე მხარესაც აეგო, სადაც თვითონ დაიკრძალებოდა და ეს ორი ტაძარი ხიდით შეეერთებინა ერთმანეთისთვის. თუმცა მისი ეს სურვილი ვეღარ განხორციელდა, რადგან შაჰს მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ და ციხეში ჩასვეს. შაჰის გეგმით, მეორე ტაძარი არ აშენებულა, შაჰ ჯაჰანი თეთრ ტაჯ მაჰალის ტაძარში დაკრძალეს, როცა გარდაიცვალა. ექნებოდა თუ არა მეორე ტაჯ მაჰალს შავი ფერი, არავინ იცის, შავი ტაჯ მაჰალის გეგმაც უფრო ხალხის გამონაგონს ჰგავს, რადგან რეალური ფაქტები ამის შესახებ არ არსებობს. დავალება გადმოეცით გაკვეთილით მიღებული თვენი შთაბეჭდილებები ნახატში დახატეთ და გადმომიგზავნეთ გისურვებთ წარმატებებს !