1. „კომპლექსური დავალების განხორციელების გზა სახვით და გამოყენებით
ხელოვნებაში-ერთი კომპლექსური დავალების მაგალითზე ,სსსმ
მოსწავლის ჩართულობით "
სსიპ-ქალაქ ბაღდათის N1 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი
ნინო ზირაქაძე
2. კლასი:IV
თემატური ბლოკი: მე
და გარესამყარო
თემა: წელიწადის
დროები
სამიზნე ცნებები და ქვეცნებები
1.სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მხატვრულ-
გამომსახველობითი
საშუალებები (ელემენტები) და ხერხები (პრინციპები)
ხაზი: კონტური
ფერი: ძირითადი და შედგენილი, კონტრასტული.
ფორმა: გეომეტრიული და ბუნებაში არსებული,
სიბრტყობრივი (2D), სიმეტრიული და ასიმეტრიული;
ფონი
პრინციპები:
ნამუშევარში გამოსახულებების განაწილება
2. სახვითი ხელოვნების ტექნიკა
აპლიკაცია/ანაბეჭდი/ხატვა/შერეული
3. სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები
ნატურმორტი
საკვანძო შეკითხვები :
როგორ შევქმნა ნატურმორტი ანაბეჭდის/ხატვის/შერეული/
აპლიკაციის/ ტექნიკაში?
როგორ გამოვიყენო მხატვრული საშუალებები და ხერხები
ნამუშევარში საკუთარი დამოკიდებულების/ შთაბეჭდილების
წარმოსაჩენად?
სამიზნე ცნებები და ქვეცნებები
სსსმ მოსწავლე
1.სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მხატვრულ-
გამომსახველობითი
საშუალებები (ელემენტები) და ხერხები (პრინციპები)
ხაზი: კონტური
ფერი: ძირითადი და შედგენილი.
ფორმა: გეომეტრიული
2. სახვითი ხელოვნების ტექნიკა
აპლიკაცია/ხატვა/შერეული ტექნიკა
3. სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები
ნატურმორტი
საკვანძო შეკითხვები :
როგორ შევქმნა ნატურმორტი შერეული ტექნიკის
გამოყენებით(ხატვა , აპლიკაცია ანაბეჭდი) ?
როგორ გამოვიყენო მხატვრული საშუალებები
ნამუშევარში საკუთარი დამოკიდებულების/
შთაბეჭდილების წარმოსაჩენად?
3. კომპლექსური
დავალება
შექმენი ნატურმორტი აპლიკაციის , ანაბეჭდის , ხატვის
,შერეული ტექნიკით . ნამუშევარში ასახე საგნები
რომლებსაც დაუკავშირებ წელიწადის დროს-
შემოდგომას . განწყობის
გადმოსაცემად გამოიყენე ძირითადი და შედგენილი,
კონტრასტული ფერები, ფორმები მარტივი გეომეტრიული
და ბუნებაში არსებული, სიმეტრიული და
ასიმეტრიული. გამოსახულებები გაანაწილე ჩანაფიქრის
შესაბამისად, შეურჩიე ფონი, გამოიყენე კონტური.
წარუდგინე და წარმოაჩინე
• რა იდეა /ჩანაფიქრი გადმოეცი შენს ნამუშევარში?
როგორი სათაური შეურჩიე მას?
• წელიწადის რომელ დროს უკავშირდება ნამუშევარში
ასახული საგნები?
• რა ჟანრის ნამუშევარი შექმენი? (სამ. ცნება 3)
• როგორი ფერებით გადმოეცი განწყობა
ნამუშევარში?(სამ. ცნება 1)
• როგორ გაანაწილე გამოსახულებები ნამუშევარში და
როგორი ფონი შეარჩიე? (სამ. ცნება 1)
• როგორ შეუსაბამე კონკრეტული მასალა და ტექნიკა
შენს ჩანაფიქრს? (სამ. ცნება 2)
• როგორი ფორმები გამოიყენე ნამუშევრის
შესაქმნელად? (სამ. ცნება 1)
• როგორ გამოკვეთე ნამუშევარში გამოსახულებები
კონტურით? (სამ.ცნება1)
სსსმ მოსწავლე
შექმენი ნატურმორტი , შერეული ტექნიკის
გამოყენებით(აპლიკაციის, ხატვის , ანაბეჭდი)
მოწოდებული ხილის გამოსახულებები გააფერადე
შესაბამისი ფერით გამოჭერი და დააწებე თაბახის
ფურცელზე .უკვე დაწებებულ ფიგურებს შემოავლე
კონტურის სქელი ხაზი და გაიმეორე ფიგურის ფორმა
.მოცემული ფოთლებით შეგიძლია ანაბეჭდის
გაკეთებაც.
წარდგენისას ისაუბრე
∙ რომელი ხილი გააფერადე და გამოჭერი ?
∙ რომელი ფერები გამოიყენე?
∙ რა მასალა გამოიყენე ნამუშევრის შესაქმნელად ?
∙ სქელი ხაზი(კონტური) შემოავლე შენს დაწებებულ
ფიგურებს თუ წვრილი ?
∙ შენი ნამუშევარი ნატურმორტია?
მოკლევადიანი მიზანი
1.მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით დაასახელოს
ძირითადი და შედგენილი ფერები (წითელი, ყვითელი,
ლურჯი, ნარინჯისფერი, იისფერი, მწვანე ) (ცნება 1)
2.მოსწავლეს შეუძლია ხაზების დახმარებით
სხვადასხვა ფორმების მოხაზვა (ოთხკუთხედი) (ცნება 1)
3.მოსწავლეს შეუძლია მიწოდებული რესურსის
დახმარებით აპლიკაციის ,ანაბეჭდის ,ხატვის ,შერეული
ტექნიკის გამოყენებით ნამუშევრის შექმნა (ცნება2)
4. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ნატურმორტის ჟანრი
და დაასახელოს მასზე გამოსახული საგნები (ცნება3)
4. I ეტაპი: კომპლექსური
დავალების ფორმა
როგორ უნდა წარმოვაჩინო
საკუთარი ცოდნა შესასწავლ
საკითხთან დაკავშირებით?
აქტივობა 1. მოსწავლეებისთვის
კომპლექსური დავალების
პირობის გაცნობა.
რამდენად შესაძლებელია
წელიწადის დროების
მახასიათებლების ასახვა
ნატურმორტში იდეის
შესაბამისად?
5. ნაბიჯი1
როგორ დამეხმარება ფერები
შთაბეჭდილებების და
ემოციების გადმოცემაში
ჩანაფიქრის შესაბამისად? (სამიზ
. ცნ 1)
რესურსები სახელმძღვანელოდან:
გამომცემლობა „კლიო“, ხელოვნება
მოსწავლის წიგნი.
რესურსი 1. ფერების დაბადება ნაწ.
I გვ.8
რესურსი 2. სინათლე ფერში ნაწ. I
გვ. 9
რესურსი 3. დღე და ღამე ნაწ. I გვ.
10-11
რესურსი 4. კონტრასტული ფერები
ნაწ. I გვ. 12-13
რესურსი 5. ყველაფერი ფერის
შესახებ ნაწ. I გვ. 14-15
• როგორ ფერებს ხედავ შენ
გარშემო?
• რომელი ფერებია
ძირითადი/შედგენილი?
• რომელია ერთმანეთის
კონტრასტული ფერები?
• როგორ გადმოსცემენ
მხატვრები განწყობას ფერით
ნამუშევარში?
• როგორ გამოვიყენო ძირითადი,
შედგენილი და კონტრასტული
ფერები ნამუშევარში განწყობის
გადმოსაცემად?
მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა
ფერწერულ ნამუშევრებს ,
განიხილავენ ფერის მნიშვნელობას
ნახატებში და რეალურ ცხოვრებაში
აქტივობა
ქმნიან ჩანახატებს ძირითადი, შედგენილი, კონტრასტული
ფერების გამოყენებით ჩანაფიქრის შესაბამისად.
6. ნაბიჯი1
სსსმ 1
ნაბიჯი1
მოკლევადიანი მიზანი1 (ცნება 1)
1.მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით დაასახელოს
ძირითადი და შედგენილი ფერები (წითელი, ყვითელი,
ლურჯი, ნარინჯისფერი ,იისფერი)
აქტივობა 1
ფერების გაცნობა
მოსწავლის წიგნი-„ფერების დაბადება“ გვ.8
„სინათლე ფერში“ გვ.9
აქტივობა 2
მოსწავლე სხვადასხვა ფერის ბარათებიდან ამოარჩევს
ძირითად ფერებს
აქტივობა 3
მოსწავლე მასწავლებლის მითითებით ასახელებს
ფერებს .
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს ასისტენტის
დახმარებით გააფერადოს ილუსტრაცია მხოლოდ
ძირითადი ფერებით, ამოარჩიოს სამი ძირითადი ფერი,
წითელი, ყვითელი და ლურჯი.
პრაქტიკული სამუშაო
მასწავლებელი მოსწავლეს აჩვენებს ნამუშევარს,
რომელიც გაფერადებული მხოლოდ ძირითადი და
შედგენილი ფერებით და სთხოვს მოსწავლეს
გააფერადოს ნამუშევარი ნიმუშის მიხედვით.
დაასახელოს ძირითადი და შედგენილი ფერები.
ნიმუში
მოსწავლის
ნამუშევარი
7. ნაბიჯი 2
როგორ გამოვიყენო სხვადასხვა
ფორმები ნამუშევარში იდეის,
ჩანაფიქრის გადმოსაცემად? (სამ.
ცნება 1)
როგორ გამოკვეთოთ ფორმები
კონტურის საშუალებით?(სამ.
ცნება 1)
რესურსი 1. ფორმა - ფორმა.pptx - Google
Slides
რესურსი 2. სიმეტრიული და
ასიმეტრიული ფორმები - (3025) Simetria -
YouTube
რესურსი 3. კონტური- კონტური
როგორი ფორმები გვხვდება
გარემოში?
როგორ ფორმებს ვუწოდებთ
გეომეტრიულ ფორმებს?
როგორ ფორმებს ვუწოდებთ
ბუნებაში არსებულს?
რით განსხვავდება გეომეტრიული
და ბუნებაში არსებული ფორმები?
შეგვიძლია თუ არა ბუნებაში
გეომეტრიული ფორმების
აღმოჩენა?
რა განსხვავებაა სიმეტრიულ და
ასიმეტრიულ ფორმებს შორის?
როგორ ეხმარება მხატვარს
სხვადასხვა ფორმების გამოყენება
ჩანაფიქრის გადმოსაცემად
ნამუშევარში?
რა როლს ასრულებს კონტური
ნამუშევარში?
როგორ გამოვკვეთო ნამუშევარში
გამოსახულებები კონტურის
გამოყენებით?
სსსმ მოსწავლე
მოკლევადიანი მიზანი 2(ცნება 1)
2.მოსწავლეს შეუძლია ხაზების
დახმარებით სხვადასხვა
ფორმების მოხაზვა .
მასწავლებელი მოსწავლეს
დაფაზე უხაზავს და აჩვენებს
სხვადასხვა ფორმებს შემდეგ
სთხოვს მოსწავლეს ამოიცნოს
და დაასახელოს ეს ფორმები
აქტივობა 1
მასწავლებელი სთხოვს
მოსწავლეს გამოჭრას ფერად
თაბახის ფურცლებზე
გამოსახული გეომეტრიული
ფორმები
აქტივობა
მოსწავლეები
მსჯელობენ და
ადარებენ
ბუნებაში
არსებულ და
გეომეტრიულ
ფორმებს,
ქმნიან
ნამუშევარს
გეომეტრიული
,
სიმეტრიული,
ასიმეტრიული
ფორმების
გამოყენებით.
საგნებს
გამოკვეთენ
კონტურით.
მასწავლებელი
მოსწავლეს
მოდელირებით
აჩვენებს როგორია
კონტურის ხაზი
აქტივობა 2
მასწავლებლის
დახმარებით
მოსწავლე
ფურცელზე საკუთარ
ხელს შემოავლებს
კონტურის ხაზს და
გააფერადებს.
8. ნაბიჯი 3
როგორ შევქმნა ნამუშევარი აპლიკაციის
ტექნიკის გამოყენებით?
რა მასალის გამოყენებით იქმნება
აპლიკაცია?
როგორ იყენებენ მხატვრები აპლიკაციის
ტექნიკას თავიანთ ნამუშევრებში?
რა შემიძლია გამოვსახო აპლიკაციის
ტექნიკით?
რა არის აპლიკაცია?
.
აქტივობა
მოსწავლეები ეცნობიან
აპლიკაციის ტექნიკაში
შესრულებულ სხვადასხვა
ნამუშევრებს მსჯელობენ
ტექნიკის
მასახიათებლებზე და
ქმნიან ნამუშევრებს
შესაბამისი მასალის
გამოყენებით.
ნაბიჯი 3
სსსმ მოსწავლე
მოკლევადიანი მიზანი 3 (ცნება2)
3.მოსწავლეს შეუძლია მიწოდებული რესურსის
დახმარებით აპლიკაციის შექმნა(ცნება2)
აქტივობა 1
მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს ფერად
ფურცლებზე შემოხაზულ ფორმებს ,რომლებიც
მოსწავლემ უნდა გამოჭრას და დააწებოს
მასწავლებლის მიერ მიწოდებული ნიმუშის
მიხედვით .
9. როგორ შევქმნა ნამუშევარი ანაბეჭდის ტექნიკის
გამოყენებით?
∙ რა არის ანაბეჭდი ?
∙ რა მასალის გამოყენებით იქმნება მოზაიკა?
∙ რა შემიძლია გამოვსახო ანაბეჭდის ტექნიკით?
სსსმ მოსწავლე
მასწავლებელი მოსწავლეს აჩვენებს როგორ
შეიძლება შექმნას ანაბეჭდი , მოსწავლე
ასისტენტის დახმარებით ქმნის ანაბეჭდს
10. ნაბიჯი 4
(სამ. ცნება 3)
როგორ შევქმნა ნატურმორტი ? შევურჩიო მას ფონი
და გავანაწილო ფიგურები კომპოზიციურად ? (სამ.
ცნება 1,3)
რესურსები სახელმძღვანელოდან: გამომცემლობა
„კლიო“, ხელოვნება მოსწავლის წიგნი.
რესურსი 1. ნატურმორტი ნაწ. I გვ. 58
დამხმარე რესურსი
აქტივობა 1.
მოსწავლეები ეცნობიან მხატვრების მიერ
შესრულებულ ნატურმორტებს, მსჯელობენ ჟანრის
მახასიათებლებზე, ნამუშევრებში
გამოსახულებების განაწილებაზე, გამოყენებულ
ფერებზე ,ფორმებზე
სსსმ მოსწავლე
მოკლევადიანი მიზანი 4 (ცნება3)
4.მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ნატურმორტის ჟანრი და
დაასახელოს მასზე გამოსახული საგნები (ცნება3)
აქტივობა 1
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეს ნატურმორტის ჟანრის
მახასიათებლებს და აჩვენებს სხვადასხვა მხატვრების მიერ
შექმნილ ნატურმორტებს, მოსწავლეები ამოიცნობს და
ასახელებს ნატურმორტზე გამოსახულ საგნებს .
აქტივობა 2
მასწავლებელი მოსწავლეს აწვდის თაბახის ფურცელზე
კონტურული ხაზებით გამოსახულ ნატურმორტს და
სთხოვს გააფერადოს ის
12. შეფასება
მოსწავლემ გაიაზრა დავალების პირობა ,შექმნა
ნამუშევარი რომელიც დაუკავშირა წელიწადის
დროს ,შემოდგომას .ნამუშევრის შექმნისას
გამოიყენა მისთვის სასურველი ფერები და
ფორმები .ნამუშევარზე გამოსახულ ფიგურას
ჩანაფიქრის შესაბამისად შეუსაბამა ფონი .არ
გამოკვეთა ფიგურა კონტურის ხაზით .იმუშავა
შერეულ ტექნიკაში( ანაბეჭდი, ხატვა).გუაშის
საღებავებით. დავალების პირობის შესაბამისად
ნამუშევარი შექმნა ნატურმორტის ჟანრში
,გაითვალისწინა ჟანრის მახასიათებლები .
იასუბრა საკუთარ ჩანაფიქრზე , გამოყენებულ
მხატვრულ გამომსახველობით საშუალებებსა და
ხერხებზე.
13. მოსწავლის შეფასება
მოსწავლე დავალების პირობის
შესაბამისად იყენებს მხატვრულ-
გამომსახველობით საშუალებებსა და
ხერხებს .განწყობის გადმოსაცემად იყენებს
შესაბამის ფერებს , გეომეტრიულ და
ბუნებაში არსებულ ფორმებს, ფიგურის
გამოსაკვეთად სქელ კონტურის ხაზს.
ანაწილებს გამოსახულებებს ჩანაფიქრის
შესაბამისად. ხატავს გუაშის საღებავებით ,
ქმნის ნატურმორტს ,ჟანრის
მახასიათებლების გათვალისწინებით
.პრეზენტაციისას გააზრებულად ისაუბრა
მის მიერ კომპლექსური დავალების შექმნის
პროცესზე , გამოყენებულ ქვეცნებებზე,
მასალას და ტექნიკაზე.
14. შეფასება სსსმ მოსწავლე
მოსწავლემ გაიაზრა დავალების პირობა შექმნა
ნატურმორტი შერეულ ტექნიკაში (ხატვა,
აპლიკაცია)გამოიყენა ისეთი სახვითი
საშუალებები როგორიცაა ფერი (ძირითადი,
შედგენილი )და კონტურის ხაზი, რომელიც
შემოავლო მის მიერ გამოჭრილ და სასურათე
სიბრტყეზე დაწებებულ ფიგურებს.
პრეზენტაციისას დაასახელა მის მიერ
გამოყენებული ფერები ,ნამუშევარზე გამოსახული
ხილი ,გამოყენებული მასალა და მისთვის
დამახასიათებელი ლექსიკით აღწერა
კომპლექსური დავალების პროდუქტზე მუშაობის
პროცესი.