სსიპ-ქალაქ ბაღდათის N1საჯარო სკოლის სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი
ნინო ზირაქაძე
თემა: „ წელიწადის დროის, შემოდგომის ამსახველი დიორამა“
სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენისას ჩემთვის პრიორიტეტი საგნის სტანდარტის
შედეგებზე და სამიზნე ცნებებზე დაყრდნობით ისეთი დავალებების შერჩევაა,
რომელიც მოსწავლეებში სხვადასხვა ფუნქციურ-კომპონენტურ უნარებს ანვითარებს
და უკავშირდება ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ XXI საუკუნის გამჭოლ
კომპეტენციებს .
სწორედ ამ მიზნით დავგეგმე და განვახორციელე კომპლექსური დავალება 2 კლასში
თემაზე „წელიწადის დროის, შემოდგომის ამსახველი დიორამა“.
საფეხური -დაწყებითი
კლასი II
კომპლექსური დავალება
თემა :წელიწადის დროები
საკითხი : „ წელიწადის დროის, შემოდგომის ამსახველი დიორამა“
სამიზნე ცნებები :სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები
(პრინციპები) (შედეგი: 1, 3, 4) და სახვითი ხელოვნების ტექნიკა (შედეგი: 2, 3,4).
ქვეცნებები :
ელემენტები -ფორმა , ფერი
ტექნიკა - ძერწვა, აპლიკაცია, კოლაჟი , შერეული
კომპლექსური დავალების პირობა
შექმენი წელიწადის დროის-შემოდგომის ამსახველი დიორამა, რომელშიც გამოსახავ შემოდგომის გარემოს (ხეებს
ფერადი ფოთლებით, ნახევრად გამხმარ ბალახს, სხვადასხვა მწიფე ხილს),შეარჩიე შენთვის სასურველი მასალა
ტრადიციული/არატრადიციული (ხმელი ფოთლები , კენჭები, ხის ტოტები, ხავსი, გირჩები, რკო და სხვ.)და დავალება
შეასრულე შენთვის სასურველი ტექნიკის ძერწვა, აპლიკაცია, კოლაჟი , შერეული ტექნიკა გამოყენებით. გამოიყენე
გეომეტრიული, ბუნებაში არსებული, ბრტყელი, მოცულობითი ფორმები და ფერები (ძირითადი ,შედგენილი )
წარადგინე ნამუშევარი და ხაზგასმით წარმოაჩინე
• რა მასალა და ტექნიკა გამოიყენე დიორამის შექმნისას? (სამ. ცნება 2)
• რომელი ფერები შეარჩიე ჩანაფიქრის გადმოსაცემად ? (სამ. ცნება 1)
• როგორი ფორმები გამოიყენე სხვადასხვა გამოსახულებების შექმნისას ? (სამ.ცნება1)
I ეტაპი - კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა
ელენე ახვლედიანი
„შემოდგომა თბილისში“
ვან გოგის „ ალისკამპის
ხეივანი“
გივი თოიძე „შემოდგომა“
აქტივობა 1. ფერადი შემოდგომის
ამსახველი ნამუშევრების
დათვალიერება
აქტივობა 2. დიორამისა და მისი
შექმნის გზების გაცნობა,
ნაბიჯი 1 - როგორ გამოვძერწო ფიგურები სხვადასხვა ფორმების გამოყენებით? (სამ. ცნება 1,2)
∙ რა მასალა შეგვიძლია გამოვიყენოთ ძერწვისას?
∙ შეიძლება თუ არა გეომეტრიული, ბუნებრივი, ბრტყელი,
მოცულობითი ფორმების ამოცნობა/აღმოჩენა გარემოზე
დაკვირვებისას და რაში დამეხმარება ის ნამუშევრის
შექმნისას?
∙ როგორ შევქმნა გამოსახულებები გეომეტრიული, ბუნებაში
არსებული, ბრტყელი და მოცულობითი ფორმების
საშუალებით?
ნაბიჯი-2 როგორ გამოვიყენო ძირითადი და შედგენილი ფერები ნამუშევრის შესაქმნელად?
• რომელი ფერები გვხდება ჩვენს ირგვლივ?
• რისი გადმოცემა შეიძლება ფერებით ნამუშევარში?
• შეიძლება თუ არა სხვადასხვა ფერმა სხვადასხვა განწყობა შეგვიქმნას?
• რომელია ძირითადი ფერები?
• რომელია შედგენილი ფერები?
• როგორი ფერები ჭარბობს შემოდგომაზე?
ნაბიჯი 3 - როგორ შევქმნა აპლიკაციის ტექნიკით ნამუშევარი?
∙ რა მასალა შეიძლება გამოვიყენო აპლიკაციის ტექნიკით
ნამუშევრის შექმნისას?
∙ რა არის აპლიკაცია?
ნაბიჯი 4 - როგორ შევქმნა კოლაჟის ტექნიკით ნამუშევარი?
∙ რა მასალა შეიძლება გამოვიყენო კოლაჟის ტექნიკით
ნამუშევრის შექმნისას?
∙ რა არის კოლაჟი?
∙ როგორ შევქმნა ნამუშევარი კოლაჟის ტექნიკაში ?
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეეებს განუვითარდათ ისეთი
ფუნქციურ-კომპონენტური უნარები როგორიცაა კრიტიკული აზროვნება , შემოქმედებითობა , კომუნიკაცია თანამშრომლობა .
XXI საუკუნის ისეთი საკვანძო კომპეტენციები როგორიცაა-წიგნიერება და პერსონალური, სოციალური და სწავლის სწავლის კომპეტენცია.
წიგნიერება-მნიშვნელობის მინიჭება/ინფორმაციის კონსტრუირება.
მოსწავლემ ახსნა საკუთარი ნაშრომის მნიშვნელობა და აგების დეტალები
პერსონალური, სოციალური და სწავლის სწავლა -მოსწავლემ
აღნიშნა , რომ წინასწარ განსაზღვრა რა მასალას გამოიყენებდა
,როგორ რა გზების გავლით შექმნიდა ნამუშევარს.