Publicidad
Publicidad

Más contenido relacionado

Similar a ინტეგრირებული გაკვეთილი -ხელოვნება-ბუნებისმეტყველება (20)

Publicidad

ინტეგრირებული გაკვეთილი -ხელოვნება-ბუნებისმეტყველება

  1. ინტეგრირებული გაკვეთილი პრეზენტაციის ავტორი სსიპ-ქალაქ ბაღდათის N1 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ნინო ზირაქაძე
  2. ინტეგრირებული საგნები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ბუნებისმეტყველება კლასი V გაკვეთილის თემა: პლაკატი ეკოლოგიის თემაზე გაკვეთილის მიზანი: • მოსწავლე იაზრებს ეკოლოგიის მნიშვნელობას , გამოკვეთს მის ირგვლივ არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს ,საუბრობს მის გადაჭრის გზებზე • საუბრობს საკუთარ როლზე ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში და ქმნის ნამუშევარს პლაკატის ესკიზს ეკოლოგიის თემაზე
  3. წინარე ცოდნა - დამუშავებულია შემდეგი საკითხები •პლაკატის მახასიათებლები •გამომსახველობითი ხერხები პლაკატში (კომპოზიციური განაწილება , ფონის და გამოსახულების ურთიერთმიმართება, წარწერის ზომა , ფერი. •ტექნიკები-გრაფიკა, კოლაჟი, აპლიკაცია, შერეული ტექნიკა გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან : სახვით და გამოყენებითი ხელოვნება ს.გ.დაწყ.(II).1. სახვითი ხელოვნების საშუალებებისა და ხერხების მიზანმიმართულად გამოყენება ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყო-ბის (ემოციების), შთაბეჭდილებების გადმოსაცემად ნამუშევარში. ს.გ.დაწყ.(II).2. სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის მიზანმიმართულად შერჩევა და გამოყენება საკუთარი ჩანაფიქრის და იდეის განსახორციელებლად. ს.გ.დაწყ.(II).3 ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა, საუბარი (მხატვრული საშუალებები და ხერხები, დარგი, ჟანრი და სხვ.)შესაბამისი ტერმინების გამოყენებით საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებზე შთაბეჭდილებების გასაზიარებლად და აზრის, იდეების გასააზრებლად. ბუნებისმეტყველება ბუნ.დაწყ.(II).4 პრაქტიკული აქტივობებისა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით მდგრადი განვითარების ზოგიერთი პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე მსჯელობა სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებისა და საკუთარი მომავალი ცხოვრების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით.
  4. აქტივობა 1 საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და საგაკვეთილო პროცესებისთვის მზადება. აქტივობა 2 დაფაზე გამოსახული ხის ფოთლებზე კითხვაზე - შენი აზრით რა არის ეკოლოგია ?-პასუხების ჩამოწერა
  5. 3 აქტივობა ანიმაციის ჩვენება/მსჯელობა https://www.youtube.com/watch?v=Ac1UV30jt_U კოგნიტური სქემის შევსება • რა არის ანიმაციის მთავარი იდეა? • რა პრობლემა დგას ანიმაციაში ? • როგორ აგვარებს ამ პრობლემებს ანიმაციის მთავარი გმირი? • შენ თუ ხვდები ყოველდღიურ ცხოვრებაში მსგავს პრობლემებს? • იქცევი თუ არა შენ ან შენს ირგვლივ მყოფები ისე როგორც ანიმაციის პერსონაჟი მოიქცა? • შენ როგორ მოაგვარებ შენს ირგვლივ არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს ?
  6. აქტივობა 4 პლაკატის მახასიათებლების გახსენება /სახელმძღვანელოზე მუშაობა ● როგორ ფიქრობ რისი თქმა სურს მოცემული პლაკატით ავტორს? ● რა პრობლემას ეხება მოცემული პლაკატი? ● დაგაფიქრა თუ არა მოცემულმა პლაკატებმა და მოიტანა თუ არა სათქმელი ავტორმა შენამდე? ● რომელ საშუალებებს და ხერხებს იყენებს ავტორი იდეის გადმოსაცემად? ● შენ რა თემას შეარჩევდი და რომელ სახვით საშუალებებს და ხერხებს გამოიყენებდი შენი ჩანაფიქრის გადმოსაცემად ● რა იქნებოდა შენი გზავნილი და რომელ ეკოლოგიურ პრობლემას მიუძღვნიდი შენს ნამუშევარს?
  7. აქტივობა 5 პრაქტიკული სამუშაო პლაკატის ესკიზის შექმნა/ნამუშევრების პრეზენტაცია
  8. კრიტერიუმები ვერ ასრულებს ნაწილობრივ სრულად მოსწავლე ქმნის პლაკატის ესკიზს თემატურად უკავშირებს ეკოლოგიურ პრობლემებს, იყენებს პლაკატისთვის დამახასიათებე ლ სახვით გამომსახველობ ით ელემენტებს და პრინციპებს ,წარადგენს ნამუშევარს კლასის წინაშე და არგუმენტირებ ულად საუბრობს მის მიერ გამოყენებულ სახვით გამომსახველობ ით ელემენტებსა და პრინციპებზე. აცნობს კლასს საკუთარ იდეას, ჩანაფიქრს და მსჯელობს საკუთარი ნამუშევარში გადმოცემულ იდეაზე. მოსწავლე ვერ ქმნის პლაკატის ესკიზს თემატურად ვერ უკავშირებს ეკოლოგიურ პრობლემებს, ვერ იყენებს პლაკატისთვის დამახასიათებელ სახვით გამომსახველობით ელემენტებს და პრინციპებს ,ვერ წარადგენს ნამუშევარს კლასის წინაშე მოსწავლე ქმნის პლაკატის ესკიზს უჭირს თემატურად ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირება , იყენებს პლაკატისთვის დამახასიათებელ ი რამდენიმე სახვით გამომსახველობი თ ელემენტის და პრინციპს ,უჭირს ნამუშევარს კლასის წინაშე წარდგენა და მის მიერ გამოყენებულ სახვით გამომსახველობი თ ელემენტებსა და პრინციპებზე არგუმენტირებუ ლად საუბარი .უჭირს ნამუშევარში გადმოცემული საკუთარ იდეასა და ჩანაფიქრზე საუბარი. მოსწავლე ქმნის პლაკატის ესკიზს თემატურად უკავშირებს ეკოლოგიურ პრობლემებს ,იყენებს პლაკატისთვის დამახასიათებელ სახვით გამომსახველობით ელემენტებს და პრინციპებს ,წარადგენს ნამუშევარს კლასის წინაშე და არგუმენტირებულად საუბრობს მის მიერ გამოყენებულ სახვით გამომსახველობით ელემენტებსა და პრინციპებზე. აცნობს კლასს საკუთარ იდეას, ჩანაფიქრს და მსჯელობს საკუთარი ნამუშევარში გადმოცემულ იდეაზე. ანალიტიკური შეფასების სქემა მოსწავლეთა თვითშეფასების სქემა კრიტერიუმები დიახ არა შემიძლია ავხსნა სიტყვა ეკოლოგიის მნიშვნელობა შემიძლია ვისაუბრო ჩემს ირგვლივ არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე შემიძლია ამოვიცნო პლაკატში ავტორის ჩანაფიქრი შემიძლია პლაკატის მახასიათებლების გათვალისწინებით პლაკატის ესკიზის შექმნა შემიძლია ჩემი ნამუშევრის კლასის წინაშე წარდგენა და ,ჩეს ჩანაფიქრზე იდეაზე საუბარი
  9. გაკვეთილის დასაწყისში დასახული მიზანი • მოსწავლე იაზრებს ეკოლოგიის მნიშვნელობას , გამოკვეთს მის ირგვლივ არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს ,საუბრობს მის გადაჭრის გზებზე • საუბრობს საკუთარ როლზე ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში და ქმნის ნამუშევარს პლაკატის ესკიზს ეკოლოგიის თემაზე შედეგი მოსწავლე საუბრობს მის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე ,ამ პრობლემის მოგვარების გზებზე ,აცნობიერებს საკუთარ როლს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში და ქმნის პლაკატის ესკიზს ეკოლოგიის თემაზე
  10. გმადლობთ ყურადღებისათვის !
Publicidad