2. • გაკვეთილის ძირითადი მიზნები:
• მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის გაგება-
გააზრებას,ვარაუდების
გამოთქმას,სიტყვების მნიშვნელობის
დადგენას,კითხვის სხვადასხვა
სტრატეგიიგ გამოყენებას ტექსტის უკეთ
გაგებისთვის.
3. შედეგები:
• · გამოუმუშავდებათ პასუხისმგებლობა გა
რემოსდაცვითი საკითხების მიმართ;
• · გააცნობიერებენ ბუნებაში ადამიანის
უხეშად ან დადებითად ჩარევით გამოწვეული
შედეგების მნიშვნელობას
• შეძლებენ სხვისი აზრის, სურვლებისა და
დამოკიდებულებების პატივისცემას.
4. • უნარები
• · შეძლებენ მოცემული ტექსტის
ძირითადი იდეის გაგება-გააზრებას;
• · აითვისებენ ახალი სიტყვების მნიშვ
ნელობაზე მუშაობის სტრატეგიას;
• · განუვითარდებათ მეგობრობის,
თანაგრძნობის, სხვისი პატივისცემის,
ემპათიის უნარები.
5. • ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
• ქართ. V. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული
ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება
• ქართ. V. 10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის ტექსტის
სტრუქტურული და ენობრივი თავისებურებების ამოცნობა.
• ქართ. V. 12. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის
გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების
• ქართ. V. 13. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების
დამოუკიდებლად შექმნა.
• ქართ. V. 14. მოსწავლეს შეუძლია წერითი დავალების ამოცანის განსაზღვრა
და ფუნქციური სტილის არჩევა
6. გაკვეთილზე მუშაობის სტრატეგიები:
• ჯგუფური მუშაობა;
• ასოციაციური რუკა;
• სიტყვის აბლაბუდა;
• გააცოცხლე წარმოსახვაში
• ჩემი ალბომი;
• მოთხრობის რუკა;
8. სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
• მე-5 კლასის სახელმძვანელო (ავტორი:როდონაია)
• ვიდეომასალა:https://www.youtube.com/watch?v=cnLN82
Dlq7s
• G-PriEd-ის სქემები:
• სიტყვის აბლაბუდა;
• გააცოცხლე წარმოსახვაში
• ჩემი ალბომი;
• მოთხრობის რუკა
• თაბახის ფურცლები,
კალმები,მარკერები,ფლიპჩართები,პროექტორი,კომპი
უტერი
9. გაკვეთილის ეტაპები
• წაკითხვამდე ფაზა
• · მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად შემდეგი პრინციპით:
თითოეულ ჯგუფს მერხზე მიმაგრებული ექნება ქაღალდისაგან
დამზადებული მუხის ხე ფოთლების და რკოს გარეშე.მოსწავლეები
აიღებენ წინასწარ დამზადებულ ქაღალდის ფოთლებსა და რკოს,
თითოეულზე ეწერება ერთი სიტყვა, კატეგორიებად უნდა
დააჯგუფონ ისინი,მიამაგრონ ხეს და განლაგდნენ შესაბამის
ჯგუფში.
• .
10. • მაგ: I ხე- ვინ კითხვა დაესმის
1.გოგონა,2
შვილიშვილი,3.მონადირე,4.ა
დამიანი.
• II ხე- რა კითხვა დაესმის:
1.მუხა,2. ნისკარტი,
3.კოდალა,4.ციყვი.5.ქარი.
• III ხე- კითხვა როგორ
დაესმის:1.უძრავი;2.პატარა;
• 3.აღტაცებული;4.მრისხანე;5.
ლამაზი.
• IV ხე-რიცხვითი სახელებია:
მეხუთე,ოცდამეერთე,მეასე,მ
ეოთხედი,შვიდი.
• V ხე-
ნაცვალსახელებია:მე,შენ,ის,ჩ
ვენ,თქვენ
14. • როგორი ტიპის ტექსტები ვიცით?
• ჩამოთვალეთ მხატვრული ტექსტის
მახასითებლები:
15. ტექსტის წაკითხვამდე მოსწავლეთა თითოეული ჯგუფი ტექსტში
გამოყენებული ერთი უცნობი
სიტყვის მნიშვნელობას გამოარკვევს „სიტყვის აბლაბუდას“ სქემის
გამოყენებით.
შევახსენებს
მოსწავლეებს აღნიშნული სტრატეგიის გამოყენების თანმიმდევრობას)დავურიგებს
მათ სამუშაო ფურცლებს.
უცხო სიტყვები:
1.ჯმუხი
2. ყურებსიფრიფანა;
3.ჭარმაგი;
4.ბღუჯა;
5.ტანდაკოჟრილი.
17. წაკითხვის დროს
• · მოსწავლეებს მივაწვდის ტექსტზე მუშაობის
მკაფიო ინსტრუქციას. · ვუკითხავ პირველ აბზაცს
და ვეუბნება მოსწავლეებს წაკითხული მონაკვეთი
გააცოცხლონ წარმოსახვაში და შეავსონ სქემა
ფლიფჩარტზე.
19. • მოსწავლეები განაგრძობენ ჯგუფებში
რამდენიმე ნაწილისგან დაყოფილი
ტექსტის კითხვას,ასრულებენ „სიტყვის
აბლაბუდას“ შევსებას , შემდეგ კი
წარადგენენ პრეზენტაციას.
20. მუხა
•
ეს მუხა ტყის პირას დგას, _ ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი,
ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს
ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, _ ადამიანი, ცხოველი თუ
ფრინველი. საუკუნეებით დაღლილს, გაწამებულს ხანდახან ქორი
თუ მოებმება ხმელ კენწეროზე, ისიც უძრავი, მრისხანედ
მიშტერებული ველისკენ; ხანდახან კოდალა თუ მოინახულებს;
სწრაფად, უგულოდ შემოურბენს ირგვლივ, თითქოს
ვალდებულების მოსახდელად ორიოდეჯერ დაჰკრავს ნისკარტს, _
კივ-კივო! _ ანუგეშებს და გაფრინდება სხვა ხეებისკენ. ციყვებმაც
კი მიატოვეს და წავიდნენ...
21. ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი
თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს. დაანთეს
ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა.
ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე
გჯობივართ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე
წამოდგა და თქვა: _ აი, ბურთი და აი, მოედანი! _ მუხის
დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, _ ვესროლოთო.
ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი _ წამოწოლილი.
სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ
მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა
აქეთ-იქით.
მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის
სველი ჭრილობა მიწით ამოივსო
22. . გამოხდა ხანი, _ თვეები, წლები. და, აი, წლეულს, გაზაფხულზე, ის
მონადირე, ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი,
პატარა შვილი-შვილთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ
ადგილებში.
მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით
ყვაოდა.
მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფანა გოგონამ,
აღტაცებულმა ჩაიმუხლა, მუხას ხელები მოხვია და მიეხუტა.
მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი
გაჩერდა.
23. წაკითხვის შემდეგ:
• დაიწყებენ ნაწარმოების იდეის
გააზრებას,გამოყოფენ საინტერესო
ფაქტებს.ავსებენ ფორმატზე დახაზულ სქემას
სახელწოდებით „ჩემი ალბომი“.
25. გავმართავ დისკუსიას:
1.როგორია მუხა? ვის გვახსნებს იგი
რეალურ ცხოვრებაში?
2. რა არის ნათქვამი მუხის
სტუმრებზე:ქორზე,კოდალაზე?
3.ამჩნევდნენ თუ არა მოქეიფე
მონადირეები მუხას?
4.რა გამოიხატა ბაბუისა და გოგონას
საქციელით?
5.ირძნობა თუ არა მოთხრობაში იმედი?