Se ha denunciado esta presentación.
Utilizamos tu perfil de LinkedIn y tus datos de actividad para personalizar los anuncios y mostrarte publicidad más relevante. Puedes cambiar tus preferencias de publicidad en cualquier momento.
შემოდგომა განახევრებულა. ენკებისთვე, ანუ სექტემბერი
გასულა და ღვინობისთვეც (ოქტომბერი) საცაა გავა. მოსავალი
ვენახებიდან და...
როგორც კი ეზოში შეხვალთ, მაშინვე გასაშრობად გამოფენილ
ჩურჩხელებს შაევლებთ თვალს. ჩურჩხელები ჯერ მხოლოდ წითლად
ღუიან.
ღობეზე ნამგლით აჭრილი სიმინდის
ფუჩეჩი მიუყუდებიათ, ესეც გასაშრობად
არის გამოტანილი და მზის გულზე
მიფიცხებული.
ყვითელი ტარო...
ეზოში გაფენილ ფარდაგზე კაკალი გაუშლიათ, ცოტა იქით -
ლობიო და დაფხვნილი სიმინდი.
სასიმინდედან ყვითელი და თეთრი
ტაროები იჭვრიტებიან,
ბეღელი ხორბლითაა სავსე,
იქვე სათივე დგას, ბაღში ხბო იცოხნება.
საბძელში ...
მარნის, საბძლის და ბეღლის
სახურავებზე გოგრები
მიწოლილან, თეთრი და
ყვითელი, ხოკერა გოგრები.
მარნის კარი ფართოდ გაუღიათ და
ი...
Próxima SlideShare
Cargando en…5
×

"შემოდგომა" თამაზ ბიბილური

424 visualizaciones

Publicado el

Рассказ

Publicado en: Internet
  • Sé el primero en comentar

"შემოდგომა" თამაზ ბიბილური

  1. 1. შემოდგომა განახევრებულა. ენკებისთვე, ანუ სექტემბერი გასულა და ღვინობისთვეც (ოქტომბერი) საცაა გავა. მოსავალი ვენახებიდან და მინდვრებიდან, ბაღებიდან და ბოსტნებიდან შინ შეუტანიათ. წარმოვიდგინოთ ძველებური სახლი, კრამიტით გადახურული და რიკულებიანი აივნით დამშვენებული.
  2. 2. როგორც კი ეზოში შეხვალთ, მაშინვე გასაშრობად გამოფენილ ჩურჩხელებს შაევლებთ თვალს. ჩურჩხელები ჯერ მხოლოდ წითლად ღუიან.
  3. 3. ღობეზე ნამგლით აჭრილი სიმინდის ფუჩეჩი მიუყუდებიათ, ესეც გასაშრობად არის გამოტანილი და მზის გულზე მიფიცხებული. ყვითელი ტაროები ერთმანეთზე გადაუბამთ და აივნის ბოძზე ჩამოუკიდიათ. აქვეა ყურძნის ჯაგანი, გალა ნივრისა და ხახვისა, წითელი წიწაკის ასხმულა, ყვითელი ზაფრანა.
  4. 4. ეზოში გაფენილ ფარდაგზე კაკალი გაუშლიათ, ცოტა იქით - ლობიო და დაფხვნილი სიმინდი.
  5. 5. სასიმინდედან ყვითელი და თეთრი ტაროები იჭვრიტებიან, ბეღელი ხორბლითაა სავსე, იქვე სათივე დგას, ბაღში ხბო იცოხნება. საბძელში ბზეა,
  6. 6. მარნის, საბძლის და ბეღლის სახურავებზე გოგრები მიწოლილან, თეთრი და ყვითელი, ხოკერა გოგრები. მარნის კარი ფართოდ გაუღიათ და იქიდან ახალი მაჭრის სუნი გამოდის. ეს ტიკიც რაღა ახლა დაუსვამთ მარნის კართან და თანაც სამფეხა სკამზე? შიგ ჯერ არაფერი ასხია, მაგრამ ტიკი მაინც დიდებულად გაბერილა და იმგვარად შემოგვცქერის, თითქოს მის გარეშე აქაურობა არაფრად ეღირებოდა.

×