2. •
სწორი კვება – ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია.
საკვები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ხელს უწყობს ორგანიზმის ქსოვილებისა
და უჯრედების როგორც განვითარებას, ასევე მათ სისტემატურ
განახლებას. საკვები წარმოადგენს ენერგიის წყაროს, რომელსაც ჩვენი
ორგანიზმი ხარჯავს არა მარტო ფიზიკური დატვირთვისას, არამედ
დასვენების დროსაც.
•
კვების პროდუქტები – ეს არის იმ ნივთიერებათა წყარო, რომლიდანაც
სინთეზირდება ფერმენტები, ჰორმონები და მიმოცვლითი პროცესების
რეგულატორები. ნივთიერებათა ცვლა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის
სიცოცხლისუნარიანობის საფუძველია, პირდაპირ არის დამოკიდებული
კვების ხასიათზე.
•
კვება უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებას. საკვების
შემადგენლობა, მისი თვისებები და რაოდენობა განსაზღვრავს ფიზიკურ
ზრდა-განვითარებას, შრომისუნარიანობას, დაავადებათა
სიხშირეს, ნერვულ-ფსიქიკურ მდგომარეობას, სიცოცხლის
ხანგრძლივობას.