1. 1
გაკვეთილი N16
საშინაო დავალების შემოწმება
1.
SiO2 + 2NaOH Na2SiO3 + H2O
kr
კრ.
Na2SiO3 + 2HCl 2NaCl + H2SiO3
H2SiO3 H2O + SiO2
amorf
ამორფ.
2. V0 (H2) = 136ლ
3. m(Mg) = 16გ m(Si) = 9,3გ
X ტესტი
1. ჩვეულებრივ პირობებში აზოტი რეაქციაში შედის:
1. წყალბადთან 2. ჟანგბადთან
3. ქლორთან 4. ლითიუმთან
2. რომელი რეაქციაა მცდარი?
1. Mg + 10HNO3 (ganz) = 4Mg(NO3)2 + 5H2O + N2
2. Cu + 4HNO3 (ganz) = Cu(NO3)2 + 2H2O + 2NO2
3. Zn + 8HNO3 (ganz) = 3Zn(NO3)2 + 4H2O + 2NO
4. სამივე რეაქცია სწორია
3. დაშლის რომელი რეაქციაა სწორი?
t0
1. NH4Cl NH3 + HCl
t0
2. (NH4)2SO4 2NH3 + H2SO4
t0
3. NH4NO3 N2O + H2O
4. სამივე რეაქცია სწორია
4. ნიტრატების დაშლის რომელი რეაქციაა მცდარი?
2. 2
t0
1. 2NaNO3 2NaNO2 + O2
t0
2. Cu(NO3)2 Cu(NO2)2 + O2
t0
3. 2AgNO3 2Ag + 2No2 + O2
t0
4. 2Zn(NO3)2 2ZnO + 4NO2 + O2
5. რომელი რეაქციაა შესაძლებელი?
1. 4P + 5O2 = 2P2O5
2. 4P + 3O2 = 2P2O3
3. 2P + 5H2SO4 = 2H3PO4 + 2H2O + 5SO2
4. სამივე რეაქცია შესაძლებელია
6. რომელი რეაქციაა შეუძლებელი?
1. 3Cu + 2H3PO4 = Cu3(PO4)2 + 3H2
2. Ca3(PO4)2 + 4H3PO4 = 3Ca(H2PO4)2
3. Al(OH)3 + 3H3Po4 = Al(H2PO4)3 + 3H2O
4. Al(OH)3 + H3PO4 = AlPO4 + 3H2O
7. რომელი რეაქციაა შესაძლებელი ჩვეულებრივ პირობებში?
1. 4Al + 3C = Al4C3
2. C + 2H2 = CH4
3. C + H2O = CO + H2
4. სამივე პასუხი მცდარია
8. რომელი რეაქციაა მცდარი?
1. Ca(HCO3)2 = CaCO3 + CO2 + H2O
2. CaCO3 + 2NaCl = Na2CO3 + CaCl2
3. 2NaHCO3 = Na2CO3 + CO2 + H2O
4. CaCO3 + CO2 + H2O = Ca(HCO3)2
3. 3
9. რომელი რეაქციაა შესაძლებელი ჩვეულებრივ პირობებში?
1. Si + 2F2 = SiF4
2. Si + C = SiC
3. Si + O2 = SiO2
4. სამივე პასუხი სწორია
10. რომელი რეაქციაა სწორი?
1. Si + 4HCl = SiCl4 + 2H2
2. Si + 2H2SO4 (ganz) = Si(SO4)2 + 2H2
3. Si + 4HF = SiF4 + 2H2
4. Si + 4H3PO4 = Si3(PO4)4 + 6H2
მეტალების ზოგადი დახასიათება
ელემენტების 80% მეტალურ ბუნებას ამჟღავნებს. თუ ელემენტთა პერიოდულ
სისტემაში გავავლებთ წარმოსახვით ხაზს, რომელიც გაივლის ბორზე, სილიციუმზე,
დარიშხანზე და ასტატზე, ამ ხაზს ქვემოთ მოთავსებული მთავარი ქვეჯგუფის
ელემენტები, აგრეთვე თანაური ქვეჯგუფის ყველა ელემენტი მეტალია.
მეტალებს ახასიათებთ კარგი ელექტრო- და სითბოგამტარობა, ჭედადობა,
გლინვადობა და მეტალური ბზინვარება. როგორც უკვე აღვნიშნეთ მეტალების
ფიზიკურ თვისებებს მეტალის კრისტალებში განხორციელებული “მეტალური ბმა”
განაპირობებს. არამეტალებს ეს ფიზიკური თვისებები ნაწილობრივ ან საერთოდ არ
ახასიათებთ.
რაც უფრო ძლიერია მეტალი, მით უფრო ადვილად გასცემს ე.წ. სავალენტო
ელექტრონებს. როგორც გვახსოვს არამეტალებს ელექტრონის გაცემის უნარიც აქვთ
და ელექტრონის მიერთებისაც.
მეტალების უდიდეს ნაწილს გარე შრეზე ერთი ან ორი ელექტრონი აქვთ. სამ-სამი
აქვთ მესამე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის მეტალებს (Al, Ga, In, Tl), ოთხ-ოთხი IV
ჯგუფის მეტალებს (Ge, Sn, Pb), ხუთ-ხუთი V ჯგუფის მეტალებს (Sb, Bi).
მთავარი ქვეჯგუფის ელემენტებს შეუძლიათ გასცენ მხოლოდ გარე შრის
ელექტრონები, ხოლო თანაური ქვეჯგუფის ელემენტებს უნარი აქვთ გასცენ როგორც
გარე შრის (s) ელექტრონები, ისე ბოლოსწინა შრის (d) ელექტრონები.
მეტალების კრისტალებში განხორციელებულია “მეტალური ბმა”. ის აღიძვრება
“ელექტრონულ აირსა” და მეტალების კათიონებს შორის ურთიერთქმედების
შედეგად. მეტალური ბმა განაპირობებს მეტალების ფიზიკურ თვისებებს. უფრო
დაწვრილებით “მეტალური ბმის” შესახებ იხ. ზოგადი ქიმიის კურსის გაკვეთილი
№ 25.
4. 4
მეტალებს ყოფენ ორ ჯგუფად: შავ და ფერად მეტალებად. შავ მეტალებს
მიეკუთვნება რკინა და მისი შენადნობები. დანარჩენი მეტალები ფერადებია. აქვე
აღვნიშნოთ, რომ მეტალების უმრავლესობას რუხი ან მოვერცხლისფრო თეთრი ფერი
აქვთ, მხოლოდ ოქროა ყვითელი და სპილენძი წითელი.
სიმკვრივის მიხედვით მეტალებს ყოფენ მსუბუქ და მძიმე მეტალებად.
მსუბუქებია ტუტე და ტუტემიწათა მეტალები, Al და სხვა. ამ მეტალების ρ<5გ/სმ3.
მძიმეა Zn, Sn, Pb და ა.შ.
თუ მეტალის tლღ<10000, მაშინ მეტალი ადვილად ლღობადია. ასეთებია Hg (სითხეა
ჩვ. ტემპერატურაზე), In, Al, Pb, Sn და ა.შ. ძნელად ლღობადია ვერცხლი, ოქრო,
ვოლფრამი და ა.შ.
ბუნებაში მეტალები იშვიათად გვხვდებიან თავისუფალი სახით. გვხვდება
“თვითნაბადი” ოქრო, პლატინა, ვერცხლი, იშვიათად სპილენძიც. ყველა ხსვა
შემთხვევაში მეტალები ბუნებაში ნაერთების სახით გვხვდებიან. იმ მინერალებს,
რომელთა გადამუშავებით შეიძლება მეტალების მიღება მადნები ეწოდებათ.
მადნები შეიცავენ მეტალთა ოქსიდებს, ჰიდროქსიდებს, მარილებს. ფერადი
ლითონები ხშირად სულფიდების სახით გვხვდება. მათ სულფიდურ მადნებსაც
ეძახიან.
მიღების ხერხები:
1. პირომეტალურგია. მაღალ ტემპერატურაზე მეტალების მიღებას
პირომეტალურგია ეწოდება. მეტალებს იღებენ ოქსიდური მადნების
აღმდგენლებთან ურთიერთქმედების შედეგად. აღმდგენლებია ნახშირი,
ნახშირჟაგი, წყალბადი:
2PbO + C → 2Pb + CO2
Fe2O3 + 3CO → 2Fe + 3CO2
CuO + H2 → Cu + H2O
მიღება სულფიდებიდან ორსაფეხურიანია. ჯერ ხდება სულფიდების გამოწვა:
2ZnS + 3O2 → 2ZnO + 2SO2
შემდეგ კი მიღებული ოქსიდების აღდგენა:
ZnO + CO → Zn + CO2
პირომეტალურგიის ერთერთი სახეობაა მეტალოთერმია. ამ დროს
აღმდგენლად გამოიყენება ერთერთი მეტალი. ყველაზე ხშირად ამ მიზ-
ნისთვის იყენებენ ალუმინს (ალუმინოთერმია). მეტალის ოქსიდის ფხვნილსა
და ალუმინის ნარევის გახურების შემდეგ იწყება რეაქცია:
Cr2O3 + 2Al → Al2O3 + 2Cr
3TiO2 + 4Al → 2Al2O3 + 3Ti
ეს რეაქცია ეგზოთერმულია და მიღებული მეტალები ლღვება გამოყოფილი
სითბოს ხარჯზე.
5. 5
2. ელექტროლიზი. მეტალების მიღება ხდება მათი მარილების
წყალხსნარების ან ნალღობების ელექტროლიზისას. მაგ: სპილენძი შეიძლება
მივიღოთ სპილენძის მარილის წყალხსნარის ელექტროლიზით
ელექტროლიზი i
eleqtroliz
CuCl2 Cu + Cl2
(კათ) (ანოდ)
(kaT) (anod)
ხოლო აქტიურ მეტალებს კი იღებენ შესაბამისი ნალღობების
ელექტროლიზისას
ნალღობის s
nalRobi
2NaCl el-lizi
2Na + Cl2
ელექტრო- (kaT)
(კათ) (anod)
(ანოდ)
ლიზი
მეტალების ქიმიური თვისებები
1. მეტალები ურთიერთქმედებენ არამეტალებთან (ამ რეაქციებს ჩვენ
გავეცანით არამეტალების განხილვისას)
ზოგადად: Me + ჰალოგენი → ჰალოგენიდი
Me + O2 → ოქსიდი
Me + S → სულფიდი
Me + N2 → ნიტრიდი
Me + P → ფოსფიდი
Me + C → კარბიდი
Me + Si → სილიციდი
Me + H2 → ჰიდრიდი
2. მეტალები რეაგირებენ წყალთან. აქტიური მეტალები წყალთან
ჩვეულებრივ პირობებში შედიან და წარმოქმნიან ჰიდროქსიდებს. ზოგი
ნაკლებად აქტიური მეტალი მხოლოდ მაღალ ტემპერატურაზე რეაგირებს
წყალთან და წარმოქმნიან ოქსიდებს, ზოგი კი საერთოდ არავითარ
პირობებში წყალთან არ რეაგირებს
2Na + 2H2O → 2NaOH + H2 რეაქცია ძალიან სწრაფად მიდის
Ca + 2H2O → Ca(OH)2 + H2 რეაქცია შედარებით ნელა მიდის
2Al + 6H2O → 2Al(OH)3 + 3H2 რეაქცია მიდის მხოლოდ დამცველი
ოქსიდური ფენის მოცილების შემდეგ
3Fe + 4H2O → Fe3O4 + 4H2 მხოლოდ გავარვარებული რკინა
რეაგირებს წყლის ორთქლთან
Cu + H2O
არ მიმდინარეობს
6. 6
3. მჟავებთან ურთიერთქმედება. ჩვეულებრივ მჟავებთან, ანუ მჟავებთან,
რომელთა მოლეკულაში მჟანგავია H+ იონი (HCl, H2SO4 (განზ), H3PO4 და
ა.შ.) რეაგირებენ მხოლოდ ის მეტალები, რომლებიც მეტალთა აქტივობის
მწკრივში წყალბადის მარცხნივაა მოთავსებული (ე.ი. არ რეაგირებენ Cu,
Hg, Ag, Au, Pt). მაგ:
Zn + 2HCl → ZnCl2 + H2
Zn + 2H+ + 2Cl- → Zn2+ + 2Cl- + H2
Zn + 2H+ → Zn2+ + H2
მჟანგავი მჟავები (HNO3 და ცხელი კონცენტრირებული H2SO4) რეაგირებენ
ყველა მეტალთან ოქროსა და პლატინის ჯგუფის მეტალების გარდა. მაგ:
Cu + 2H2SO4 → CuSO4 + H2O + SO2
3Ag + 4HNO3 (ganz) 3AgNO3 + 2H2O + 2NO
4. უფრო აქტიური მეტალები აძევებენ ნაკლებად აქტიურ მეტალების
ატომებს მათი მარილებიდან
Fe + Cu(NO3)2 → Fe(NO3)2 + Cu
5. ზოგი მეტალი(Be,Al,Zn,Ga,Sn,Pb და სხვა) რეაგირებს მწვავე ტუტეებთან. ამ
მეტალებს ამფოტერული ჰიდროქსიდები შეესაბამებათ. რეაქციის შედეგად
მიიღება მარილები, რომელთა ანიონებიც ამ მეტალებს შეიცავენ
2NaOH + Zn → Na2ZnO2 + H2
2KOH + 2Al + 2H2O → 2KAlO2 + 3H2
მეტალებს გააჩნიათ უნარი გამლღვალ მდგომარეობაში შეერიონ ერთმანეთს და
წარმოქმნან ერთგვაროვანი – ჰომოგენური ნარევები. ამ ნარევებს შენადნობები
ეწოდებათ. შენადნობებს რიგ შემთხვევებში ბევრად უფრო ძვირფასი ფიზიკური
თვისებები აქვთ, ვიდრე შენადნობების შემადგენელ მეტალებს.
პირველი შენადნობი, რომლის მიღებაც ისწავლა კაცობრიობამ იყო ბრინჯაო. ის
სპილენძის და კალასგან შენადნობია (თანაფარდობა 4:1). ბრინჯაო ბევრად უფრო
მაგარი აღმოჩნდა, ვიდრე შემადგენელი მეტალები. ბრინჯაოსგან დამზადებული
შრომისა და ბრძოლის იარაღი კი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სპილენძის
იარაღი, რომელსაც ბრინჯაოს მიღებამდე იყენებდნენ. კაცობრიობის ისტორიაში
არსებობს ე.წ. “ბრინჯაოს” ხანა. კიდევ უფრო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო
ფოლადის მიღება. ფოლადი რკინისა და მცირე რაოდენობა ნახშირის შენადნობია.
ω(C)<1,7%. როგორც ვხედავთ შენადნობი შეიძლება დამზადდეს არა მარტო
მეტალების შერევით, არამედ მეტალისა და არამეტალის შერევითაც.
ტექნიკაში პრაქტიკულად მხოლოდ შენადნობები გამოიყენება. სუფთა მეტალებს
იშვიათად იყენებენ.
ბრინჯაოს, ფოლადის და თუჯის გარდა პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება
შემდეგი შენადნობებიც: - თითბერი (ω(Cu)=65-70%, ω(Zn)=30-35%; ნიქრომი -
ω(Ni)=68%, ω(Cr)=15%, ω(Fe)=16% დანარჩენია მანგანუმი; დურალუმინი_ძირითადი
კომპონენტია ალუმინი_ ω(Al)=(94%), დანარჩენი კი არის Cu, Mg, Mn, Fe და Si;
პობედიტი – ნახშირბადის, ვოლფრამის და კობალტის შემცველი შენადნობი.
7. 7
თითბერისაგან ამზადებენ მონეტებს, ნიქრომისაგან ელექტრო გამაცხელებლების
სპირალებს, პობედიტისაგან ბურღებსა და საჭრისებს. საიუველრო საქმეში იყენებენ
ოქროს შენადნობებს სპილენძთან და ვერცხლთან, დურალუმინს ავიამშენებლობაში
და ა.შ.
საშინაო დავალება
1. როგორ მიიღებდით მეტალებს შემდეგი ნედლეულიდან – Fe2O3, ZnO, PbS,
Cu2(OH)2CO3
2. მეტალების და არამეტალების ურთიერთქმედებისთვის აიღეთ ორი მეტალი –
ლითიუმი და ბარიუმი და დაწერეთ ყველა შესაძლო რეაქცია.
3. რკინის და სპილენძის 10გ ნარევის განზავებულ გოგირდმჟავასთან
ურთიერთქმედებისას გამოიყო 2,24ლ (ნ.პ.) წყალბადი და გაუხსნელი დარჩა
საწყისი ნარევის ნაწილი. რას წარმოადგენს გაუხსნელი ნაშთი? რამდენი გრამი
რკინა და რამდენი გრამი სპილენძი იყო მოცემულ ნარევში?
4. სპილენძისა და სპილენძის (II) ოქსიდის 10გ ნარევთან რეაქციისთვის საჭიროა
60მლ 10% (ρ=1,07გ/სმ3) მარილმჟავას ხსნარი. როგორია საწყის ნარევში
სპილენძისა და სპილენძის (II) ოქსიდის მასური წილები?
5. განახორციელეთ შემდეგი გარდაქმნები
Na2ZnO2 Zn(OH)2 ZnO Zn
Zn
ZnCl2 ZnSO4