SlideShare una empresa de Scribd logo
1 de 13
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
სიკვდილი საულისა
საულს დიდი ხანი აღარ უმეფია. უბედური სიკვდილი მალე ეწვია მას. ფილისტიმელები
კიდევ შემოესივნენ საისრაელოს. საული გრძნობდა, რომ ღმერთი მას აღარ შველოდა და
ამიტომ შიშით გაიყვანა თავისი ჯარი ბრძოლის ველზედა. აქ ისრაელნი სასტიკად
დამარცხდნენ. ნახევარი ჯარი გაწყდა ომში, ნახევარი გაიქცა და დაიქსაქსა. საული თავის
შვილებით მეტად მხნედ იბრძოდა, მაგრამ ვერა გააწყეს რა. სამი შვილი, რომელთა შორის
იყო იონათანიც, მოუკლეს თვალწინ და თვითონ საულიც დასჭრეს. საული ხედავდა, რომ
მტერს ხელიდან ვეღარ წაუვიდოდა და უთხრა თავის მეაბჯრეს: დამეცი გულში მახვილი,
რომ მტრებმა ტყვედ არ წამიყვანონ და არ შევიქმნე სამასხარაო წარმართებისა. მეაბჯრემ ეს
ვერ გაბედა და მაშინ საული თვითონ დაეცვა თავის მახვილს წვერზედ და მოკვდა. საულის
სიკვდილის ხმამ დავითამდისაც მიაღწია. საშინლად ეწყინა დავითსა, სიმწრით პერანგი
შემოიფლითა და ცხარე ცრემლით ატირდა. იგი სტიროდა საულს და თავის ერთგულ
მეგობარს იონათანს, თავისი მწუხარება და გლოვა იონათანზე მან გამოხატა მშვენიერი
ლექსით. ისრაელთ ახლა გაიხსენეს, რომ დავითი მათ მეფედ იყო ცხებული სამოელ
წინასწარმეტყველის მიერ. რადგანაც თვითონ ხალხსაც უყვარდა და მოსწონდა დავითი,
ამიტომ ჩქარა მთელმა ერმა აღიარა იგი მეფედ.
(1 მეფ. 31,1 _ 4; 2 მეფ. 1,1 _ 27)
მეფობა დავითისა
დავითმა საცხოვრებლად არც ერთი მაშინდელი ქალაქი არ
ამოირჩია, რადგანაც არ უნდოდა, რომ ამის გამო შური და
ცილობა ჩამოვარდნილიყო სხვადასხვა ქალაქების
მცხოვრებლებს შორის. მან განიზრახა ახალი ქალაქის აშენება.
საისრაელოში ერთ მთაზედ იყო აშენებული ციხე-ქალაქი,
რომელიც წარმართებს ჰქონდათ დაპყრობილი; ამ ციხე-
ქალაქს ერქვა იერუსალიმი. დავითმა აიღო ეს ციხე,
დაისაკუთრა, გააფართოვა, გაამშვანიერა, ააშენა თავისთვის
სასახლე და დასახლდა შიგა. ებრაელთა სატახტო ქალაქი
გახდა იერუსალიმი. კეთილმსახურ დავითს უნდოდა, რომ
იერუსალიმი წმინდა ქალაქი გამხდარიყო, ამიტომ მან ააშენა
ახალი, ძველზედ უფრო დიდი და მშვენიერი კრებულის
კარავი, დასდგა იგი იერუსალიმში სიონის მთაზედ და
სელომიდან გამოიტანა მასში დასასვენებლად სჯულის
კიდობანი. მაგრამ ერთგულებამ უფლისამ უფრო კაი საქმე
მოაწადინა დავითს. დავითს ეთაკილებოდა, რომ თვითონ
მდიდარ სასახლეში ცხოვრობდა და ღვთის სახლს კი უბრალო
კარავი შეადგენდა, ამიტომ მან მოინდომა მშვენიერი ტაძრის
აშენება. მაგრამ, ღვთის ბრძანებით, ერთი წინასწარმეტყველი
მივიდა დავითთან და უთხრა: ამ წმინდა საქმეს შენ არ
შეუდგები, მას შეასრულებს შენი შვილი, რომელიც შენს
შემდეგ გამეფდება. ამასთან წინასწარმეტყველმა განუცხადა
დავითს დიდი მოწყალება ღვთისა: შენი შთამომავალნი
იქნებიან განუწყვეტლივ მეფეებად ისრაელისა, მანამ არ
დაიბადება შენსავე შთამომავლობაში მაცხოვარი, რომელსაც
ერქმევა შენი ძე და საუკუნო მეფე.
უფალმა ყოველ საქმეში
წარუმართა ხელი დავითსა
და ყოველი მისი წამოწყება
აკურთხა და კეთილად
დაასრულა. მისი სამეფო მის
სიცოცხლეში გახდა დიდი,
ძლიერი და
სახელგანთქმული. გარშემო
ხალხები ყველანი დავითის
მორჩილების ქვეშ იყვნენ და
მტრებს მისი დიდი შიში
ჰქონდათ, რადგანაც მათზედ
დავითმა ბევრჯერ
გაიმარჯვა ღვთის
შემწეობით და არც ერთხელ
არ დამარცხებულა.
(2 მეფ. 5,6 _9; 6,1 _17; 7,1
_16)
შეცოდება დავითისა
მაგრამ ამისთანა მართალი კაციც კი, როგორიც იყო დავითი, მძიმე შეოდებაში
ჩავარდა. ეტყობა, რომ დიდება, ბედნიერება და განცხრომით ცხოვრება წმინდა
კაცსაც კი აფუჭებს. დავითმა მოინდომა ერთი უბრალო კაცის ცოლის შერთვა. იმ
კაცს ურია ქეტელი ერქვა. რადგანაც წართმევა არ შეიძლებოდა, ამიტომ მან იხმარა
შემდეგი ბოროტი ხერხი: ქმარი გაგზავნა ჯარში და თან გაატანა თავის სარდალთან
წიგნი, რომელშიც ეწერა შემდეგი: ამ წერილის მომტანი ისეთ ადგილას დააყენე,
რომ უთუოდ მოკლან მტრებმა. სარდალმა აასრულა დავითის ბრძანება.
დაქვირვებული ქალი დავითმა შეირთო ცოლად. განცხრომით ცხოვრებამ ისე
გამოცვალა დავითი, რომ სინდისი სრულიადაც არ აწუხებდა ამ ბოროტების
ჩადენისათვის. ღმერთმა მთელი წელიწადი უცადა დავითის სინდისის გაღვიძებას,
მაგრამ ტყუილად, მაშინ, მისი ბრძანებით გამოცხადდა დავითთან ნათან
წინასწარმეტყველი და უთხრა: _ მეფევ, გამისამართლე შემდეგი საქმე: ერთ
ქალაქში ორი კაცი ცხოვრობდა _ ერთი მეტად მდიდარი, მეორეღარიბი. მდიდარს
ჰყავდა მრავალი ცხვარი და სხვა შინაური საქონელი. ღარიბს კი არა ებადა რა ერთი
ცხვრის მეტი, რომელიც მას უყვარდა და ეფერებოდა; ცხვარს აჭმევდა თავის ჯამში,
ასმევდა თავის საწყლედან და აძინებდა თავის მუხლებზედ. ერთხელ მდიდარ კაცს
ეწვია სტუმარი, მან დაინანა თავისი ცხვრის ფარებიდან საკლავის დაბარება,
წაართვა ღარიბს ის ერთადერთი ცხვარი, დაჰკლა და აჭამა თავის სტუმარს. დავითმა
რომ მოისმინა ბოლომდის, გაბრაზდა იმ მდიდარ კაცზედ, გაცეცხლდა და თქვა:
მაგისთანა უსამართლობის ჩამდენი სწორედ სიკვდილის ღირსია. მაშინ
წინასწარმეტყველმა უთხრა დავითს: ეგ კაცი შენა ხარ, _ და დაუმატა, _ ასე
ბრძანებს უფალი ღმერთი ისრაელისა: მე შენ გაგხადე მირონცხებული მეფე, მე შენ
გამოგიხსენ საულის ხელიდან. რად გადაუდეგ მცნებას ღვთისასა და რად ჩაიდინე
ბოროტება ჩემს თვალქინ? შენ მოჰკალი საწყალი ურია ქეტელი მტრის ხელით და
მისი ქვრივი დაისვი ცოლად
ცოლად. დავითმა ცხადად იგრძნო ახლა კი თავისი შეცოდება, მისმა სინდისმა
გაიღვიძა და გულითადი სინანულით აღიარა თავისი ცოდვა წინასწარმეტყველის
წინაშე. შევცოდე მე უფლის წინაშე, _ უთხრა დავითმა ტირილით
წინასწარმეტყველსა. წინასწარმეტყველმა მიუგო: უფალი ხედავს შენს სინანულს
და გაპატიებს ცოდვას. შენ თვითონ არ მოკვდები, მაგრამ რადგანაც ამ საქმით
დაამცირე შენი ღმერთი მტრის თვალში, ამიტომ მოკვდება შვილი შენი, შობილი
ბერსაბესგან. ეს რომ თქვა, გაბრუნდა წინასწარმეტყველი და განშორდა დავითს.
დავითი იყო მეტად მოსიყვარულე მამა და ძალიან უყვარდა ბერსაბესაგან
შობილი შვილი, ამიტომ ძლიერ ემწარებოდა მისი სიკვდილი, მეტადრე გული
ძალიან ეთუთქებოდა, როდესაც წარმოიდგენდა, რომ ეს უმანკო ყმაწვილი უნდა
სიკვდილით დასჯილიყო მამის შეცოდების გულისათვის. დავითი დაემხო
მიწაზედ, გოდებდა, სტიროდა და მარხული რამდენსამე დღეს ცხარე ცრემლით
სთხოვდა უფალსა, მისი ჩვილი შვილი გადაერჩინა სიკვდილისაგან. თავისი ღრმა
სინანული ამ დროს მან გამოხატა ლექსად იმ მშვენიერ ფსალმუნში, რომლითაც
ეხლა ყველა ცოდვილი ხელმძღვანელობს სინანულის დროს: "მიწყალე მე
ღმერთო, _ ტირილით შესთხოვდა დავითი უფალსა, _დიდითა წყალობითა
შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი; უფროის
განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმინდე მე,
რამეთუ უსჯულოება ჩემი მე ვუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვყავ . . . გული წმინდა დაბადე
ჩემთან, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა” . . მაგრამ სიტყვა
ღვთისა შეურყეველია: საყვარელი, უმანკო შვილი დავითს მაინც მოუკვდა.
მაშინ დავითი ადგა, დაიბანა პირი,
დაივარცხნა თავი და წავიდა
ტაძარში ღვთის
თაყვანისცემისათვის. ტაძრიდან
გამოსულმა დავითმა მოლხენა
დაიწყო. შინაურებს გაუკვირდათ
ასეთი ქცევა დავითისა და უთხრეს:
მანამ ბავშვი ცოცხალი იყო, შენ
სტიროდი და მარხულობდი, და
ახლა კი, როცა მოკვდა,
მოიმხიარულე და მარხვასაც დაანებე
თავი. მაგრამ დავითმა მიუგო:მე
ვსტიროდი და ვმარხულობდი, სანამ
მეგონა რომ უფალს შევაბრალებდი
ჩემს ბავშვს. ახლა კი, როდესაც ნება
ღვთის ასრულდა და ბავშვი მოკვდა,
მე იმას ტირილით და ცრემლით
ვეღარ დავიბრუნებ. მე შემიძლია
სიმწუხარით მას თან გადავყვე,
მაგრამ ამით ვეღარაფერს
ვუშველი…. . . მაგრამ შვილის
სიკვდილით არ გათავდა დავითის
უბედურებანი.
(2 მეფ. 11, 2 _ 27; 12, 1 _23)
Eeg kaci Sena xar …
აბესალომის ამბავი
დავითის ერთმა შვილმა, სახელად აბესალომმა, განიზრახა მეტად ბრიყვული და
ბოროტი საქმე. მან მოინდომა მამის ტახტიდან ჩამოგდება და მეფობის დასაკუთრება.
წინათაც თავისი ცუდი ყოფაქცევით მამას ბევრს აჯავრებდა და უთუოდ ფიქრობდა, რომ
მამა მას არ დანიშნავდა თავის მემკვიდრედ, ამიტომ მან ძალით და ეშმაკობით
მოინდომა მეფობის ჩაგდება ხელში. აბესალომი იყო მეტად მშვენიერი ვაჟკაცი და ბევრს
მოსწონდა ის. რომ უფრო მომეტებულად შეეყვარებინა ხალხისათვის თავისი თავი, მან
იხმარა მარჯვე ეშმაკობა: ყოველ დილით ადრე გამოდიოდა სასახლის კარებთან და
ალერიანად ჰკითხავდა ყველას, ვინც იმის მამასთან რაიმე თხოვნით მოდიოდა: რა
საქმისათვის გარჯილხართ?; როცა საქმეს გააგებინებდნენ, აბესალომი შებრალებით
ეტყოდა: შენი საქმე მართალი, სწორი საქმეა, მაგრამ რა, მეფე შენ არ მოგისმენს; მე რომ
ვიყო მეფე, მაშინ სხვა იქნებოდა: ყველა თავისი თხოვნით პირდაპირ შემოვიდოდა
ჩემთან და სამართლიანად გადავიწყვეტდი საქმეს. ამის გარდა, როცა წინ შეხვედრის
დროს პატივისცემით თავს უკრავდნენ აბესალომს, როგორც მეფის შვილს, იგი
ალერსიანად ხელს ართმევდა, ეხვეოდა და ჰკოცნიდა მათ. ზოგმა კარგად იცოდა,
რისთვის ჩადიოდა ამ პირმოთნეობას მეფის შვილი, მაგრამ ზოგს კი მოწონდა მისი
თავმდაბლობა, ტკბილი სიტყვები და ხალხში აქებდა მას. ბევრნი იყვნენ იმისთანანიც,
რომელნიც დავითს ემდურებოდნენ, რადგანაც იგი მათ სასტიკად ექცეოდა; როცა
აბესალომმა ნახა, რომ მომხრეები ბევრი იშოვა და ესენი მზად იყვნენ, ეშველათ მისთვის
მამის ჩამოგდებაში ტახტიდან, დაეთხოვა თავის მამას ერთ ქალაქში წასასვლელად
ვითომ სალოცავად. მამამ სრულიად არაფერი იცოდა და ამიტომ დაუბრკოლებლივ
გაუშვა თავისი შვილი. ამ ქალაქში აბესალომმა შეკრიბა ყველა თავისი მომხრე და მეფედ
გამოაცხადა თავი; მერე საჩქაროდ გაგზავნა აქეთ-იქით ქალაქებში თავისი მეგობრები
გამოსაცხადებლად საყოველთაოდ, რომ აბესალომი გამეფდაო. თვითონ აბესალომი კი
თავისი ჯარით გაეშურა იერუსალიმისაკენ.
ას უნდოდა აეღო ეს ქალაქი, დაეტყვევებინა თავისი მამა და მოეკლა. დავითმა რომ ეს
შეიტყო, საჩქაროდ გაიქცა იერუსალიმიდან თავისი სახლობით, გუშაგებითა და
მოსამსახურებითურთ. მომზადებული ჯარი აჯანყებულების დასამშვიდებლად მაშინ არ
ჰყავდა დავითს სრულიად, რადგანაც აბესალომის ღალატი მისთვის მოულოდნელი იყო.
იერუსალიმის მცხოვრებლებმა ტირილით გააცილეს დავითი, რომელიც ფეხშიშველი
მიდიოდა და მწარედ სტიროდა. გზაზედ დავითს შეხვდა ერთი საძაგელი კაცი, საულის
გვარისა. დაუწყო გინება, ქვების სროლა და ეძახდა: გასწი, გასწი, შე ურჯულო! ჰე,
ჩავარდი, უბედურებაში! გეწია, თუ არა საულის ცოდვა! დავითთან მიმავალ კაცებს
უნდოდათ მოეკლათ ეს ბრიყვი და უსირცხვო კაცი, მაგრამ დავითმა დაუშალა: ანებეთ
თავი, _ უთხრა დავითმა, _ დეე მლანძღოს და მწყევლოს, ალბათ ღვთის ნება სრულდება
ჩემზედ. თუ ჩემი ღვიძლი შვილი ჩემზედ აღსდგა, მაგ უცხო კაცს რაღად უნდა
დავემდურო. ეგებ უფალმა სიკეთე მომაგოს მაგის ლანძღვის სამაგიეროდ. აბესალომი
შევიდა იერუსალიმში, და დაიჭირა სამეფო ტახტი, მას ეგონა, ეს არის მთელი სამეფო
დამრჩაო, მაგრამ ამ დროს დავითის გარშემო მთელ მის სამეფოდან შეიკრიბა მრავალი
ჯარი. აბესალომი გავიდა იერუსალიმიდან თავისი მომხრეებით და მოემზადა მამის
ჯართან საომრად. დავითს თვითონ არ უნდოდა ომში გარევა და შვილის წინააღმდეგ
მოქმედება, ამიტომ სხვას ჩააბარა სარდლობა. მამის გული მაინც ვერ იმეტებდა
აჯანყებულ შვილს და ამიტომ ომის წინ დავითმა უთხრა ჯარის მეთაურებს: დაზოგეთ
ჩემი შვილი აბესალომი და ნუ მოჰკლავთ მას. გაიმართა ომი. დავითის გამოცდილმა და
გაწყობილმა ჯარმა მალე საშინლად დაამარცხა ომში გამოუცდელი აჯანყებულები.
მრავალი მათგანი დაიღუპა ბრძოლის ველზედ, დანარჩენნი გაიფანტნენ. გაიქცა თვითონ
აბესალომიც; მას დაედევნენ დასაჭერად უკან დავითის კაცები, აბესალომი თავის ბაჩა
ცხენით შევარდა ტყეში და ტყე-ტყე გარბოდა, ამ დროს მისი მეტად გრძელი თმა,
ქარისაგან გაშლილი, შემოეხვია ხის ტოტს, აბესალომი დაეკიდა ხეზედ და ცხენი კი ქვეშ
გაუძვრა და გაიქცა; ამ დროს წამოეწივნენ მას დავითის ჯარისკაცნი; მათმა მეთაურმა,
მეფის თხოვნის საწინააღმდეგოდ, სამი ისარი ესროლა შიგ გულში აბესალომს და
ხეზედვე მოკლა.
როდესაც დავითს ახარეს გამარჯვება, ყველაზე უწინ ეს
ჰკითხა: ჩემი შვილი აბესალომი რაღა იქნა? ხომ კარგად
არის? დავითს რომ შეატყობინეს უბედური ბოლო
თავისი შვილისა, იწყო მწარედ ტირილი და ოხვრით
ამბობდა: შვილო აბესალომ, შვილო! ნეტავ მე
მოვმკდარიყავ და შენ კი ცოცხალი მყოლოდი, შვილო!;
დიდხანს სტიროდა და იმეორებდა ამ სიტყვებს.
იერუსალიმში და სხვა ქალაქებში კი ხალხი ძალიან
გაახარა დავითის გამარჯვებამ. ხალხი ეგებებოდა წინ
დავითს დიდის ამბით და ულოცავდა გამარჯვებას.
დავითმა, როგორც გულკეთილმა კაცმა, არ დასაჯა არც
ერთი მომხრე აბესალომისა, ყველას აპატია და სრულიად
დაივიწყა ღალატი მათი. ის კაცი, რომელიც დავითს
ლანძღავდა და სწყევლიდა იერუსალიმიდან გაქცევის
დროს, ყველაზე უწინ მივიდა გამარჯვებულ დავითთან
და სთხოვა, ეპატიებინა მისთვის მძიმე დანაშაული.
დავითმა არამც თუ აპატია, შეჰფიცა კიდეც, რომ მის
დანაშაულობას სრულიად დაივიწყებს და ძვირ გულს
მასზედ არ იქონიებს. დავითმა ორმოც წლამდე იმეფა.
როცა შეატყო სიკვდილის მოახლოვება, შეჰკრიბა
წარჩინებულნი და მათ წინაშე დანიშნა თავის
მემკვიდრედ სოლომონი. სიკვდილის წინ მან აკურთხა
სოლომონი, დაულოცა მეფობა. დაარიგა, რომ წმინდად
და შეურყევლად დაეცვა ბრძანებანი უფლისა,
კეთილგონიერად მოქცეულიყო და ანდეძად დაუგდო
დიდი ტაძრის აშენება იერუსალიმში. მეფე დავითი
წინასწარმეტყველიც იყო. სული წმინდის ჩაგონებით მან
სთქვა ბევრი საღმრთო ლექსი, რომლებსაც ჩვენ
"ფსალმუნებს” ვეძახით, ხოლო წიგნს, რომელიც მას
შეიცავს, ვუწოდებთ "დავითნსა”.
გაფორმება: კობა ქსოვრელი

Más contenido relacionado

Destacado

საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~Koba Ksovreli
 
F.A.Q. - LA SOCIETA' FIDUCIARIA
F.A.Q. - LA SOCIETA' FIDUCIARIAF.A.Q. - LA SOCIETA' FIDUCIARIA
F.A.Q. - LA SOCIETA' FIDUCIARIAantonio righini
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~Koba Ksovreli
 
reinvent2015 ctn osaki
reinvent2015 ctn osakireinvent2015 ctn osaki
reinvent2015 ctn osaki充博 大崎
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~Koba Ksovreli
 
Facebookマーケティング
FacebookマーケティングFacebookマーケティング
Facebookマーケティング充博 大崎
 
Unit 70 computer game engines
Unit 70   computer game engines Unit 70   computer game engines
Unit 70 computer game engines MrGumpTheBass
 
Training calendar 2014-15
Training calendar 2014-15Training calendar 2014-15
Training calendar 2014-15vinay kumar
 

Destacado (11)

საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
 
F.A.Q. - LA SOCIETA' FIDUCIARIA
F.A.Q. - LA SOCIETA' FIDUCIARIAF.A.Q. - LA SOCIETA' FIDUCIARIA
F.A.Q. - LA SOCIETA' FIDUCIARIA
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 5~
 
Balasubramaniam resume
Balasubramaniam resumeBalasubramaniam resume
Balasubramaniam resume
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~
 
reinvent2015 ctn osaki
reinvent2015 ctn osakireinvent2015 ctn osaki
reinvent2015 ctn osaki
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
 
Facebookマーケティング
FacebookマーケティングFacebookマーケティング
Facebookマーケティング
 
Unit 70 computer game engines
Unit 70   computer game engines Unit 70   computer game engines
Unit 70 computer game engines
 
Training calendar 2014-15
Training calendar 2014-15Training calendar 2014-15
Training calendar 2014-15
 

Más de Koba Ksovreli

საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~ საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~ Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~Koba Ksovreli
 

Más de Koba Ksovreli (10)

საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 19~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 13~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
 
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 9~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~ საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
 

საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~

  • 3. სიკვდილი საულისა საულს დიდი ხანი აღარ უმეფია. უბედური სიკვდილი მალე ეწვია მას. ფილისტიმელები კიდევ შემოესივნენ საისრაელოს. საული გრძნობდა, რომ ღმერთი მას აღარ შველოდა და ამიტომ შიშით გაიყვანა თავისი ჯარი ბრძოლის ველზედა. აქ ისრაელნი სასტიკად დამარცხდნენ. ნახევარი ჯარი გაწყდა ომში, ნახევარი გაიქცა და დაიქსაქსა. საული თავის შვილებით მეტად მხნედ იბრძოდა, მაგრამ ვერა გააწყეს რა. სამი შვილი, რომელთა შორის იყო იონათანიც, მოუკლეს თვალწინ და თვითონ საულიც დასჭრეს. საული ხედავდა, რომ მტერს ხელიდან ვეღარ წაუვიდოდა და უთხრა თავის მეაბჯრეს: დამეცი გულში მახვილი, რომ მტრებმა ტყვედ არ წამიყვანონ და არ შევიქმნე სამასხარაო წარმართებისა. მეაბჯრემ ეს ვერ გაბედა და მაშინ საული თვითონ დაეცვა თავის მახვილს წვერზედ და მოკვდა. საულის სიკვდილის ხმამ დავითამდისაც მიაღწია. საშინლად ეწყინა დავითსა, სიმწრით პერანგი შემოიფლითა და ცხარე ცრემლით ატირდა. იგი სტიროდა საულს და თავის ერთგულ მეგობარს იონათანს, თავისი მწუხარება და გლოვა იონათანზე მან გამოხატა მშვენიერი ლექსით. ისრაელთ ახლა გაიხსენეს, რომ დავითი მათ მეფედ იყო ცხებული სამოელ წინასწარმეტყველის მიერ. რადგანაც თვითონ ხალხსაც უყვარდა და მოსწონდა დავითი, ამიტომ ჩქარა მთელმა ერმა აღიარა იგი მეფედ. (1 მეფ. 31,1 _ 4; 2 მეფ. 1,1 _ 27)
  • 4. მეფობა დავითისა დავითმა საცხოვრებლად არც ერთი მაშინდელი ქალაქი არ ამოირჩია, რადგანაც არ უნდოდა, რომ ამის გამო შური და ცილობა ჩამოვარდნილიყო სხვადასხვა ქალაქების მცხოვრებლებს შორის. მან განიზრახა ახალი ქალაქის აშენება. საისრაელოში ერთ მთაზედ იყო აშენებული ციხე-ქალაქი, რომელიც წარმართებს ჰქონდათ დაპყრობილი; ამ ციხე- ქალაქს ერქვა იერუსალიმი. დავითმა აიღო ეს ციხე, დაისაკუთრა, გააფართოვა, გაამშვანიერა, ააშენა თავისთვის სასახლე და დასახლდა შიგა. ებრაელთა სატახტო ქალაქი გახდა იერუსალიმი. კეთილმსახურ დავითს უნდოდა, რომ იერუსალიმი წმინდა ქალაქი გამხდარიყო, ამიტომ მან ააშენა ახალი, ძველზედ უფრო დიდი და მშვენიერი კრებულის კარავი, დასდგა იგი იერუსალიმში სიონის მთაზედ და სელომიდან გამოიტანა მასში დასასვენებლად სჯულის კიდობანი. მაგრამ ერთგულებამ უფლისამ უფრო კაი საქმე მოაწადინა დავითს. დავითს ეთაკილებოდა, რომ თვითონ მდიდარ სასახლეში ცხოვრობდა და ღვთის სახლს კი უბრალო კარავი შეადგენდა, ამიტომ მან მოინდომა მშვენიერი ტაძრის აშენება. მაგრამ, ღვთის ბრძანებით, ერთი წინასწარმეტყველი მივიდა დავითთან და უთხრა: ამ წმინდა საქმეს შენ არ შეუდგები, მას შეასრულებს შენი შვილი, რომელიც შენს შემდეგ გამეფდება. ამასთან წინასწარმეტყველმა განუცხადა დავითს დიდი მოწყალება ღვთისა: შენი შთამომავალნი იქნებიან განუწყვეტლივ მეფეებად ისრაელისა, მანამ არ დაიბადება შენსავე შთამომავლობაში მაცხოვარი, რომელსაც ერქმევა შენი ძე და საუკუნო მეფე.
  • 5. უფალმა ყოველ საქმეში წარუმართა ხელი დავითსა და ყოველი მისი წამოწყება აკურთხა და კეთილად დაასრულა. მისი სამეფო მის სიცოცხლეში გახდა დიდი, ძლიერი და სახელგანთქმული. გარშემო ხალხები ყველანი დავითის მორჩილების ქვეშ იყვნენ და მტრებს მისი დიდი შიში ჰქონდათ, რადგანაც მათზედ დავითმა ბევრჯერ გაიმარჯვა ღვთის შემწეობით და არც ერთხელ არ დამარცხებულა. (2 მეფ. 5,6 _9; 6,1 _17; 7,1 _16)
  • 6. შეცოდება დავითისა მაგრამ ამისთანა მართალი კაციც კი, როგორიც იყო დავითი, მძიმე შეოდებაში ჩავარდა. ეტყობა, რომ დიდება, ბედნიერება და განცხრომით ცხოვრება წმინდა კაცსაც კი აფუჭებს. დავითმა მოინდომა ერთი უბრალო კაცის ცოლის შერთვა. იმ კაცს ურია ქეტელი ერქვა. რადგანაც წართმევა არ შეიძლებოდა, ამიტომ მან იხმარა შემდეგი ბოროტი ხერხი: ქმარი გაგზავნა ჯარში და თან გაატანა თავის სარდალთან წიგნი, რომელშიც ეწერა შემდეგი: ამ წერილის მომტანი ისეთ ადგილას დააყენე, რომ უთუოდ მოკლან მტრებმა. სარდალმა აასრულა დავითის ბრძანება. დაქვირვებული ქალი დავითმა შეირთო ცოლად. განცხრომით ცხოვრებამ ისე გამოცვალა დავითი, რომ სინდისი სრულიადაც არ აწუხებდა ამ ბოროტების ჩადენისათვის. ღმერთმა მთელი წელიწადი უცადა დავითის სინდისის გაღვიძებას, მაგრამ ტყუილად, მაშინ, მისი ბრძანებით გამოცხადდა დავითთან ნათან წინასწარმეტყველი და უთხრა: _ მეფევ, გამისამართლე შემდეგი საქმე: ერთ ქალაქში ორი კაცი ცხოვრობდა _ ერთი მეტად მდიდარი, მეორეღარიბი. მდიდარს ჰყავდა მრავალი ცხვარი და სხვა შინაური საქონელი. ღარიბს კი არა ებადა რა ერთი ცხვრის მეტი, რომელიც მას უყვარდა და ეფერებოდა; ცხვარს აჭმევდა თავის ჯამში, ასმევდა თავის საწყლედან და აძინებდა თავის მუხლებზედ. ერთხელ მდიდარ კაცს ეწვია სტუმარი, მან დაინანა თავისი ცხვრის ფარებიდან საკლავის დაბარება, წაართვა ღარიბს ის ერთადერთი ცხვარი, დაჰკლა და აჭამა თავის სტუმარს. დავითმა რომ მოისმინა ბოლომდის, გაბრაზდა იმ მდიდარ კაცზედ, გაცეცხლდა და თქვა: მაგისთანა უსამართლობის ჩამდენი სწორედ სიკვდილის ღირსია. მაშინ წინასწარმეტყველმა უთხრა დავითს: ეგ კაცი შენა ხარ, _ და დაუმატა, _ ასე ბრძანებს უფალი ღმერთი ისრაელისა: მე შენ გაგხადე მირონცხებული მეფე, მე შენ გამოგიხსენ საულის ხელიდან. რად გადაუდეგ მცნებას ღვთისასა და რად ჩაიდინე ბოროტება ჩემს თვალქინ? შენ მოჰკალი საწყალი ურია ქეტელი მტრის ხელით და მისი ქვრივი დაისვი ცოლად
  • 7. ცოლად. დავითმა ცხადად იგრძნო ახლა კი თავისი შეცოდება, მისმა სინდისმა გაიღვიძა და გულითადი სინანულით აღიარა თავისი ცოდვა წინასწარმეტყველის წინაშე. შევცოდე მე უფლის წინაშე, _ უთხრა დავითმა ტირილით წინასწარმეტყველსა. წინასწარმეტყველმა მიუგო: უფალი ხედავს შენს სინანულს და გაპატიებს ცოდვას. შენ თვითონ არ მოკვდები, მაგრამ რადგანაც ამ საქმით დაამცირე შენი ღმერთი მტრის თვალში, ამიტომ მოკვდება შვილი შენი, შობილი ბერსაბესგან. ეს რომ თქვა, გაბრუნდა წინასწარმეტყველი და განშორდა დავითს. დავითი იყო მეტად მოსიყვარულე მამა და ძალიან უყვარდა ბერსაბესაგან შობილი შვილი, ამიტომ ძლიერ ემწარებოდა მისი სიკვდილი, მეტადრე გული ძალიან ეთუთქებოდა, როდესაც წარმოიდგენდა, რომ ეს უმანკო ყმაწვილი უნდა სიკვდილით დასჯილიყო მამის შეცოდების გულისათვის. დავითი დაემხო მიწაზედ, გოდებდა, სტიროდა და მარხული რამდენსამე დღეს ცხარე ცრემლით სთხოვდა უფალსა, მისი ჩვილი შვილი გადაერჩინა სიკვდილისაგან. თავისი ღრმა სინანული ამ დროს მან გამოხატა ლექსად იმ მშვენიერ ფსალმუნში, რომლითაც ეხლა ყველა ცოდვილი ხელმძღვანელობს სინანულის დროს: "მიწყალე მე ღმერთო, _ ტირილით შესთხოვდა დავითი უფალსა, _დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი; უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმინდე მე, რამეთუ უსჯულოება ჩემი მე ვუწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვყავ . . . გული წმინდა დაბადე ჩემთან, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა” . . მაგრამ სიტყვა ღვთისა შეურყეველია: საყვარელი, უმანკო შვილი დავითს მაინც მოუკვდა.
  • 8. მაშინ დავითი ადგა, დაიბანა პირი, დაივარცხნა თავი და წავიდა ტაძარში ღვთის თაყვანისცემისათვის. ტაძრიდან გამოსულმა დავითმა მოლხენა დაიწყო. შინაურებს გაუკვირდათ ასეთი ქცევა დავითისა და უთხრეს: მანამ ბავშვი ცოცხალი იყო, შენ სტიროდი და მარხულობდი, და ახლა კი, როცა მოკვდა, მოიმხიარულე და მარხვასაც დაანებე თავი. მაგრამ დავითმა მიუგო:მე ვსტიროდი და ვმარხულობდი, სანამ მეგონა რომ უფალს შევაბრალებდი ჩემს ბავშვს. ახლა კი, როდესაც ნება ღვთის ასრულდა და ბავშვი მოკვდა, მე იმას ტირილით და ცრემლით ვეღარ დავიბრუნებ. მე შემიძლია სიმწუხარით მას თან გადავყვე, მაგრამ ამით ვეღარაფერს ვუშველი…. . . მაგრამ შვილის სიკვდილით არ გათავდა დავითის უბედურებანი. (2 მეფ. 11, 2 _ 27; 12, 1 _23) Eeg kaci Sena xar …
  • 9. აბესალომის ამბავი დავითის ერთმა შვილმა, სახელად აბესალომმა, განიზრახა მეტად ბრიყვული და ბოროტი საქმე. მან მოინდომა მამის ტახტიდან ჩამოგდება და მეფობის დასაკუთრება. წინათაც თავისი ცუდი ყოფაქცევით მამას ბევრს აჯავრებდა და უთუოდ ფიქრობდა, რომ მამა მას არ დანიშნავდა თავის მემკვიდრედ, ამიტომ მან ძალით და ეშმაკობით მოინდომა მეფობის ჩაგდება ხელში. აბესალომი იყო მეტად მშვენიერი ვაჟკაცი და ბევრს მოსწონდა ის. რომ უფრო მომეტებულად შეეყვარებინა ხალხისათვის თავისი თავი, მან იხმარა მარჯვე ეშმაკობა: ყოველ დილით ადრე გამოდიოდა სასახლის კარებთან და ალერიანად ჰკითხავდა ყველას, ვინც იმის მამასთან რაიმე თხოვნით მოდიოდა: რა საქმისათვის გარჯილხართ?; როცა საქმეს გააგებინებდნენ, აბესალომი შებრალებით ეტყოდა: შენი საქმე მართალი, სწორი საქმეა, მაგრამ რა, მეფე შენ არ მოგისმენს; მე რომ ვიყო მეფე, მაშინ სხვა იქნებოდა: ყველა თავისი თხოვნით პირდაპირ შემოვიდოდა ჩემთან და სამართლიანად გადავიწყვეტდი საქმეს. ამის გარდა, როცა წინ შეხვედრის დროს პატივისცემით თავს უკრავდნენ აბესალომს, როგორც მეფის შვილს, იგი ალერსიანად ხელს ართმევდა, ეხვეოდა და ჰკოცნიდა მათ. ზოგმა კარგად იცოდა, რისთვის ჩადიოდა ამ პირმოთნეობას მეფის შვილი, მაგრამ ზოგს კი მოწონდა მისი თავმდაბლობა, ტკბილი სიტყვები და ხალხში აქებდა მას. ბევრნი იყვნენ იმისთანანიც, რომელნიც დავითს ემდურებოდნენ, რადგანაც იგი მათ სასტიკად ექცეოდა; როცა აბესალომმა ნახა, რომ მომხრეები ბევრი იშოვა და ესენი მზად იყვნენ, ეშველათ მისთვის მამის ჩამოგდებაში ტახტიდან, დაეთხოვა თავის მამას ერთ ქალაქში წასასვლელად ვითომ სალოცავად. მამამ სრულიად არაფერი იცოდა და ამიტომ დაუბრკოლებლივ გაუშვა თავისი შვილი. ამ ქალაქში აბესალომმა შეკრიბა ყველა თავისი მომხრე და მეფედ გამოაცხადა თავი; მერე საჩქაროდ გაგზავნა აქეთ-იქით ქალაქებში თავისი მეგობრები გამოსაცხადებლად საყოველთაოდ, რომ აბესალომი გამეფდაო. თვითონ აბესალომი კი თავისი ჯარით გაეშურა იერუსალიმისაკენ.
  • 10. ას უნდოდა აეღო ეს ქალაქი, დაეტყვევებინა თავისი მამა და მოეკლა. დავითმა რომ ეს შეიტყო, საჩქაროდ გაიქცა იერუსალიმიდან თავისი სახლობით, გუშაგებითა და მოსამსახურებითურთ. მომზადებული ჯარი აჯანყებულების დასამშვიდებლად მაშინ არ ჰყავდა დავითს სრულიად, რადგანაც აბესალომის ღალატი მისთვის მოულოდნელი იყო. იერუსალიმის მცხოვრებლებმა ტირილით გააცილეს დავითი, რომელიც ფეხშიშველი მიდიოდა და მწარედ სტიროდა. გზაზედ დავითს შეხვდა ერთი საძაგელი კაცი, საულის გვარისა. დაუწყო გინება, ქვების სროლა და ეძახდა: გასწი, გასწი, შე ურჯულო! ჰე, ჩავარდი, უბედურებაში! გეწია, თუ არა საულის ცოდვა! დავითთან მიმავალ კაცებს უნდოდათ მოეკლათ ეს ბრიყვი და უსირცხვო კაცი, მაგრამ დავითმა დაუშალა: ანებეთ თავი, _ უთხრა დავითმა, _ დეე მლანძღოს და მწყევლოს, ალბათ ღვთის ნება სრულდება ჩემზედ. თუ ჩემი ღვიძლი შვილი ჩემზედ აღსდგა, მაგ უცხო კაცს რაღად უნდა დავემდურო. ეგებ უფალმა სიკეთე მომაგოს მაგის ლანძღვის სამაგიეროდ. აბესალომი შევიდა იერუსალიმში, და დაიჭირა სამეფო ტახტი, მას ეგონა, ეს არის მთელი სამეფო დამრჩაო, მაგრამ ამ დროს დავითის გარშემო მთელ მის სამეფოდან შეიკრიბა მრავალი ჯარი. აბესალომი გავიდა იერუსალიმიდან თავისი მომხრეებით და მოემზადა მამის ჯართან საომრად. დავითს თვითონ არ უნდოდა ომში გარევა და შვილის წინააღმდეგ მოქმედება, ამიტომ სხვას ჩააბარა სარდლობა. მამის გული მაინც ვერ იმეტებდა აჯანყებულ შვილს და ამიტომ ომის წინ დავითმა უთხრა ჯარის მეთაურებს: დაზოგეთ ჩემი შვილი აბესალომი და ნუ მოჰკლავთ მას. გაიმართა ომი. დავითის გამოცდილმა და გაწყობილმა ჯარმა მალე საშინლად დაამარცხა ომში გამოუცდელი აჯანყებულები. მრავალი მათგანი დაიღუპა ბრძოლის ველზედ, დანარჩენნი გაიფანტნენ. გაიქცა თვითონ აბესალომიც; მას დაედევნენ დასაჭერად უკან დავითის კაცები, აბესალომი თავის ბაჩა ცხენით შევარდა ტყეში და ტყე-ტყე გარბოდა, ამ დროს მისი მეტად გრძელი თმა, ქარისაგან გაშლილი, შემოეხვია ხის ტოტს, აბესალომი დაეკიდა ხეზედ და ცხენი კი ქვეშ გაუძვრა და გაიქცა; ამ დროს წამოეწივნენ მას დავითის ჯარისკაცნი; მათმა მეთაურმა, მეფის თხოვნის საწინააღმდეგოდ, სამი ისარი ესროლა შიგ გულში აბესალომს და ხეზედვე მოკლა.
  • 11. როდესაც დავითს ახარეს გამარჯვება, ყველაზე უწინ ეს ჰკითხა: ჩემი შვილი აბესალომი რაღა იქნა? ხომ კარგად არის? დავითს რომ შეატყობინეს უბედური ბოლო თავისი შვილისა, იწყო მწარედ ტირილი და ოხვრით ამბობდა: შვილო აბესალომ, შვილო! ნეტავ მე მოვმკდარიყავ და შენ კი ცოცხალი მყოლოდი, შვილო!; დიდხანს სტიროდა და იმეორებდა ამ სიტყვებს. იერუსალიმში და სხვა ქალაქებში კი ხალხი ძალიან გაახარა დავითის გამარჯვებამ. ხალხი ეგებებოდა წინ დავითს დიდის ამბით და ულოცავდა გამარჯვებას. დავითმა, როგორც გულკეთილმა კაცმა, არ დასაჯა არც ერთი მომხრე აბესალომისა, ყველას აპატია და სრულიად დაივიწყა ღალატი მათი. ის კაცი, რომელიც დავითს ლანძღავდა და სწყევლიდა იერუსალიმიდან გაქცევის დროს, ყველაზე უწინ მივიდა გამარჯვებულ დავითთან და სთხოვა, ეპატიებინა მისთვის მძიმე დანაშაული. დავითმა არამც თუ აპატია, შეჰფიცა კიდეც, რომ მის დანაშაულობას სრულიად დაივიწყებს და ძვირ გულს მასზედ არ იქონიებს. დავითმა ორმოც წლამდე იმეფა. როცა შეატყო სიკვდილის მოახლოვება, შეჰკრიბა წარჩინებულნი და მათ წინაშე დანიშნა თავის მემკვიდრედ სოლომონი. სიკვდილის წინ მან აკურთხა სოლომონი, დაულოცა მეფობა. დაარიგა, რომ წმინდად და შეურყევლად დაეცვა ბრძანებანი უფლისა, კეთილგონიერად მოქცეულიყო და ანდეძად დაუგდო დიდი ტაძრის აშენება იერუსალიმში. მეფე დავითი წინასწარმეტყველიც იყო. სული წმინდის ჩაგონებით მან სთქვა ბევრი საღმრთო ლექსი, რომლებსაც ჩვენ "ფსალმუნებს” ვეძახით, ხოლო წიგნს, რომელიც მას შეიცავს, ვუწოდებთ "დავითნსა”.
  • 12.