1. 8ბკლასი მარიამ პერტია 09.04.2023
ბრბო არის ადამიანთა ჯგუფი, რომლის ქცევაც დამყარებულია ინსტიქტურ
იმპულსებზე და ამიტომ მისი გავლენის ქვეშ შეიძლება მოექცეს ნებისმიერი
ადამიანი, თუნდ ისეთი პიროვნებაც რომელიც მთელი თავისი სცოცხლის
განმალობაში სიკეთის სამსახურში იდგა. მაგალითად სოფიო რომელიც სათნო და
უაღრესად კეთილი გოგონა იყო მთელს სოფელში მას სოფლის ანგელოზს
ეძახდნენ , ბრბოში მოხვედრილმა დაკარგა საღად განსჯის უნარი და ემოციებს
აყოლილმა ისროლა საბედისწერო ქვა რომელიც ერთმა კუდიანმა მოხუცმა ქალმა
შეაჩეჩა ხელში, რამაც ძირფესვიანად შეცვალა მისი ცხოვრება.
ადამიანთა მასას რომელიც საღად ვერ აღიქვამს მოვლენებს და დაკარგული აქვს
გააზრების უნარი, უმართავია და შეუძლია გაანადგუროს ყოველივე გინდ ეს
ადამიანის სიცოცხლეც იყოს რომელიც ფასდაუდებელია და განუმეორებელი
მიუხედავად იმისა, დამნაშავისაა ის თუ არა. მაგრამ როდესაც ბრბო ცხრება მასში
მყოფი ადამიანები თავიანთ ადამიანურ სახეებს იბრუნებენ, თითოეულ მადგანის
გულში ჩნდება სირცხვილისა და სინდისის ქენჯნის გრძნობა, როგორც ეს მოხდა
სოფიოს შემთხვევაში ყველას ბოლოს უკვე სინანულის გრძნობა უჩნდება და
ვერცერთი ვეღარ ეკარება დათას სწორედ ასე ყველაზე კეთილმა და ანგელოზმა
ყველასათვის სამაგალითო ადამიანმაც კი დაუშვა შეცდომა რომელსაც მთელი
მისი დარჩენილი სიცოცხლე გაუნადგურა სოფიოს ახალ გადატანილი დაავადება
ხელთავიდან შეუბრუნდა ამდენი ნერვიულობით ბოლოს კი ყველას ვისაც
დაინახავდა ეუბნებოდა რომ ის მისი ბრალი არ იყო მას არაფერი დაუშავებია და
ის ქვა მას არ უნდოდა რომ ესროლა ეშმაკმა შეაცდუნა და ასეთი ანგელოზი,
საოცარი გოგო მართლაც ამ ეშმაკის ქვამ და ბრბოს ფსიქოლოგიამ შეიწირა
ზუსტად ასე ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება გონებაჩლუნგ, ურწმუნო,
გაჯოგებულ და უსახურ ადამიანთა ხროვად–ბრბოდ გაქციოს და ისეთი რამ
ჩაგადენინოს რასაც შენით არასდროს ჩაიდენ ისევე როგორც ეს უბედურება
სოფიოს შეემთხვა .