SlideShare una empresa de Scribd logo
1 de 22
Descargar para leer sin conexión
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 1/22
ჰოუმბოი
(პილოტი)
საბა ლეკვეიშვილი
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 2/22
Created using Celtx
ინტ. ბექას ბინა - მისაღები ოთახი - დილა
ბექა, 30-32 წლის, მარველის ან მედმენის მაისური აცვია,
გაუპარსავი. ზის ტახტზე და თამაშობს რაღაცს, ხელში ჯოისტიკი
უჭირავს.
გვერდით უზის ჰოუმი, ბანჯგვლიანი, ივოკის ტიპის, დავარცხნილი,
ჰალსტუხი უკეთია და ჟილეტი აცვია. ხან ბექას უყურებს ხან
ეკრანს. ჰოუმის ეტყობა, რომ მოთმინებას კარგავს.
ჰოუმი
ჰე, ჩაიცვი მიდი, თორე დაგაგვიანდება.
ბექა ყურადღებას არ აქცევს. უფრო ინტენსიურად აჭერს ჯოისტიკის
ღილაკებს.
ჰოუმი
გამოვიძახებ, სანამ გაიპ...
ბექა აპაუზებს და გაბრაზებული უბრუნდება ჰოუმის.
ბექა
კაროჩე, არ მანებებ თავს?
ჰოუმი
არა!
ბექა
რა გინდა, გამაგებინე, ვინმემ მოგიწვია
აქ? ან გამოგიძახე? ან თეფში
დავატრიალე?
ჰოუმი
კიდევ ერთხელ, სული არ ვარ. არც დემონი.
ბექა
გავიგე, მარა აქ ხო არ ცხოვრობდი, ყუთით
გადმოგიყვანა ვინმემ? ზიარების გარეშე
გარდაცვლილი ჩემი რომელიმე ტვინის
მტყვნელი ნათესავი ხარ? არა! ჰოდა,
შემეშვი რა!
ჰოუმი
აი, წადი, ამ სამსახურს თუ დაითრევს
სამი თვე თავს დაგანებებ.
ბექა
სამ თვეში რა ხდება?
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 3/22
2.
Created using Celtx
ჰოუმი
სამ თვეში უკვე თვითდამკვიდრების ეტაპი
გავლილი გექნება და მერე უკვე თავის
წარმოჩენა უნდა დაიწყო და მანდ გვექნება
ბევრი სამუშაო.
ბექა
ბიჭო, დამანებე თავი, რას გადმეკიდე, არ
მინდა, ძმაო, ეს სამსახური. რაღაცა რო
გამოჩნდება საჩემო, წავალ.
ჰოუმი
არა! შენ კი არ უნდა ელოდო როდის მოვა
სამსახური შენთან, არამედ წახვიდე და
მოიპოვო, აი, როგორც მე. მეც შემეძლო
დავმჯდარიყავი შენსავით და მეთამაშა,
მაგრამ არ დავნებდი. მე რა რომ
"დამავოების" აღარავის სჯერა და ყველას
"ენგზაეთი" აკერია პირზე, ვერ გავხდი
ლაიფ-ქოუჩი თუ რა?! ჰოდა, ადე! და შენც
დაიწყე შენი ცხოვრების კონტროლი.
ბექა
შენს ჭკუაზე თუ ვიარე ეგ რაიანირადაა
ჩემი ცხოვრების კონტროლი?
ჰოუმი
ჩემს ჭკუზე კი არ დადიხარ, არამედ
რეკომენდაციებს ითვალისწინებ. შენ ასეთი
არქეტიპი ხარ ხანდახან ბიძგი რომ
სჭირდება. ჰოდა, მაგიტომ ვარ მე აქ!
ბექა
კარგი!
ბექა დგება, ოთახიდან გადის, ჰოუმი იღებს მის ჯოისტიკს და
აგრძელებს თამაშს. ცოტა ხანში ვხედავთ ბექას, რომელიც უკან
ჩაივლის, შემდეგ კარის გაჯახუნების ხმა გვესმის.
ინტ. ბექას ბინა - სამზარეულო - გრძელდება
ჰოუმი თეფშზე საჭმელს ილაგებს, კიტრი, პომიდორი, პური. მეორე
ხელით ჩაის ჭიქას იღებს.
ინტ. ბექა ბინა - მისაღები - გრძელდება
ჰოუმი შემოდის თავისი საჭმლით, ჯდება მაგიდასთან, იღებს პულტს
და რთავს ტელევიზორს.
ტელევიზორში იწყება "შუადღემშვიდობისა სამყაროვ".
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 4/22
3.
Created using Celtx
ტელეწამყვანი
შუადღემშვიდობისა სამყაროვ,
მოგესალმებით ყველას, დღეს ჩვენი
მთავარი თემა იქნება უცნაური არსებები,
რომლებიც კეთილები არიან, მაგრამ თუ
გააბრაზე შეიძლება ცხოვრება ჯოჯოხეთად
გიქციონ.
ჰოუმი გამოტენილი პირით უყურებს ტელევიზორს.
ტელეწამყვანი
ჩვენთან ერთად სტუდიაშია ადამიანი,
რომელსაც სწორედ ასეთი არსება ჰყავს
სახლში და როგორც ამბობს ძალიან
შეაწუხა. ბექა, როდის შემოიჭრა თქვენს
სახლში დომოვოი?
ჰოუმი პირიდან გამოყრის საჭმელს.
ჰოუმი
შე ნაბო...
ქუდი.
ინტ. ბექას ბინა - მისაღები ოთახი - რამდენიმე საათის შემდეგ
ბექა ზუსტად ისევ ისე ზის და ზუსტად ისევ ისე წარბშეუხრელად
თამაშობს.
ჰოუმი გაბრაზებულია და დაჟინებით მიშტერებია.
ჰოუმი
მოგწონს შენი საქციელი?
ბექა ყურადღებას არ აქცევს.
კადრი იშლება და ვხედავთ სავარძელში ზის ვიღაცა სიმპატიური
ბიჭი, რომელსაც სამკაულები აქვს ასხმული და ტაროს კარტს
ატასავებს. ჰოუმის უყურებს გაოცებული.
ჰოუმი
კაი, სახალხოდ გამომაჭენე - გამომაჭენე,
ეს რაღატო მომითრიე?
ბექა ისევ არ აქცევს ყურადღებას, ჰოუმი ღრმად ამოისუნთავს და
ფანჯარასთან მივა.
ფანჯრიდან ვხედავთ ქუჩაში შეკრებილ უამრავ ხალხს, რომელიც
ჰოუმის დანახვაზე იხუვლებს.
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 5/22
4.
Created using Celtx
ჰოუმი
პიარის პონტში კაია, ვერ უარვყოფ.
ჰოუმი ტახტზე ბრუნდება.
ჰოუმი
სპოტლაიტზეც მიმიწვიეს უკვე, აზრზე ხარ?
მარა რანაირად წავიდე? საქსესს სთორი არ
მაქვს. შენ უნდა ყოფილიყავი ჩემი
საქსესს სთორი. ასე რა ვქნა? რამე
კურიოზს ხო არ გავიხსენებ?
ბექა აპაუზებს თამაშს და სავარძელზე მჯდომ ტიპს მიმართავს.
ბექა
უკაცრავად, თქვენ ეგზორცისტი ხართ ბოლოს
და ბოლოს თუ უბრალოდ რაღაც იდუმალ
ფაქტებს კითხულობთ ეთერში?
ჰოუმი ყურადღებას არ აქცევს.
ჰოუმი
მარა აქედანაც შეიძლება რაღაცის
გამოდნობა. ინფლუენსერი შეიძლება რო
გახდე.
სავარძელზე მჯდარი ახალგაზრდა თითქოს ძილბურანიდან გამოდის და
ზურგჩანთაში ფაცხაფუცხით ეძებს რაღაცებს. ამოიღებს რაღაცა ლენტს
და შემოიხვევს კისერზე.
ჰოუმი და ბექა გაფაციცებით უყურებენ. ბექა სკეპტიკურად, თუმცა
იმედიანად. ჰოუმი ძაან თავდაჯერებულია და ძაან მობეზრდა ბექას
საქციელები.
ეგზროცისტი ჩანთიდან ხის პატარა სანაყს იღებს, შიგ ყრის რაღაც
ბალახებს ფხვნილს, თან რაღაც შელოცვას ბუტბუტებს.
შელოცვას ამთავრებს და ფხვნილს ჯერ ბექას შეაყრის, მერე ჰოუმის,
ხელებსა და თვალებს ჭერს აღაპყრობს და დაიღრიალებს.
ეგზორცისტი
განიხუნეეეეეეეე!
უცებ რაღაც საოცრება ხდება, ბექა და ჰოუმი რაღაც მოლურჯო
ელექტროველში ეხვევიან ჰაერში იწევიან. ორივე პანიკაშია. ეს
ელექტროველები ერთდება, ბოლოს ნელ-ნელა პატარავდება და მათ
მაჯებზე ხელბორკილივით კეთდება. ბექა და ჰოუმი გადაბმულები
არიან ამ ელექტრო ველით. უცებ ეს ჯადოსნური ხელბორკილი
ბრწყინდება და ქრება.
სამივე გაოგნებულია.
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 6/22
5.
Created using Celtx
ბექა და ჰოუმი უცებ აზრზე მოდიან და ერდროულად ხტებიან
ეგზროცისტის მიმართულებით რო გაძუყნონ.
მაგრამ ეგზორცისტი უკან გადახტომას ასწრებს, რა დროსაც ხელებს
მაღლა სწევს და თითებიდან ისევ ეს მოლურჯო დენი გამოდის.
ჰოუმი და ბექა კედელს ენარცხებიან.
გახარებული ეგზორცისტი ხელებზე იყურება, ისტერიულად იცინის,
თავის ჩანთას ხელს დაავლებს და ბინიდან გარბის.
ინტ. ბექას სახლი - მისაღები - რამდენიმე საათის შემდეგ
ბექა და ჰოუმი ტახტზე სხედან, გარს ისევ არტყიათ ელექტრო ველი,
ოღონდ მკრთალად, თითქოს მალე ჩაქრებაო.
ბექა ველიდან ხელს გამოწევს და ტელეფონის აღებას ეცდება.
აიღებს.
ბექა
აჰა, შესუსტდა ცოტა. აბა თუ იმუშავებს.
ტელეფონი მუშაობს. ბექა აპებში იქექება.
ბექა
რას ჭამ შენ?
ჰოუმი
ჰა?
ბექა
საჭმელი უნდა გამოვიძახო და რა გინდა?
შენ ვერ გააძრობ, ისე? რო ჩავიფიქროთ და
აქ რო გაიჩითოს? დელივერის რო არ
ველოდოთ?
ჰოუმი
(გაღიზიანებული)
ოქროს თევზს ვგავარ?
ბექა
კაი, რა გინდა მითხარი. პიცა გაქვს
ნაჭამი?
ჰოუმი
არა. პიცას ვინ დაგიტოვებს მაგიდაზე.
ბექა
მე ვტოვებ ხოლმე
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 7/22
6.
Created using Celtx
ჰოუმი
(სარკასტულად)
აფსუს, ნეტა აქამდე მოვსულიყავი.
ბექა
კაროჩე, პიცა, ცეზარი და... ჰო, მეტი რა
გინდა.
ჰოუმი
არ ვიცი, მე არ შემიძლია არჩევა, რაც
დამხვდება ის უნდა ვჭამო.
ბექა
ჰოდა, რა დაგიდო ეგ მითხარი, ვა.
ჰოუმი
არ ვიცი-მეთქი, აქამდე ასეთი არაფერი
მიქნია და ჰო გინდა რო წესებს გავყვეთ
და გეუბნები რაც უნდა გააკეთო. რაც
გინდა ის შეუკვეთე, რაც გინდა დამიდე.
ბექა
და რას მებუსხები ერთი ძაან
მაინტერესებს. შენ არ მოეთრიე აქ და
ლაიფ ქოუჩინგი არ დამიწყე? რაც გინდოდა
მიიღე. ოფიციალურად ვართ გადაბმულები.
ჰოდა, მიდი და შეასრულე შენი მისია,
ბედს მწიე ან რავი სამსახური მაშოვნინე
და გააჯვი! ამას ეფერე ახლა კიდე!
ინტ. ეგზროცისტის ბინა - მისაღები ოთახი - გრძელდება
ძაან სტერეოტიპული სპირიტისტის ბინაა, შუაში დიდი მაგიდა,
უამრავი პატარა ფიგურა, კედლებზე აფრიკული ნიღბები და ხატები და
იქ ბუდა და აქ კრისტალის ბურთი და ა.შ.
ეგზორცისტი ბოლთას სცემს და თან ტაროს ატასავებს.
ოთახში შემოდის შუახნის ქალი, გამოპრანჭული.
ქალი
დოროთე!
დოროთე გაჩერდება და მიაშტერდება.
ქალი
რა ვქნა, რა ვუთხრა ამ ხალხს, ნატალურ
რუკაზე გყავს ჩაწერილი ნახევარი
გადაცემა, არ გაგვიუქმოსო, დაველოდებით
სადამდეც საჭიროაო.
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 8/22
7.
Created using Celtx
დოროთე (ეგზორცისტი)
დამანებე მანანა თავი! მოიცა ერთი წუთი!
ნატალური რუკა კი არა, მიდი ერთი
საზამთრო მოიტანე!
მანანა (ქალი)
დაგიჭრა?
დოროთე
არა! იმისთვის მინდა! მმმმ...
დოროთემ არ იცის რა უნდა დაარქვას იმას, რისი გაკეთებაც უნდა,
მანანას ხელებით ანიშნებს, რომ თითებიდან დენის გამოშვება და
საზამთროზე ცდების ჩატარება უნდა.
მანანა უხმოდ გადის და მალევე პატარა ნესვი მოაქვს.
მანანა
ნესვი რო იყოს? საზამთრო ჩაციებულია და
იყოს მაინც.
დოროთე
კაი, დადე მანდ და გამოიწიე.
მანანა ნესვს დადებს და დოროთეს გვერდით ამოუდგება. აინტერესებს
რა მოხდება. ეტყობა რომ სკეპტიკურადაა განწყობილი, კი მოუყვა,
რომ დენებით დამავოი და მისი პატრონი ალივლივა, მაგრამ არ
სჯერა.
დოროთე ნესვზე კონცენტრირდება, ღრმად ამოისუნთქავს და ხელებით
ჯადოქრების ჟესტს აკეთებს ნესვის მიმართლებით.
მისი თითებიდან ისებ ის, ლურჯი ფერის დენის ბურთი გამოვარდება
და ნესვში შევარდება.
მანანა შეკივლებს. დოროთეც.
ნესვი შიგნიდან ლურჯად ანათებს, უცებ ამ ნათებისგან თვალები
ჩამოუყალიბდება, თითქოს ნეონის ნათებაა და უყურებს მანანას და
დოროთეს გაფაციცებით.
მანანა და დოროთე კივიან და ოთახიდან გარბიან. ნესვი ზის
თავისთვის. თვალებს აფახულებს.
ინტ. ბექას ბინა - მისაღები - რამდენიმე წუთის შემდეგ
მაგიდაზე პიცის ყუთი დევს. ჰოუმი დაჰყურებს, ძალიან უნდა. ბექა
ძოვს.
ბექა
ჭამე. ეს დღე მაინც ისეთია, სტრესის
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 9/22
8.
Created using Celtx
პონტში და კაკრაზ საღამოს რამე ჩაის და
"სუხარს" დაგიტოვებ და მაგითი დავიწყოთ
წესები, ხვალიდან.
ჰოუმი ერთ ნაჭერს იღებს და მადიანად შეექცევა. სახეზე ეტყობა რო
მაგრად ევასება, თან სიამოვნებისგან კრუსუნებს.
ბექა
ქოუჩობა რატო გადაწყვიტე?
ჰოუმი
(გამოტენილი პირით)
რავი, მთელი ცხოვრება ტვინს ვტყნავდი და
კარიერის ლოგიკური გაგრძელება იყო. თან
ახლა კაკუნით დიდი-დიდი წიწიბურა და
მაიონეზი დაგიტოვონ ღამე და ასე, აგერ
პიცას გეახლებით.
ბექა
შეგერგოს. ჰოდა, ჩემთან როგორ მოხვდი,
მართლა?
ჰოუმი
საჭმელს ვეძებდი და სახლიდან სახლში
დავხტოდი და შენ გქონდა დატოვებული
მაგიდაზე ხინკალი და მთელი სუფრა, რავი.
ბექა
მერე გეჭამა და წასულიყავი ან საჭმელად
დარჩენილიყავი, რას ამოიჩემე ეს ლაიფ
ქოუჩობა.
ჰოუმი
წასვლით ვერ წავიდოდი, უსახლოდ როცა
ხარ, რომელ სახლშიც პირველად შეჭამ იქ
რჩები.
ბექა
ახლა მეუბნები მაგას პიცა რო გაჭამე
ჩემი ხელით?
ჰოუმი
აწი კაი დროსია, პირველივე ლუკმიდანაა
ეგ. აუ, პირველ ლუკმაზე მაგარი
გამახსენდა. გინდა დაგენიძლავები, რო ათ
ხინკალს უზმოზე ვერ შეჭამ.
ბექა
(საკრასტულად)
იიიი კაი, ერთი. რამდენი წლის ხარ?
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 10/22
9.
Created using Celtx
ჰოუმი
ასე ათასორასი-სამასი, შეიძლება ცოტა
მეტი ან ნაკლები, კალენდრები რო გადაწ-
გადმოწიეს მერე დამეზარა გამოთვლა.
ბექა
შენ აბა მაგარი ისტორიები გექნება,
პოდასკტი ხო არ ვხიოთ?
ჰოუმი
არა, მე არ მინდა სახალხოდ გამოჩენა,
თანაც ისტორიები არ მაქვს მაინც და
მაინც. ხალხს და ოჯახს რო იცვლი იმათ
ამბები გავიწყდება ნელ-ნელა. ეგ კი არა
სახელებიც აღარ მახსოვს ჩემების.
ბექა
მაიცა ერთი წამი.
ბექა დგება და ოთახიდან გადის. ჰოუმი აგრძელებს პიცის ძოვას.
ბექა შემოდის, ხელში უჭირავს წინდები.
ბექა
აჰა, ჩაიცვი, გჩუქნი.
ჰოუმი ფეხებზე დაიხედავს. ბანჯგვლებით დაფარული ფეები აქვს.
ჰოუმი
რა ჯანდაბად მინდა, პირიქით ამას
შევიკრიჭავ და იქით მოგიქსოვ წინდებს თუ
გინდა.
ბექა
აიღე, ერთი წამი რა. მიიღე როგორც
საჩუქარი.
ჰოუმი წინდებს ართმევს.
ჰოუმი
მადლობა.
ბექა
აბა ახლა სცადე სხვა სახლში გადახტომა.
ჰოუმი გაკვირვებულია და სკეპტიკურად უყურებს.
ბექა
დამიჯერე, სცადე!
ჰოუმი თვალებს დახუჭავს და გაიჭინთება. რამდენჯერმე.
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 11/22
10.
Created using Celtx
უშედეგო ჭინთვის შემდეგ უარყოფის ნიშნად თავს გააქნევს.
ჰოუმი
შანსი არაა, მობმული ვარ შენზე. და რა
იყო ეს რო?
ბექა
არაფერი, დაიკიდე, თანამედროვე
მითოლოგია. მარა ახლა რაზე ვფიქრობ იცი?
შენ თუ ჭამე და ისედაც ჩემზე და ამ
სახლზე ხარ მობმული.
ჰოუმი
შენზე. ოჯახზე ანუ რა, ვინც აქ
ცხოვრობს. რო გადახვალ ყუთი უნდა
დამიტოვო და წამოვიდე. მარა აწი ისედაც
ყველა მხედავს და ტაქსითაც შეიძლება
ალბათ.
ბექა
ჰო, მოიცა, ერთი წამი. ანუ ისედაც ჩემზე
იყავი მობმული, ანუ ეს ლურჯი დენები და
ხელბორკილები რაღა საჭირო იყო? იქნებ
უბრალოდ დემო იყო?
ჰოუმი
დემო?
ბექა
იმან რო სცადა რო გაეთავისუფლებინე,
ბორკილები კი არ დაგვადო, უბრალოდ ეს
ბორკილები გამოჩნდა მისი დენებით რა.
ჰა?
ჰოუმი
შეიძლება. მაგრამ იქნებ რამე სხვა
წყევლა ან მისია დაგვადო
თავისდაუნებურად? გიყურებით იქ,
"შუადღემშვიდობისა სამყაროვში" და დიდად
ჭკვიანი ტიპი არ ჩანდა. შუადღეზე
გამახსენდა...
ჰოუმი ფანჯარასთან მიდის. ხალხი აღარაა შეკრებილი.
ჰოუმი
ეს ამდენი ხალხი ასე დაიშალა? რავი იმ
კუმისელ ბარაბაშაკზე გადირია მთელი ერი
და მე არ ვიმსახურებ მეფესავით რო
მისატკსაონ აქ?
ბექა
შენ ამდენი რამე საიდან იცი? რო გკითხო
გავიწყდება ყველაფერი.
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 12/22
11.
Created using Celtx
ჰოუმი
ეგ სახლის ამბები, თორე ზოგადი ცოდნა
რჩება. თან ახალ სახლში რო გადადიხარ
ოჯახის წევრებმა რაც იციან, ის ნელ-ნელა
გადმოდის ჩემთანაც.
ბექა
ვა! ანუ ქლაუდზე ხარ შეერთებული?
ჰოუმი
ეგ რა არის?
ბექა
აი, აცადე და ჩამოტვირთავს ცოტა ხანში.
ბექა ტელეფონს სქროლავს.
ბექა
მაიცა! პირადი აზრებიც გიზიარდება?
ფიქრები და თემები და რამე?
ჰოუმი
არა, კაცო! მარა... არა, მგონი არა. კი
არ მახსოვს წინა ოჯახის რა მახსოვს და
რა არა, მარა ზოგადი წესები რაც
მახსოვს, ზოგად ინფორმაციაზეა საუბარი
რა. რაც ამ ბინის კედლებში, კოდსა და
სულშია ჩაწერილი ის.
ბექა
მართლა?
ჰოუმი
ჰო, რავი, ალბათ.
ბექა თავს აქნევს და ისევ ტელეფონს სქორლავს. უცებ რაღაცაზე
ჩერდება.
ისმის ვიღაცის ხმა ტელეფონიდან.
დოროთე (ტელეფონის ეკრანიდან)
აი, ჩემო ლამაზებო, მოვიდა შემდეგი
ამულეტის დროც.
ბექა
აი, სად წასულა მთელი ხალხი, ნახე,
მილიონი ადამიანი უყურებს ლაივში ამ
ჩემისას.
ვხედავთ დოროთეს ბექას ტელეფონის ეკრანზე. დოროთე ზის
მაგიდასთან, ტაროს კარტს ატასავებს და თან კომენტარებს
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 13/22
12.
Created using Celtx
კითხულობს.
დოროთე
მადლობა ყველას! მადლობა, მაგრამ არაა
საჭირო ნეგატივი, ბოღმიან ადამიანებსაც
განვკურნავ ბოღმისგან.
კადრი შედის ტელეფონში.
ინტ. დოროთეს ბინა - მისაღები - გრძელდება
დოროთე დიდ მაგიდასთან ზის, წინ უდგას ტელეფონი მინი შტატივზე,
განათება, რაღაც ფინტი-კლუშკები, ტაროს კარტს ათამაშებს ცხადია
და წინ უწყვია რაღაც ამულეტები.
დოროთე
და აი, შემდეგი კარტის ამოღების დროც
მოვიდა. ვინც ახლა შემოგვიერთდით,
შეგახსენებთ ტელეფონის ნომერს, 725-70-
70 აურის გადატვირთის სერვისი. თქვენ
რეკავთ, ჩემი თანაშემწე, კეთილი ფერია
მანანა მიიღებს თქვენს ბიჯს და დღის
ბოლოს გამარჯვებულს გამოვაცხადებთ.
ხელში იღებს მწვანე ყელსაბამს, ჩვეულებრივი ბიჟუტერიაა.
დოროთე
ახლა ამ ამულტეს დავმუხტავთ იმ კარტით,
რომელიც ამოვა და გახსოვდეთ, კარტი უკან
არ ბრუნდება. ყველა ამულეტი იმუხტება
უნიკალურად და იქნება მხოლოდ ერთადერთი!
ასე რომ იჩქარეთ!
კარტის ტასაობას წყვეტს და ზემოდან ერთს იღებს. ტელეფონისკენ
ატრიალებს.
დოროთე
რაინდი ტოტებით! ანუ, ეს არის
ინიციატივის, ამბიციის, წარმატების
წყურვილისა და წინსვლის მონდომების
კარტი და შესაბამისად ახლა ეს ამულეტი
დაიმუხტება ამ ენერგიით და მისი
პატრონიც ამით გაძლიერდება.
დოროთე ყელსაბამს სპეციალურ ბალიშზე დებს. რაღაც უაზრო, ვითომ
ჯადოსნურ მოძრაობებს აკეთებს. ხელებიდან ისევ ის ლურჯი დენი
გამოსდის და ყელსაბამს ეცემა. რამდენიმე წამიანი მუხტვის შემდეგ
დოროთე ჩერდება, იღებს ამულეტს და ბრუნდება ტელეფონთან.
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 14/22
13.
Created using Celtx
დოროთე
მე თუ მკითხავთ, ეს არის ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი ამულეტი! ამიტომ
იჩქარეთ და არ დაგენანოთ არც ერთი
თეთრი!
დოროთე კომენტარს კითხულობს და სახე ეცვლება. ბრაზდება.
დოროთე
აი, ამდენი პოზიტივია, მაგრამ ვიღაცა
მაინც გამოხტება ხოლმე! ნამდვილი დენი
და მუხტი არაა! ეგ არის ფილტრი და
ეფექტი! გიორგი456787433 აი დედაშენი და
შენი და მომიყვანე და... თუ ეგ სხვა.
აი, მანანა ახლა შენი პროფილის
სქრინშოტს გამომიგზავნის და ჯადოს არ
დაგადებთ ახლა ქრისტიანი ადამიანი ვარ
მაინც, მაგრამ განანებთ! და ნახავ მერე!
ან ბოდიში მომიხადე.
მანანა დოროთეს ბარათს აწვდის. დოროთე კითხულობს ტექსტს და
ყლევდება.
დოროთე
მეგობრებო, ამ ამულეტს პატრონი უკვე
თითქმის გამოუჩნდა, მე ჯერჯერობით არ
ვიცი ვინ არის ეს ადამიანი და არც
გეტყვით, თვითონ ნახავთ მის წინსვლასა
და წარმატებას, თუ მოიგო, ბოლო ფასი
ამჟამად არის 53 ათასი დოლარი.
ინტ. ბექას ბინა - მისაღები - გრძელდება
ბექა ტელეფონს აგდებს ტახტზე და გადაწვება.
ბექა
ეს უკვე ფულს აკეთებს და შენ კიდე
სამსახურში მჩითავდი.
ჰოუმი
მოიფიქრე რამე და გავაკეთოთ ჩვენც.
ბექა
აბა ლაიფ ქოუჩიო და ბედს გწევო?
ჰოუმი
მერე მე უნდა გიბიძგო, კი არ უნდა
მოგართვა.
ბექა
მე რას ვფიქრობ იცი? ამ ტიპს ეს ძალა რო
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 15/22
14.
Created using Celtx
ჰქონოდა აქამდე უეჭველი ჰო
გამოიყენებდა? ჰო ნახე როგორ გაუხარდა
ჩვენ რო გვესროლა.
ჰოუმი
მერე?
ბექა
ჰოდა, რაღაც ყლეობა შელოცვა რო წაიკითხა
მაგის მერე დაეწყო ეგ თემა, მარა მაგ
შელოცვა აქამდეც ჰო ექნებოდა წაკითხული?
ჰოუმი
რატო? აი, რა შანსია სხვა დამავოის
შეხვედროდა. ვერ ნახე ტიპი გაშტერებული
მიყურებდა.
ბექა
ეგზორციზმის პონტში რაღაცა, რავი.
კაროჩე, ზოგადად, შელოცვები ჰო ექნებოდა
წაკითხული და მაინცდამაინც ამან და აქ
რატო იმუშავა?
ჰოუმი
რატომ?
ბექა
შენ ფსიქოლოგის პონტში მისვამ
შეკითხვებს რო მიმართულება მომცე თუ
მართლა ვერ ხვდები?
ჰოუმი
მიმართულება.
ბექა
შენ! შენ ხარ ფაქტორი. შენ რო გამოჩნდი
და ტვინის ტყვნა დაიწყე, მაგან გახსნა
რაღაცა უეჭველი. აი, რა გინდოდა? ჰო
ჭამე ის ხინკალი, ყოველდღე საჭმელს
ვიძახებ.
ჰოუმი
ფული საიდან გაქვს?
ბექა
ყოველდღე ვიძახებ საჭმელს-თქო. და
გეჭამა და ყოფილიყავი. რა ლაიფ ქოუჩობა
აგიტყდა, რამის აზრზე მაინც იყო. ან აი,
საიდან ამოიჩემე ქოუჩობა, სად გაიგე, ან
იცი რა არის საერთოდ?
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 16/22
15.
Created using Celtx
ჰოუმი
ახლა ვიცი, მარა პირველად რო დამარტყა
თავში მაშინ არ ვიცოდი. რა ჩემი ბრალია,
პირველი ვაიბი და სიტყვა რაც მოვიდა ამ
სახლში, აი, პირველივე ლუკმა რო
ჩავყლაპე, იყო ქოუჩი.
ბექა
ძველი მოსახლის ან მეზობლის ვაიბი
იქნებოდა ეგ.
ჰოუმი
შანსი არაა. შენია. ჰოდა, ბოლო სამი
სახლი ვიღაცა კონტროლ ფრიკების იყო, არ
ვიცი. რამდენიმე დღე გავჩერდი ყველგან.
მეთქი ვნახო რა სიტუაციაა. დავიწყე
კაკუნი, ფაჩხუნი, ისა, ესა, ხან წინდა
დავმალე, ხან გასაღები, შენც არ
მომიკვდე. საჭმელს ხო არავინ დაგიტოვებს
და თუ შეგამჩნიეს, ეგრევე "ენგზაეთი"
აკერიათ პირზე.
ბექა
ბაბლის სახლებში ტრიალებდი მარტო?
ჰოუმი
სავსეა თბილისი სლავური მითოლოგიური
არსებებით, აბა რა გგონია შენ? თუ
გგონია, ძაან "სფეშალ" ხარ და შენ
აგირჩიე, ძაან შემცდარხარ. მშიოდა და
სახლი ცარიელი თუ არაა ისე ვერ
გადახტები შიგ. ახლა ამ ახლში სხვა
დამავოი ან ბარაბაშკა ვერ შემოვა.
კუმისში იმიტომ იყო ერთი ამბები, იქ
დაერიენ ერთმანეთს, აქ რო ბინები
გადაივსო და ხალხი გაძუნწდა სუბურბიაში
დაიწყეს ჩვენებმა აწევა და სერიოზული
ბრახა-ბრუხი იყო.
ბექა
ცოტა ვიქთიმ-ბლეიმინგი იყო ახლა თუ
მომეჩვენა? ჰოდა, აეგ თემა რო მოვხოდოთ?
პოდკასტი ან ტიკ-ტოკი რა და ჯადოსნური
ამბები მოვყვეთ. წარმოიდგინე ახლა
კუმისის ომებზე რომ გავაკეთოთ სიუჟეტი,
ან დოკუმენტური ფილმი, ან თრუ-ქრაიმ
პოდკასტი! ვაბშე აზრზე ხარ რა ნიშა
არის? ეგრევე მონეტიზაცია, სპონსორშიპი,
ონჯი-ზეც დავადებინებ, ახლობლები არიან.
ინგლისურად შეგვიძლია ვაბშე რო გლობალზე
გავიდეთ! გია ჯაჯანიძე და ანი ჩირაძე რო
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 17/22
16.
Created using Celtx
დაგვპატიჟებენ გადაცემაში არ მივიდეთ!
ჩვენი კანალი გავჭრათ!
ჰოუმი
My job is done here!
(სუბტიტრი: "მისია შესრულებულია!")
ამის თქმა და ჰოუმის და ბექას მაჯებზე ის რაღაც ჯადოსნური
ბორკილები იხსნება და ქრება. ორივე გაოგნებულია, ერთმანეთს
უყურებენ.
ბექა
რა იყო ესა?
ჰოუმი
მგონი აგვეხსნა!
ბექა
გადახტი აბა?
ჰოუმი იჭინთება. ვერ ხტება.
ბექა
ისე, რო გადახტები, უკან გადმოხტომა
შეგიძლია?
ჰოუმი
კაი დროსია, ეგ შეკითხვა, მარა არ ვიცი,
არ მიცდია არასდროს.
ბექა
რადგან ვერ გადახტი ე.ი. ჯერ კიდევ აქ
ხარ ჩაწერილი.
ჰოუმი
ჰო, ეგ ჰო გითხარი წინა ღამით დალაგდა,
ჭამის პონტში. და იმან ეტყობა რაღაცა
ჯადო დაგვადო, რო სანამ მე შენ არ
დაგეხმარებოდი მანამდე გადაჯაჭვულები
ვიქნებოდით.
ბექა
ჰო, მარა ეგრე ერთი იდეური შტორმი
მქონდა და მაი ჯაბ ის დან ჰიაო და
მაგითი აიხსნა ეგ ჯადო? რა იცის მაგან
რო მე ავასრულებ მაგ გეგმას და
შესაბამისად, შენი მისია შესრულებულია?
ჰოუმი
შეიძლება სუსტი ჯადო გამოუვიდა,
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 18/22
17.
Created using Celtx
დამწყები რომ იყო მაგ პონტში. ან რაღაცა
არასწორად ქნა.
ბექა
აუ, იმ ამულეტებში მაგარი ყლეობა ხდება
უეჭველი.
ბინიდან ბინაში - მონტაჟი
კადრში ვიღაც შავ პიჯაკიანი ტიპის მაჯა და მუშტი ჩანს, რომელიც
კარზე აკაკუნებს.
კარი იღება და იქიდან რაღაც სიმბოლოებით უაზროდ მორთული
ზარდახშას აწვდიან ამ ტიპს.
ვხედავთ, როგორ ეშვება ეს ტიპი კიბეებზე - მხოლოდ ფეხსაცმელებს.
ვხედავთ, როგორ ჯდება მანქანაში.
ვხედავთ მანქანას უკნიდან, თბილისის ქუჩებში მოძრაობს - შავი
პრიუსია.
ვხედავთ ეს ტიპი როგორ ადის კიბეებზე, მხოლოდ ფეხსაცმელებს
ისევ.
იღება ბინის კარი.
ინთება სინათლე.
ოთახში შემოდის შავ კოსტუმში ჩაცმული ოთხკუთხედ სახიანი ტიპი.
ეს ენტერპრენერი პეტრე მელაძეა.
პეტრე ხსნის ზარდახშას და იქიდან იღებს მწვანე ამულეტს, რომელიც
დოროთემ წინსვლისა და წარმატების წყურვილით დამუხტა.
პეტრე სახეზე კმაყოფილებისა და შურისძიების სურვილი
დასთამაშებს. ოთახში მიმოფანტულ სათამაშო ბლოკებსა და ჯაჭვებს
თვალს მოავლებს, ღრმად ამოისუნთქავს და ამულტეს ყელზე
დაიკიდებს. ამ დროს ამულეტს საიდანღაც ეცემა ლურჯი მეხი, პეტრე
იწევა ჰაერში, იწყებს ღრიალს და ფართხალს.
ოთახში მიმოფანტული ბლოკები და ჯაჭვები ტანზე ეხვევა, რაღაც
უცნაურ მეტალად გადაიქცევა და სხეულზე შემოერტყმევა ბლოკ-ჯაჭვის
პერანგი, ხოლო ცენტრში ბინარული კოდით აწერია "ბორჯღალი" ანუ
"11100001 10000011 10010001 11100001 10000011 10011101
11100001 10000011 10100000 11100001 10000011 10101111
11100001 10000011 10100110 11100001 10000011 10010000
11100001 10000011 10011010 11100001 10000011 10011000"
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 19/22
18.
Created using Celtx
ახლიდან დაბადებული პეტრე იატაკზე ეშვება და თავის თავს
ათვალიერებს, გაოცებულია, მაგრამ უცებ ხვდება რაც მოხდა და
ბოროტად იცინის. მაგრამ უცებ ხველება და ხროტინი უტყდება.
ყელი აქვს გამშრალი.
მივარდება მაცივარს, გამოიღებს წყალს, გამოცლის ბოთლს, არაფერი!
კოლა! არაფერი! ონკანს შეუშვერს პირს, არაფრით არ წყდება ეს
წყურვილი.
ცოფდება. აღარ იცის რას ეცეს.
იღებს ტელეფონს, გუგლავს "როგორ მოვიკლათ საშინელი წყურვილი".
შედეგია, "მიიღეთ სითხე". ბრაზდება.
ახლა ფეისბუქის აპს ხსნის და იქ კრეფს სტატუსს იმის შესახებ,
რომ წყურვილს ვერ იკლავს და რამეს ხო არ ურჩევდა ვინმე. სანამ
დაპოსტვას დააკლიკავს, ნოტიფიკაცია ამოდის:
"Marketer.ge just shared a link"
გადადის.
ლინკზე გადასვლისას ეტყობა, რომ თითქოს რაღაც შვება იგრძნო. ანუ
რაღაცის წყურვილი მოიკლა?
სტატია რომელზეც გადადის: "10 წარმატებული ქართველი ადამიანი
ბოლო კვირის მონაცემებით". ხოლო შეარზე წერია: "ჯიგრები, ტო".
პეტრე წარმატების დანახვაზე ინთება, თვალებში ლურჯი დენები
უთამაშებს, რომლებიც წითლდება.
პეტრე
(ამოიგმინავს)
წარმატება!
ტელეფონს მოისვრის და სახლიდან გადის.
ინტ. ბექას ბინა - მისაღები - რამდენიმე წუთის შემდეგ
ბექა და ჰოუმი ისევ სხედან.
ჰოუმი გამძღარია და ვეღარ სუნთქავს.
ჰოუმი
ჰოდა, საჭმელი კი გამისწორდა, მაგრამ
ამანაც რო დამაიგნოროს შეიძლება
გადავირიო-თქო, უკვე "იმპოსტერ
სინდრომი" მიყალიბდებოდა. ვა! ვა!
(MORE)
(ოთახის გარშემო თვალებს აცეცებს და
ხელებს ასავსავებს)
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 20/22
19.
Created using Celtx
სერიოზული თვითრეფლექსია ტრიალებს ამ
სახლში, გინდა ვისაუბროთ ამ თემაზე?
ბექა
კაი, ტვინი ნუ მოტყანი რა.
ბექა პულტს იღებს და ტელევიზორს რთავს. ეთერში საგანგებო
ჩართვაა ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან, საიდანაც ფონზე ისმის
წიოკი, სირენების ხმა, ნგრევა, რაღაც საოცრება ხდება.
პირდაპირ ეთერში ერთვება ჟურნალისტი.
ჟურნალისტი
(ტელევიზორში)
დიახ, ინგა, ჩვენ კვლავ შემთხვევის
ადგილზე ვართ, როგორც ხედავთ აქ
მობილიზებულია პოლიციის დარჩენილი
ნაწილი და ისინი ცდილობენ შეაჩერონ ეს
ხოცვა-ჟლეტა.
ინგა
(სტუდიიდან. ტელევიზორში)
გუდუნა, თუ არის ცნობილი რა უნდა ამ
ადამიანს, რას ერჩის ჩვენი ქვეყნის
წარმატებულ ახალგაზრდებს?
გუდუნა(ჟურნალისტი)
ინგა, როგორც თვითმხილელები ამბობენ,
პეტრე მელაძეს არანაირი მოთხოვნა არ
წამოუყენებია, ის პირდაპირ შეიჭრა ახალ
ქართული გელატო ბრენდის "ძალაყინის"
პრეზენტაციაზე და მას შემდეგ რაც
მარკეტინგის მენეჯერმა იქ შეკრებილ
ადამიანებს წარმატებულები და საამაყოები
უწოდა ყველას დაერ...
უცებ კადრში ჩანს, როგორც მოფრინავს, ვიღაც წარმატებული
ქართველი გვამი და როგორ ეცემა გუდუნას წინ. რომელსაც გული
მისდის პირდაპირ ეთერში.
ინგა
ეს იყო გუდუნას რეაქცია!
ბექა და ჰოუმი ყბაჩამოვარდნილები უყურებენ ამ ყველაფერს.
ინტ. დოროთეს ბინა - იმავე დროს
დოროთე ფაცხაფუცხით ალაგებს რაღაცებს სკივრში.
მანანა გაშეშებულიო დგას და ტელევიზორში პეტრე მელაძის მიერ
ქართველების ბლოკ-ჯაჭვის რეჟიმის ქვეშ დამონებას აკვირდება.
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 21/22
20.
Created using Celtx
დოროთე ბრაზდება და ტელევიზორს ლურჯ დენებს ესვრის.
ტელევიზორი გამოირთვება და დენები ზუზუნებს.
დოროთე
მანანა, მომეხმარე რა! კარაბადინი სად
არის!? ჩადე?
მანანას აღარფრის თავი არ აქვს. ზომბივით დადის აქეთ იქით.
ამ დროს ტელევიზორი ისევ ირთვება. ოღონდ ამჯერად ეკრანზე ხოცვა-
ჟლეტასთან ერთად ლურჯი თვალები და პირი აქვს. ტელევიზორი ამ
ახალი ლურჯი თვალებით თავის თავში ჩაიხედავს, დაიკივლებს და
ფანჯრიდან გადახტება.
მანანა და დოროთე ისევ კივიან.
კუთხეში მიგდებული ლურჯ-დენთვალიანი ნესვი ლურჯი დენის
ცრემლებით ტირის.
მანანა და დოროთე იღებენ სკივრს და გარბიან შემოსასვლელისკენ.
ინტ. დოროთეს ბინა - შემოსასვლელი - გრძელდება
დოროთე მსწრაფლ აღებს კარს, მაგრამ ზღურბლთან უკვე ვიღაც დგას.
თეთრ ჩოხა-ახალუხში ჩაცმული ბრგე კაცი უბიდან საბუთს იღებს.
საბუთი იშლება და ლურჯი დენებით ჰოლოგრამულ ეკრანზე იწერება
მისი მონაცემები.
ჩოხოსანი
ზეციური საქართველოს პოლიციის კვანტური
დანაშაულის ბოქაულთუხუცესი საჩინო
ბარათაშვილი.
დოროთე და მანანა შოკში არიან.
საჩინო(ჩოხოსანი)
თუ შეიძლება წამობრძანდით.
წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს.
დოროთე
სად მიგყავართ?
საჩინო
აქვე ნარიყალას კლდეზე, ჩვენს
განყოფილებაში.
დოროთე კარს აჯახუნებს და ზურგით ეყუდება.
12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი
about:blank 22/22
21.
დოროთე
აქ რა გინდათ, ბატონო საჩინო?
ფაბრიკასთან ვერ ხედავთ რა ხდება?
საჩინო(O.C.)
იქაცა ვარ.
დოროთე
ჰა?
მანანა ტელეფონში გაშვებულ ლაივს აწვდის, დოროთე ლაივს ჩახედავს
და ყბა ჩამოუვარდება. ფაბრიკასთან ერთმანეთის პირისპირ საჩინო
ბარათაშვილი და პეტრე მელაძე დგანან. თუმცა, პეტრე უცებ თითქოს
რაღაცას ხვდება, სუპერმენივით ჰაერში აიჭრება და სადღაც
მიფრინავს.
დოროთე
აქაც არის და იქაც არის. აქ რატო ვერ
შემოდის? მანანა! აქ ვერ შემოდის!
აჰაჰაჰაჰაჰაჰა! აი, თუ არ მუშაობს ჩემი
შელოცვები! აეხლა მიყურე ლამარა
ბანძელაძე! შენ გაჩვენებ შარლატანს!
მანანა
რა დროს ლამარაა, შენ გაგიჟდი საერთოდ?
დოროთე
კაი, მშვიდად! ჯერჯერობით ყველაზე
უსაფრთხოდ აქ ვართ.
ექსტ. ნუნისი - სამყაროს ჭიპის მიმდებარე ტერიტორია - გრძელდება
ნუნისის გამოქვაბულთან პორტალი იხსნება. დაახლოებით ასი მეტრის
რადიუსზე გარემო იცვლება და რაღაც საველე შტაბს ჰგავს. შტაბის
ტერიტორიაზე ჩოხა-ახალუხებში ჩაცმული კვანტური ბოქაულები
მოძრაობენ.
FADE OUT.

Más contenido relacionado

Destacado

How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024Albert Qian
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsKurio // The Social Media Age(ncy)
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Search Engine Journal
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summarySpeakerHub
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Tessa Mero
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentLily Ray
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best PracticesVit Horky
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementMindGenius
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...RachelPearson36
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Applitools
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at WorkGetSmarter
 
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...DevGAMM Conference
 
Barbie - Brand Strategy Presentation
Barbie - Brand Strategy PresentationBarbie - Brand Strategy Presentation
Barbie - Brand Strategy PresentationErica Santiago
 
Good Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them well
Good Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them wellGood Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them well
Good Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them wellSaba Software
 
Introduction to C Programming Language
Introduction to C Programming LanguageIntroduction to C Programming Language
Introduction to C Programming LanguageSimplilearn
 

Destacado (20)

How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work
 
ChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slidesChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slides
 
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike RoutesMore than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
More than Just Lines on a Map: Best Practices for U.S Bike Routes
 
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
Ride the Storm: Navigating Through Unstable Periods / Katerina Rudko (Belka G...
 
Barbie - Brand Strategy Presentation
Barbie - Brand Strategy PresentationBarbie - Brand Strategy Presentation
Barbie - Brand Strategy Presentation
 
Good Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them well
Good Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them wellGood Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them well
Good Stuff Happens in 1:1 Meetings: Why you need them and how to do them well
 
Introduction to C Programming Language
Introduction to C Programming LanguageIntroduction to C Programming Language
Introduction to C Programming Language
 

სცენარი - ჰოუმბოი

  • 1. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 1/22 ჰოუმბოი (პილოტი) საბა ლეკვეიშვილი
  • 2. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 2/22 Created using Celtx ინტ. ბექას ბინა - მისაღები ოთახი - დილა ბექა, 30-32 წლის, მარველის ან მედმენის მაისური აცვია, გაუპარსავი. ზის ტახტზე და თამაშობს რაღაცს, ხელში ჯოისტიკი უჭირავს. გვერდით უზის ჰოუმი, ბანჯგვლიანი, ივოკის ტიპის, დავარცხნილი, ჰალსტუხი უკეთია და ჟილეტი აცვია. ხან ბექას უყურებს ხან ეკრანს. ჰოუმის ეტყობა, რომ მოთმინებას კარგავს. ჰოუმი ჰე, ჩაიცვი მიდი, თორე დაგაგვიანდება. ბექა ყურადღებას არ აქცევს. უფრო ინტენსიურად აჭერს ჯოისტიკის ღილაკებს. ჰოუმი გამოვიძახებ, სანამ გაიპ... ბექა აპაუზებს და გაბრაზებული უბრუნდება ჰოუმის. ბექა კაროჩე, არ მანებებ თავს? ჰოუმი არა! ბექა რა გინდა, გამაგებინე, ვინმემ მოგიწვია აქ? ან გამოგიძახე? ან თეფში დავატრიალე? ჰოუმი კიდევ ერთხელ, სული არ ვარ. არც დემონი. ბექა გავიგე, მარა აქ ხო არ ცხოვრობდი, ყუთით გადმოგიყვანა ვინმემ? ზიარების გარეშე გარდაცვლილი ჩემი რომელიმე ტვინის მტყვნელი ნათესავი ხარ? არა! ჰოდა, შემეშვი რა! ჰოუმი აი, წადი, ამ სამსახურს თუ დაითრევს სამი თვე თავს დაგანებებ. ბექა სამ თვეში რა ხდება?
  • 3. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 3/22 2. Created using Celtx ჰოუმი სამ თვეში უკვე თვითდამკვიდრების ეტაპი გავლილი გექნება და მერე უკვე თავის წარმოჩენა უნდა დაიწყო და მანდ გვექნება ბევრი სამუშაო. ბექა ბიჭო, დამანებე თავი, რას გადმეკიდე, არ მინდა, ძმაო, ეს სამსახური. რაღაცა რო გამოჩნდება საჩემო, წავალ. ჰოუმი არა! შენ კი არ უნდა ელოდო როდის მოვა სამსახური შენთან, არამედ წახვიდე და მოიპოვო, აი, როგორც მე. მეც შემეძლო დავმჯდარიყავი შენსავით და მეთამაშა, მაგრამ არ დავნებდი. მე რა რომ "დამავოების" აღარავის სჯერა და ყველას "ენგზაეთი" აკერია პირზე, ვერ გავხდი ლაიფ-ქოუჩი თუ რა?! ჰოდა, ადე! და შენც დაიწყე შენი ცხოვრების კონტროლი. ბექა შენს ჭკუაზე თუ ვიარე ეგ რაიანირადაა ჩემი ცხოვრების კონტროლი? ჰოუმი ჩემს ჭკუზე კი არ დადიხარ, არამედ რეკომენდაციებს ითვალისწინებ. შენ ასეთი არქეტიპი ხარ ხანდახან ბიძგი რომ სჭირდება. ჰოდა, მაგიტომ ვარ მე აქ! ბექა კარგი! ბექა დგება, ოთახიდან გადის, ჰოუმი იღებს მის ჯოისტიკს და აგრძელებს თამაშს. ცოტა ხანში ვხედავთ ბექას, რომელიც უკან ჩაივლის, შემდეგ კარის გაჯახუნების ხმა გვესმის. ინტ. ბექას ბინა - სამზარეულო - გრძელდება ჰოუმი თეფშზე საჭმელს ილაგებს, კიტრი, პომიდორი, პური. მეორე ხელით ჩაის ჭიქას იღებს. ინტ. ბექა ბინა - მისაღები - გრძელდება ჰოუმი შემოდის თავისი საჭმლით, ჯდება მაგიდასთან, იღებს პულტს და რთავს ტელევიზორს. ტელევიზორში იწყება "შუადღემშვიდობისა სამყაროვ".
  • 4. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 4/22 3. Created using Celtx ტელეწამყვანი შუადღემშვიდობისა სამყაროვ, მოგესალმებით ყველას, დღეს ჩვენი მთავარი თემა იქნება უცნაური არსებები, რომლებიც კეთილები არიან, მაგრამ თუ გააბრაზე შეიძლება ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციონ. ჰოუმი გამოტენილი პირით უყურებს ტელევიზორს. ტელეწამყვანი ჩვენთან ერთად სტუდიაშია ადამიანი, რომელსაც სწორედ ასეთი არსება ჰყავს სახლში და როგორც ამბობს ძალიან შეაწუხა. ბექა, როდის შემოიჭრა თქვენს სახლში დომოვოი? ჰოუმი პირიდან გამოყრის საჭმელს. ჰოუმი შე ნაბო... ქუდი. ინტ. ბექას ბინა - მისაღები ოთახი - რამდენიმე საათის შემდეგ ბექა ზუსტად ისევ ისე ზის და ზუსტად ისევ ისე წარბშეუხრელად თამაშობს. ჰოუმი გაბრაზებულია და დაჟინებით მიშტერებია. ჰოუმი მოგწონს შენი საქციელი? ბექა ყურადღებას არ აქცევს. კადრი იშლება და ვხედავთ სავარძელში ზის ვიღაცა სიმპატიური ბიჭი, რომელსაც სამკაულები აქვს ასხმული და ტაროს კარტს ატასავებს. ჰოუმის უყურებს გაოცებული. ჰოუმი კაი, სახალხოდ გამომაჭენე - გამომაჭენე, ეს რაღატო მომითრიე? ბექა ისევ არ აქცევს ყურადღებას, ჰოუმი ღრმად ამოისუნთავს და ფანჯარასთან მივა. ფანჯრიდან ვხედავთ ქუჩაში შეკრებილ უამრავ ხალხს, რომელიც ჰოუმის დანახვაზე იხუვლებს.
  • 5. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 5/22 4. Created using Celtx ჰოუმი პიარის პონტში კაია, ვერ უარვყოფ. ჰოუმი ტახტზე ბრუნდება. ჰოუმი სპოტლაიტზეც მიმიწვიეს უკვე, აზრზე ხარ? მარა რანაირად წავიდე? საქსესს სთორი არ მაქვს. შენ უნდა ყოფილიყავი ჩემი საქსესს სთორი. ასე რა ვქნა? რამე კურიოზს ხო არ გავიხსენებ? ბექა აპაუზებს თამაშს და სავარძელზე მჯდომ ტიპს მიმართავს. ბექა უკაცრავად, თქვენ ეგზორცისტი ხართ ბოლოს და ბოლოს თუ უბრალოდ რაღაც იდუმალ ფაქტებს კითხულობთ ეთერში? ჰოუმი ყურადღებას არ აქცევს. ჰოუმი მარა აქედანაც შეიძლება რაღაცის გამოდნობა. ინფლუენსერი შეიძლება რო გახდე. სავარძელზე მჯდარი ახალგაზრდა თითქოს ძილბურანიდან გამოდის და ზურგჩანთაში ფაცხაფუცხით ეძებს რაღაცებს. ამოიღებს რაღაცა ლენტს და შემოიხვევს კისერზე. ჰოუმი და ბექა გაფაციცებით უყურებენ. ბექა სკეპტიკურად, თუმცა იმედიანად. ჰოუმი ძაან თავდაჯერებულია და ძაან მობეზრდა ბექას საქციელები. ეგზროცისტი ჩანთიდან ხის პატარა სანაყს იღებს, შიგ ყრის რაღაც ბალახებს ფხვნილს, თან რაღაც შელოცვას ბუტბუტებს. შელოცვას ამთავრებს და ფხვნილს ჯერ ბექას შეაყრის, მერე ჰოუმის, ხელებსა და თვალებს ჭერს აღაპყრობს და დაიღრიალებს. ეგზორცისტი განიხუნეეეეეეეე! უცებ რაღაც საოცრება ხდება, ბექა და ჰოუმი რაღაც მოლურჯო ელექტროველში ეხვევიან ჰაერში იწევიან. ორივე პანიკაშია. ეს ელექტროველები ერთდება, ბოლოს ნელ-ნელა პატარავდება და მათ მაჯებზე ხელბორკილივით კეთდება. ბექა და ჰოუმი გადაბმულები არიან ამ ელექტრო ველით. უცებ ეს ჯადოსნური ხელბორკილი ბრწყინდება და ქრება. სამივე გაოგნებულია.
  • 6. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 6/22 5. Created using Celtx ბექა და ჰოუმი უცებ აზრზე მოდიან და ერდროულად ხტებიან ეგზროცისტის მიმართულებით რო გაძუყნონ. მაგრამ ეგზორცისტი უკან გადახტომას ასწრებს, რა დროსაც ხელებს მაღლა სწევს და თითებიდან ისევ ეს მოლურჯო დენი გამოდის. ჰოუმი და ბექა კედელს ენარცხებიან. გახარებული ეგზორცისტი ხელებზე იყურება, ისტერიულად იცინის, თავის ჩანთას ხელს დაავლებს და ბინიდან გარბის. ინტ. ბექას სახლი - მისაღები - რამდენიმე საათის შემდეგ ბექა და ჰოუმი ტახტზე სხედან, გარს ისევ არტყიათ ელექტრო ველი, ოღონდ მკრთალად, თითქოს მალე ჩაქრებაო. ბექა ველიდან ხელს გამოწევს და ტელეფონის აღებას ეცდება. აიღებს. ბექა აჰა, შესუსტდა ცოტა. აბა თუ იმუშავებს. ტელეფონი მუშაობს. ბექა აპებში იქექება. ბექა რას ჭამ შენ? ჰოუმი ჰა? ბექა საჭმელი უნდა გამოვიძახო და რა გინდა? შენ ვერ გააძრობ, ისე? რო ჩავიფიქროთ და აქ რო გაიჩითოს? დელივერის რო არ ველოდოთ? ჰოუმი (გაღიზიანებული) ოქროს თევზს ვგავარ? ბექა კაი, რა გინდა მითხარი. პიცა გაქვს ნაჭამი? ჰოუმი არა. პიცას ვინ დაგიტოვებს მაგიდაზე. ბექა მე ვტოვებ ხოლმე
  • 7. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 7/22 6. Created using Celtx ჰოუმი (სარკასტულად) აფსუს, ნეტა აქამდე მოვსულიყავი. ბექა კაროჩე, პიცა, ცეზარი და... ჰო, მეტი რა გინდა. ჰოუმი არ ვიცი, მე არ შემიძლია არჩევა, რაც დამხვდება ის უნდა ვჭამო. ბექა ჰოდა, რა დაგიდო ეგ მითხარი, ვა. ჰოუმი არ ვიცი-მეთქი, აქამდე ასეთი არაფერი მიქნია და ჰო გინდა რო წესებს გავყვეთ და გეუბნები რაც უნდა გააკეთო. რაც გინდა ის შეუკვეთე, რაც გინდა დამიდე. ბექა და რას მებუსხები ერთი ძაან მაინტერესებს. შენ არ მოეთრიე აქ და ლაიფ ქოუჩინგი არ დამიწყე? რაც გინდოდა მიიღე. ოფიციალურად ვართ გადაბმულები. ჰოდა, მიდი და შეასრულე შენი მისია, ბედს მწიე ან რავი სამსახური მაშოვნინე და გააჯვი! ამას ეფერე ახლა კიდე! ინტ. ეგზროცისტის ბინა - მისაღები ოთახი - გრძელდება ძაან სტერეოტიპული სპირიტისტის ბინაა, შუაში დიდი მაგიდა, უამრავი პატარა ფიგურა, კედლებზე აფრიკული ნიღბები და ხატები და იქ ბუდა და აქ კრისტალის ბურთი და ა.შ. ეგზორცისტი ბოლთას სცემს და თან ტაროს ატასავებს. ოთახში შემოდის შუახნის ქალი, გამოპრანჭული. ქალი დოროთე! დოროთე გაჩერდება და მიაშტერდება. ქალი რა ვქნა, რა ვუთხრა ამ ხალხს, ნატალურ რუკაზე გყავს ჩაწერილი ნახევარი გადაცემა, არ გაგვიუქმოსო, დაველოდებით სადამდეც საჭიროაო.
  • 8. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 8/22 7. Created using Celtx დოროთე (ეგზორცისტი) დამანებე მანანა თავი! მოიცა ერთი წუთი! ნატალური რუკა კი არა, მიდი ერთი საზამთრო მოიტანე! მანანა (ქალი) დაგიჭრა? დოროთე არა! იმისთვის მინდა! მმმმ... დოროთემ არ იცის რა უნდა დაარქვას იმას, რისი გაკეთებაც უნდა, მანანას ხელებით ანიშნებს, რომ თითებიდან დენის გამოშვება და საზამთროზე ცდების ჩატარება უნდა. მანანა უხმოდ გადის და მალევე პატარა ნესვი მოაქვს. მანანა ნესვი რო იყოს? საზამთრო ჩაციებულია და იყოს მაინც. დოროთე კაი, დადე მანდ და გამოიწიე. მანანა ნესვს დადებს და დოროთეს გვერდით ამოუდგება. აინტერესებს რა მოხდება. ეტყობა რომ სკეპტიკურადაა განწყობილი, კი მოუყვა, რომ დენებით დამავოი და მისი პატრონი ალივლივა, მაგრამ არ სჯერა. დოროთე ნესვზე კონცენტრირდება, ღრმად ამოისუნთქავს და ხელებით ჯადოქრების ჟესტს აკეთებს ნესვის მიმართლებით. მისი თითებიდან ისებ ის, ლურჯი ფერის დენის ბურთი გამოვარდება და ნესვში შევარდება. მანანა შეკივლებს. დოროთეც. ნესვი შიგნიდან ლურჯად ანათებს, უცებ ამ ნათებისგან თვალები ჩამოუყალიბდება, თითქოს ნეონის ნათებაა და უყურებს მანანას და დოროთეს გაფაციცებით. მანანა და დოროთე კივიან და ოთახიდან გარბიან. ნესვი ზის თავისთვის. თვალებს აფახულებს. ინტ. ბექას ბინა - მისაღები - რამდენიმე წუთის შემდეგ მაგიდაზე პიცის ყუთი დევს. ჰოუმი დაჰყურებს, ძალიან უნდა. ბექა ძოვს. ბექა ჭამე. ეს დღე მაინც ისეთია, სტრესის
  • 9. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 9/22 8. Created using Celtx პონტში და კაკრაზ საღამოს რამე ჩაის და "სუხარს" დაგიტოვებ და მაგითი დავიწყოთ წესები, ხვალიდან. ჰოუმი ერთ ნაჭერს იღებს და მადიანად შეექცევა. სახეზე ეტყობა რო მაგრად ევასება, თან სიამოვნებისგან კრუსუნებს. ბექა ქოუჩობა რატო გადაწყვიტე? ჰოუმი (გამოტენილი პირით) რავი, მთელი ცხოვრება ტვინს ვტყნავდი და კარიერის ლოგიკური გაგრძელება იყო. თან ახლა კაკუნით დიდი-დიდი წიწიბურა და მაიონეზი დაგიტოვონ ღამე და ასე, აგერ პიცას გეახლებით. ბექა შეგერგოს. ჰოდა, ჩემთან როგორ მოხვდი, მართლა? ჰოუმი საჭმელს ვეძებდი და სახლიდან სახლში დავხტოდი და შენ გქონდა დატოვებული მაგიდაზე ხინკალი და მთელი სუფრა, რავი. ბექა მერე გეჭამა და წასულიყავი ან საჭმელად დარჩენილიყავი, რას ამოიჩემე ეს ლაიფ ქოუჩობა. ჰოუმი წასვლით ვერ წავიდოდი, უსახლოდ როცა ხარ, რომელ სახლშიც პირველად შეჭამ იქ რჩები. ბექა ახლა მეუბნები მაგას პიცა რო გაჭამე ჩემი ხელით? ჰოუმი აწი კაი დროსია, პირველივე ლუკმიდანაა ეგ. აუ, პირველ ლუკმაზე მაგარი გამახსენდა. გინდა დაგენიძლავები, რო ათ ხინკალს უზმოზე ვერ შეჭამ. ბექა (საკრასტულად) იიიი კაი, ერთი. რამდენი წლის ხარ?
  • 10. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 10/22 9. Created using Celtx ჰოუმი ასე ათასორასი-სამასი, შეიძლება ცოტა მეტი ან ნაკლები, კალენდრები რო გადაწ- გადმოწიეს მერე დამეზარა გამოთვლა. ბექა შენ აბა მაგარი ისტორიები გექნება, პოდასკტი ხო არ ვხიოთ? ჰოუმი არა, მე არ მინდა სახალხოდ გამოჩენა, თანაც ისტორიები არ მაქვს მაინც და მაინც. ხალხს და ოჯახს რო იცვლი იმათ ამბები გავიწყდება ნელ-ნელა. ეგ კი არა სახელებიც აღარ მახსოვს ჩემების. ბექა მაიცა ერთი წამი. ბექა დგება და ოთახიდან გადის. ჰოუმი აგრძელებს პიცის ძოვას. ბექა შემოდის, ხელში უჭირავს წინდები. ბექა აჰა, ჩაიცვი, გჩუქნი. ჰოუმი ფეხებზე დაიხედავს. ბანჯგვლებით დაფარული ფეები აქვს. ჰოუმი რა ჯანდაბად მინდა, პირიქით ამას შევიკრიჭავ და იქით მოგიქსოვ წინდებს თუ გინდა. ბექა აიღე, ერთი წამი რა. მიიღე როგორც საჩუქარი. ჰოუმი წინდებს ართმევს. ჰოუმი მადლობა. ბექა აბა ახლა სცადე სხვა სახლში გადახტომა. ჰოუმი გაკვირვებულია და სკეპტიკურად უყურებს. ბექა დამიჯერე, სცადე! ჰოუმი თვალებს დახუჭავს და გაიჭინთება. რამდენჯერმე.
  • 11. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 11/22 10. Created using Celtx უშედეგო ჭინთვის შემდეგ უარყოფის ნიშნად თავს გააქნევს. ჰოუმი შანსი არაა, მობმული ვარ შენზე. და რა იყო ეს რო? ბექა არაფერი, დაიკიდე, თანამედროვე მითოლოგია. მარა ახლა რაზე ვფიქრობ იცი? შენ თუ ჭამე და ისედაც ჩემზე და ამ სახლზე ხარ მობმული. ჰოუმი შენზე. ოჯახზე ანუ რა, ვინც აქ ცხოვრობს. რო გადახვალ ყუთი უნდა დამიტოვო და წამოვიდე. მარა აწი ისედაც ყველა მხედავს და ტაქსითაც შეიძლება ალბათ. ბექა ჰო, მოიცა, ერთი წამი. ანუ ისედაც ჩემზე იყავი მობმული, ანუ ეს ლურჯი დენები და ხელბორკილები რაღა საჭირო იყო? იქნებ უბრალოდ დემო იყო? ჰოუმი დემო? ბექა იმან რო სცადა რო გაეთავისუფლებინე, ბორკილები კი არ დაგვადო, უბრალოდ ეს ბორკილები გამოჩნდა მისი დენებით რა. ჰა? ჰოუმი შეიძლება. მაგრამ იქნებ რამე სხვა წყევლა ან მისია დაგვადო თავისდაუნებურად? გიყურებით იქ, "შუადღემშვიდობისა სამყაროვში" და დიდად ჭკვიანი ტიპი არ ჩანდა. შუადღეზე გამახსენდა... ჰოუმი ფანჯარასთან მიდის. ხალხი აღარაა შეკრებილი. ჰოუმი ეს ამდენი ხალხი ასე დაიშალა? რავი იმ კუმისელ ბარაბაშაკზე გადირია მთელი ერი და მე არ ვიმსახურებ მეფესავით რო მისატკსაონ აქ? ბექა შენ ამდენი რამე საიდან იცი? რო გკითხო გავიწყდება ყველაფერი.
  • 12. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 12/22 11. Created using Celtx ჰოუმი ეგ სახლის ამბები, თორე ზოგადი ცოდნა რჩება. თან ახალ სახლში რო გადადიხარ ოჯახის წევრებმა რაც იციან, ის ნელ-ნელა გადმოდის ჩემთანაც. ბექა ვა! ანუ ქლაუდზე ხარ შეერთებული? ჰოუმი ეგ რა არის? ბექა აი, აცადე და ჩამოტვირთავს ცოტა ხანში. ბექა ტელეფონს სქროლავს. ბექა მაიცა! პირადი აზრებიც გიზიარდება? ფიქრები და თემები და რამე? ჰოუმი არა, კაცო! მარა... არა, მგონი არა. კი არ მახსოვს წინა ოჯახის რა მახსოვს და რა არა, მარა ზოგადი წესები რაც მახსოვს, ზოგად ინფორმაციაზეა საუბარი რა. რაც ამ ბინის კედლებში, კოდსა და სულშია ჩაწერილი ის. ბექა მართლა? ჰოუმი ჰო, რავი, ალბათ. ბექა თავს აქნევს და ისევ ტელეფონს სქორლავს. უცებ რაღაცაზე ჩერდება. ისმის ვიღაცის ხმა ტელეფონიდან. დოროთე (ტელეფონის ეკრანიდან) აი, ჩემო ლამაზებო, მოვიდა შემდეგი ამულეტის დროც. ბექა აი, სად წასულა მთელი ხალხი, ნახე, მილიონი ადამიანი უყურებს ლაივში ამ ჩემისას. ვხედავთ დოროთეს ბექას ტელეფონის ეკრანზე. დოროთე ზის მაგიდასთან, ტაროს კარტს ატასავებს და თან კომენტარებს
  • 13. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 13/22 12. Created using Celtx კითხულობს. დოროთე მადლობა ყველას! მადლობა, მაგრამ არაა საჭირო ნეგატივი, ბოღმიან ადამიანებსაც განვკურნავ ბოღმისგან. კადრი შედის ტელეფონში. ინტ. დოროთეს ბინა - მისაღები - გრძელდება დოროთე დიდ მაგიდასთან ზის, წინ უდგას ტელეფონი მინი შტატივზე, განათება, რაღაც ფინტი-კლუშკები, ტაროს კარტს ათამაშებს ცხადია და წინ უწყვია რაღაც ამულეტები. დოროთე და აი, შემდეგი კარტის ამოღების დროც მოვიდა. ვინც ახლა შემოგვიერთდით, შეგახსენებთ ტელეფონის ნომერს, 725-70- 70 აურის გადატვირთის სერვისი. თქვენ რეკავთ, ჩემი თანაშემწე, კეთილი ფერია მანანა მიიღებს თქვენს ბიჯს და დღის ბოლოს გამარჯვებულს გამოვაცხადებთ. ხელში იღებს მწვანე ყელსაბამს, ჩვეულებრივი ბიჟუტერიაა. დოროთე ახლა ამ ამულტეს დავმუხტავთ იმ კარტით, რომელიც ამოვა და გახსოვდეთ, კარტი უკან არ ბრუნდება. ყველა ამულეტი იმუხტება უნიკალურად და იქნება მხოლოდ ერთადერთი! ასე რომ იჩქარეთ! კარტის ტასაობას წყვეტს და ზემოდან ერთს იღებს. ტელეფონისკენ ატრიალებს. დოროთე რაინდი ტოტებით! ანუ, ეს არის ინიციატივის, ამბიციის, წარმატების წყურვილისა და წინსვლის მონდომების კარტი და შესაბამისად ახლა ეს ამულეტი დაიმუხტება ამ ენერგიით და მისი პატრონიც ამით გაძლიერდება. დოროთე ყელსაბამს სპეციალურ ბალიშზე დებს. რაღაც უაზრო, ვითომ ჯადოსნურ მოძრაობებს აკეთებს. ხელებიდან ისევ ის ლურჯი დენი გამოსდის და ყელსაბამს ეცემა. რამდენიმე წამიანი მუხტვის შემდეგ დოროთე ჩერდება, იღებს ამულეტს და ბრუნდება ტელეფონთან.
  • 14. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 14/22 13. Created using Celtx დოროთე მე თუ მკითხავთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამულეტი! ამიტომ იჩქარეთ და არ დაგენანოთ არც ერთი თეთრი! დოროთე კომენტარს კითხულობს და სახე ეცვლება. ბრაზდება. დოროთე აი, ამდენი პოზიტივია, მაგრამ ვიღაცა მაინც გამოხტება ხოლმე! ნამდვილი დენი და მუხტი არაა! ეგ არის ფილტრი და ეფექტი! გიორგი456787433 აი დედაშენი და შენი და მომიყვანე და... თუ ეგ სხვა. აი, მანანა ახლა შენი პროფილის სქრინშოტს გამომიგზავნის და ჯადოს არ დაგადებთ ახლა ქრისტიანი ადამიანი ვარ მაინც, მაგრამ განანებთ! და ნახავ მერე! ან ბოდიში მომიხადე. მანანა დოროთეს ბარათს აწვდის. დოროთე კითხულობს ტექსტს და ყლევდება. დოროთე მეგობრებო, ამ ამულეტს პატრონი უკვე თითქმის გამოუჩნდა, მე ჯერჯერობით არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი და არც გეტყვით, თვითონ ნახავთ მის წინსვლასა და წარმატებას, თუ მოიგო, ბოლო ფასი ამჟამად არის 53 ათასი დოლარი. ინტ. ბექას ბინა - მისაღები - გრძელდება ბექა ტელეფონს აგდებს ტახტზე და გადაწვება. ბექა ეს უკვე ფულს აკეთებს და შენ კიდე სამსახურში მჩითავდი. ჰოუმი მოიფიქრე რამე და გავაკეთოთ ჩვენც. ბექა აბა ლაიფ ქოუჩიო და ბედს გწევო? ჰოუმი მერე მე უნდა გიბიძგო, კი არ უნდა მოგართვა. ბექა მე რას ვფიქრობ იცი? ამ ტიპს ეს ძალა რო
  • 15. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 15/22 14. Created using Celtx ჰქონოდა აქამდე უეჭველი ჰო გამოიყენებდა? ჰო ნახე როგორ გაუხარდა ჩვენ რო გვესროლა. ჰოუმი მერე? ბექა ჰოდა, რაღაც ყლეობა შელოცვა რო წაიკითხა მაგის მერე დაეწყო ეგ თემა, მარა მაგ შელოცვა აქამდეც ჰო ექნებოდა წაკითხული? ჰოუმი რატო? აი, რა შანსია სხვა დამავოის შეხვედროდა. ვერ ნახე ტიპი გაშტერებული მიყურებდა. ბექა ეგზორციზმის პონტში რაღაცა, რავი. კაროჩე, ზოგადად, შელოცვები ჰო ექნებოდა წაკითხული და მაინცდამაინც ამან და აქ რატო იმუშავა? ჰოუმი რატომ? ბექა შენ ფსიქოლოგის პონტში მისვამ შეკითხვებს რო მიმართულება მომცე თუ მართლა ვერ ხვდები? ჰოუმი მიმართულება. ბექა შენ! შენ ხარ ფაქტორი. შენ რო გამოჩნდი და ტვინის ტყვნა დაიწყე, მაგან გახსნა რაღაცა უეჭველი. აი, რა გინდოდა? ჰო ჭამე ის ხინკალი, ყოველდღე საჭმელს ვიძახებ. ჰოუმი ფული საიდან გაქვს? ბექა ყოველდღე ვიძახებ საჭმელს-თქო. და გეჭამა და ყოფილიყავი. რა ლაიფ ქოუჩობა აგიტყდა, რამის აზრზე მაინც იყო. ან აი, საიდან ამოიჩემე ქოუჩობა, სად გაიგე, ან იცი რა არის საერთოდ?
  • 16. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 16/22 15. Created using Celtx ჰოუმი ახლა ვიცი, მარა პირველად რო დამარტყა თავში მაშინ არ ვიცოდი. რა ჩემი ბრალია, პირველი ვაიბი და სიტყვა რაც მოვიდა ამ სახლში, აი, პირველივე ლუკმა რო ჩავყლაპე, იყო ქოუჩი. ბექა ძველი მოსახლის ან მეზობლის ვაიბი იქნებოდა ეგ. ჰოუმი შანსი არაა. შენია. ჰოდა, ბოლო სამი სახლი ვიღაცა კონტროლ ფრიკების იყო, არ ვიცი. რამდენიმე დღე გავჩერდი ყველგან. მეთქი ვნახო რა სიტუაციაა. დავიწყე კაკუნი, ფაჩხუნი, ისა, ესა, ხან წინდა დავმალე, ხან გასაღები, შენც არ მომიკვდე. საჭმელს ხო არავინ დაგიტოვებს და თუ შეგამჩნიეს, ეგრევე "ენგზაეთი" აკერიათ პირზე. ბექა ბაბლის სახლებში ტრიალებდი მარტო? ჰოუმი სავსეა თბილისი სლავური მითოლოგიური არსებებით, აბა რა გგონია შენ? თუ გგონია, ძაან "სფეშალ" ხარ და შენ აგირჩიე, ძაან შემცდარხარ. მშიოდა და სახლი ცარიელი თუ არაა ისე ვერ გადახტები შიგ. ახლა ამ ახლში სხვა დამავოი ან ბარაბაშკა ვერ შემოვა. კუმისში იმიტომ იყო ერთი ამბები, იქ დაერიენ ერთმანეთს, აქ რო ბინები გადაივსო და ხალხი გაძუნწდა სუბურბიაში დაიწყეს ჩვენებმა აწევა და სერიოზული ბრახა-ბრუხი იყო. ბექა ცოტა ვიქთიმ-ბლეიმინგი იყო ახლა თუ მომეჩვენა? ჰოდა, აეგ თემა რო მოვხოდოთ? პოდკასტი ან ტიკ-ტოკი რა და ჯადოსნური ამბები მოვყვეთ. წარმოიდგინე ახლა კუმისის ომებზე რომ გავაკეთოთ სიუჟეტი, ან დოკუმენტური ფილმი, ან თრუ-ქრაიმ პოდკასტი! ვაბშე აზრზე ხარ რა ნიშა არის? ეგრევე მონეტიზაცია, სპონსორშიპი, ონჯი-ზეც დავადებინებ, ახლობლები არიან. ინგლისურად შეგვიძლია ვაბშე რო გლობალზე გავიდეთ! გია ჯაჯანიძე და ანი ჩირაძე რო
  • 17. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 17/22 16. Created using Celtx დაგვპატიჟებენ გადაცემაში არ მივიდეთ! ჩვენი კანალი გავჭრათ! ჰოუმი My job is done here! (სუბტიტრი: "მისია შესრულებულია!") ამის თქმა და ჰოუმის და ბექას მაჯებზე ის რაღაც ჯადოსნური ბორკილები იხსნება და ქრება. ორივე გაოგნებულია, ერთმანეთს უყურებენ. ბექა რა იყო ესა? ჰოუმი მგონი აგვეხსნა! ბექა გადახტი აბა? ჰოუმი იჭინთება. ვერ ხტება. ბექა ისე, რო გადახტები, უკან გადმოხტომა შეგიძლია? ჰოუმი კაი დროსია, ეგ შეკითხვა, მარა არ ვიცი, არ მიცდია არასდროს. ბექა რადგან ვერ გადახტი ე.ი. ჯერ კიდევ აქ ხარ ჩაწერილი. ჰოუმი ჰო, ეგ ჰო გითხარი წინა ღამით დალაგდა, ჭამის პონტში. და იმან ეტყობა რაღაცა ჯადო დაგვადო, რო სანამ მე შენ არ დაგეხმარებოდი მანამდე გადაჯაჭვულები ვიქნებოდით. ბექა ჰო, მარა ეგრე ერთი იდეური შტორმი მქონდა და მაი ჯაბ ის დან ჰიაო და მაგითი აიხსნა ეგ ჯადო? რა იცის მაგან რო მე ავასრულებ მაგ გეგმას და შესაბამისად, შენი მისია შესრულებულია? ჰოუმი შეიძლება სუსტი ჯადო გამოუვიდა,
  • 18. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 18/22 17. Created using Celtx დამწყები რომ იყო მაგ პონტში. ან რაღაცა არასწორად ქნა. ბექა აუ, იმ ამულეტებში მაგარი ყლეობა ხდება უეჭველი. ბინიდან ბინაში - მონტაჟი კადრში ვიღაც შავ პიჯაკიანი ტიპის მაჯა და მუშტი ჩანს, რომელიც კარზე აკაკუნებს. კარი იღება და იქიდან რაღაც სიმბოლოებით უაზროდ მორთული ზარდახშას აწვდიან ამ ტიპს. ვხედავთ, როგორ ეშვება ეს ტიპი კიბეებზე - მხოლოდ ფეხსაცმელებს. ვხედავთ, როგორ ჯდება მანქანაში. ვხედავთ მანქანას უკნიდან, თბილისის ქუჩებში მოძრაობს - შავი პრიუსია. ვხედავთ ეს ტიპი როგორ ადის კიბეებზე, მხოლოდ ფეხსაცმელებს ისევ. იღება ბინის კარი. ინთება სინათლე. ოთახში შემოდის შავ კოსტუმში ჩაცმული ოთხკუთხედ სახიანი ტიპი. ეს ენტერპრენერი პეტრე მელაძეა. პეტრე ხსნის ზარდახშას და იქიდან იღებს მწვანე ამულეტს, რომელიც დოროთემ წინსვლისა და წარმატების წყურვილით დამუხტა. პეტრე სახეზე კმაყოფილებისა და შურისძიების სურვილი დასთამაშებს. ოთახში მიმოფანტულ სათამაშო ბლოკებსა და ჯაჭვებს თვალს მოავლებს, ღრმად ამოისუნთქავს და ამულტეს ყელზე დაიკიდებს. ამ დროს ამულეტს საიდანღაც ეცემა ლურჯი მეხი, პეტრე იწევა ჰაერში, იწყებს ღრიალს და ფართხალს. ოთახში მიმოფანტული ბლოკები და ჯაჭვები ტანზე ეხვევა, რაღაც უცნაურ მეტალად გადაიქცევა და სხეულზე შემოერტყმევა ბლოკ-ჯაჭვის პერანგი, ხოლო ცენტრში ბინარული კოდით აწერია "ბორჯღალი" ანუ "11100001 10000011 10010001 11100001 10000011 10011101 11100001 10000011 10100000 11100001 10000011 10101111 11100001 10000011 10100110 11100001 10000011 10010000 11100001 10000011 10011010 11100001 10000011 10011000"
  • 19. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 19/22 18. Created using Celtx ახლიდან დაბადებული პეტრე იატაკზე ეშვება და თავის თავს ათვალიერებს, გაოცებულია, მაგრამ უცებ ხვდება რაც მოხდა და ბოროტად იცინის. მაგრამ უცებ ხველება და ხროტინი უტყდება. ყელი აქვს გამშრალი. მივარდება მაცივარს, გამოიღებს წყალს, გამოცლის ბოთლს, არაფერი! კოლა! არაფერი! ონკანს შეუშვერს პირს, არაფრით არ წყდება ეს წყურვილი. ცოფდება. აღარ იცის რას ეცეს. იღებს ტელეფონს, გუგლავს "როგორ მოვიკლათ საშინელი წყურვილი". შედეგია, "მიიღეთ სითხე". ბრაზდება. ახლა ფეისბუქის აპს ხსნის და იქ კრეფს სტატუსს იმის შესახებ, რომ წყურვილს ვერ იკლავს და რამეს ხო არ ურჩევდა ვინმე. სანამ დაპოსტვას დააკლიკავს, ნოტიფიკაცია ამოდის: "Marketer.ge just shared a link" გადადის. ლინკზე გადასვლისას ეტყობა, რომ თითქოს რაღაც შვება იგრძნო. ანუ რაღაცის წყურვილი მოიკლა? სტატია რომელზეც გადადის: "10 წარმატებული ქართველი ადამიანი ბოლო კვირის მონაცემებით". ხოლო შეარზე წერია: "ჯიგრები, ტო". პეტრე წარმატების დანახვაზე ინთება, თვალებში ლურჯი დენები უთამაშებს, რომლებიც წითლდება. პეტრე (ამოიგმინავს) წარმატება! ტელეფონს მოისვრის და სახლიდან გადის. ინტ. ბექას ბინა - მისაღები - რამდენიმე წუთის შემდეგ ბექა და ჰოუმი ისევ სხედან. ჰოუმი გამძღარია და ვეღარ სუნთქავს. ჰოუმი ჰოდა, საჭმელი კი გამისწორდა, მაგრამ ამანაც რო დამაიგნოროს შეიძლება გადავირიო-თქო, უკვე "იმპოსტერ სინდრომი" მიყალიბდებოდა. ვა! ვა! (MORE) (ოთახის გარშემო თვალებს აცეცებს და ხელებს ასავსავებს)
  • 20. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 20/22 19. Created using Celtx სერიოზული თვითრეფლექსია ტრიალებს ამ სახლში, გინდა ვისაუბროთ ამ თემაზე? ბექა კაი, ტვინი ნუ მოტყანი რა. ბექა პულტს იღებს და ტელევიზორს რთავს. ეთერში საგანგებო ჩართვაა ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან, საიდანაც ფონზე ისმის წიოკი, სირენების ხმა, ნგრევა, რაღაც საოცრება ხდება. პირდაპირ ეთერში ერთვება ჟურნალისტი. ჟურნალისტი (ტელევიზორში) დიახ, ინგა, ჩვენ კვლავ შემთხვევის ადგილზე ვართ, როგორც ხედავთ აქ მობილიზებულია პოლიციის დარჩენილი ნაწილი და ისინი ცდილობენ შეაჩერონ ეს ხოცვა-ჟლეტა. ინგა (სტუდიიდან. ტელევიზორში) გუდუნა, თუ არის ცნობილი რა უნდა ამ ადამიანს, რას ერჩის ჩვენი ქვეყნის წარმატებულ ახალგაზრდებს? გუდუნა(ჟურნალისტი) ინგა, როგორც თვითმხილელები ამბობენ, პეტრე მელაძეს არანაირი მოთხოვნა არ წამოუყენებია, ის პირდაპირ შეიჭრა ახალ ქართული გელატო ბრენდის "ძალაყინის" პრეზენტაციაზე და მას შემდეგ რაც მარკეტინგის მენეჯერმა იქ შეკრებილ ადამიანებს წარმატებულები და საამაყოები უწოდა ყველას დაერ... უცებ კადრში ჩანს, როგორც მოფრინავს, ვიღაც წარმატებული ქართველი გვამი და როგორ ეცემა გუდუნას წინ. რომელსაც გული მისდის პირდაპირ ეთერში. ინგა ეს იყო გუდუნას რეაქცია! ბექა და ჰოუმი ყბაჩამოვარდნილები უყურებენ ამ ყველაფერს. ინტ. დოროთეს ბინა - იმავე დროს დოროთე ფაცხაფუცხით ალაგებს რაღაცებს სკივრში. მანანა გაშეშებულიო დგას და ტელევიზორში პეტრე მელაძის მიერ ქართველების ბლოკ-ჯაჭვის რეჟიმის ქვეშ დამონებას აკვირდება.
  • 21. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 21/22 20. Created using Celtx დოროთე ბრაზდება და ტელევიზორს ლურჯ დენებს ესვრის. ტელევიზორი გამოირთვება და დენები ზუზუნებს. დოროთე მანანა, მომეხმარე რა! კარაბადინი სად არის!? ჩადე? მანანას აღარფრის თავი არ აქვს. ზომბივით დადის აქეთ იქით. ამ დროს ტელევიზორი ისევ ირთვება. ოღონდ ამჯერად ეკრანზე ხოცვა- ჟლეტასთან ერთად ლურჯი თვალები და პირი აქვს. ტელევიზორი ამ ახალი ლურჯი თვალებით თავის თავში ჩაიხედავს, დაიკივლებს და ფანჯრიდან გადახტება. მანანა და დოროთე ისევ კივიან. კუთხეში მიგდებული ლურჯ-დენთვალიანი ნესვი ლურჯი დენის ცრემლებით ტირის. მანანა და დოროთე იღებენ სკივრს და გარბიან შემოსასვლელისკენ. ინტ. დოროთეს ბინა - შემოსასვლელი - გრძელდება დოროთე მსწრაფლ აღებს კარს, მაგრამ ზღურბლთან უკვე ვიღაც დგას. თეთრ ჩოხა-ახალუხში ჩაცმული ბრგე კაცი უბიდან საბუთს იღებს. საბუთი იშლება და ლურჯი დენებით ჰოლოგრამულ ეკრანზე იწერება მისი მონაცემები. ჩოხოსანი ზეციური საქართველოს პოლიციის კვანტური დანაშაულის ბოქაულთუხუცესი საჩინო ბარათაშვილი. დოროთე და მანანა შოკში არიან. საჩინო(ჩოხოსანი) თუ შეიძლება წამობრძანდით. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. დოროთე სად მიგყავართ? საჩინო აქვე ნარიყალას კლდეზე, ჩვენს განყოფილებაში. დოროთე კარს აჯახუნებს და ზურგით ეყუდება.
  • 22. 12/29/22, 1:49 AM Celtx - Script ჰოუმბოი about:blank 22/22 21. დოროთე აქ რა გინდათ, ბატონო საჩინო? ფაბრიკასთან ვერ ხედავთ რა ხდება? საჩინო(O.C.) იქაცა ვარ. დოროთე ჰა? მანანა ტელეფონში გაშვებულ ლაივს აწვდის, დოროთე ლაივს ჩახედავს და ყბა ჩამოუვარდება. ფაბრიკასთან ერთმანეთის პირისპირ საჩინო ბარათაშვილი და პეტრე მელაძე დგანან. თუმცა, პეტრე უცებ თითქოს რაღაცას ხვდება, სუპერმენივით ჰაერში აიჭრება და სადღაც მიფრინავს. დოროთე აქაც არის და იქაც არის. აქ რატო ვერ შემოდის? მანანა! აქ ვერ შემოდის! აჰაჰაჰაჰაჰაჰა! აი, თუ არ მუშაობს ჩემი შელოცვები! აეხლა მიყურე ლამარა ბანძელაძე! შენ გაჩვენებ შარლატანს! მანანა რა დროს ლამარაა, შენ გაგიჟდი საერთოდ? დოროთე კაი, მშვიდად! ჯერჯერობით ყველაზე უსაფრთხოდ აქ ვართ. ექსტ. ნუნისი - სამყაროს ჭიპის მიმდებარე ტერიტორია - გრძელდება ნუნისის გამოქვაბულთან პორტალი იხსნება. დაახლოებით ასი მეტრის რადიუსზე გარემო იცვლება და რაღაც საველე შტაბს ჰგავს. შტაბის ტერიტორიაზე ჩოხა-ახალუხებში ჩაცმული კვანტური ბოქაულები მოძრაობენ. FADE OUT.