SlideShare una empresa de Scribd logo
1 de 5
Descargar para leer sin conexión
გაკვეთილი № 7
 საშინაო დავალების შემოწმება:
                                                                              Cl Cl
                                                                +Cl2            
     1.    ა) CH2=CCH=CH2 + Cl2            H2CC=CHCH2                 H2CCCHCH2
                                                                                
                   CH3                          Cl                         Cl CH3   Cl

                                                                            Cl Cl
                                                              +Cl2            
           CH2=CCH=CH2 + Cl2             H2CC=CHCH2                 H2CCCHCH2
                                                                            
               Cl                           Cl Cl  Cl                    Cl Cl    Cl


                                                                +H2
           ბ) CH2=CCH=CH2 + H2            H3CC=CHCH3                 H3CCHCH2CH3
                                                                           
                  CH3                             CH3                       CH3


                                                                +H2
            CH2=CCH=CH2 + H2              H3CC=CHCH3                 H3CCHCH2CH3
                                                                           
                   Cl                          Cl                           Cl



                                            კაუჩუკი
  ზოგიერთი         მცენარე    გამოყოფს     რძისმაგვარ       წვენს,     რომელსაც       ლატექსი    ქვია.
განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოყოფს ლატექსს ხე ჰევეა, რომელიც ბრაზილიაში
ხარობს. ბრაზილიიდან ეს კულტურა გადატანილ იქნა სხვა ტროპიკულ ქვეყნებში,
მაგალითად ინდონეზიაში და ინდოჩინეთის ქვეყნებში. ჰევეას კანს სერავენ, კანიდან
გამოყოფილი ლატექსი გროვდება ჭურჭელში. ლატექსს გადაამუშავებენ და მისგან გამოყოფენ
ნივთიერებას, რომელსაც კაუჩუკი ქვია. კაუჩუკისგან შეიძლება დამზადდეს აფსკები,
რომლებიც ჰაერ და წყალგაუმტარია. რაც მთავარია კაუჩუკი ელასტიურია, ანუ ძალის
მოქმედებით ის იცვლის ფორმას, ხოლო ძალის მოქმედების მოხსნისას ის აღიდგენს ძველ
ფორმას. ელასტიურობამ, აგრეთვე ჰაერ და წყალგაუმტარობამ კაუჩუკის ფართოდ გამოყენება
განაპირობა.
  მაგრამ    აქვე    უნდა     აღინიშნოს,   რომ     ამ    თვისებებს      კაუჩუკი    ინარჩუნებს    ვიწრო
ტემპერატურულ ინტერვალში. მაღალ ტემპერატურაზე ხდება წებვადი, ხოლო დაბალ
ტემპერატურაზე კი მყიფე. როდესაც ცხელ კაუჩუკს დაუმატეს გოგირდი მათ შორის რეაქციის
შედეგად წარმოიქმნა ახალი მასალა, რომელსაც რეზინი ქვია. რეზინი კი კაუჩუკის უნიკალურ
თვისებებს     ინარჩუნებს      ძალიან      დაბალ        (დაახლოებით      -600)    და   ძალიან    მაღალ
ტემპერატურაზეც (დაახლოებით 4000)
-2-

  კაუჩუკი და რეზინი შეუცვლელი მასალებია ავტომობილებისა და თვითმფრინავების
საბურავებისა      და კამერების დასამზადებლად.                    მათგან მზადდება                   ჰიდროსისტემების
შლანგები, საყოფაცხოვრებო საგნები, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, სამედიცინო და ტექნიკური
ხელსაწყოების და აპარატების დეტალები.
  რას წარმოადგენს კაუჩუკი და როგორ მიიღება მისგან რეზინი?
  კაუჩუკის ზოგადი ფორმულა აღმოჩნდა (C5H8)n ანუ ის იზოპრენის პოლიმერია.
   გავიხსენოთ:
                  H2C             C             CH               CH2       იზოპრენი
  კაუჩუკის აღნაგობა შეიძლება ასე გამოვსახოთ:

               CH2      H2C             CH2           H2C              CH2               H2C

                  C     C                   C        C                         C         C

            H3C               H       H3C                   H        H3C                       H


                                            CH2            H2C

                            ანუ                  C         C

                                        H3C                      H         n
  სადაც n  10000 – 22000
  ამასთან ნახშირბადოვანი ჯაჭვი ორმაგი ბმების მიმართ ყოველთვის ცის მდგომარეობაში
იმყოფება.
  გოგირდის დამატებისას ეს გრძელი ჯაჭვი იკერება გოგირდის ატომების საშუალებით და
ხაზოვანი სტრუქტურის ნაცვლად ერთმანეთთან დაკავშირებული მდგრადი აღნაგობის
სტრუქტურებს ვიღებთ.

          CH3          CH3                                                 CH3          CH3
                                                                                      
     CH2=C=CHCH2CH2C=CHCH2–                                      CH2=C=CHCH2CH2C=CHCH2–
                                                                            
                                                     +2S                   S
                                                                            
     CH2C=CHCH2CH2C=CHCH2–                                           S
                                                                             
                                                                    CH2C=CHCH2CH2C=CHCH2–
          CH3          CH3                                                                             
                                                                                   CH3                  CH3

  ამ პროცესს ვულკანიზაცია ეწოდება, ხოლო მიღებულ პროდუქტებს კი რეზინი. თუ
ძალიან ბევრ გოგირდს დავამატებთ მაშინ ყველა ორმაგი ბმა გაიხლიჩება და მიიღება მყიფე
მასალა, რომელსაც ებონიტი ქვია.
-3-

  როგორც ვნახეთ კაუჩუკის აღნაგობა მაინცდამაინც დიდი სირთულით არ გამოირჩევა.
ყველა ქვეყანაში არ არის ჰევეას      მოყვანის და მისგან ბუნებრივი კაუჩუკის დამზადების
საშუალება. ლატექსს სხვა მცენარეებიც იძლევიან, მაგ: ბაბუაწვერა ან ლეღვი. ყველას
გვინახავს როგორ გადმოედინება ლატექსი მოწყვეტილი ბაბუაწვერას ღეროდან ან ლეღვის
ფოთლიდან, მაგრამ ამ მცენარებიდან კაუჩუკის მიღება საწარმოო მასშტაბით შეუძლებელია.
კაუჩუკის მიღება შესაძლებელი გახდა ქიმიური გზით. სინთეზური კაუჩუკი მიიღება
ბუტადიენის,     იზოპრენის,      ქლოროპრენის         და     ზოგიერთი   სხვა      ნივთიერების
პოლიმერიზაციით.
  ბუტადიენი     შეიძლება     მივიღოთ     ნავთობის    გადამუშავების    შედეგად     მიღებული
პროდუქტებისგან, მაგ:
                                           Pd
                   H3CCH2CH2CH3                H2C=CHCH=CH2 + 2H2
                           ბუტანი                  ბუტადიენ-1,3


  ასევე მიიღება იზოპრენიც
                                           Pd
                    H3CCHCH2CH3                H2C=CCH=CH2 + 2H2
                                                      
                        CH3                           CH3
                       2-მეთილბუტანი            2-მეთილბუტადიენ-1,3


  ბუტადიენის პოლიმერიზაცია მეტალური ნატრიუმის ან ლითიუმის გამოყენებით
მიმდინარეობს:
                +2Na                              + H2C=CHCH=CH2
H2C=CHCH=CH2          NaCH2CH=CHCH2Na
     NaCH2CH=CHCH2CH2CH=CHCH2Na
  ასე უერთდება ბუტადიენის მოლეკულები საწყის ნივთიერებებს ორივე ბოლოში.
საბოლოოდ წყლით ჩამოირეცხება ნატრიუმი და მივიღებთ კაუჩუკს:
                               CH2Na   + H2O  CH3 + NaOH
  სხვაგვარად ეს პროცესი ასე შეიძლება გამოვსახოთ:
     n H2C=CHCH=CH2  (CH2CH=CHCH2) n
                           სინთეზური ბუტადიენური კაუჩუკი



  თუ დავაკვირდებით ბუნებრივი და სინთეზური კაუჩუკის აღნაგობას შევამჩნევთ, რომ
-4-

                CH2          H2C

                   C         C                        (CH2CH=CHCH2) n
             H3C                   H n


  მათ შორის ძალიან მცირე განსხვავებაა. პრაქტიკულად განსხვავება არ არის ბუნებრივ
კაუჩუკს და სინთეზურ იზოპრენულ კაუჩუკს შორის.

                               CH3              CH3
                                                
                         n H2C=CCH=CH2  (CH2C=CHCH2) n
                                                სინთეზური იზოპრენული კაუჩუკი



  ეს სინთეზური კაუჩუკი ბუნებრივისაგან ჯაჭვის სიგრძით განსხვავდება. სინთეზური
კაუჩუკის ნაკლი იმაშიც მდგომარეობს, რომ ბუნებრივი კაუჩუკისგან განსხვავებით,
რომელშიც ნახშირბადოვანი ჯაჭვი ორმაგი ბმის მიმართ ყოველთვის ცის მდგომარეობაშია,
სინთეზურ კაუჩუკში ჯაჭვი ორმაგი ბმის მიმართ როგორც ცის ასე ტრანს მდგომარეობაში
არის.
                       CH2          H2C         CH2       H2C

                          C        C                 C    C

                   H3C                    H   H3C               H
                      ცის ფრაგმენტი            ტრანს ფრაგმენტი



  თუმცა ტექნოლოგიური პროცესების დახვეწამ შესაძლებლობა მოგვცა ვაწარმოოთ
თითქმის მთლიანად ცის აღნაგობის კაუჩუკი. ასე რომ სინთეზური კაუჩუკი ამჟამად
მთლიანად და სრულფასოვნად ცვლის ბუნებრივ კაუჩუკს.
  კაუჩუკი კარგად იხსნება ნავთობპროდუქტებში და ბენზოლში (ამ ნივთიერებას მალე
შევისწავლით). შესაბამისი ხსნარებით შეიძლება გავჟღინთოთ ქსოვილები. გამხსნელის
აორთქლების შემდეგ წყალგაუმტარი ქსოვილები მიიღება. სინთეზური კაუჩუკის სხვა
სახეებიც არსებობს, რომლებსაც მოგვიანებით გავეცნობით.
-5-

საშინაო დავალება:
1.   დაწერეთ      ქლოროპრენის,   აგრეთვე    2,3-დიმეთილბუტადიენის   პოლიმერიზაციის
     რეაქციები.
2.   სინთეზური ბუტადიენური კაუჩუკის ერთ-ერთი ნიმუშის მოლეკულური მასა 1000000-
     ის ტოლია. როგორია პოლიმერიზაციის ხარისხი?
3.   ინდონეზიაში იზრდებიან მცენარეები, რომლებიც გამოყოფენ ლატექსს და მისგან
     გამოიყოფა ნივთიერება გუტაპერჩა. გუტაპერჩას ელემენტურ რგოლს კაუჩუკის მსგავსი
     აღნაგობა აქვს, ოღონდ ნახშირბა დოვანი ჯაჭვი ორმაგი ბმის მიმართ ტრანს
     მდგომარეობაშია. დაწერეთ გუტაპერჩას სტრუქტურული ფორმულა.

Más contenido relacionado

La actualidad más candente

გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18barambo
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8barambo
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5barambo
 
გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23barambo
 
გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22barambo
 
ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42barambo
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8datiko43
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
ამოცანა 1 5
ამოცანა 1 5ამოცანა 1 5
ამოცანა 1 5barambo
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7datiko43
 
G 008.docx
G 008.docxG 008.docx
G 008.docxqimia
 
ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42barambo
 
G 007.docx
G 007.docxG 007.docx
G 007.docxqimia
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 

La actualidad más candente (16)

გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18გაკვეთილი № 18
გაკვეთილი № 18
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5
 
გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23გაკვეთილი № 23
გაკვეთილი № 23
 
გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22გაკვეთილი № 22
გაკვეთილი № 22
 
ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
ამოცანა 1 5
ამოცანა 1 5ამოცანა 1 5
ამოცანა 1 5
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
G 008.docx
G 008.docxG 008.docx
G 008.docx
 
ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42
 
G 007.docx
G 007.docxG 007.docx
G 007.docx
 
G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 

Similar a გაკვეთილი № 7

გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 
გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2barambo
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10barambo
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10barambo
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11barambo
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14barambo
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
გაკვეთილი № 4 1
გაკვეთილი № 4 1გაკვეთილი № 4 1
გაკვეთილი № 4 1barambo
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4barambo
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10barambo
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13barambo
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13barambo
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21barambo
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21barambo
 
გაკვეთილი № 19 3
გაკვეთილი № 19 3გაკვეთილი № 19 3
გაკვეთილი № 19 3barambo
 

Similar a გაკვეთილი № 7 (20)

გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2გაკვეთილი № 2
გაკვეთილი № 2
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14გაკვეთილი № 14
გაკვეთილი № 14
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16გაკვეთილი № 16
გაკვეთილი № 16
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
გაკვეთილი № 4 1
გაკვეთილი № 4 1გაკვეთილი № 4 1
გაკვეთილი № 4 1
 
გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4გაკვეთილი № 4
გაკვეთილი № 4
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
 
გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13გაკვეთილი № 13
გაკვეთილი № 13
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21
 
გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21გაკვეთილი № 21
გაკვეთილი № 21
 
გაკვეთილი № 19 3
გაკვეთილი № 19 3გაკვეთილი № 19 3
გაკვეთილი № 19 3
 

Más de barambo

G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02barambo
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01barambo
 

Más de barambo (20)

G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 

გაკვეთილი № 7

  • 1. გაკვეთილი № 7 საშინაო დავალების შემოწმება: Cl Cl +Cl2   1. ა) CH2=CCH=CH2 + Cl2 H2CC=CHCH2 H2CCCHCH2      CH3 Cl Cl CH3 Cl Cl Cl +Cl2   CH2=CCH=CH2 + Cl2 H2CC=CHCH2 H2CCCHCH2        Cl Cl Cl Cl Cl Cl Cl +H2 ბ) CH2=CCH=CH2 + H2 H3CC=CHCH3 H3CCHCH2CH3    CH3 CH3 CH3 +H2 CH2=CCH=CH2 + H2 H3CC=CHCH3 H3CCHCH2CH3    Cl Cl Cl კაუჩუკი ზოგიერთი მცენარე გამოყოფს რძისმაგვარ წვენს, რომელსაც ლატექსი ქვია. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გამოყოფს ლატექსს ხე ჰევეა, რომელიც ბრაზილიაში ხარობს. ბრაზილიიდან ეს კულტურა გადატანილ იქნა სხვა ტროპიკულ ქვეყნებში, მაგალითად ინდონეზიაში და ინდოჩინეთის ქვეყნებში. ჰევეას კანს სერავენ, კანიდან გამოყოფილი ლატექსი გროვდება ჭურჭელში. ლატექსს გადაამუშავებენ და მისგან გამოყოფენ ნივთიერებას, რომელსაც კაუჩუკი ქვია. კაუჩუკისგან შეიძლება დამზადდეს აფსკები, რომლებიც ჰაერ და წყალგაუმტარია. რაც მთავარია კაუჩუკი ელასტიურია, ანუ ძალის მოქმედებით ის იცვლის ფორმას, ხოლო ძალის მოქმედების მოხსნისას ის აღიდგენს ძველ ფორმას. ელასტიურობამ, აგრეთვე ჰაერ და წყალგაუმტარობამ კაუჩუკის ფართოდ გამოყენება განაპირობა. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვისებებს კაუჩუკი ინარჩუნებს ვიწრო ტემპერატურულ ინტერვალში. მაღალ ტემპერატურაზე ხდება წებვადი, ხოლო დაბალ ტემპერატურაზე კი მყიფე. როდესაც ცხელ კაუჩუკს დაუმატეს გოგირდი მათ შორის რეაქციის შედეგად წარმოიქმნა ახალი მასალა, რომელსაც რეზინი ქვია. რეზინი კი კაუჩუკის უნიკალურ თვისებებს ინარჩუნებს ძალიან დაბალ (დაახლოებით -600) და ძალიან მაღალ ტემპერატურაზეც (დაახლოებით 4000)
  • 2. -2- კაუჩუკი და რეზინი შეუცვლელი მასალებია ავტომობილებისა და თვითმფრინავების საბურავებისა და კამერების დასამზადებლად. მათგან მზადდება ჰიდროსისტემების შლანგები, საყოფაცხოვრებო საგნები, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, სამედიცინო და ტექნიკური ხელსაწყოების და აპარატების დეტალები. რას წარმოადგენს კაუჩუკი და როგორ მიიღება მისგან რეზინი? კაუჩუკის ზოგადი ფორმულა აღმოჩნდა (C5H8)n ანუ ის იზოპრენის პოლიმერია. გავიხსენოთ: H2C C CH CH2 იზოპრენი კაუჩუკის აღნაგობა შეიძლება ასე გამოვსახოთ: CH2 H2C CH2 H2C CH2 H2C C C C C C C H3C H H3C H H3C H CH2 H2C ანუ C C H3C H n სადაც n  10000 – 22000 ამასთან ნახშირბადოვანი ჯაჭვი ორმაგი ბმების მიმართ ყოველთვის ცის მდგომარეობაში იმყოფება. გოგირდის დამატებისას ეს გრძელი ჯაჭვი იკერება გოგირდის ატომების საშუალებით და ხაზოვანი სტრუქტურის ნაცვლად ერთმანეთთან დაკავშირებული მდგრადი აღნაგობის სტრუქტურებს ვიღებთ. CH3 CH3 CH3 CH3     CH2=C=CHCH2CH2C=CHCH2– CH2=C=CHCH2CH2C=CHCH2–  +2S S  CH2C=CHCH2CH2C=CHCH2– S    CH2C=CHCH2CH2C=CHCH2– CH3 CH3   CH3 CH3 ამ პროცესს ვულკანიზაცია ეწოდება, ხოლო მიღებულ პროდუქტებს კი რეზინი. თუ ძალიან ბევრ გოგირდს დავამატებთ მაშინ ყველა ორმაგი ბმა გაიხლიჩება და მიიღება მყიფე მასალა, რომელსაც ებონიტი ქვია.
  • 3. -3- როგორც ვნახეთ კაუჩუკის აღნაგობა მაინცდამაინც დიდი სირთულით არ გამოირჩევა. ყველა ქვეყანაში არ არის ჰევეას მოყვანის და მისგან ბუნებრივი კაუჩუკის დამზადების საშუალება. ლატექსს სხვა მცენარეებიც იძლევიან, მაგ: ბაბუაწვერა ან ლეღვი. ყველას გვინახავს როგორ გადმოედინება ლატექსი მოწყვეტილი ბაბუაწვერას ღეროდან ან ლეღვის ფოთლიდან, მაგრამ ამ მცენარებიდან კაუჩუკის მიღება საწარმოო მასშტაბით შეუძლებელია. კაუჩუკის მიღება შესაძლებელი გახდა ქიმიური გზით. სინთეზური კაუჩუკი მიიღება ბუტადიენის, იზოპრენის, ქლოროპრენის და ზოგიერთი სხვა ნივთიერების პოლიმერიზაციით. ბუტადიენი შეიძლება მივიღოთ ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტებისგან, მაგ: Pd H3CCH2CH2CH3 H2C=CHCH=CH2 + 2H2 ბუტანი ბუტადიენ-1,3 ასევე მიიღება იზოპრენიც Pd H3CCHCH2CH3 H2C=CCH=CH2 + 2H2   CH3 CH3 2-მეთილბუტანი 2-მეთილბუტადიენ-1,3 ბუტადიენის პოლიმერიზაცია მეტალური ნატრიუმის ან ლითიუმის გამოყენებით მიმდინარეობს: +2Na + H2C=CHCH=CH2 H2C=CHCH=CH2 NaCH2CH=CHCH2Na NaCH2CH=CHCH2CH2CH=CHCH2Na ასე უერთდება ბუტადიენის მოლეკულები საწყის ნივთიერებებს ორივე ბოლოში. საბოლოოდ წყლით ჩამოირეცხება ნატრიუმი და მივიღებთ კაუჩუკს: CH2Na + H2O  CH3 + NaOH სხვაგვარად ეს პროცესი ასე შეიძლება გამოვსახოთ: n H2C=CHCH=CH2  (CH2CH=CHCH2) n სინთეზური ბუტადიენური კაუჩუკი თუ დავაკვირდებით ბუნებრივი და სინთეზური კაუჩუკის აღნაგობას შევამჩნევთ, რომ
  • 4. -4- CH2 H2C C C (CH2CH=CHCH2) n H3C H n მათ შორის ძალიან მცირე განსხვავებაა. პრაქტიკულად განსხვავება არ არის ბუნებრივ კაუჩუკს და სინთეზურ იზოპრენულ კაუჩუკს შორის. CH3 CH3   n H2C=CCH=CH2  (CH2C=CHCH2) n სინთეზური იზოპრენული კაუჩუკი ეს სინთეზური კაუჩუკი ბუნებრივისაგან ჯაჭვის სიგრძით განსხვავდება. სინთეზური კაუჩუკის ნაკლი იმაშიც მდგომარეობს, რომ ბუნებრივი კაუჩუკისგან განსხვავებით, რომელშიც ნახშირბადოვანი ჯაჭვი ორმაგი ბმის მიმართ ყოველთვის ცის მდგომარეობაშია, სინთეზურ კაუჩუკში ჯაჭვი ორმაგი ბმის მიმართ როგორც ცის ასე ტრანს მდგომარეობაში არის. CH2 H2C CH2 H2C C C C C H3C H H3C H ცის ფრაგმენტი ტრანს ფრაგმენტი თუმცა ტექნოლოგიური პროცესების დახვეწამ შესაძლებლობა მოგვცა ვაწარმოოთ თითქმის მთლიანად ცის აღნაგობის კაუჩუკი. ასე რომ სინთეზური კაუჩუკი ამჟამად მთლიანად და სრულფასოვნად ცვლის ბუნებრივ კაუჩუკს. კაუჩუკი კარგად იხსნება ნავთობპროდუქტებში და ბენზოლში (ამ ნივთიერებას მალე შევისწავლით). შესაბამისი ხსნარებით შეიძლება გავჟღინთოთ ქსოვილები. გამხსნელის აორთქლების შემდეგ წყალგაუმტარი ქსოვილები მიიღება. სინთეზური კაუჩუკის სხვა სახეებიც არსებობს, რომლებსაც მოგვიანებით გავეცნობით.
  • 5. -5- საშინაო დავალება: 1. დაწერეთ ქლოროპრენის, აგრეთვე 2,3-დიმეთილბუტადიენის პოლიმერიზაციის რეაქციები. 2. სინთეზური ბუტადიენური კაუჩუკის ერთ-ერთი ნიმუშის მოლეკულური მასა 1000000- ის ტოლია. როგორია პოლიმერიზაციის ხარისხი? 3. ინდონეზიაში იზრდებიან მცენარეები, რომლებიც გამოყოფენ ლატექსს და მისგან გამოიყოფა ნივთიერება გუტაპერჩა. გუტაპერჩას ელემენტურ რგოლს კაუჩუკის მსგავსი აღნაგობა აქვს, ოღონდ ნახშირბა დოვანი ჯაჭვი ორმაგი ბმის მიმართ ტრანს მდგომარეობაშია. დაწერეთ გუტაპერჩას სტრუქტურული ფორმულა.