SlideShare una empresa de Scribd logo
1 de 6
Descargar para leer sin conexión
გაკვეთილი N4

   საშინაო დავალების შემოწმება

8. Ar(N) = 14 ;       Ar(F) = 19; Ar(Na) = 23; Ar(Fe) = 56;   Ar(Sn) = 119; Ar(Au) = 197;
9. Mr(P2O5) = 2  . 31 + 5 . 16 = 62 + 80 = 142

    Mr(SO3) = 80
    Mr(KMnO4) = 158
10.    M(HNO3) = 63 გ/მოლი
M(H2S) = 34 გ/მოლი
M(CO2) = 44 გ/მოლი
M(CH4) = 16 გ/მოლი
11.    ა) m(Fe) = n(Fe) M(Fe) = 20 56 = 1120 გ
                                 



ბ) M(C12H22O11) = 12 . 12 + 22 . 1 + 11 . 16 = 342 გ/მოლი
 m(C12H22O11) = 0,3 . 342 = 102,6 გ
გ) M(Na2CO3) = 106 გ/მოლი
m(Na2CO3) =5 . 106 = 530 გ
12.   ა) M(NaCl) = 58,5 გ/მოლი

                m( NaCl )   25
   n (NaCl) =             =     = 0,427 მოლი
                M ( NaCl ) 58,5

    ბ) M(H2) =2 გ/მოლი
                10
       n (H2) =     = 5 მოლი
                 2

     გ) M(NaOH) = 40 გ/მოლი

                     100
       n (NaOH) =        = 2,5 მოლი
                      40

     I ტესტი



   1. რომელი ელემენტი აღინიშნება S სიმბოლოთი?
      1. ფოსფორი           2. სილიციუმი        3. გოგირდი           4. კალიუმი
   2. რომელი ელემენტი აღინიშნება Cl სიმბოლოთი?
      1. ნახშირბადი        2. ქლორი      3. ქრომი     4. აზოტი
   3. ნაერთებში ყოველთვის ერთვალენტიანი არიან:
      1. Na, K, Ca         2. H, Na, K         3. H, K, Ca          4. Na, K, Zn
   4. ნაერთებში ყოველთვის ორვალენტიანი არიან:
      1. Al, K, O          2. Ca, O, K         3. Na, O, K          4. Ca, Mg, O
2
  5. ჰაშ-ორი-ეს-ო-ოთხი. ასე იკითხება
     1. H2SiO3         2. H2SO4                3. H3PO4              4. H2O
  6. Ca-ის ჟანგბადნაერთის ფორმულაა:
     1. CaO      2. Ca2O               3. Ca2O3             4. Ca2O5
  7. მასის ატომური ერთეული არის ნახშირბადატომის:
     1. მასის ტოლი              2. მასის 1/2         3. მასის 1/12            4.   არცერთი
     პასუხი არ აირს სწორი.
  8. ელემენტის ფარდობითი ატომური მასა გვიჩვენებს რამდენჯერ მეტია
     მოცემული ელემენტის ერთი ატომის მასა:
        1. ერთ მასის ატომურ ერთეულზე
        2. ჟანგბადის ერთი ატომის მასაზე
        3. ნახშირბადის ერთი ატომის მასაზე
        4. მასის ატომური ერთეულის 1/12-ზე

  9. ფარდობითი ატომური მასის ერთეულის განზომილებაა:
     1. მგ       2. ნანოგრამი          3. გრამი
     4. განზომილება არ აქვს
  10. ფარდობითი მოლეკულური მასა გვიჩვენებს რამდენჯერ მეტია მოცემული
     ნივთიერების მოლეკულური მასა:
     1. წყალბადის მოლეკულაზე           2. ნახშირბადის მოლეკულაზე
     3. მასის ატომურ ერთეულზე
     4. მასის მოლეკულურ ერთეულზე


              ნარევები და სუფთა ნივთიერებები
     სუფთა ნივთიერებები მხოლოდ ერთი სახის მოლეკულებისგან შედგებიან.
ნარევების შემადგენლობაში კი ორი და/ან ნივთიერების მოლეკულა შედის. სუფთა
წყალი მხოლოდ H2O მოლეკულებისგან შედგება. ბუნებაში გავრცელებული წყალი
სუფთა ნივთიერებებს არ მიეკუთვნება, რადგან ოკეანის წყალი წყლის მოლეკულების
გარდა საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს მარილებს და კიდევ მრავალ სხვა
ნივთიერებას. მდინარეების და წყაროს წყალში ეს მარილები ნაკლებია, მაგრამ მაინც
საკმაო რაოდენობითაა. ყველაზე სუფთა წვიმის წყალია, მაგრამ მასშიც არის მცირე
რაოდენობით გახსნილი სხვადასხვა ნივთიერებები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ბუნებაში სუფთა ნივთიერებები პრაქტიკულად არ გვხვდება. მაგრამ თუ მინარევების
რაოდენობა მცირეა და ისინი ვერ ცვლიან ძირითადი ნივთიერების თვისებებს, მაშინ
ამბობენ, რომ ნივთიერება პრაქტიკულად სუფთაა.
3
     ნარევები კი სხვადასხვა ნივთიერებათა ერთობლიობაა. ნარევია მაგალითად
ჰაერი, რომელიც ძირითადად აზოტის (N2), ჟანგბადის (O2) და მცირე რაოდენობით
სხვა აირების ნარევია. ნარევში შემავალ ნითიერებებს თავისი თვისებები
შენარჩუნებული აქვთ.

    შედგენილობის მუდმივობის კანონი. მასური წილი

    ქიმიის ერთერთი ძირითადი კანონია შედგენილობის მუდმივობის კანონი. ეს
კანონი ფრანგმა მეცნიერმა მარსელ პრუსტმა ჩამოაყალიბა.
   ყოველ სუფთა ნივთიერებას, მიუხედავად მისი მიღების ხერხებისა,
მუდმივი შედგენილობა აქვს.
    როგორი გზითაც არ უნდა მივიღოთ წყალი (მივიღებთ ქიმიური რეაქციის
გზით, თუ ბუნებრივ წყალს გავასუფთავებთ) ის მხოლოდ წყალბადისა და ჟანგბადის
ატომებისგან შედგება (თვისებითი შედგენილობა). ამასთან სუფთა წყალში ყოველ
ორ ატომ წყალბადზე ერთი ატომი ჟანგბადი მოდის (რაოდენობითი შედგენილობა).
    ასევეა სხვა ნივთიერებებისთვისაც.
    ნივთიერების რაოდენობითი შედგენილობის დასახასიათებლად იყენებენ
მასურ წილს.
    მასური წილი გვიჩვენებს ნივთიერების მთელი მასის რა ნაწილი მოდის მის
შემადგენელ ამა თუ იმ ელემენტზე.
    მასური წილის აღსანიშნავად იყენებენ სიმბოლოს .
    მაგ: გამოვთვალოთ გოგირდისა და ჟანგბადის მასური წილები ნაერთში,
რომლის ფორმულაა SO3.
    M (SO3) = 32 + 3 . 16 = 80 გ/მოლი
    როგორც ვხედავთ. 80 გ (1მოლი) SO3 შეიცავს 1 მოლ გოგირდს, ანუ 32 გ-ს.

                                                 32
    აქედან გოგირდის მასური წილი  (S) =             = 0,4
                                                 80

  ანალოგიურად, 80 გ (1მოლი) SO3 შეიცავს 3 მოლ ჟანგბადს, ანუ 3.16 = 48 გ-ს.

                                       48
    აქედან ჟანგბადის მასური წილი  (O) =  = 0,6
                                       80
    მასური წილები შეიძლება გამოვსახოთ პროცენტებშიც (%).
    მაშინ
            (S) = 0,4 . 100% = 40%
            (O) = 0,6 . 100% = 60%
    ცხადია, რომ შემადგენელი ელემენტების მასური წილების ჯამი 1-ის ან 100%-ის
ტოლია.
    ზოგადად, თუ ვიცით ნივთიერების ფორმულა მისი შემადგენელი ელემენტების
მასური წილი შეგვიძლია გამოვთვალოთ შემდეგი გზით:
    მაგ: თუ ნივთიერების ფორმულაა AxByCzA

                XM ( A)                    YM ( B)                   ZM (C )
     (A) =                ;    (B) =               ;    (C) =
              M ( AxByCz )               M ( AxByCz)               M ( AxByCz)
4


    ნივთიერებების ფორმულების შედგენა მასური წილის მიხედვით

    ქიმიური ანალიზის შედეგად შესაძლებელია ნივთიერების შემადგენელი
ელემენტების მასური წილების დადგენა. ელემენტთაA მასური წილების საშუ-
ალებით კი შეიძლება ამ ნივთიერების ქიმიური ფორმულის გამოთვლა.
    მაგ: ნივთიერების შემადგენლობაა: (H) = 11,11% და (O) = 88,89%. დაადგინეთ
ფორმულა.
    ცხადია, რომ 100გრ ნივთიერება შეიცავს 11,11გ წყალბადს და 88,89გ ჟანგბადს.
    ანუ     m(H) = 11,11გ და m(O) = 88,89გ

    M(H) = 1 გ/მოლი და M(O) = 16 გ/მოლი
                    m
    ფორმულიდან n = –––
                   M
დავადგინოთ საძიებელ           ნივთიერებაში        წყალბადის         და   ჟანგბადის   მოლების
თანაფარდობა:

            11,11
    n (H) = ––––– = 11,11მოლი
              1

             88,89
    n (O) = –––––– = 5,56 მოლი
              16
     ცხადია, რომ როგორიც არის წყალბადისა და ჟანგბადის მოლების
თანაფარდობა, ისეთივე იქნება მოლეკულაში მათი ატომების თანაფარდობაც. მთელი
რიცხვების მისაღებად მიღებული რიცხვები გავყოთ უმცირესზე:

                                 11,11 5,56
    n(H) : n(O) = 11,11 : 5,56 = ––––– : ––––– = 1,99 : 1  2 : 1
                                 5,56     5,56
    ე.ი. მივიღეთ, რომ 2 მოლ წყალბადზე მოდის ერთი მოლი ჟანგბადი. ანუ ორ
ატომ წყალბადზე მოდის ერთი ატომი ჟანგბადი. ამიტომ საძიებელი ნივთიერების
ფორმულაა H2O.
    განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი:
    ნივთიერების შემადგენელი ელემენტების მასური წილებია
     (H) = 1,59%;       (N) = 22,22%;      (O) = 76,19%
    ანუ ყოველი 100გ ამ ნივთიერების შემადგენლობაში შედის m(H) =1,59 გ
წყალბადი, m(N) = 22,22 გ აზოტი და m(O)=76,19 გ ჟანგბადი. საძიებელი
ნივთიერების ფორმულაა: HxNyOz            .   გამოვთვალოთ რამდენი მოლია თითოეული
ელემენტი
         m
      n
         M

           1,59                    22,22                                   76,19
    n(H) = –––– = 1,59 მოლი n(N) = ––––– = 1,587 მოლი               n(O) = ––––– = 4,76 მოლი
            1                       14                                       16
    ამ მონაცემების         მიხედვით         დავადგინოთ       ამ      ელემენტების     მოლური
თანაფარდობები:
5
                                        1,59 22,22 76,19
    x : y : z = n(H) : n (N) : n (O) =        :      :    = 1,59 : 1,587 : 4,76
                                          1       14   16
     მთელ რიცხვებზე გადასვლისათვის საჭიროა მიღებული სიდიდეები გავყოთ
მათ შორის უმცირესზე. 1,587  1,59 ამიტომ ყველა სიდიდე გავყოთ 1,59-ზე.
     x : y : z = n(H) : n (N) : n (O) = 1 : 1 : 3
     მივიღეთ, რომ 1 მოლი საძიებელი ნივთიერება შეიცავს 1 მოლ წყალბადს, 1 მოლ
აზოტს და 3 მოლ ჟანგბადს. შესაბამისად, ამ ნივთიერების მოლეკულაში გვაქვს 1
ატომი წყალბადი, 1 ატომი აზოტი და 3 ატომი ჟანგბადი.
     ამგვარად, საძიებელი ნივთიერების ფორმულაა HNO3.
     განვიხილოთ კიდევ ერთი მსგავსი მაგალითი.:

    მოც:  (Mn) = 49,6%
             (O) = 50,4%
    ––––––––––––––––––––––––
      უ.გ. ფორმულა?

    M (Mn) = 55 გ/მოლი
    M (O)= 16 გ/მოლი

    წინა ამოცანის მსგავსად

    100გ ნივთიერებაში იქნება: m (Mn) = 49,6 გ;       m (O) = 50,4 გ;

      საძიებელი ნივთიერების ფორმულაა:           MnxO y
                              49,6 50,4
    x : y = n ( Mn) : n (O) =      :    = 0,9018 : 3,15
                               55    16
    ორივე რიცხვი გავყოთ უმცირეს მათგანზე:

    x : y= n ( Mn) : n (O) = 1 : 3,5
     ე.ი. მივიღეთ, რომ Mn-ის და O-ის მოლური თანაფარდობა შეადგენს 1 : 3,5
რადგან შეუძლებელია მოლეკულაში ატომთა წილადი რაოდენობის არსებობა,
ამიტომ, მსგავს შემთხვევებში, მიღებული სიდიდეები უმარტივესი მამრავლის
მეშვეობით მთელ რიცხვებზე უნდა დავიყვანოთ..
     ასე, რომ 1 . 2 = 2
              3,5 . 2 = 7
     შესაბამისად მივიღებთ ფორმულას Mn2O7.

    პასუხი: Mn2O7.

    საშინაო დავალება
       1. რა არის სუფთა ნივთიერება?
       2. რას ეწოდება ნარევი?
       3. ჩამოაყალიბეთ ნივთიერების შედგენილობის მუდმივობის კანონი.
       4. რა არის მასური წილი?
       5. გამოთვალეთ      შემადგენელი     ელემენტების      მასური წილები
          ნივთიერებებში: NaCl, CuSO4, CaCO3, H2SO4, C4H10, NaOH.
6


6. შეადგინეთ ნივთიერების ფორმულა, თუ:

    ა)  (Pb) = 86,6%     (O) 13,4%
    ბ)  (Sn) = 77,7%     (O) = 21,0%     (H) = 1,3%
    გ)  (Na) = 43,4%     (C) = 11,32%    (O) = 45,28%

Más contenido relacionado

La actualidad más candente

გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11datiko43
 
G 011.doc
G 011.docG 011.doc
G 011.docqimia
 
გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47datiko43
 
ამოცანა 1 5
ამოცანა 1 5ამოცანა 1 5
ამოცანა 1 5barambo
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8barambo
 
ამოცანა 11-15
ამოცანა 11-15ამოცანა 11-15
ამოცანა 11-15barambo
 
გაკვეთილი V
გაკვეთილი Vგაკვეთილი V
გაკვეთილი Vqimia
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8datiko43
 
ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42barambo
 
გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49datiko43
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6datiko43
 
G006 110923032417-phpapp01
G006 110923032417-phpapp01G006 110923032417-phpapp01
G006 110923032417-phpapp01barambo
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3datiko43
 
გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48datiko43
 
გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25datiko43
 
გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46datiko43
 

La actualidad más candente (20)

გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
G 011.doc
G 011.docG 011.doc
G 011.doc
 
გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47გაკვეთილი № 47
გაკვეთილი № 47
 
ამოცანა 1 5
ამოცანა 1 5ამოცანა 1 5
ამოცანა 1 5
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 
ამოცანა 11-15
ამოცანა 11-15ამოცანა 11-15
ამოცანა 11-15
 
გაკვეთილი V
გაკვეთილი Vგაკვეთილი V
გაკვეთილი V
 
გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8გაკვეთილი № 8
გაკვეთილი № 8
 
ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42ამოცანა 33-42
ამოცანა 33-42
 
გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49გაკვეთილი № 49
გაკვეთილი № 49
 
გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6გაკვეთილი № 6
გაკვეთილი № 6
 
G006 110923032417-phpapp01
G006 110923032417-phpapp01G006 110923032417-phpapp01
G006 110923032417-phpapp01
 
გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3გაკვეთილი № 3
გაკვეთილი № 3
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
G008 2
G008 2G008 2
G008 2
 
G007 1
G007 1G007 1
G007 1
 
გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48გაკვეთილი № 48
გაკვეთილი № 48
 
G006 1
G006 1G006 1
G006 1
 
გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25გაკვეთილი № 25
გაკვეთილი № 25
 
გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46გაკვეთილი № 46
გაკვეთილი № 46
 

Destacado

G047 111114041608-phpapp02
G047 111114041608-phpapp02G047 111114041608-phpapp02
G047 111114041608-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1barambo
 
G037 110928062458-phpapp02
G037 110928062458-phpapp02G037 110928062458-phpapp02
G037 110928062458-phpapp02barambo
 
G046 111114041529-phpapp02
G046 111114041529-phpapp02G046 111114041529-phpapp02
G046 111114041529-phpapp02barambo
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02barambo
 

Destacado (10)

G047 111114041608-phpapp02
G047 111114041608-phpapp02G047 111114041608-phpapp02
G047 111114041608-phpapp02
 
Ara 004
Ara 004Ara 004
Ara 004
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1გაკვეთილი № 1
გაკვეთილი № 1
 
G037 110928062458-phpapp02
G037 110928062458-phpapp02G037 110928062458-phpapp02
G037 110928062458-phpapp02
 
G046 111114041529-phpapp02
G046 111114041529-phpapp02G046 111114041529-phpapp02
G046 111114041529-phpapp02
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
Ara 018
Ara 018Ara 018
Ara 018
 
G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02G042 111031003556-phpapp02
G042 111031003556-phpapp02
 

Similar a G004 110923031950-phpapp01

G003 110923031634-phpapp02
G003 110923031634-phpapp02G003 110923031634-phpapp02
G003 110923031634-phpapp02barambo
 
ამოცანა 1-5
ამოცანა 1-5ამოცანა 1-5
ამოცანა 1-5barambo
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7datiko43
 
G010 110926064001-phpapp02
G010 110926064001-phpapp02G010 110926064001-phpapp02
G010 110926064001-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10datiko43
 
G005 110923032204-phpapp02
G005 110923032204-phpapp02G005 110923032204-phpapp02
G005 110923032204-phpapp02barambo
 
ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10barambo
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5datiko43
 
ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27barambo
 
G011 110926064302-phpapp02
G011 110926064302-phpapp02G011 110926064302-phpapp02
G011 110926064302-phpapp02barambo
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36datiko43
 
G008 110923050138-phpapp01
G008 110923050138-phpapp01G008 110923050138-phpapp01
G008 110923050138-phpapp01barambo
 
ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27barambo
 
გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27datiko43
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11barambo
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11barambo
 
G036 110928062138-phpapp02
G036 110928062138-phpapp02G036 110928062138-phpapp02
G036 110928062138-phpapp02barambo
 

Similar a G004 110923031950-phpapp01 (20)

G003 110923031634-phpapp02
G003 110923031634-phpapp02G003 110923031634-phpapp02
G003 110923031634-phpapp02
 
ამოცანა 1-5
ამოცანა 1-5ამოცანა 1-5
ამოცანა 1-5
 
გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7გაკვეთილი № 7
გაკვეთილი № 7
 
G 011 1
G 011 1G 011 1
G 011 1
 
G010 110926064001-phpapp02
G010 110926064001-phpapp02G010 110926064001-phpapp02
G010 110926064001-phpapp02
 
გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10გაკვეთილი № 10
გაკვეთილი № 10
 
G005 110923032204-phpapp02
G005 110923032204-phpapp02G005 110923032204-phpapp02
G005 110923032204-phpapp02
 
ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10ამოცანა 6-10
ამოცანა 6-10
 
გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5გაკვეთილი № 5
გაკვეთილი № 5
 
ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27
 
G011 110926064302-phpapp02
G011 110926064302-phpapp02G011 110926064302-phpapp02
G011 110926064302-phpapp02
 
გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36გაკვეთილი № 36
გაკვეთილი № 36
 
G008 110923050138-phpapp01
G008 110923050138-phpapp01G008 110923050138-phpapp01
G008 110923050138-phpapp01
 
ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27ამოცანა 16-27
ამოცანა 16-27
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 
გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27გაკვეთილი № 27
გაკვეთილი № 27
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11გაკვეთილი № 11
გაკვეთილი № 11
 
G036 110928062138-phpapp02
G036 110928062138-phpapp02G036 110928062138-phpapp02
G036 110928062138-phpapp02
 
Ara 011
Ara 011Ara 011
Ara 011
 

Más de barambo

Más de barambo (20)

G010 1
G010 1G010 1
G010 1
 
G009 1
G009 1G009 1
G009 1
 
G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01G015 110926065817-phpapp01
G015 110926065817-phpapp01
 
Ara 021
Ara 021Ara 021
Ara 021
 
Ara 022
Ara 022Ara 022
Ara 022
 
Ara 017
Ara 017Ara 017
Ara 017
 
Ara 016
Ara 016Ara 016
Ara 016
 
Ara 020
Ara 020Ara 020
Ara 020
 
Ara 019
Ara 019Ara 019
Ara 019
 
Ara 014
Ara 014Ara 014
Ara 014
 
Ara 013
Ara 013Ara 013
Ara 013
 
Ara 012
Ara 012Ara 012
Ara 012
 
Ara 015
Ara 015Ara 015
Ara 015
 
Ara 009
Ara 009Ara 009
Ara 009
 
Ara 007
Ara 007Ara 007
Ara 007
 
Ara 006
Ara 006Ara 006
Ara 006
 
Ara 010
Ara 010Ara 010
Ara 010
 
Ara 008
Ara 008Ara 008
Ara 008
 
Ara 002
Ara 002Ara 002
Ara 002
 
Ara 005
Ara 005Ara 005
Ara 005
 

G004 110923031950-phpapp01

  • 1. გაკვეთილი N4 საშინაო დავალების შემოწმება 8. Ar(N) = 14 ; Ar(F) = 19; Ar(Na) = 23; Ar(Fe) = 56; Ar(Sn) = 119; Ar(Au) = 197; 9. Mr(P2O5) = 2 . 31 + 5 . 16 = 62 + 80 = 142 Mr(SO3) = 80 Mr(KMnO4) = 158 10. M(HNO3) = 63 გ/მოლი M(H2S) = 34 გ/მოლი M(CO2) = 44 გ/მოლი M(CH4) = 16 გ/მოლი 11. ა) m(Fe) = n(Fe) M(Fe) = 20 56 = 1120 გ   ბ) M(C12H22O11) = 12 . 12 + 22 . 1 + 11 . 16 = 342 გ/მოლი m(C12H22O11) = 0,3 . 342 = 102,6 გ გ) M(Na2CO3) = 106 გ/მოლი m(Na2CO3) =5 . 106 = 530 გ 12. ა) M(NaCl) = 58,5 გ/მოლი m( NaCl ) 25 n (NaCl) = = = 0,427 მოლი M ( NaCl ) 58,5 ბ) M(H2) =2 გ/მოლი 10 n (H2) = = 5 მოლი 2 გ) M(NaOH) = 40 გ/მოლი 100 n (NaOH) = = 2,5 მოლი 40 I ტესტი 1. რომელი ელემენტი აღინიშნება S სიმბოლოთი? 1. ფოსფორი 2. სილიციუმი 3. გოგირდი 4. კალიუმი 2. რომელი ელემენტი აღინიშნება Cl სიმბოლოთი? 1. ნახშირბადი 2. ქლორი 3. ქრომი 4. აზოტი 3. ნაერთებში ყოველთვის ერთვალენტიანი არიან: 1. Na, K, Ca 2. H, Na, K 3. H, K, Ca 4. Na, K, Zn 4. ნაერთებში ყოველთვის ორვალენტიანი არიან: 1. Al, K, O 2. Ca, O, K 3. Na, O, K 4. Ca, Mg, O
  • 2. 2 5. ჰაშ-ორი-ეს-ო-ოთხი. ასე იკითხება 1. H2SiO3 2. H2SO4 3. H3PO4 4. H2O 6. Ca-ის ჟანგბადნაერთის ფორმულაა: 1. CaO 2. Ca2O 3. Ca2O3 4. Ca2O5 7. მასის ატომური ერთეული არის ნახშირბადატომის: 1. მასის ტოლი 2. მასის 1/2 3. მასის 1/12 4. არცერთი პასუხი არ აირს სწორი. 8. ელემენტის ფარდობითი ატომური მასა გვიჩვენებს რამდენჯერ მეტია მოცემული ელემენტის ერთი ატომის მასა: 1. ერთ მასის ატომურ ერთეულზე 2. ჟანგბადის ერთი ატომის მასაზე 3. ნახშირბადის ერთი ატომის მასაზე 4. მასის ატომური ერთეულის 1/12-ზე 9. ფარდობითი ატომური მასის ერთეულის განზომილებაა: 1. მგ 2. ნანოგრამი 3. გრამი 4. განზომილება არ აქვს 10. ფარდობითი მოლეკულური მასა გვიჩვენებს რამდენჯერ მეტია მოცემული ნივთიერების მოლეკულური მასა: 1. წყალბადის მოლეკულაზე 2. ნახშირბადის მოლეკულაზე 3. მასის ატომურ ერთეულზე 4. მასის მოლეკულურ ერთეულზე ნარევები და სუფთა ნივთიერებები სუფთა ნივთიერებები მხოლოდ ერთი სახის მოლეკულებისგან შედგებიან. ნარევების შემადგენლობაში კი ორი და/ან ნივთიერების მოლეკულა შედის. სუფთა წყალი მხოლოდ H2O მოლეკულებისგან შედგება. ბუნებაში გავრცელებული წყალი სუფთა ნივთიერებებს არ მიეკუთვნება, რადგან ოკეანის წყალი წყლის მოლეკულების გარდა საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს მარილებს და კიდევ მრავალ სხვა ნივთიერებას. მდინარეების და წყაროს წყალში ეს მარილები ნაკლებია, მაგრამ მაინც საკმაო რაოდენობითაა. ყველაზე სუფთა წვიმის წყალია, მაგრამ მასშიც არის მცირე რაოდენობით გახსნილი სხვადასხვა ნივთიერებები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნებაში სუფთა ნივთიერებები პრაქტიკულად არ გვხვდება. მაგრამ თუ მინარევების რაოდენობა მცირეა და ისინი ვერ ცვლიან ძირითადი ნივთიერების თვისებებს, მაშინ ამბობენ, რომ ნივთიერება პრაქტიკულად სუფთაა.
  • 3. 3 ნარევები კი სხვადასხვა ნივთიერებათა ერთობლიობაა. ნარევია მაგალითად ჰაერი, რომელიც ძირითადად აზოტის (N2), ჟანგბადის (O2) და მცირე რაოდენობით სხვა აირების ნარევია. ნარევში შემავალ ნითიერებებს თავისი თვისებები შენარჩუნებული აქვთ. შედგენილობის მუდმივობის კანონი. მასური წილი ქიმიის ერთერთი ძირითადი კანონია შედგენილობის მუდმივობის კანონი. ეს კანონი ფრანგმა მეცნიერმა მარსელ პრუსტმა ჩამოაყალიბა. ყოველ სუფთა ნივთიერებას, მიუხედავად მისი მიღების ხერხებისა, მუდმივი შედგენილობა აქვს. როგორი გზითაც არ უნდა მივიღოთ წყალი (მივიღებთ ქიმიური რეაქციის გზით, თუ ბუნებრივ წყალს გავასუფთავებთ) ის მხოლოდ წყალბადისა და ჟანგბადის ატომებისგან შედგება (თვისებითი შედგენილობა). ამასთან სუფთა წყალში ყოველ ორ ატომ წყალბადზე ერთი ატომი ჟანგბადი მოდის (რაოდენობითი შედგენილობა). ასევეა სხვა ნივთიერებებისთვისაც. ნივთიერების რაოდენობითი შედგენილობის დასახასიათებლად იყენებენ მასურ წილს. მასური წილი გვიჩვენებს ნივთიერების მთელი მასის რა ნაწილი მოდის მის შემადგენელ ამა თუ იმ ელემენტზე. მასური წილის აღსანიშნავად იყენებენ სიმბოლოს . მაგ: გამოვთვალოთ გოგირდისა და ჟანგბადის მასური წილები ნაერთში, რომლის ფორმულაა SO3. M (SO3) = 32 + 3 . 16 = 80 გ/მოლი როგორც ვხედავთ. 80 გ (1მოლი) SO3 შეიცავს 1 მოლ გოგირდს, ანუ 32 გ-ს. 32 აქედან გოგირდის მასური წილი  (S) = = 0,4 80 ანალოგიურად, 80 გ (1მოლი) SO3 შეიცავს 3 მოლ ჟანგბადს, ანუ 3.16 = 48 გ-ს. 48 აქედან ჟანგბადის მასური წილი  (O) = = 0,6 80 მასური წილები შეიძლება გამოვსახოთ პროცენტებშიც (%). მაშინ  (S) = 0,4 . 100% = 40%  (O) = 0,6 . 100% = 60% ცხადია, რომ შემადგენელი ელემენტების მასური წილების ჯამი 1-ის ან 100%-ის ტოლია. ზოგადად, თუ ვიცით ნივთიერების ფორმულა მისი შემადგენელი ელემენტების მასური წილი შეგვიძლია გამოვთვალოთ შემდეგი გზით: მაგ: თუ ნივთიერების ფორმულაა AxByCzA XM ( A) YM ( B) ZM (C )  (A) = ;  (B) = ;  (C) = M ( AxByCz ) M ( AxByCz) M ( AxByCz)
  • 4. 4 ნივთიერებების ფორმულების შედგენა მასური წილის მიხედვით ქიმიური ანალიზის შედეგად შესაძლებელია ნივთიერების შემადგენელი ელემენტების მასური წილების დადგენა. ელემენტთაA მასური წილების საშუ- ალებით კი შეიძლება ამ ნივთიერების ქიმიური ფორმულის გამოთვლა. მაგ: ნივთიერების შემადგენლობაა: (H) = 11,11% და (O) = 88,89%. დაადგინეთ ფორმულა. ცხადია, რომ 100გრ ნივთიერება შეიცავს 11,11გ წყალბადს და 88,89გ ჟანგბადს. ანუ m(H) = 11,11გ და m(O) = 88,89გ M(H) = 1 გ/მოლი და M(O) = 16 გ/მოლი m ფორმულიდან n = ––– M დავადგინოთ საძიებელ ნივთიერებაში წყალბადის და ჟანგბადის მოლების თანაფარდობა: 11,11 n (H) = ––––– = 11,11მოლი 1 88,89 n (O) = –––––– = 5,56 მოლი 16 ცხადია, რომ როგორიც არის წყალბადისა და ჟანგბადის მოლების თანაფარდობა, ისეთივე იქნება მოლეკულაში მათი ატომების თანაფარდობაც. მთელი რიცხვების მისაღებად მიღებული რიცხვები გავყოთ უმცირესზე: 11,11 5,56 n(H) : n(O) = 11,11 : 5,56 = ––––– : ––––– = 1,99 : 1  2 : 1 5,56 5,56 ე.ი. მივიღეთ, რომ 2 მოლ წყალბადზე მოდის ერთი მოლი ჟანგბადი. ანუ ორ ატომ წყალბადზე მოდის ერთი ატომი ჟანგბადი. ამიტომ საძიებელი ნივთიერების ფორმულაა H2O. განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი: ნივთიერების შემადგენელი ელემენტების მასური წილებია  (H) = 1,59%;  (N) = 22,22%;  (O) = 76,19% ანუ ყოველი 100გ ამ ნივთიერების შემადგენლობაში შედის m(H) =1,59 გ წყალბადი, m(N) = 22,22 გ აზოტი და m(O)=76,19 გ ჟანგბადი. საძიებელი ნივთიერების ფორმულაა: HxNyOz . გამოვთვალოთ რამდენი მოლია თითოეული ელემენტი m n M 1,59 22,22 76,19 n(H) = –––– = 1,59 მოლი n(N) = ––––– = 1,587 მოლი n(O) = ––––– = 4,76 მოლი 1 14 16 ამ მონაცემების მიხედვით დავადგინოთ ამ ელემენტების მოლური თანაფარდობები:
  • 5. 5 1,59 22,22 76,19 x : y : z = n(H) : n (N) : n (O) = : : = 1,59 : 1,587 : 4,76 1 14 16 მთელ რიცხვებზე გადასვლისათვის საჭიროა მიღებული სიდიდეები გავყოთ მათ შორის უმცირესზე. 1,587  1,59 ამიტომ ყველა სიდიდე გავყოთ 1,59-ზე. x : y : z = n(H) : n (N) : n (O) = 1 : 1 : 3 მივიღეთ, რომ 1 მოლი საძიებელი ნივთიერება შეიცავს 1 მოლ წყალბადს, 1 მოლ აზოტს და 3 მოლ ჟანგბადს. შესაბამისად, ამ ნივთიერების მოლეკულაში გვაქვს 1 ატომი წყალბადი, 1 ატომი აზოტი და 3 ატომი ჟანგბადი. ამგვარად, საძიებელი ნივთიერების ფორმულაა HNO3. განვიხილოთ კიდევ ერთი მსგავსი მაგალითი.: მოც:  (Mn) = 49,6%  (O) = 50,4% –––––––––––––––––––––––– უ.გ. ფორმულა? M (Mn) = 55 გ/მოლი M (O)= 16 გ/მოლი წინა ამოცანის მსგავსად 100გ ნივთიერებაში იქნება: m (Mn) = 49,6 გ; m (O) = 50,4 გ; საძიებელი ნივთიერების ფორმულაა: MnxO y 49,6 50,4 x : y = n ( Mn) : n (O) = : = 0,9018 : 3,15 55 16 ორივე რიცხვი გავყოთ უმცირეს მათგანზე: x : y= n ( Mn) : n (O) = 1 : 3,5 ე.ი. მივიღეთ, რომ Mn-ის და O-ის მოლური თანაფარდობა შეადგენს 1 : 3,5 რადგან შეუძლებელია მოლეკულაში ატომთა წილადი რაოდენობის არსებობა, ამიტომ, მსგავს შემთხვევებში, მიღებული სიდიდეები უმარტივესი მამრავლის მეშვეობით მთელ რიცხვებზე უნდა დავიყვანოთ.. ასე, რომ 1 . 2 = 2 3,5 . 2 = 7 შესაბამისად მივიღებთ ფორმულას Mn2O7. პასუხი: Mn2O7. საშინაო დავალება 1. რა არის სუფთა ნივთიერება? 2. რას ეწოდება ნარევი? 3. ჩამოაყალიბეთ ნივთიერების შედგენილობის მუდმივობის კანონი. 4. რა არის მასური წილი? 5. გამოთვალეთ შემადგენელი ელემენტების მასური წილები ნივთიერებებში: NaCl, CuSO4, CaCO3, H2SO4, C4H10, NaOH.
  • 6. 6 6. შეადგინეთ ნივთიერების ფორმულა, თუ: ა)  (Pb) = 86,6%  (O) 13,4% ბ)  (Sn) = 77,7%  (O) = 21,0%  (H) = 1,3% გ)  (Na) = 43,4%  (C) = 11,32%  (O) = 45,28%