1. გაკვეთილი N6
საშინაო დავალების შემოწმება
4. Al + O2 → Al2O3;
ჯერ გავატოლოთ ჟანგბადის ატომთა რაოდენობა სქემის მარჯვენა და მარცხენა
მხარეში. 2-ისა და 3-ის უმარტივესი ჯერადია 6, ამიტომ
Al + 3O2 → 2Al2O3;
შემდეგ ვატოლებთ ალუმინის ატომთა რაოდენობას და ვიღებთ ქიმიური
რეაქციის ტოლობას:
4Al + 3O2 → 2Al2O3;
ასევეა დანარჩენი შემთხვევებიც:
2Mg + O2 → 2Mg O
2HgO → 2Hg + O2
Fe2O3 + 6 HBr → 2FeBr3 + 3H2O
3Ca + N2 → Ca3N2
მომდევნო ორ შემთხვევაში კოეფიციენტების შემოტანა საჭირო არ არის:
BaO + H2O → Ba(OH)2
CaCO3 → CaO + CO2
მომდევნო მაგალითები კი კვლავ მოითხოვს კოეფიციენტთა შერჩევას:
P2O5 + H2O → H3PO4
ჯერ გავატოლოთ ფოსფორის ატომთა რაოდენობა
P2O5 + H2O → 2H3PO4
შემდეგ გავატოლოთ წყალბადის ატომთა რაოდენობა:
P2O5 + 3H2O → 2H3PO4
შემდეგ შევამოწმოთ ჟანგბადის ატომების რაოდენობა, კერძოდ მარჯვენა
მხარეში გვაქვს 8 ატომი: P2O5 + 3H2O; მარცხენა მხარეშიც 8 ატომი: 2H3PO4. ე.ი.
2. -2-
მარჯვენა და მარცხენა მხარეებში ერთიდაიგივე ელემენტის ატომთა რაოდენობა
თანაბარია. ამიტომ:
P2O5 + 3H2O = 2H3PO4;
ასევე მარტივად ვატოლებთ სხვა სქემებსაც:
CuO + 2HCl = CuCl2 + H2O
2As + 3Cl2 = 2AsCl3
C + 2H2 = CH4
WO3 + 3H2 = W + 3H2O
ატომურ მოლეკულური მოძღვრება
XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში ქიმიის შესწავლისას
ფართოდ იქნა გამოყენებული კვლევის რაოდენობრივი მეთოდები. ამან საფუ ძვ ე ლი
ჩაუყარა ქიმიაში ატომურ-მოლეკულური მოძღვრების ჩამოყალიბებას. ამ თეორიის
ძირითადი დებულებები შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:
1. ნივთიერებები მოლეკულებისგან შედგება. სხვადასხვა ნივთიერებათა მოლე-
კულები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ქიმიური შედგენილობით და ქიმიური
თვისებებით.
2. მოლეკულები მუდმივ მოძრაობაში იმყოფებიან.
3. ფიზიკური მოვლენების დროს მოლეკულები არ გარდაიქმნებიან. ქიმიური
მოვლენების დროს კი მოლეკულები რაოდენობრივ და თვისობრივ ცვლილებებს
განიცდიან: ერთი სახის მოლეკულებისგან წარმოიქმნებიან სხვა მო ლეკულები.
4. მოლეკულები ატომებისგან შედგება. ატომებს გარკვეული ზომა და მასა აქვთ.
ერთიდაიგივე ელემენტის ატომები ერთნაირია და განსხვავდება სხვა ელემენტის
ატომებისგან.
5. ერთი სახის ატომთა ერთობლიობას ქიმიური ელემენტი ეწოდება.
6. ქიმიური გარდაქმნებისას ატომები არ იცვლებიან. რეაქციის შედეგად მიღებული
მოლეკულები იმავე ატომებისგან შედგებიან, რომლებიც მორეაგირე
ნივთიერებების მოლეკულების შედგენილობაში იყო.
7. მოლეკულა ნივთიერებების ფიზიკური დაყოფის ზღვარია, ატომი - ქიმიური
დაყოფისა
3. -3-
მუდმივობის
მასის მუდმივობის კანონი
ეს კანონი ჩამოაყალიბეს რუსმა მეცნიერმა მ. ლომონოსოვმა და ფრანგმა
მეცნიერმა ა. ლავუაზიემ.
რეაქციაში შესულ ნივთიერებათა მასა უდრის რეაქციის შედეგად მიღებულ
მასას.
ნივთიერებათა მასას
კერძოდ რეაქციაში A + B = C + D;
თუ რეაქციაში შესულ A და B ნივთიერების მასათა ჯამი რაღაც a გრამს
შეადგენს, რეაქციის შედეგად მიღებული C და D ნივთიერებების მასათა ჯამი ისევ a
გრამი იქნება.
ატომურ-მოლეკულური მოძღვრების ერთერთი ძირითადი დებულების თანახ-
მად ქიმიური რეაქციის შედეგად მიღებულ ნივთიერებათა მოლეკულები იმავე ატო
მებისგან შედგება, რომლებიც მორეაგირე ნივთიერებათა შედგენილობაში
შედიოდნენ. ე.ი. ქიმიური რეაქციის შედეგად ატომები არ იცვლებიან არც თვისო-
ბრივად, არც რაოდენობრივად. შესაბამისად არ იცვლება არც მათი მასა. ნივთიერების
მასა მისი შემადგენელი ატომების მასათა ჯამის ტოლია. ამიტომ ცხადია, რომ
ქიმიური გარდაქმნისას ნივთიერებათა მასა არ იცვლება. მაგ.:
2H2 + O2 = 2H2O
როგორც გვახსოვს M (H2) = 2გ/მოლი M (O2) 32გ/მოლი
ორი მოლი წყალბადის ანუ m (H2) = 2 · 2 = 4გ და ერთი მოლი ჟანგბადის – 32გ
ურთიერთქმედებისას მიიღება ორი მოლი წყალი m (H2O) = 2 · 18 = 36გ
ე.ი. m (H2) + m (O2) = m (H2O)
4გ + 32გ = 36გ
შედგენილობის მუდმივობისა და მასის მუდმივობის კანონებზე დაყრდნობით
შეგვიძლია ქიმიური ამოცანების ამოხსნის პრინციპს გავეცნოთ.
ამოცანა: რამდენი გრამი წყალბადია (H2) საჭირო 16 გ რკინის ოქსიდის (Fe2O3)
აღსადგენად? რამდენი გრამი რკინა მიიღება რეაქციის შედეგად?
ამოხსნა: მოც: m (Fe2O3) = 16 გ
–––––––––––––––––––––––
უ.გ. m (H2) = ?
m (Fe) = ?
რკინის (III) ოქსიდის (Fe2O3) აღდგენის რეაქციას შემდეგი სახე აქვს:
Fe2O3 + 3H2 = 2Fe + 3H2O;
მასის მუდმივობის კანონის ილუსტრირებაა ის, რომ ქიმიური რეაქციის ტო
ლობის მარცხენა და მარჯვენა მხარეები ერთიდაიგივე ელემენტების ატომთა
თანაბარ რაოდენობებს შეიცავენ.
№1 ცხრილის გამოყენებით გამოვთვალოთ ნივთიერებათა მოლური მასები:
M (Fe2O3)= 2 · 56 + 3 · 16 = 160გ/მოლი
4. -4-
M(H2) =2 · 1=2 გ/მოლი
M (Fe) = 56 გ/მოლი
რეაქციის ტოლობიდან ჩანს, რომ 1 მოლეკულა Fe2O3 რაეგირებს 3 მოლეკულა
წყალბადთან. სხვაგვარად 1 მოლი Fe2O3 (ანუ 160 გ) რეაგირებს 3 მოლ H2 – თან
(3 ·2=6გ).
ამოცანის პირობის თანახმად რეაქციაში შედის 16 გ Fe2O3. აქედან გამომდინარე
შეგვიძლია შევადგინოთ პროპორცია:
160გ Fe2O3 რეაგირებს 3 ·2გ H2 – თან
16 “ “ “ X “
16 ⋅ 3 ⋅ 2
X= = 0,6 გ (H2)
160
ანალოგიურად გამოვთვალოთ რეაქციის შედეგად მიღებული რკინის მასა.
რეაქციის ტოლობიდან ჩანს, რომ 1 მოლი Fe2O3 წარმოქმნის 2 მოლ Fe –ს.
შევადგინოთ პროპორცია:
160გ Fe2O3 – ის გარდაქმნით მიიღება 2 · 56 გ Fe
16 “ “ “ “ X “ “
16 ⋅ 2 ⋅ 56
X= = 11,2გ (Fe)
160
პასუხი: m (H2) = 0,6გ m(Fe) = 11,2გ
ზოგადად თუ რეაქცია მიმდინარეობს შემდეგი გზით:
aA + bB →cC +dD
A,B,C და D ნივთიერებათა მოლეკულების ფორმულებია,
a,b, c და d რეაქციის ტოლობის შესაბამისი კოეფიციენტებია.
თუ ცნობილია რეაქციაში შესული ან რეაქციის შედეგად მიღებული რომელიმე
ნივთიერების მასა, შესაძლებელია პროპორციების შედგენის გზით გამოითვალოს
ყველა დანარჩენი ნივთიერების მასა.
მაგალითად თუ ცნობილია A ნივთიერების მასა m(A) პროპორციის შედგენის
ხერხით შეგვიძლია ვიპოვოთ m(B) , m(C), და m(D).
რეაქციის ტოლობისა და ამოცანის პირობის შესაბამისად შეგვიძლია დავწეროთ:
5. -5-
aM(A)გ A ნივთიერება რეაგირებს bM(B) გ B ნივთიერებასთან.
m(A) გ “ “ “ X1 “
bM (B) ⋅ m(A)
X1 =m(B)=
aM (A)
ანალოგიურად გამოითვლება რეაქციის შედეგად მიღებული C და D
ნივთიერებების მასები m(C) და m(D).
aM(A)გ A ნივთიერება წარმოქმნის cM(C)გ C ნივთიერებას
m(A)გ “ “ “ X2 “ “
cM (C) ⋅ m(A)
X2 = m(C) =
aM (A)
aM(A)გ A ნივთიერება წარმოქმნის dM(D)გ D ნივთიერებას
m(A)გ “ “ “ X3 “ “
dM (D) ⋅ m(A)
X3 = m(D) =
aM (A)
ამოცანა:
რამდენი გრამი აზოტი რეაგირებს 18 გ წყალბადთან და რამდენი გრამი ამიაკი
მიიღება ამ დროს.
ამოხსნა:
მოცემულია m(H2) = 18 გ. M(H2) = 2 გ / მოლი
უ.გ. m(N2)=? M(N2) = 28 გ / მოლი
m(NH3)=? M(NH3) = 17 გ / მოლი
საძიებელი რეაქციის ტოლობაა
3H2 + N2 = 2NH3
რეაქციის ტოლობისა და ამოცანის პირობის შესაბამისად შევადგინოთ
პროპორცია:
3 ·2 გ H2 – ს შეესაბამება 28 გ N2
18 გ “ “ X “
6. -6-
28 ⋅18
X = m(N2) = = 84გ
3⋅ 2
3 ·2 გ H2 – ს შეესაბამება 2 ·17 გ NH3
18 გ “ “ X “ “
18 ⋅ 2 ⋅ 17
X = m(NH3) = = 102გ
3⋅ 2
პასუხი: m(N2) = 84გ m(NH3) =102 გ
დავალება:
საშინაო დავალება
1. ჩამოვაყალიბოთ ატომურ-მოლეკულური მოძღვრების დებულებები;
2. ჩამოვაყალიბოთ მასის მუდმივობის კანონი;
3. რამდენი გრამი Al2O3 შედის რეაქციაში 30 გ HCl _თან? რამდენი გრამი AlCl3
მიიღება ამ დროს, თუ ეს რექცია მიმდინარეობს შემდეგი სქემის მიხედვით:
Al2O3 + HCl →AlCl3 + H2O
4. რამდენი გრამი CuO და რამდენი გრამი H2 SO4 შესულა რეაქციაში ერთმანეთთან,
თუ ამ დროს წარმოიქმნა 40 გ Cu SO4 ? Eეს რექცია მიმდინარეობს შემდეგი სქემის
მიხედვით:
CuO + H2 SO4 = Cu SO4 + H2O
5. რამდენი გრამი P2O5 შედის რეაქციაში 24 გ ნახშირთან? რამდენი გრამი ფისფორი
მიიღება ამ დროს? Eეს რეაქცია მიმდინარეობს შემდეგი სქემის მიხედვით:
P2O5 + C = P + CO2
6. რამდენი გრამი HgO დაიშალა, თუ რეაქციის შედეგად 6,4 გ ჟანგბადი (O2)
წარმოიქმნა? რამდენი გრამი ვერცხლისწყალი (Hg) მიიღება ამ დროს, თუ ეს
რეაქცია მიმდინარეობს შემდეგი სქემის მიხედვით:
HgO = Hg + O2
7. -7-
7. რამდენი გრამი ცარცი (CaCO3) უნდა დაიშალოს 28 გ კალციუმის ოქსიდის (CaO)
მისაღებად? რამდენი გრამი ნახშირორჟანგი (CO2) მიიღება ამ დროს? ეს რეაქცია
მიმდინარეობს შემდეგი სქემის მიხედვით:
CaCO3 = CaO + CO2
ამოცანების ამოხსნისას გაითვალისწინეთ, რომ პირველ რიგში უნდა გაატოლოთ
გაითვალისწინეთ,
სქემები.
რეაქციების სქემები.