SlideShare una empresa de Scribd logo
1 de 2
Descargar para leer sin conexión
გოდერძი ჩოხელი

მგელი
გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნაის ხევი. შუაში შავი არაგვი
მოდის.

ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს
გული აუფორიაქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს.

ხოდა ყმუის მგელი. სამი დღეა განუწყვეტლივ ყმუის.

მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის.

- უნდა წავიდე - იძახის გამიხარდა.

-სად? - ეკითხება ცოლი.

- მგელთან.

- გადაირიე კაცო?!

- კი არ გადავირიე, მგელს რაღაცა უჭირს და შველას ითხოვს - ამბობს
გამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს.

- მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც! - ეუბნება ცოლი.

გამიხარდას თოფი არ მიაქვს.

ის გუმანით ხვდება, რომ მგელს რაღაცა უჭირს. გადაივლის არაგვს, აივლის
საკიდობნიაის მთას და მიაგნებს მგელს.

დიდი წფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება.

გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან.

მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს.
გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს.

დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი.

გამიხარდამ ეკალი ამოაძრო...

მერე?

გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათი
სახლის დერეფნიდან მგელი.

- ქალო! - გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს.

ქალი სახლში შევიდა.

- დამისხი! - თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური
დაუსხა, გამიხარდამ თქვა:

- ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე!

- აუუუ! - თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმა
სადღაც შორიდან მგლის ყმუილი.

ეგ იყო და ეგ: ეს მოთხრობაც აქ მთავრდება. მე კი რატომღაც მინდოდა
სიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას.

Más contenido relacionado

Más de Irina Zaqareishvili

ოქროს საწმისი
ოქროს საწმისიოქროს საწმისი
ოქროს საწმისიIrina Zaqareishvili
 
ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალივახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალიIrina Zaqareishvili
 
აბესალომ და ეთერი
აბესალომ და ეთერიაბესალომ და ეთერი
აბესალომ და ეთერიIrina Zaqareishvili
 
იგავ არაკები ეზოპე
იგავ არაკები ეზოპეიგავ არაკები ეზოპე
იგავ არაკები ეზოპეIrina Zaqareishvili
 
შეამოწმე შენი ცოდნა
შეამოწმე შენი ცოდნაშეამოწმე შენი ცოდნა
შეამოწმე შენი ცოდნაIrina Zaqareishvili
 
ქართული ხალური საკრავები
ქართული ხალური საკრავებიქართული ხალური საკრავები
ქართული ხალური საკრავებიIrina Zaqareishvili
 
ხალხური საკრავები
ხალხური  საკრავებიხალხური  საკრავები
ხალხური საკრავებიIrina Zaqareishvili
 
მათემატიკა, რიცხვი 10
მათემატიკა, რიცხვი  10მათემატიკა, რიცხვი  10
მათემატიკა, რიცხვი 10Irina Zaqareishvili
 
მათემატიკა 1კლასი
მათემატიკა  1კლასიმათემატიკა  1კლასი
მათემატიკა 1კლასიIrina Zaqareishvili
 
შინაური ფრინველები
შინაური  ფრინველებიშინაური  ფრინველები
შინაური ფრინველებიIrina Zaqareishvili
 

Más de Irina Zaqareishvili (14)

ოქროს საწმისი
ოქროს საწმისიოქროს საწმისი
ოქროს საწმისი
 
ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალივახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალი
 
აბესალომ და ეთერი
აბესალომ და ეთერიაბესალომ და ეთერი
აბესალომ და ეთერი
 
Mcxetoba
McxetobaMcxetoba
Mcxetoba
 
Mcxetoba
McxetobaMcxetoba
Mcxetoba
 
იგავ არაკები ეზოპე
იგავ არაკები ეზოპეიგავ არაკები ეზოპე
იგავ არაკები ეზოპე
 
შეამოწმე შენი ცოდნა
შეამოწმე შენი ცოდნაშეამოწმე შენი ცოდნა
შეამოწმე შენი ცოდნა
 
Shinauri cxovelebi
Shinauri cxovelebiShinauri cxovelebi
Shinauri cxovelebi
 
ქართული ხალური საკრავები
ქართული ხალური საკრავებიქართული ხალური საკრავები
ქართული ხალური საკრავები
 
ხალხური საკრავები
ხალხური  საკრავებიხალხური  საკრავები
ხალხური საკრავები
 
მათემატიკა, რიცხვი 10
მათემატიკა, რიცხვი  10მათემატიკა, რიცხვი  10
მათემატიკა, რიცხვი 10
 
მათემატიკა 1კლასი
მათემატიკა  1კლასიმათემატიკა  1კლასი
მათემატიკა 1კლასი
 
შინაური ფრინველები
შინაური  ფრინველებიშინაური  ფრინველები
შინაური ფრინველები
 
მათემატიკა
მათემატიკამათემატიკა
მათემატიკა
 

გოდერძი ჩოხელი

  • 1. გოდერძი ჩოხელი მგელი გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნაის ხევი. შუაში შავი არაგვი მოდის. ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს გული აუფორიაქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს. ხოდა ყმუის მგელი. სამი დღეა განუწყვეტლივ ყმუის. მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის. - უნდა წავიდე - იძახის გამიხარდა. -სად? - ეკითხება ცოლი. - მგელთან. - გადაირიე კაცო?! - კი არ გადავირიე, მგელს რაღაცა უჭირს და შველას ითხოვს - ამბობს გამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს. - მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც! - ეუბნება ცოლი. გამიხარდას თოფი არ მიაქვს. ის გუმანით ხვდება, რომ მგელს რაღაცა უჭირს. გადაივლის არაგვს, აივლის საკიდობნიაის მთას და მიაგნებს მგელს. დიდი წფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება. გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან. მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს.
  • 2. გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს. დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი. გამიხარდამ ეკალი ამოაძრო... მერე? გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათი სახლის დერეფნიდან მგელი. - ქალო! - გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს. ქალი სახლში შევიდა. - დამისხი! - თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური დაუსხა, გამიხარდამ თქვა: - ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე! - აუუუ! - თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმა სადღაც შორიდან მგლის ყმუილი. ეგ იყო და ეგ: ეს მოთხრობაც აქ მთავრდება. მე კი რატომღაც მინდოდა სიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას.