Publicidad

Más contenido relacionado

Presentaciones para ti(20)

Publicidad

ეზოპე .იგავები

  1.     ეზოპე ეზოპე
  2. 5 ორი ათასზე მეტი წლის წინ საბერძნეთში ცხოვრობდა მწერალი ეზოპე, რომელიც წინ ორი ათასზე მეტი წლის განთქმული იყო თამშვენიერი, საბერძნეთში ცხოვრობდა ბრძნული იგავებით – სიბრძნის მწერალი ეზოპე , რომელიც გ მარგალიტებითა და ანთქმული იყო თავისი მშვენიერი ცხოვრებისეული გაკვეთილებით აღსავსე ამბებით. თუმცა, ყველა ი გავებით _სიბრძნის იგავი როდი ეკუთვნის ეზოპეს: მარგალიტებითა და ზოგი მათგანი უძველესი ცხოვრებისეული გაკვეთილებით თქმულებაა, ოღონდ მის მიერ აღსავსე ამბებით . თუმცა ყველა შეკრებილი და ახლებურად იგავი როდი ეკუთვნის ეზოპეს , ნაამბობი. ეზოპეს იგავები ზოგი მათგანი უძველესი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღესაც ისევე თქმულებაა , ოღონდ მის პოპულარულია, როგორც მიერ შეკრებილი და ახლებურად ოდესღაც. . ეზოპეს იგავები ნაამბობი თაობიდან თაობას გადაეცემოდა
  3. ...ვუძღვნი ჩემს მოსწავლეებს ...
  4. მოცურავე ბიჭი  ბიჭი მდინარეში ბანაობდა და წყალმა წაიღო. მიშველეთ ,ყვიროდა გულგახეთქილი.გზად კაცმა გამოიარა და ბიჭს ლანძღვა დაუწყო,ფრთხილად უნდა მოქცეულიყავიო. –––ჯერ გადამარჩინე და მერე რამდენიც გინდა მლანძღეო,––უთხრა ბიჭმა.  არაკი გვასწავლის: ნუკი რისხავ .სიკეთე ჰქმენიო .
  5. ტოროლა ტოროლა მახეში გაება და ატირდა: –საწყალო ჩემო თავო, რა უბედური ხარ.ოქრო შენ არ მოგიპარავს და ვერცხლი,ერთი ბეწო პურის მარცვლისათვის გერგო ამოდენა სასჯელიო. არაკი იმაზეა თქმული,ვინც მცირე გამორჩენას ეძებს და დიდ ზარალს კი წააწყდება ხოლმე
  6. ძველ საბერძნეთში ეზოპე არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა ვიდრე ჰომეროსი იყო.მის იგავ- არაკებს ხალხი ერთმანეთს გადასცემდა,ისწავლებოდა სკოლებში,იდგმებოდა თეატრებში.ეზოპე გახლდათ პირველი ადამიანი,რომელმა თავის იგავებში ცხოველები გამოიყვანა ადამიანების პროტოტიპად..
  7. ქვრივი და ქათამი ერთ ქვრივს ქათამი ჰყავდა.დღეში თითო კვერცხს დებდა.დედაბერმა იფიქრა: მოდი,ამ ქათამს ბლომად ქერს ვაჭმევ და კვერცხის დებასაც ერთიორად მოუმატებსო.ასეც მოიქცა, მაგრამ ქათამი ძალზე გასუქდა და ორს კი არა ერთ კვერცხსაც აღარ დებდა. შეგონება:ვინც სიხარბით ბევრს ეპოტინება,ხშირად მცირესაც კარგავს ხოლმე.
  8. მკვეხარა კაცი  ერთი კაცი იყო.უცხო ქვეყნებში იხეტიალა და შინ რომ დაბრუნდა,ტრაბახს მოჰყვა.ამ ქვეყანაში ეს მოვიმოქმედე და იმ ქვეყანაში ისო. –როდოსში ისე ვიცეკვე,მსგავსი არაფერი უნახავს არავისო. მოწმეები დღესაც ბევრი მყავსო. –თუ მართალს ამბობ,ამას მოწმეები რად უნდა? აგერ როდოსიც და აი შენი ცეკვაც,ჰა ბურთი და ჰა მოედანიო,– უთხრა ერთმა კაცმა მკვეხარას. არაკი გვასწავლის: სიტყვა ფუჭია უსაქმოდო .
  9. მიუხედავად მისი ბასრი ხასიათის მქონე იგავებისა,მას უსმენდნენ იმ დროის ყველა ფენის წარმომადგენლები და არა ერთი შემთხვევა ყოფილა იმისა,რომ ეზოპეს დიდი მეფეების სამეფო კარზე (მათივე თხოვნით) მოუყოლია მისი იგავები.
  10. მტრედი ერთხელ მტრედს მოსწყურდა,კედელზე მიხატული წყლით სავსე ფიალა დაინახა,ნამდვილი ეგონა,წყურვილს მოვიკლავო,იფიქრა.გაქანდა და კედელს შეასკდა.წყურვილის მოკვლისა რა მოგახსენოთ და ფრთამოტეხილი კი ჩამოვარდა მიწაზე. არაკი ამბობს: ბრმად გადადგმული ნაბიჯი კაცს დაღუპავსო.
  11. ირემი და ლომი ირემი ადამიანებს გაურბოდა და ერთ გამოქვაბულს მიადგა. გამოქვაბულში ლომი იყო და ირემს თავს დააცხრა.მომაკვდავმა ირემმა თქვა: ––დახეთ ჩემს უბედურებას,ადამიანს გავექეცი და მძვინვარე მხეცს კი ჩავუვარდი ხახაშიო. ხშირად პატარა საფრთხეს გაურბის კაცი და დიდს კი წააწყდებაო ,––ამბობს არაკი
  12. კუ და არწივი კუ არწივს ეხვეწებოდა :ფრენა მასწავლეო . არწივი ეუბნებოდა : როგორ იქნება ,სად კუ და სად ფრენაო .კუ მაინც თავისას იძახდა :ფრენას როგორ ვერ შევძლებო . რა ექნა არწივს ?კუს ბრჭყალები ჩაავლო ,ჰაერში აიტაცა და მერე გაუშვა :აჰა ,იფრინეო .კუ აბა რას იფრენდა ! ჩამოვარდა და დაიმტვრა . გიჟი მიუშვი ნებასა ,თვით შეეყრება სნებასაო ,––ამაზეა ნათქვამი .
  13. მიუხედავად იმისა,რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ სარწმუნო არაფერი შემორჩენილა,ჰეროდოტე წერდა,რომ ეზოპე მონა იყო,ხოლო მისი მეპატრონე ვინმე იადმონი,მცხოვრები კუნძულ სამოსზე.იმავე პერიოდში ეზოპეს თავისი გონებამახვილი იგავებით აღტაცებაში მოყავდა ის მონები,რომლებიც მის ბედქვეშ იმყოფებოდნენ,რითაც იადმონის აღშფოთებას იწვევდა.თუმცა მოგვიანებით იადმონიც დარწმუნდა რომ მისი მონა ეზოპე მართლაც დიდი გონებით გამოირჩეოდა და იგი მონობისაგან გაათავისუფლა.
  14. კუ და კურდღელი კუ და კურდღელი დანიძლავდნენ,ვინ უფრო სწრაფად დადის,გავეჯიბროთო.ადგილი დათქვეს და გასწიეს.კურდღელს თავის იმედი ჰქონდა,იფიქრა,კუს მაინც გავასწრებო და დაიძინა.კუმ კი შეუსვენებლად იარა და ნიძლავი მოიგო.  მშრომელი კაცი ზარმაცს ყოველთვის დასჯაბნისო ,– ამბობს არაკი. 
  15. ვირი •ერთხელ მარილით დატვირთული ვირი ხიდზე გადიოდა .ანაზდად ფეხი დაუსხლტა და წყალში ჩავარდა .მარილი დადნა და გახარებული ვირი მსუბუქად წ ამოხტა . მეორედ ვირს ბამბა აჰკიდეს .მდინარეს რომ მიადგა ,იფიქრა ,ტვირთი შემიმსუბუქდებაო და წყალში ჩახტა . ბამბა გაიბერა ,დამძიმდა და ვირი მდინარეში ჩაიხრჩო . •შეგონება: სულელი კაცი თავს ძალით იგდებს საფრთხეში.
  16. მის იგავებში ფართოდ იყო გაშუქებული იმ დროინდელი სიტუაციები. იგი მისი იგავებით ააშკარავებდა ნაკლს არა მარტო არისტოკრატული საზოგადოებისა, არამედ უბრალო ადამიანებისაც. ეზოპე უარყოფითად აფასებდა ყოველივე: სიცრუეს,სიხარბეს,თვითკმაყოფილებას და სხვა მანკიერ მხარეებს ადამიანებისა.
  17. მგელი და ლომი  მგელმა ფარას ცხვარი მოსტაცა და ბუნაგისაკენ გააქანა.წინ ლომი შემოხვდა და ნადავლი წაართვა.მგელი განზე გადგა და ლომს უსაყვედურა,ლუკმა უსამართლოდ წამართვიო. –ისე ამბობ,თითქოს შენ აგეღოს სამართლიანადაო, –უთხრა ლომმა. მხეცები და ავაზაკები ერთმანეთს სტაცებენ და თან დანაშაულში ამხელენო,–ამბობს არაკი.
  18. შაშვი შაშვი მურტის ჭალაში იკენკებოდა.ტკბილ ნაყოფს მიეძალა და იქაურობას ვეღარ მოშორდა.მონადირემ შაშვი დაინახა,დაუდარაჯდა და დაიჭირა. –რა უბედური ვარ,– თქვა შაშვმა,– ტკბილ ხილს დავხარბდი და დავისაჯეო. ეს არაკი მსუნაგსა გაუმაძღარზეა ნათქვამი .
  19. გლეხი და მისი შვილები ერთი გლეხი იყო ..სიკვდილის დრომ რომ უწია ,შვილებს დაუძახა და უთხრა : ––შვილებო ,მე ვკვდები , მთელი ჩვენი სიმდიდრე ამ ჩვენს ვენახშია დაფლული ,ეძიეთ და ჰპოვეთო . შვილებმა მთელი ვენახი გადაბარეს , განძი ვერ იპოვეს ,მაგრამ კარგად დამუშავებულ ვენახში ზღვა მოსავალი მოიწიეს . არაკი ამბობს :კაცთათვის უძვირფასესი განძი მხოლოდ
  20. ეზოპეს იგავები შეკრიბა და თავი მოუყარა ათენელმა ფილოსოფოსმა და სხელმწიფო მოხელემ - დემეტრიოს თალერელმა (ძვ .წ .აღ -ით 350-283 წლები ).როგორიც არ უნდა ყოფილიყო ეზოპეს პირადი ცხოვრება ,ფაქტი ფაქტად რჩება ,რომ მისი იგავები , მიუხედავად ათასწლეულების გასვლისა აქტუალურობას არც დღეს კარგავენ . მისი თარგმანებით არა ერთი უდიდესი მოღვაწე დაკავებულა ,ისეთებიც კი როგორიც იყო დიდი ფრანგი მეიგავე - ჟან დე ლაფონტენი (1621-1695წ ).ფრანგული ენის გარდა ეზოპეს იგავები თარგმნილია უამრავ სხვადასხვა ენაზე .
  21. დასასრული ირინა ზაქარეიშვილი დაწყებითი კლასების მასწავლებელი თბილისის N20 საჯარო სკოლა. 2013 წ.
Publicidad