1. 1.პროექტის სახელწოდება: ნასესხები სიტყვები.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეებმა გააცნობიერონ რამდენად მნიშვნელოვანია
უცხო ენების ცოდნა. დაინახონ, თუ როგორ მკვიდრდება ამა თუ იმ ენაში სხვადასხვა
ენებიდან ახალი სიტყვები.
3.პროექტის აქტუალურობა:თანამედროვე მეტყველებაში, როგორც არასდროს შეიმჩნევა
უცხო სიტყვათა დამკვიდრება და მათ მიერ მშობლიური ენიდან სიტყვების განდევნა.
4.პროექტის მიზნები: სასაუბრო უნარჩვევების ჩამოყალიბება, მათი წარმომავლობის ცოდნა
და იმ ნასესხები სიტყვების ამოცნობა, რომელთა ეკვივალენტი არ მოიძიება მშობლიურ
ენაში.
5.მონაწილეთა ასაკი: მე-9 კლასი
6.ვადები/ხანგრძლივობა:2- 45წუთიანი გაკვეთილი
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:სასაუბრო უნარჩვევების
დახვეწა ჩამოყალიბება.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სლაიდ შოუ,ლეპტოპი,პროექტორი,
ტელევიზორი, სამუშაო ფურცლები, Google search.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): გაკვეთილი პირველი: მოთელვა.
მასწავლებელი სვამს შეკითხვას: „რა არის ნასესხები სიტყვები? “ მოსწავლეთა სავარაუდო
პასუხების შემდეგ აქტივობა 1: იწყება წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია, სლაიდი 1 .
„რა საერთოა მოცემულ რუსულ და ინგლისურ სიტყვებს შორის?“
აქტივოა2: მასწავლებლები შესაბამის ენაზე სლაიდების დახმარებით მოსწავლეებს გააცნობენ
ნასესხები სიტყვების წარმომავლობას რუსულ და ინგლისურ ენებში.(პრეზენტაცია)
აქტივობა 3: მოსწავლეებს ურიგდებათ Handout-ები და მიღებული იმფორმაციის მიხედვით
ასრულებენ საკლასო სამუშაოს.
საშინაო დავალება: მოიძიონ ნასესხები სიტყვები მშობლიურ ენაში , დაადგინონ მათი
წარმომავლობა და მოამზადონ სლაიდშოუ.
გაკვეთილი 2: მოსწავლეები წარმოადგენენ მათ მიერ მოძიებულ მასალას.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.ს.V.15. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემებზე,
საკითხებზე.
უცხ.ს.V.19. მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.V.21. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას
კულტურათა თავისებურებების მიმართ.
უცხ.ს.V.22. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით
გამოყენება.