SlideShare una empresa de Scribd logo
1 de 12
Descargar para leer sin conexión
1

ბროშურა

რა არის ჰეპატიტი C?
გავიგოთ მეტი

მკითხველს:
ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია C ჰეპატიტზე რაც
შეიძლება გასაგებ ენაზე და გაიზარდოს ცოდნის დონე ამ ინფექციის
გადაცემის გზების, მიმდინარეობის, დიგნოსტიკისა და მკურნალობის
შესახებ. ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ რა შესაძლებლობებია
საქართველოში და მივაღწიოთ ერთად მკურნალობაზე უკეთეს
ხელმისაწვდომობას ვიდრე დღესდღეობით გვაქვს.
ჰეპატიტის გადადების გზები
ჰეპატიტი A

ჰეპატიტი B

ჰეპატიტი C

კოცნა
ინფექციის საწყის ეტაპზე

კვება
ღარიბ
ქვეყნებში

სქესობრივი
კავშირები

თუ არის კავშირი
ფეკალურ მასებთან

თუ არის კავშირი
ფეკალურ მასებთან

თუ არის
სისხლთან შეხება

საინექციო
და შესაყნოსი
მასალის გაზიარება

ჰიგიენური
მასალის
გაზიარება

ტუალეტი

თუ არის კავშირი
ფეკალურ მასებთან

ადამიანური
კონტაქტები
(ხელის შეხება)

ფეხმძიმობა

90%
თუ ბავშვს
თუ არ მიდის დაბადებიდანვე
მკურნალობა მკურნალობენ

სისხლის
გადასხმა

ვაქცინაცია
დაავადების
თავიდან
ასაცილებლად

არ გადადის

1997
წლამდე

ვაქცინა არსებობს

გადადების რისკები შემცირებულია

1997
წლიდან

ვაქცინა არსებობს

დედიდან ბავშვზე
გადაცემის რისკი არის
3 დან 5 % მდე

1997
წლამდე

1997
წლიდან

ვაქცინა არ არსებობს

გადადების რისკები მაღალია
ჰეპატიტი C სისხლით გადამდები დაავადებაა!
საშიშია!

ინფიცირებული სისხლი ჭრილობაზე
= დაავადების გადაცემის დიდ რისკს!

ინფიცირებული სისხლი დაუზიანებელ კანზე
= არანაირ რისკს დაავადების გადაცემისას!

სხვადასხვა სახის ჰეპატიტი
და მათი გადაცემის გზები
ჰეპატიტი A გადამდებია თუ გამოვიყენებთ სასმელად უვარგის/დაბინძურებულ
წყალს და A ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირებულ საკვებს.
ვირუსი გადადის ფეკალურ მასებთან შეხებით. ეს არის დაავადება,
ძირითადად გართულებების გარეშე, რომელიც რამოდენიმე კვირა შეიძლება
გაგრძელდეს და არასდროს გადადის ქრონიკულ ფორმაში. არსებობს ვაქცინა.
ვაქცინის გაკეთებას ურჩევენ სამედიცინო პერსონალს და იმ ადამიანებს,
რომლებიც ხშირად მოგზაურობენ ისეთ ქვეყნებში, სადაც დაავადება მეტადაა
გავრცელებული.
B ჰეპატიტის ვირუსი არის სქესობრივი გზით და სისხლით გადამდები. ჰეპატიტი B
შეიძლება იშვიათ შემთხვევაში გადაიზარდოს მწვავე და რთულ ჰეპატიტში.
B ჰეპატიტის პრევენციის მიზნით შესაძლებელია ვაქცინაციის ჩატარება.
ვაქცინაცია რეკომენდირებულია!
ჰეპატიტი C სისხლით გადამდები ინფექციაა. ათიდან ორი ადამიანი
თვითგანკურნებადია, მაგრამ დანარჩენ რვა შემთხვევაში დაავადება გადადის
ქრონიკულ ფორმაში.
თუ არ მოხდა C ჰეპატიტის დროულად დიაგნოსტირება და მკურნალობაც
დაგვიანდა, ასეთ შემთხვევათა 20% -ში მოსალოდნელია ციროზის განვითარება.
საფრანგეთში დღესდღეობით 500.000 ადამიანია C ჰეპატიტით ინფიცირებული,
მაგრამ სამიდან ერთმა ადამიანმა არ იცის ამის შესახებ. მსგავსი სტატისტიკური
მონაცემი საქართველოზე არ გვაქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
საქართველოს განიხილავს B და C ჰეპატიტის ინფექციის მზარდი ტენდენციების
მქონე ქვეყანას. ერთადერთი კვლევის თანახმად, საქართველოში დაახლოებით
200.000 ადამიანია C ჰეპატიტით ინფიცირებული, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ამ
კვლევას უნდობლობას უცხადებს. მიუხედავად ამისა, სხვა და სხვა წყაროებიდან
მიღებული ციფრები, რეგისტრირებული B და C ჰეპატიტის მზარდი შემთხვევების
შესახებ, კიდევ ერთხელ მეტყველებს ტესტირების ჩატარების აუცილებლობაზე. C
ჰეპატიტის ვაქცინა არ არსებობს.
ჰეპატიტი C
2
3

ჰეპატიტი არის ანთება, რომელიც ხელს უშლის
ღვიძლის ფუნქციონირებას. თუ ის გამოწვეულია
ვირუსით, მას ვუწოდებთ ვირუსულ ჰეპატიტს.
არსებობს რამოდენიმე ვირუსი, რომელიც იწვევს
სხვადასხვა ტიპის ჰეპატიტის გავრცელებას.
საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია
A, B და C ვირუსები.
ჰეპატიტის გამომწვევი შეიძლება იყოს - რომელიმე
სახეობის წამალი, ტოქსიკური ნივთიერება ან
ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღება.
რისთვის არის
ღვიძლი საჭირო?
ღვიძლი არის სხეულის ყველაზე დიდი ორგანო: ის დაახლოებით 1,5 კგ-ს იწონის.
მას სასიცოცხლო ფუნქცია აკისრია და ამასთანავე მრავალფუნქციურია. ღვიძლი
ამუშავებს სხვადასხვა სახის საკვებს სხვა ორგანოების ფუნქციონირებისათვის
აუცილებელ ნივთიერებებად. ის იკავებს შაქრის სახით ენერგიას, რომელსაც
საჭიროების შემთხვევაში ათავისუფლებს. ის წარმოქმნის ასევე სისხლის
შედედებისთვის აუცილებელ ელემენტებს. ღვიძლი არის ასევე ორგანიზმისთვის
„გადამამუშავებელი ქარხანა“, ძალიან განვითარებული ქარხანა, რომელიც
კვალიფიციურ გადარჩევას ასრულებს. როგორც სისხლის „გამწმენდი სისტემა“ის
ანადგურებს ყველანაირ ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ან
ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ბუნებრივად. აღსანიშნავია ისიც, რომ ღვიძლის
ერთ ნაწილსაც კი შეუძლია მისი მთავარი ფუნქციის შესრულება.

რა არის ჰეპატიტი C?
C ჰეპატიტის ვირუსი, როგორც მას უწოდებენ VHC, არის ძალიან პატარა
ცოცხალი ორგანიზმი. ის ყველა სხვა დანარჩენ ვირუსთან შედარებით ძალიან
პატარაა. ის მიეკუთვნება ფლავივირიდეთა ოჯახს, როგორც ყვითელი ცხელების
ვირუსი. ინფიცირებული სისხლის მეშვეობით, ვირუსი გაივლის სისხლძარღვთა
სისტემას და ხვდება ღვიძლში, სადაც დაიბუდებს და სხვა მრავალ ახალ ვირუსს
წარმოშობს. ჩვენი ორგანიზმი ამოიცნობს უცხო დამპყრობელს და აამოქმედებს
იმუნურ სისტემას, რათა დაძლიოს მტერი. მაგრამ VHC გააჩნია ადაპტაციის
უნარი: მას შეუძლია სწრაფად განიცადოს ცვლილება, რათა თავი დააღწიოს
ამ შეტევას. ამიტომაც არის, რომ ათიდან მხოლოდ ორ ადამიანს შეუძლია
ჰეპატიტი C
4
5

თვითგამოჯანმრთელება. ჰეპატიტი C ქრონიკული მსვლელობის შემთხვევაში,
ვირუსი აზიანებს ღვიძლის მრავალ უჯრედს, რომლებიც შემდეგ თავის მხრივ სხვა
ვისურების გამრავლებაში იღებენ მონაწილეობას. იმუნური სისტემა, რომელიც
„სრულ რეჟიმში“ აგრძელებ მუშაობას, უტევს ინფიცირებულ უჯრედებს, რათა
გაანადგუროს ისინი, მაგრამ ეს მასიური შეტევები იწვევს ანთებით დაზიანებებს
ღვიძლში. დაავადებული უჯრედების შეცვლამ შეიძლება დატოვოს „შრამები“.
სამედიცინო ენაზე ამას ქვია ფიბროზი. როცა ეს „შრამები“ მრავლდება ფიბროზი
გადადის ციროზში: თითქოს ხდება ერთგვარი „მუმიფიცირება“ გარკვეული
რაოდენობის ღვიძლის უჯრედებისა, რომლებიც თავისთავად ხელს უშლიან ამ
ორგანოს სრულ ფუნქციონირებას.

როგორ ვითარდება
ჰეპატიტი C?
დაავადება შეიძლება განვითარდეს ყველანაირი სიმპტომის გარეშე და
რამოდენიმე წლის შემდეგ უკვე სერიუზულ პრობლემად მოგვევლინოს. ჰეპატიტი
C, როგორც დაავადების სიმძიმე, მთლიანად ინდივიდუალურია. ძირითადად
გამოვყოფთ დაავადების ორ ფაზას: თუ ანთება ახალია, მას ვუწოდებთ მწვავე
ჰეპატიტს. თუ ანთება გრძელდება 6 თვეზე მეტ ხანს, მას ვუწოდებთ ქრონიკულ
ჰეპატიტს.
● მწვავე ჰეპატიტი თავს იჩენს ინფიცირებიდან 4-12 თვის შემდეგ. ძალიან ხშირად
მწვავე ჰეპატიტი C უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ინფიცირებული ადამიანი
არაფერს განსაკუთრებულად არ გრძნობს. ხანდახან შესაძლებელია თავი იჩინოს
დაღლილობამ, სიცხემ, სიყვითლემ, ან საკვების მონელებასთან დაკავშირებულმა
პრობლემებმა.
● ათიდან რვა ადამიანს ქრონიკული ჰეპატიტი C უვითარდებათ ყველანაირი
სიმპტომის გარეშე. დაახლოებით ხუთიდან ერთ ადამიანს უვითარდება ციროზი
საშუალოდ ინფიცირებიდან 20 - 30 წლის თავზე. ამას გარდა C ჰეპატიტმა
შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთი დაავადებების განვითარებას, რომელიც სულაც
არ არის დაკავშირებული ღვიძლთან.

საშიშია თუ არა ჰეპატიტი C?
არანაირი პანიკა! ჰეპატიტი C ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა ნახევარს,
რომლებიც გადიან მკურნალობას, არა აქვთ გართულებები და დაავადებულთა
ნახევარზე მეტს არ უვითარდება მძიმე ფორმა. აქვე დავამატებთ, რომ
ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანები სუსტად გრძნობენ თავს.
საქმე იმაშია, რომ ღვიძლს ორგანიზმის სწორად ფუნქიონირებისთვის გასაღების
ფუნქცია აკისრია: ის არის ენერგიის მთავარი ტრანსფორმატორი. თუ ღვიძლი
„ინვალიდია“ ის სრულად ვეღარ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
ასე რომ დაღლილობა C ჰეპატიტიტით დაავადებული ადამიანებისთვის
ყოველდღიურობაა. ჰეპატიტი C იწვევს ასევე ხასიათის ხშირ ცვალებადობას. იმის
დამალვაც არ შეიძლება, რომ ჰეპატიტი C დამაფიქრებელი დაავადებაა. მაგრამ
შეიძლება ამ დაავადების არსებობის პირობებშიც ცხოვრების გაგრძელება.
არსებული მკურნალობის კურსის შედეგად, ზოგიერთი ადამიანი სრულიად
ინკურნება ამ დაავადებისგან. ეს არც თუ ისე ადვილია, მაგრამ აუცილებელია
შევხედოთ ამ დაავადებას არა დრამატიზირებულად და დავისახოთ კონკრეტული
მიზნები. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია სამედიცინო თანყოლა-კონტროლი,
რითაც თავიდან ავიცილებთ ყველანაირ გართულებას. ხშირად ვცდილობთ
თავიდან ავიცილოთ ექიმის რჩევები: ეს არის დაავადების
არ გააზრება და უარყოფა, რაც ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ცუდი
შედეგებით დამთავრდეს. ამიტომაც აუცილებელია დროულად მოხდეს C
ჰეპატიტიტის დიაგნოსტირება და დაიგეგმოს სამომავლო ტაქტიკა. ის მიდგომა,
რომ “მე ფული არ მაქვს სამკურნალოდ და ტესტირებას რა აზრი აქვს?”
ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება.
ჩვენი დიაგნოზის ცოდნა დაგვეხმარება
დავიცვათ საკუთარი თავი და
გარშემომყოფები. საკუთარ თავის დაცვაში
ვგულისხმობთ ექიმის მითითებების
შესრულებას, თუნდაც ეს იყოს სწორად
კვების რეჟიმი და ჯანსაღი ცხოვრების
წესი, რომ შევუმსუბუქოთ ისედაც
დაზიანებულ ღვიძლს მუშაობა
და ვიცოდეთ თუ როგორ არ
დავაინფიციროთ სხვა.
ჰეპატიტი C
6
7

რა ფაქტორები უწყობს
ხელს C ჰეპატიტის
განვითარებას?
არსებობს C ჰეპატიტის სხვადასვა გენოტიპი.
(ეს არის ერთი და იგივე ვირუსის სხვადასხა
წარმომავლობა, რომელთაც ჩვენ ვუწოდეთ
გენოტიპებს - 1,2,3,4 და 5). დაავადების
განვითარებაში გენოტიპს არანაირი
მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ მკურნალობის
შედეგიანობა გენოტიპებზეა დამოკიდებული.
ერთმანეთთან კავშირში არ არის სისხლში
ვირუსის რაოდენობა და ღვიძლის დაავადების
სიმძიმე.
იმ შემთხვევაში თუ მოხდა B ჰეპატიტის ან
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით(აივ) კოინფიცირება (ერთდროულად
რამდენიმე ინფექციის არსებობა ორგანიზმში), ეს კიდევ უფრო ამძიმებს
დაავადების მსვლელობას. რაც უფრო მეტია შეტევა, ორგანიზმს ნაკლებად
შეუძლია თავის დაცვა. სხვა დაავადებების მიმდინარეობას კი ართულებს,
როგორიცაა მაგალითად დიაბეტი. ინფიცირების დროს და ხანგრძლივობის
ცოდნას დიდი მნიშვნელოობა აქვს. დაავადების განვითარება ძალიან
ინდივიდუალურია და განსხვავებულად შეიძლება წარიმართოს თითოეული
ადამიანისთვის. თუ არა გვაქვს ხელმისაწვდომობა ან ძალა იმისი, რომ
მნიშვნელოვანი ფაქტორების გამოყენებით შევაჩეროთ დაავადების განვითარება,
ეს შესაძლებელია ცხოვრების სტილის შეცვლითაც. ალკოჰოლის მიღებამ
შესაძლებელია იმუნური სისტემა საბედისწერო შედეგებამდე მიიყვანოს: ის
ხელს უწყობს ვირუსის გამრავლებას და ღვიძლის დაზიანებას. იმისათვის, რომ
თავიდან ავიცილოთ გართულებები, უნდა მივიღოთ რაც შეიძლება ნაკლები
ალკოჰოლი, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდაც უარი ვთქვათ მის მიღებაზე.
ზოგადად ყურადღება უნდა მივაქციოთ ჯანსაღი ცხოვრების რიტმს: ვიკვებოთ
დაბალანსებულად, თავიდან ავიცილოთ ზედმეტი წონა, ვეცადოთ თავი
დავანებოთ მოწევას, დავკავდეთ სპორტით, არ მივიღოთ არანაირი წამალი
პირად ექიმთან კონსულტაციის გარეშე (თუნდაც ჰომეოპატიური, მცენარეზე
დამზადებული).
რა საშუალებები არსებობს
C ჰეპატიტის მკურნალობისთვის?
დღეისთვის ყველაზე შედეგიანია ორი პრეპარატით მკურნალობა. ეს არის
პეგილირებული ინტერფერონი და რიბავირინი. ინტერფერონი მიიღება ინექციის
სახით კუნთში, კვირაში ერთხელ. რიბავირინი კი მიიღება ტაბლეტის სახით
ყოველდღე. მკურნალობა გრძელდება რამოდენიმე თვე, ხანდახან წელზე მეტიც
და ხშირად აქვს გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებებიც. ადრე მკურნალობა
ინიშნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიბროზი დადგინდებოდა... ეს
მიდგომა დღეს უკვე შეიცვალა. დღეს მკურნალობა ადრეულ ეტაპზეც არის
შესაძლებელი, ექიმის მითითებებით და დანიშნულებით. იმ შემთხვევაში, თუ
გვაქვს C ჰეპატიტის ვირუსის მე-2 ან მე-3 გენოტიპი, განკურნების ალბათობა
80% -ია. იმ შემთხვევაში თუ გვაქვს 1, მე-4 ან მე-5 გენოტიპი, მკურნალობის
შედეგიანობა 50% -ზე მეტია. ახალ წამლებზე მუშაობა მიმდინარეობს, რომლებიც
ამ შედეგს კიდევ უფრო გააუმჯობესებს, მაგრამ ნუ დაელოდებით ახალი
წამლების შემოსვლას და დაიწყეთ მკურნალობა დროულად თუ თქვენი ღვიძლი
უკვე დაავადებულია. ახალი წამლების მიღება ყოველთვის შესაძლებელია,
ლოდინში დაკარგული დროის დაბრუნება კი არა.
ჰეპატიტი C
8

კოინფექცია - ჰეპატიტი C და შიდსის ვირუსი
აივ ინფექციის ორგანიზმში არსებობა ხელს უწყობს ქრონიკული C
ჰეპატიტის განვითარებას. ამასთან ერთად ზოგიერთ იმ წამალს,
რომელთაც აივ-ინფექციის სამკურნალოდ ვიღებთ, მავნე შედეგი შეიძლება
ჰქონდეს ღვიძლზე. თუ მათი გადამუშავება ღვიძლის მიერ არ ხდება,
შეიძლება ის მომწამვლელი აღმოჩნდეს მთლიანი ორგანიზმისთვის.
ამასთან დაკავშირებით იხილეთ ბროშურა 14 - კოინფექცია, შიდსი
(შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) და ვირუსული ჰეპატიტები...
თემატური ბროშურები :

1. რა არის ჰეპატიტი C? გავიგოთ მეტი
2. ყოველდღიურობა და ჰეპატიტი C
3. ჩემი ჰეპატიტი C, მე და ჩემი გარშემომყოფები.
4. მოვემზადოთ C ჰეპატიტის მკურნალობისთვის
5. მე ყურადღებას ვაქცევ ჩემს დაავადებას
6. ჰეპატიტი C, ღვიძლი და სხვა ორგანოები
7. C როგორც ციროზი, როგორ ვიცხოვროთ ციროზით?
8. ეს ჰეპატიტია თუ ჩემს თავში ხდება?
- დაღლილობა, ხასიათის ხშირი ცვალებადობა
9. რა არის ჰეპატიტი B? გავიგოთ მეტი
10. ნარკოტიკი, სასმელი და ჰეპატიტი C
11. ვიცხოვროთ უკეთ C ჰეპატიტის მკურნალობის დროს
12. ჩემმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, რა გავაკეთო?
13. კოინფექცია - შიდსი და ვირუსული ჰეპატიტები
მიიღე ინფორმაცია www.hepatitisc.ge
ჩაიტარე გამოკვლევა:
ეროვნული სკრინინგ ცენტრი

ჰეპატიტი C სწრაფი ტესტირება. (სერვისი უფასოა)
ამჟამად პროგრამა პილოტურია და მიმდინარეობს 2012 წლის ბოლომდე.
მისამართი: ქ.თბილისი, წერეთლის გამზირი 69.
ტელ.: 2 20 35 35 www.gnsc.ge

ინფექციური პათოლოგიის შიდსის და კლინიკური
იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი

ტესტირება. დიაგნოსტიკა. კონსულტაციები. მკურნალობა. (სერვისი ფასიანია)
მისამართი: ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 16. (ინფექციური საავადმყოფო)
ტელ.: 2 39 91 43

სამედიცინო ლაბორატორია „ნეოლაბი“

ტესტირება. დიაგნოსტიკა. კონსულტაციები. მკურნალობა. (სერვისი ფასიანია)
მისამართი: ქ.თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა 8.
ტელ: 2 14 14 47/ 2 39 28 03/ 2 39 28 96 www.neolab.ge
ქ.რუსთავი, რუსთაველის ქუჩა 20
ტელ.: 2 14 21 00

ქართულ-ფრანგული ერთობილივი ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“
ტესტირება. დიაგნოსტიკა. კონსულტაციები. მკურნალობა. (სერვისი ფასიანია)
მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა 18/20, აკად. ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული
სამედიცინო ცენტრის მე-3 სართული.
ტელ: 2 54 0.8 55 www.hepaclinic.com

ლაბორატორია „მრჩეველი“

ტესტირება. დიაგნოსტიკა. კონსულტაციები. მკურნალობა. (სერვისი ფასიანია)
მისამართი: ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 9.
ტელ.: 2 93 10 00, 2 37 88 48, 2 37 00 71 www.mrcheveli.com

ექსპრეს დიაგნოსტიკა

ტესტირება. (სერვისი ფასიანია)
მისამართი: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 16.
ტელ.: 2 47 17 17 www.exdi.ge
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
www.ziani.ge
ბროშურა დაბეჭდილია საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ფინანსური მხარდაჭერით.
ბროშურაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „მსოფლიოს ექიმებს“ და ყოველთვის არ გამოხატავს
სააგენტოს პოზიციას.
ბროშურა შეიმუშავა ფრანგულმა ორგანიზაციამ SOS Hepatites.
ბროშურაში არსებული ინფორმაცია დადასტურებულია ექიმების მიერ.
უღრმესი მადლობა ქალბატონ ირმა კირთაძეს ბროშურის ქართულ ვარიანტზე გაწეული მუშაობისთვის.

Más contenido relacionado

Destacado

2010 Lille-acte forum sos hepatites
2010 Lille-acte forum sos hepatites2010 Lille-acte forum sos hepatites
2010 Lille-acte forum sos hepatitessoshepatites
 
2011 lyon-actes forum sos hepatites
2011 lyon-actes forum sos hepatites2011 lyon-actes forum sos hepatites
2011 lyon-actes forum sos hepatitessoshepatites
 
2009 strasbourg-actes forum sos hepatites
2009 strasbourg-actes forum sos hepatites2009 strasbourg-actes forum sos hepatites
2009 strasbourg-actes forum sos hepatitessoshepatites
 
Hepatite b portugais
Hepatite b portugaisHepatite b portugais
Hepatite b portugaissoshepatites
 
Journal L'Hépatant N°49 Octobre 2010
Journal L'Hépatant N°49 Octobre 2010Journal L'Hépatant N°49 Octobre 2010
Journal L'Hépatant N°49 Octobre 2010soshepatites
 
Bulletin d'informations N°34 Mars 2006
Bulletin d'informations N°34 Mars 2006Bulletin d'informations N°34 Mars 2006
Bulletin d'informations N°34 Mars 2006soshepatites
 
Guide des hepatites_2012-v6-3
Guide des hepatites_2012-v6-3Guide des hepatites_2012-v6-3
Guide des hepatites_2012-v6-3soshepatites
 
Hepatite b roumain
Hepatite b roumainHepatite b roumain
Hepatite b roumainsoshepatites
 
Bulletin d'informations N°39 Juillet 2007
Bulletin d'informations N°39 Juillet 2007Bulletin d'informations N°39 Juillet 2007
Bulletin d'informations N°39 Juillet 2007soshepatites
 
Brochure bulgare hep B&C se dépister pour savoir et agir
Brochure  bulgare hep B&C se dépister pour savoir et agirBrochure  bulgare hep B&C se dépister pour savoir et agir
Brochure bulgare hep B&C se dépister pour savoir et agirsoshepatites
 
Bulletin d'informations N°35 Juin 2006
Bulletin d'informations N°35 Juin 2006Bulletin d'informations N°35 Juin 2006
Bulletin d'informations N°35 Juin 2006soshepatites
 
Hepatite b chinois
Hepatite b chinoisHepatite b chinois
Hepatite b chinoissoshepatites
 
Hepatite b espagnol
Hepatite b espagnolHepatite b espagnol
Hepatite b espagnolsoshepatites
 
Bulletin d'informations N°38 Avril 2007
Bulletin d'informations N°38 Avril 2007Bulletin d'informations N°38 Avril 2007
Bulletin d'informations N°38 Avril 2007soshepatites
 
Bulletin d'informations N°37 décembre 2006
Bulletin d'informations N°37 décembre 2006Bulletin d'informations N°37 décembre 2006
Bulletin d'informations N°37 décembre 2006soshepatites
 
Hepatite b allemand
Hepatite b allemandHepatite b allemand
Hepatite b allemandsoshepatites
 
Journal L'hépant N°48 Juillet 2010
Journal L'hépant N°48 Juillet 2010Journal L'hépant N°48 Juillet 2010
Journal L'hépant N°48 Juillet 2010soshepatites
 
Brochure anglais hep B&C: se dépister pour savoir et agir
Brochure  anglais hep B&C: se dépister pour savoir et agirBrochure  anglais hep B&C: se dépister pour savoir et agir
Brochure anglais hep B&C: se dépister pour savoir et agirsoshepatites
 
Brochure mandarin hep B&C: Se dépister pour savoir et agir
Brochure  mandarin hep B&C: Se dépister pour savoir et agirBrochure  mandarin hep B&C: Se dépister pour savoir et agir
Brochure mandarin hep B&C: Se dépister pour savoir et agirsoshepatites
 

Destacado (20)

2010 Lille-acte forum sos hepatites
2010 Lille-acte forum sos hepatites2010 Lille-acte forum sos hepatites
2010 Lille-acte forum sos hepatites
 
2011 lyon-actes forum sos hepatites
2011 lyon-actes forum sos hepatites2011 lyon-actes forum sos hepatites
2011 lyon-actes forum sos hepatites
 
2009 strasbourg-actes forum sos hepatites
2009 strasbourg-actes forum sos hepatites2009 strasbourg-actes forum sos hepatites
2009 strasbourg-actes forum sos hepatites
 
Hepatite b portugais
Hepatite b portugaisHepatite b portugais
Hepatite b portugais
 
Hepatite b russe
Hepatite b russeHepatite b russe
Hepatite b russe
 
Journal L'Hépatant N°49 Octobre 2010
Journal L'Hépatant N°49 Octobre 2010Journal L'Hépatant N°49 Octobre 2010
Journal L'Hépatant N°49 Octobre 2010
 
Bulletin d'informations N°34 Mars 2006
Bulletin d'informations N°34 Mars 2006Bulletin d'informations N°34 Mars 2006
Bulletin d'informations N°34 Mars 2006
 
Guide des hepatites_2012-v6-3
Guide des hepatites_2012-v6-3Guide des hepatites_2012-v6-3
Guide des hepatites_2012-v6-3
 
Hepatite b roumain
Hepatite b roumainHepatite b roumain
Hepatite b roumain
 
Bulletin d'informations N°39 Juillet 2007
Bulletin d'informations N°39 Juillet 2007Bulletin d'informations N°39 Juillet 2007
Bulletin d'informations N°39 Juillet 2007
 
Brochure bulgare hep B&C se dépister pour savoir et agir
Brochure  bulgare hep B&C se dépister pour savoir et agirBrochure  bulgare hep B&C se dépister pour savoir et agir
Brochure bulgare hep B&C se dépister pour savoir et agir
 
Bulletin d'informations N°35 Juin 2006
Bulletin d'informations N°35 Juin 2006Bulletin d'informations N°35 Juin 2006
Bulletin d'informations N°35 Juin 2006
 
Hepatite b chinois
Hepatite b chinoisHepatite b chinois
Hepatite b chinois
 
Hepatite b espagnol
Hepatite b espagnolHepatite b espagnol
Hepatite b espagnol
 
Bulletin d'informations N°38 Avril 2007
Bulletin d'informations N°38 Avril 2007Bulletin d'informations N°38 Avril 2007
Bulletin d'informations N°38 Avril 2007
 
Bulletin d'informations N°37 décembre 2006
Bulletin d'informations N°37 décembre 2006Bulletin d'informations N°37 décembre 2006
Bulletin d'informations N°37 décembre 2006
 
Hepatite b allemand
Hepatite b allemandHepatite b allemand
Hepatite b allemand
 
Journal L'hépant N°48 Juillet 2010
Journal L'hépant N°48 Juillet 2010Journal L'hépant N°48 Juillet 2010
Journal L'hépant N°48 Juillet 2010
 
Brochure anglais hep B&C: se dépister pour savoir et agir
Brochure  anglais hep B&C: se dépister pour savoir et agirBrochure  anglais hep B&C: se dépister pour savoir et agir
Brochure anglais hep B&C: se dépister pour savoir et agir
 
Brochure mandarin hep B&C: Se dépister pour savoir et agir
Brochure  mandarin hep B&C: Se dépister pour savoir et agirBrochure  mandarin hep B&C: Se dépister pour savoir et agir
Brochure mandarin hep B&C: Se dépister pour savoir et agir
 

Similar a Géorgien 1 buklet 1

ვირუსული-ჰეპატიტები.pptx
ვირუსული-ჰეპატიტები.pptxვირუსული-ჰეპატიტები.pptx
ვირუსული-ჰეპატიტები.pptxnukiazrumelashvili1
 
იციცხლე და ნება მიეცი იცოცხლოს
იციცხლე და ნება მიეცი იცოცხლოსიციცხლე და ნება მიეცი იცოცხლოს
იციცხლე და ნება მიეცი იცოცხლოსMarika Chkhetiani
 
ვინც დედამიწაზე სიცოცხლეს აუმჯობესებს
ვინც დედამიწაზე სიცოცხლეს აუმჯობესებსვინც დედამიწაზე სიცოცხლეს აუმჯობესებს
ვინც დედამიწაზე სიცოცხლეს აუმჯობესებსKhatunaJavakhadze
 
Hepatitis c global policy_part2
Hepatitis c global policy_part2Hepatitis c global policy_part2
Hepatitis c global policy_part2HepatitisC
 
ტუბერკულოზი
ტუბერკულოზიტუბერკულოზი
ტუბერკულოზიDimitriGagua
 
პოლიტიკის ნარკვევი: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალ...
პოლიტიკის ნარკვევი: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალ...პოლიტიკის ნარკვევი: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალ...
პოლიტიკის ნარკვევი: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალ...Ina Charkviani
 
რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარ...
რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარ...რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარ...
რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარ...Ina Charkviani
 

Similar a Géorgien 1 buklet 1 (10)

ვირუსული-ჰეპატიტები.pptx
ვირუსული-ჰეპატიტები.pptxვირუსული-ჰეპატიტები.pptx
ვირუსული-ჰეპატიტები.pptx
 
იციცხლე და ნება მიეცი იცოცხლოს
იციცხლე და ნება მიეცი იცოცხლოსიციცხლე და ნება მიეცი იცოცხლოს
იციცხლე და ნება მიეცი იცოცხლოს
 
ვინც დედამიწაზე სიცოცხლეს აუმჯობესებს
ვინც დედამიწაზე სიცოცხლეს აუმჯობესებსვინც დედამიწაზე სიცოცხლეს აუმჯობესებს
ვინც დედამიწაზე სიცოცხლეს აუმჯობესებს
 
Hepatitis c global policy_part2
Hepatitis c global policy_part2Hepatitis c global policy_part2
Hepatitis c global policy_part2
 
ტუბერკულოზი
ტუბერკულოზიტუბერკულოზი
ტუბერკულოზი
 
პოლიტიკის ნარკვევი: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალ...
პოლიტიკის ნარკვევი: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალ...პოლიტიკის ნარკვევი: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალ...
პოლიტიკის ნარკვევი: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალ...
 
Presentation1.pptx
Presentation1.pptxPresentation1.pptx
Presentation1.pptx
 
შიზოფრენია
შიზოფრენიაშიზოფრენია
შიზოფრენია
 
რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარ...
რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარ...რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარ...
რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარ...
 
Sasuntqi sistema
Sasuntqi sistemaSasuntqi sistema
Sasuntqi sistema
 

Más de soshepatites

L’HÉPATITE B, M’AIDER À LA COMPRENDRE, SAVOIR CE QU’IL FAUT FAIRE
L’HÉPATITE B, M’AIDER À LA COMPRENDRE, SAVOIR CE QU’IL FAUT FAIREL’HÉPATITE B, M’AIDER À LA COMPRENDRE, SAVOIR CE QU’IL FAUT FAIRE
L’HÉPATITE B, M’AIDER À LA COMPRENDRE, SAVOIR CE QU’IL FAUT FAIREsoshepatites
 
JE VIS AVEC L’HÉPATITE B, UNE MALADIE POTENTIELLEMENT GRAVE : MON MÉMO !
JE VIS AVEC L’HÉPATITE B, UNE MALADIE POTENTIELLEMENT GRAVE : MON MÉMO !JE VIS AVEC L’HÉPATITE B, UNE MALADIE POTENTIELLEMENT GRAVE : MON MÉMO !
JE VIS AVEC L’HÉPATITE B, UNE MALADIE POTENTIELLEMENT GRAVE : MON MÉMO !soshepatites
 
J'AI UNE HEPATITE B CHRONIQUE
J'AI UNE HEPATITE B CHRONIQUEJ'AI UNE HEPATITE B CHRONIQUE
J'AI UNE HEPATITE B CHRONIQUEsoshepatites
 
PLAQUETTE SOS HÉPATITES
PLAQUETTE SOS HÉPATITESPLAQUETTE SOS HÉPATITES
PLAQUETTE SOS HÉPATITESsoshepatites
 
Flyer VHB Guadeloupe.pdf
Flyer VHB Guadeloupe.pdfFlyer VHB Guadeloupe.pdf
Flyer VHB Guadeloupe.pdfsoshepatites
 
Éliminer l’hépatite B
Éliminer l’hépatite BÉliminer l’hépatite B
Éliminer l’hépatite Bsoshepatites
 
SOSH Carte PVC 86x54 mm « N’oublions pas l’élimination des hépatites B et D (...
SOSH Carte PVC 86x54 mm « N’oublions pas l’élimination des hépatites B et D (...SOSH Carte PVC 86x54 mm « N’oublions pas l’élimination des hépatites B et D (...
SOSH Carte PVC 86x54 mm « N’oublions pas l’élimination des hépatites B et D (...soshepatites
 
Brochure "La NASH"
Brochure "La NASH"Brochure "La NASH"
Brochure "La NASH"soshepatites
 
SOS Hépatites Rapport d'activité 2018
SOS Hépatites Rapport d'activité 2018SOS Hépatites Rapport d'activité 2018
SOS Hépatites Rapport d'activité 2018soshepatites
 
SOS Hépatites Rapport d'activité 2017
SOS Hépatites Rapport d'activité 2017SOS Hépatites Rapport d'activité 2017
SOS Hépatites Rapport d'activité 2017soshepatites
 
Brochure "Infections virales et bactériennes, mieux les connaître pour les p...
 Brochure "Infections virales et bactériennes, mieux les connaître pour les p... Brochure "Infections virales et bactériennes, mieux les connaître pour les p...
Brochure "Infections virales et bactériennes, mieux les connaître pour les p...soshepatites
 
C mon-traitement v3 2018
C mon-traitement v3 2018C mon-traitement v3 2018
C mon-traitement v3 2018soshepatites
 
J'ai une hépatite B chronique édition 2018
J'ai une hépatite B chronique édition 2018J'ai une hépatite B chronique édition 2018
J'ai une hépatite B chronique édition 2018soshepatites
 
Sos hépatites rapport d'activité 2016
Sos hépatites rapport d'activité 2016Sos hépatites rapport d'activité 2016
Sos hépatites rapport d'activité 2016soshepatites
 
Guerir de l'hepatite c 2016
Guerir de l'hepatite c 2016Guerir de l'hepatite c 2016
Guerir de l'hepatite c 2016soshepatites
 
Etre hepatant 01_2016
Etre hepatant 01_2016Etre hepatant 01_2016
Etre hepatant 01_2016soshepatites
 
Etre hepatant 02_2016
Etre hepatant 02_2016Etre hepatant 02_2016
Etre hepatant 02_2016soshepatites
 
Etre hepatant 03_2016
Etre hepatant 03_2016Etre hepatant 03_2016
Etre hepatant 03_2016soshepatites
 
Etre hepatant 04_2016
Etre hepatant 04_2016Etre hepatant 04_2016
Etre hepatant 04_2016soshepatites
 

Más de soshepatites (20)

L’HÉPATITE B, M’AIDER À LA COMPRENDRE, SAVOIR CE QU’IL FAUT FAIRE
L’HÉPATITE B, M’AIDER À LA COMPRENDRE, SAVOIR CE QU’IL FAUT FAIREL’HÉPATITE B, M’AIDER À LA COMPRENDRE, SAVOIR CE QU’IL FAUT FAIRE
L’HÉPATITE B, M’AIDER À LA COMPRENDRE, SAVOIR CE QU’IL FAUT FAIRE
 
JE VIS AVEC L’HÉPATITE B, UNE MALADIE POTENTIELLEMENT GRAVE : MON MÉMO !
JE VIS AVEC L’HÉPATITE B, UNE MALADIE POTENTIELLEMENT GRAVE : MON MÉMO !JE VIS AVEC L’HÉPATITE B, UNE MALADIE POTENTIELLEMENT GRAVE : MON MÉMO !
JE VIS AVEC L’HÉPATITE B, UNE MALADIE POTENTIELLEMENT GRAVE : MON MÉMO !
 
J'AI UNE HEPATITE B CHRONIQUE
J'AI UNE HEPATITE B CHRONIQUEJ'AI UNE HEPATITE B CHRONIQUE
J'AI UNE HEPATITE B CHRONIQUE
 
PLAQUETTE SOS HÉPATITES
PLAQUETTE SOS HÉPATITESPLAQUETTE SOS HÉPATITES
PLAQUETTE SOS HÉPATITES
 
Flyer VHB Guadeloupe.pdf
Flyer VHB Guadeloupe.pdfFlyer VHB Guadeloupe.pdf
Flyer VHB Guadeloupe.pdf
 
Éliminer l’hépatite B
Éliminer l’hépatite BÉliminer l’hépatite B
Éliminer l’hépatite B
 
SOSH Carte PVC 86x54 mm « N’oublions pas l’élimination des hépatites B et D (...
SOSH Carte PVC 86x54 mm « N’oublions pas l’élimination des hépatites B et D (...SOSH Carte PVC 86x54 mm « N’oublions pas l’élimination des hépatites B et D (...
SOSH Carte PVC 86x54 mm « N’oublions pas l’élimination des hépatites B et D (...
 
Brochure "La NASH"
Brochure "La NASH"Brochure "La NASH"
Brochure "La NASH"
 
SOS Hépatites Rapport d'activité 2018
SOS Hépatites Rapport d'activité 2018SOS Hépatites Rapport d'activité 2018
SOS Hépatites Rapport d'activité 2018
 
SOS Hépatites Rapport d'activité 2017
SOS Hépatites Rapport d'activité 2017SOS Hépatites Rapport d'activité 2017
SOS Hépatites Rapport d'activité 2017
 
Brochure "Infections virales et bactériennes, mieux les connaître pour les p...
 Brochure "Infections virales et bactériennes, mieux les connaître pour les p... Brochure "Infections virales et bactériennes, mieux les connaître pour les p...
Brochure "Infections virales et bactériennes, mieux les connaître pour les p...
 
INVITATION PRESSE
INVITATION PRESSEINVITATION PRESSE
INVITATION PRESSE
 
C mon-traitement v3 2018
C mon-traitement v3 2018C mon-traitement v3 2018
C mon-traitement v3 2018
 
J'ai une hépatite B chronique édition 2018
J'ai une hépatite B chronique édition 2018J'ai une hépatite B chronique édition 2018
J'ai une hépatite B chronique édition 2018
 
Sos hépatites rapport d'activité 2016
Sos hépatites rapport d'activité 2016Sos hépatites rapport d'activité 2016
Sos hépatites rapport d'activité 2016
 
Guerir de l'hepatite c 2016
Guerir de l'hepatite c 2016Guerir de l'hepatite c 2016
Guerir de l'hepatite c 2016
 
Etre hepatant 01_2016
Etre hepatant 01_2016Etre hepatant 01_2016
Etre hepatant 01_2016
 
Etre hepatant 02_2016
Etre hepatant 02_2016Etre hepatant 02_2016
Etre hepatant 02_2016
 
Etre hepatant 03_2016
Etre hepatant 03_2016Etre hepatant 03_2016
Etre hepatant 03_2016
 
Etre hepatant 04_2016
Etre hepatant 04_2016Etre hepatant 04_2016
Etre hepatant 04_2016
 

Géorgien 1 buklet 1

  • 1. 1 ბროშურა რა არის ჰეპატიტი C? გავიგოთ მეტი მკითხველს: ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია C ჰეპატიტზე რაც შეიძლება გასაგებ ენაზე და გაიზარდოს ცოდნის დონე ამ ინფექციის გადაცემის გზების, მიმდინარეობის, დიგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ. ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ რა შესაძლებლობებია საქართველოში და მივაღწიოთ ერთად მკურნალობაზე უკეთეს ხელმისაწვდომობას ვიდრე დღესდღეობით გვაქვს.
  • 2. ჰეპატიტის გადადების გზები ჰეპატიტი A ჰეპატიტი B ჰეპატიტი C კოცნა ინფექციის საწყის ეტაპზე კვება ღარიბ ქვეყნებში სქესობრივი კავშირები თუ არის კავშირი ფეკალურ მასებთან თუ არის კავშირი ფეკალურ მასებთან თუ არის სისხლთან შეხება საინექციო და შესაყნოსი მასალის გაზიარება ჰიგიენური მასალის გაზიარება ტუალეტი თუ არის კავშირი ფეკალურ მასებთან ადამიანური კონტაქტები (ხელის შეხება) ფეხმძიმობა 90% თუ ბავშვს თუ არ მიდის დაბადებიდანვე მკურნალობა მკურნალობენ სისხლის გადასხმა ვაქცინაცია დაავადების თავიდან ასაცილებლად არ გადადის 1997 წლამდე ვაქცინა არსებობს გადადების რისკები შემცირებულია 1997 წლიდან ვაქცინა არსებობს დედიდან ბავშვზე გადაცემის რისკი არის 3 დან 5 % მდე 1997 წლამდე 1997 წლიდან ვაქცინა არ არსებობს გადადების რისკები მაღალია
  • 3. ჰეპატიტი C სისხლით გადამდები დაავადებაა! საშიშია! ინფიცირებული სისხლი ჭრილობაზე = დაავადების გადაცემის დიდ რისკს! ინფიცირებული სისხლი დაუზიანებელ კანზე = არანაირ რისკს დაავადების გადაცემისას! სხვადასხვა სახის ჰეპატიტი და მათი გადაცემის გზები ჰეპატიტი A გადამდებია თუ გამოვიყენებთ სასმელად უვარგის/დაბინძურებულ წყალს და A ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირებულ საკვებს. ვირუსი გადადის ფეკალურ მასებთან შეხებით. ეს არის დაავადება, ძირითადად გართულებების გარეშე, რომელიც რამოდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს და არასდროს გადადის ქრონიკულ ფორმაში. არსებობს ვაქცინა. ვაქცინის გაკეთებას ურჩევენ სამედიცინო პერსონალს და იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ ისეთ ქვეყნებში, სადაც დაავადება მეტადაა გავრცელებული. B ჰეპატიტის ვირუსი არის სქესობრივი გზით და სისხლით გადამდები. ჰეპატიტი B შეიძლება იშვიათ შემთხვევაში გადაიზარდოს მწვავე და რთულ ჰეპატიტში. B ჰეპატიტის პრევენციის მიზნით შესაძლებელია ვაქცინაციის ჩატარება. ვაქცინაცია რეკომენდირებულია! ჰეპატიტი C სისხლით გადამდები ინფექციაა. ათიდან ორი ადამიანი თვითგანკურნებადია, მაგრამ დანარჩენ რვა შემთხვევაში დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში. თუ არ მოხდა C ჰეპატიტის დროულად დიაგნოსტირება და მკურნალობაც დაგვიანდა, ასეთ შემთხვევათა 20% -ში მოსალოდნელია ციროზის განვითარება. საფრანგეთში დღესდღეობით 500.000 ადამიანია C ჰეპატიტით ინფიცირებული, მაგრამ სამიდან ერთმა ადამიანმა არ იცის ამის შესახებ. მსგავსი სტატისტიკური მონაცემი საქართველოზე არ გვაქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს განიხილავს B და C ჰეპატიტის ინფექციის მზარდი ტენდენციების მქონე ქვეყანას. ერთადერთი კვლევის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 200.000 ადამიანია C ჰეპატიტით ინფიცირებული, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ამ კვლევას უნდობლობას უცხადებს. მიუხედავად ამისა, სხვა და სხვა წყაროებიდან მიღებული ციფრები, რეგისტრირებული B და C ჰეპატიტის მზარდი შემთხვევების შესახებ, კიდევ ერთხელ მეტყველებს ტესტირების ჩატარების აუცილებლობაზე. C ჰეპატიტის ვაქცინა არ არსებობს.
  • 4. ჰეპატიტი C 2 3 ჰეპატიტი არის ანთება, რომელიც ხელს უშლის ღვიძლის ფუნქციონირებას. თუ ის გამოწვეულია ვირუსით, მას ვუწოდებთ ვირუსულ ჰეპატიტს. არსებობს რამოდენიმე ვირუსი, რომელიც იწვევს სხვადასხვა ტიპის ჰეპატიტის გავრცელებას. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია A, B და C ვირუსები. ჰეპატიტის გამომწვევი შეიძლება იყოს - რომელიმე სახეობის წამალი, ტოქსიკური ნივთიერება ან ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღება.
  • 5. რისთვის არის ღვიძლი საჭირო? ღვიძლი არის სხეულის ყველაზე დიდი ორგანო: ის დაახლოებით 1,5 კგ-ს იწონის. მას სასიცოცხლო ფუნქცია აკისრია და ამასთანავე მრავალფუნქციურია. ღვიძლი ამუშავებს სხვადასხვა სახის საკვებს სხვა ორგანოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ნივთიერებებად. ის იკავებს შაქრის სახით ენერგიას, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ათავისუფლებს. ის წარმოქმნის ასევე სისხლის შედედებისთვის აუცილებელ ელემენტებს. ღვიძლი არის ასევე ორგანიზმისთვის „გადამამუშავებელი ქარხანა“, ძალიან განვითარებული ქარხანა, რომელიც კვალიფიციურ გადარჩევას ასრულებს. როგორც სისხლის „გამწმენდი სისტემა“ის ანადგურებს ყველანაირ ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ან ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ბუნებრივად. აღსანიშნავია ისიც, რომ ღვიძლის ერთ ნაწილსაც კი შეუძლია მისი მთავარი ფუნქციის შესრულება. რა არის ჰეპატიტი C? C ჰეპატიტის ვირუსი, როგორც მას უწოდებენ VHC, არის ძალიან პატარა ცოცხალი ორგანიზმი. ის ყველა სხვა დანარჩენ ვირუსთან შედარებით ძალიან პატარაა. ის მიეკუთვნება ფლავივირიდეთა ოჯახს, როგორც ყვითელი ცხელების ვირუსი. ინფიცირებული სისხლის მეშვეობით, ვირუსი გაივლის სისხლძარღვთა სისტემას და ხვდება ღვიძლში, სადაც დაიბუდებს და სხვა მრავალ ახალ ვირუსს წარმოშობს. ჩვენი ორგანიზმი ამოიცნობს უცხო დამპყრობელს და აამოქმედებს იმუნურ სისტემას, რათა დაძლიოს მტერი. მაგრამ VHC გააჩნია ადაპტაციის უნარი: მას შეუძლია სწრაფად განიცადოს ცვლილება, რათა თავი დააღწიოს ამ შეტევას. ამიტომაც არის, რომ ათიდან მხოლოდ ორ ადამიანს შეუძლია
  • 6. ჰეპატიტი C 4 5 თვითგამოჯანმრთელება. ჰეპატიტი C ქრონიკული მსვლელობის შემთხვევაში, ვირუსი აზიანებს ღვიძლის მრავალ უჯრედს, რომლებიც შემდეგ თავის მხრივ სხვა ვისურების გამრავლებაში იღებენ მონაწილეობას. იმუნური სისტემა, რომელიც „სრულ რეჟიმში“ აგრძელებ მუშაობას, უტევს ინფიცირებულ უჯრედებს, რათა გაანადგუროს ისინი, მაგრამ ეს მასიური შეტევები იწვევს ანთებით დაზიანებებს ღვიძლში. დაავადებული უჯრედების შეცვლამ შეიძლება დატოვოს „შრამები“. სამედიცინო ენაზე ამას ქვია ფიბროზი. როცა ეს „შრამები“ მრავლდება ფიბროზი გადადის ციროზში: თითქოს ხდება ერთგვარი „მუმიფიცირება“ გარკვეული რაოდენობის ღვიძლის უჯრედებისა, რომლებიც თავისთავად ხელს უშლიან ამ ორგანოს სრულ ფუნქციონირებას. როგორ ვითარდება ჰეპატიტი C? დაავადება შეიძლება განვითარდეს ყველანაირი სიმპტომის გარეშე და რამოდენიმე წლის შემდეგ უკვე სერიუზულ პრობლემად მოგვევლინოს. ჰეპატიტი C, როგორც დაავადების სიმძიმე, მთლიანად ინდივიდუალურია. ძირითადად გამოვყოფთ დაავადების ორ ფაზას: თუ ანთება ახალია, მას ვუწოდებთ მწვავე ჰეპატიტს. თუ ანთება გრძელდება 6 თვეზე მეტ ხანს, მას ვუწოდებთ ქრონიკულ ჰეპატიტს. ● მწვავე ჰეპატიტი თავს იჩენს ინფიცირებიდან 4-12 თვის შემდეგ. ძალიან ხშირად მწვავე ჰეპატიტი C უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ინფიცირებული ადამიანი არაფერს განსაკუთრებულად არ გრძნობს. ხანდახან შესაძლებელია თავი იჩინოს დაღლილობამ, სიცხემ, სიყვითლემ, ან საკვების მონელებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა.
  • 7. ● ათიდან რვა ადამიანს ქრონიკული ჰეპატიტი C უვითარდებათ ყველანაირი სიმპტომის გარეშე. დაახლოებით ხუთიდან ერთ ადამიანს უვითარდება ციროზი საშუალოდ ინფიცირებიდან 20 - 30 წლის თავზე. ამას გარდა C ჰეპატიტმა შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთი დაავადებების განვითარებას, რომელიც სულაც არ არის დაკავშირებული ღვიძლთან. საშიშია თუ არა ჰეპატიტი C? არანაირი პანიკა! ჰეპატიტი C ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა ნახევარს, რომლებიც გადიან მკურნალობას, არა აქვთ გართულებები და დაავადებულთა ნახევარზე მეტს არ უვითარდება მძიმე ფორმა. აქვე დავამატებთ, რომ ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანები სუსტად გრძნობენ თავს. საქმე იმაშია, რომ ღვიძლს ორგანიზმის სწორად ფუნქიონირებისთვის გასაღების ფუნქცია აკისრია: ის არის ენერგიის მთავარი ტრანსფორმატორი. თუ ღვიძლი „ინვალიდია“ ის სრულად ვეღარ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ასე რომ დაღლილობა C ჰეპატიტიტით დაავადებული ადამიანებისთვის ყოველდღიურობაა. ჰეპატიტი C იწვევს ასევე ხასიათის ხშირ ცვალებადობას. იმის დამალვაც არ შეიძლება, რომ ჰეპატიტი C დამაფიქრებელი დაავადებაა. მაგრამ შეიძლება ამ დაავადების არსებობის პირობებშიც ცხოვრების გაგრძელება. არსებული მკურნალობის კურსის შედეგად, ზოგიერთი ადამიანი სრულიად ინკურნება ამ დაავადებისგან. ეს არც თუ ისე ადვილია, მაგრამ აუცილებელია შევხედოთ ამ დაავადებას არა დრამატიზირებულად და დავისახოთ კონკრეტული მიზნები. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია სამედიცინო თანყოლა-კონტროლი, რითაც თავიდან ავიცილებთ ყველანაირ გართულებას. ხშირად ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ექიმის რჩევები: ეს არის დაავადების არ გააზრება და უარყოფა, რაც ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ცუდი შედეგებით დამთავრდეს. ამიტომაც აუცილებელია დროულად მოხდეს C ჰეპატიტიტის დიაგნოსტირება და დაიგეგმოს სამომავლო ტაქტიკა. ის მიდგომა, რომ “მე ფული არ მაქვს სამკურნალოდ და ტესტირებას რა აზრი აქვს?” ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება. ჩვენი დიაგნოზის ცოდნა დაგვეხმარება დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფები. საკუთარ თავის დაცვაში ვგულისხმობთ ექიმის მითითებების შესრულებას, თუნდაც ეს იყოს სწორად კვების რეჟიმი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომ შევუმსუბუქოთ ისედაც დაზიანებულ ღვიძლს მუშაობა და ვიცოდეთ თუ როგორ არ დავაინფიციროთ სხვა.
  • 8. ჰეპატიტი C 6 7 რა ფაქტორები უწყობს ხელს C ჰეპატიტის განვითარებას? არსებობს C ჰეპატიტის სხვადასვა გენოტიპი. (ეს არის ერთი და იგივე ვირუსის სხვადასხა წარმომავლობა, რომელთაც ჩვენ ვუწოდეთ გენოტიპებს - 1,2,3,4 და 5). დაავადების განვითარებაში გენოტიპს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ მკურნალობის შედეგიანობა გენოტიპებზეა დამოკიდებული. ერთმანეთთან კავშირში არ არის სისხლში ვირუსის რაოდენობა და ღვიძლის დაავადების სიმძიმე. იმ შემთხვევაში თუ მოხდა B ჰეპატიტის ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით(აივ) კოინფიცირება (ერთდროულად რამდენიმე ინფექციის არსებობა ორგანიზმში), ეს კიდევ უფრო ამძიმებს დაავადების მსვლელობას. რაც უფრო მეტია შეტევა, ორგანიზმს ნაკლებად შეუძლია თავის დაცვა. სხვა დაავადებების მიმდინარეობას კი ართულებს, როგორიცაა მაგალითად დიაბეტი. ინფიცირების დროს და ხანგრძლივობის ცოდნას დიდი მნიშვნელოობა აქვს. დაავადების განვითარება ძალიან ინდივიდუალურია და განსხვავებულად შეიძლება წარიმართოს თითოეული ადამიანისთვის. თუ არა გვაქვს ხელმისაწვდომობა ან ძალა იმისი, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორების გამოყენებით შევაჩეროთ დაავადების განვითარება, ეს შესაძლებელია ცხოვრების სტილის შეცვლითაც. ალკოჰოლის მიღებამ შესაძლებელია იმუნური სისტემა საბედისწერო შედეგებამდე მიიყვანოს: ის ხელს უწყობს ვირუსის გამრავლებას და ღვიძლის დაზიანებას. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები, უნდა მივიღოთ რაც შეიძლება ნაკლები ალკოჰოლი, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდაც უარი ვთქვათ მის მიღებაზე. ზოგადად ყურადღება უნდა მივაქციოთ ჯანსაღი ცხოვრების რიტმს: ვიკვებოთ დაბალანსებულად, თავიდან ავიცილოთ ზედმეტი წონა, ვეცადოთ თავი დავანებოთ მოწევას, დავკავდეთ სპორტით, არ მივიღოთ არანაირი წამალი პირად ექიმთან კონსულტაციის გარეშე (თუნდაც ჰომეოპატიური, მცენარეზე დამზადებული).
  • 9. რა საშუალებები არსებობს C ჰეპატიტის მკურნალობისთვის? დღეისთვის ყველაზე შედეგიანია ორი პრეპარატით მკურნალობა. ეს არის პეგილირებული ინტერფერონი და რიბავირინი. ინტერფერონი მიიღება ინექციის სახით კუნთში, კვირაში ერთხელ. რიბავირინი კი მიიღება ტაბლეტის სახით ყოველდღე. მკურნალობა გრძელდება რამოდენიმე თვე, ხანდახან წელზე მეტიც და ხშირად აქვს გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებებიც. ადრე მკურნალობა ინიშნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიბროზი დადგინდებოდა... ეს მიდგომა დღეს უკვე შეიცვალა. დღეს მკურნალობა ადრეულ ეტაპზეც არის შესაძლებელი, ექიმის მითითებებით და დანიშნულებით. იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს C ჰეპატიტის ვირუსის მე-2 ან მე-3 გენოტიპი, განკურნების ალბათობა 80% -ია. იმ შემთხვევაში თუ გვაქვს 1, მე-4 ან მე-5 გენოტიპი, მკურნალობის შედეგიანობა 50% -ზე მეტია. ახალ წამლებზე მუშაობა მიმდინარეობს, რომლებიც ამ შედეგს კიდევ უფრო გააუმჯობესებს, მაგრამ ნუ დაელოდებით ახალი წამლების შემოსვლას და დაიწყეთ მკურნალობა დროულად თუ თქვენი ღვიძლი უკვე დაავადებულია. ახალი წამლების მიღება ყოველთვის შესაძლებელია, ლოდინში დაკარგული დროის დაბრუნება კი არა.
  • 10. ჰეპატიტი C 8 კოინფექცია - ჰეპატიტი C და შიდსის ვირუსი აივ ინფექციის ორგანიზმში არსებობა ხელს უწყობს ქრონიკული C ჰეპატიტის განვითარებას. ამასთან ერთად ზოგიერთ იმ წამალს, რომელთაც აივ-ინფექციის სამკურნალოდ ვიღებთ, მავნე შედეგი შეიძლება ჰქონდეს ღვიძლზე. თუ მათი გადამუშავება ღვიძლის მიერ არ ხდება, შეიძლება ის მომწამვლელი აღმოჩნდეს მთლიანი ორგანიზმისთვის. ამასთან დაკავშირებით იხილეთ ბროშურა 14 - კოინფექცია, შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) და ვირუსული ჰეპატიტები...
  • 11. თემატური ბროშურები : 1. რა არის ჰეპატიტი C? გავიგოთ მეტი 2. ყოველდღიურობა და ჰეპატიტი C 3. ჩემი ჰეპატიტი C, მე და ჩემი გარშემომყოფები. 4. მოვემზადოთ C ჰეპატიტის მკურნალობისთვის 5. მე ყურადღებას ვაქცევ ჩემს დაავადებას 6. ჰეპატიტი C, ღვიძლი და სხვა ორგანოები 7. C როგორც ციროზი, როგორ ვიცხოვროთ ციროზით? 8. ეს ჰეპატიტია თუ ჩემს თავში ხდება? - დაღლილობა, ხასიათის ხშირი ცვალებადობა 9. რა არის ჰეპატიტი B? გავიგოთ მეტი 10. ნარკოტიკი, სასმელი და ჰეპატიტი C 11. ვიცხოვროთ უკეთ C ჰეპატიტის მკურნალობის დროს 12. ჩემმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, რა გავაკეთო? 13. კოინფექცია - შიდსი და ვირუსული ჰეპატიტები
  • 12. მიიღე ინფორმაცია www.hepatitisc.ge ჩაიტარე გამოკვლევა: ეროვნული სკრინინგ ცენტრი ჰეპატიტი C სწრაფი ტესტირება. (სერვისი უფასოა) ამჟამად პროგრამა პილოტურია და მიმდინარეობს 2012 წლის ბოლომდე. მისამართი: ქ.თბილისი, წერეთლის გამზირი 69. ტელ.: 2 20 35 35 www.gnsc.ge ინფექციური პათოლოგიის შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი ტესტირება. დიაგნოსტიკა. კონსულტაციები. მკურნალობა. (სერვისი ფასიანია) მისამართი: ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 16. (ინფექციური საავადმყოფო) ტელ.: 2 39 91 43 სამედიცინო ლაბორატორია „ნეოლაბი“ ტესტირება. დიაგნოსტიკა. კონსულტაციები. მკურნალობა. (სერვისი ფასიანია) მისამართი: ქ.თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა 8. ტელ: 2 14 14 47/ 2 39 28 03/ 2 39 28 96 www.neolab.ge ქ.რუსთავი, რუსთაველის ქუჩა 20 ტელ.: 2 14 21 00 ქართულ-ფრანგული ერთობილივი ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“ ტესტირება. დიაგნოსტიკა. კონსულტაციები. მკურნალობა. (სერვისი ფასიანია) მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა 18/20, აკად. ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მე-3 სართული. ტელ: 2 54 0.8 55 www.hepaclinic.com ლაბორატორია „მრჩეველი“ ტესტირება. დიაგნოსტიკა. კონსულტაციები. მკურნალობა. (სერვისი ფასიანია) მისამართი: ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 9. ტელ.: 2 93 10 00, 2 37 88 48, 2 37 00 71 www.mrcheveli.com ექსპრეს დიაგნოსტიკა ტესტირება. (სერვისი ფასიანია) მისამართი: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 16. ტელ.: 2 47 17 17 www.exdi.ge ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი www.ziani.ge ბროშურა დაბეჭდილია საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ფინანსური მხარდაჭერით. ბროშურაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „მსოფლიოს ექიმებს“ და ყოველთვის არ გამოხატავს სააგენტოს პოზიციას. ბროშურა შეიმუშავა ფრანგულმა ორგანიზაციამ SOS Hepatites. ბროშურაში არსებული ინფორმაცია დადასტურებულია ექიმების მიერ. უღრმესი მადლობა ქალბატონ ირმა კირთაძეს ბროშურის ქართულ ვარიანტზე გაწეული მუშაობისთვის.