SlideShare una empresa de Scribd logo
1 de 11
დავითიანის გაშინაარსება
დავითიანი ასე უწოდა დავით გურამიშვილმა თავის პოეტურ კრებულს. ის თავისი
შთაგონების წყაროდ მიიჩნევს დავით წინასწარმეტყველს. პოეტი ბიბლიურ დავითს ბაძავს და
მას ეხმიანება, მის დარად ადიდებს უფალს.
პოემა იწყება შემდეგი ლექსით ,,ქართველთ უფალთა მეგვარტომობის იგავი“.
ღმერთო რომელიც არსთა სამეუფო ტახტზე ზიხარ, რომელმაც მიეც შეყვარებულებს
სიყვარულის ძალა, მიეც მჭერმეტყველთ რჩეული სიტყვა, გრძნობათა სიღრმე და სიბრძნე. შენ
ამისრულე სურვილი, რომ ტყუილად არ გავცდე, დავიწყო ბრძნულად საუბარი, შევამკო ერთი
უფალი ღვთის მიერ ზეციდან ქვეყანაზე დიდებით მოსილი, ვინც მიმაჩნია ხის
(ცხოველმყოფელი ხის) მსგავსად,რომელმაც დამრგო, წყალი დამისხა და ფოთოლსაც მრავლად
დამისხამს, ხოლო ამ ხის რტოები კი ჩვენს საჩრდილობლად ამოსულან.
ნერგად კი მას მივიჩნევ ვინც იესეს (იგულისხმება დავით წინასწარმეტყველი იესეს ძე)
ძირიდან არის აღმოცენებული, რომელმაც თავისი ნათქვამებით (ფსალმუნებით) ხესავით
გამოიღო ნაყოფი. ღვთის მოიმედე დავითმა შურდულით სძლია თავის წინააღმდგომს. დავითი
რტოდ და ნერგად მიიჩნევს ქართველ მეფეებს, რომლებიც მასთან არიან დაკავშირებულნი
ფესვებით, დავითის მოდგმისანი არიან.(იგულისხმება ბაგრატიონთა დინასტიის მეფეები). მე
ვერ შევძელი იმ ხის (ქრისტეს) სახელის ხსენება, ის სოფელს ერგო ანუ ქვეყნად მოვიდა მესია
მაგრამ სოფელმა თქვა ,,მრუდია, არა სწორდება“, ანუ ადამიანებმა ვერ იცნეს და არ აღიარეს იგი.
ხალხი აბორგდა და განიზრახეს მესიის გაცემა, მისი ტანჯვა და გვემა. ქრისტე გაყიდეს, მაგრამ
გამყიდველს მიეზღო სამაგიერო.
ქრისტეს მსგავსი სხვა არ დაიბადება და მე მისი ნაყოფის, მოძღვრების დაწაფება არ
მომბეზრდება, მაგრამ ჯერ მინდა ვახსენო პირველმიზეზი, მამა ღმერთი- ყოველივეს უფალი,
ვისაც ყოველივე უპყრია, მიუწვდომელი, განუზომელი, ბრწყინვალე,ვისს არსაც ვერ გამოხატავ
სიტყვებით, ღმერთი რომელმაც აბელის მსხვერპლი კეთილად მიიღო.
მომხსენებელი, მომგონებელი არ მრჩება, ეს მაღონებს და მაშფოთებს, ცოდვებით
შეკრულს ვინ მომცემს შვებას, თუ არ შევკრეფ და არ მიუძღვნი ყმაწვილებს ია-ვარდების
კონას(თავის შემოქმედებას გულისხმობს), ცოცხალი არავის ვახსოვარ და მკვდარი ვის
გავახსენდები?! კარგ საქმეზე მიბაძვა დასაძრახი არ არის, ვისაც სურს სწავლა ის იშებს კიდეც,
ხოლო ვინც ტყუის ის სიცრუის წამმწყებია, ვინც სწავლას თავს არიდებს, თვალით არ
დასანახია.,, სწავლაზე ურჩი და მორცხვი თვალით არ დასანახია“.
ნუ შეგებრალება ზარმაცის წკეპლით ცემა, რადგანაც წამლის გარეშეც გამრთელდება
წყლულები, ხოლო როცა გაიზრდება და მომწიფდება და მამალივით დაიწყებს ყივილს, შემდეგ
უფრთხილდი რომ მისგან წყენა დასაჩივლი არ გაგიხდეს.
უწვრთნელ ძაღლს მოუწევს გარეთ სიცივის გამო ცახცახი, საჭმელსაც არავინ მისცემს და
ბილწად დაიწყებს კანკალს, გაწვრთნილი ძაღლი კი პატივით შტაქუნზე(ლეიბზე)
წამოწვება, ,,სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა უწვრთელის შვილის ყოლასა“
უწვრთნელი ძაღლი პატრონს ისეთს ვერაფერს ვერ დაუშავებს, ხოლო ბრიყვი და უვიცი
შვილი კი დედ-მამას ბოლოს მოუღებს, უცოდინრობით ისეთ ცუდ საქმეებს ჩაიდენს, რომ გვარს
და ნათესავებს სირცხვილით მოსჭრის თავებს, ხოლო პატრონს უწვრთნელი ძაღლი მეტს
ვერაფერს ავნებს, ან პურს მოსტაცებს ან ხორცს, ან კიდევ წყალს ამოსვლეპს, მშობელს
უწვრთნელი შვილი არასოდეს მისცემს ლხენას და სულიან-ხორციანად წარწყმედს და
შეარცხვენს.
უწვრთნელი ძაღლი გარეთ კარში ყეფს და ირგვლივ ყველაფერს აყრუებს, ნადირს
აფრთხობს, ქურდს აშინებს, და ძნელია მას ვინმემ რამე მოპაროს, ხოლო ბრიყვი კაცი კი
წამოწვება და კარსაც არ მიხურავს, თვითონ ის იქნება სასაცილოდ ასაგდები,ვინც ამ სწავლას
არაფრად ჩამიგდებს და დამიწუნებს.
,,ყრმა სწავლაში მომშვიდდების, რკინა ცეცხლში გარბილდების,
უსწავლელი ვაჟიკაცი სიბერის დროს გაწბილდების,
რიკ-ფაინის დრო გარდუა, ვეღარ გაჰკრავს, ჩაჰბილდების,
სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების“.
სწავლა მოსწავლეთა
ისმინე სწავლის მძებნელო, მოყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი თუ ეძებ გემოვნებასა,
თავს სინანული სჯობია, ბოლოჟამ დანანებასა,
ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა,
დედა რა დაბადებს შვილს, მერე არ გაახსენდება ის ტკივილი რომელსაც მის
დაბადებამდე გრძნობდა, რადგან შვილის დაბადებით განცდილი სიხარული გადაფარავს მის
ილაოს (ნაწლავების გადახლართვა) მსგავს ავადმყოფობას. მაშინ გაიხარებს მწიდვნელი როცა
ვაზის მტევნებს მოკრეფს, ამათ მსგავსად მოსწავლე მაშინ მისვენებს, როცა სწავლას სრულყოფს.
,,სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი,
მას გეცილების ვერავინ არ არის გასაყოფელი,
სხვას ყველას მახე უგია თავისა გასაყოფელი,
თუ კაცსა ცოდნა არაა აქვს გასტანჯავს წუთისოფელი.
,,ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა რაზომცა დაეტარების,
აქვს უხილავი საუნჯე ხელი არ შაეკარების,
არც ცხადი ძალით წაერთმის არც მალვით მოიპარების,
ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების“.
ჩემი უცოდინარობით შევატყვე ბრიყვებს, რაც შევატყვე, ავი და კარგი მინდა
ერთმანეთისგან გავართიო, მაგრამ ცოდნის უკმარისობის გამო ვერ გამირჩევია, ,,ჰგავს
უხორთუმო სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია“- უხორთუმო სპოლოს ჰგავს, ჭკუის მქონე , მაგრამ
უცოდინარი, უვიცი კაცი.
როგორც უიარაღოდ ომში თავდაუზოგავად მებრძოლი მამაცი, ისე გაცოფებული
ვეფხვი, რომელიც უკლანჭოდ ომობს, სურვილს ვერ შეისრულებ და ამიტომ დაღონდება, ასევეა
ჭკვიანი მაგრამ უსწავლული, რომელიც ვერ აისრულებს იმას რაც სურს.
ვეძებე მაგრამ ვერ ვიშოვე ამ დარიგებაზე უკეთესი, ბრძენი უფალია საკუთარი თავისა
და საკუთარი სურვილის შესაბამისად შეუძლია იცხოვროს ამ ქვეყნად, ბრძენი სადაც არ უნდა
დარჩეს თავისი საუნჯე-ცოდნა მუდამ თან ექნება და თავს შეინახავს, ირჩენს. ბრძენი პურის
გამო, ჩემს მსგავსად მუხლებში არავის ჩაუვარდება.
ბრძენი თავისი სიტყვით- ცოდნით ირჩენს თავს, ოსტატი კი თავისი ხელობით, ხუცესი -
წირვით, ვაჭარი-შორს სიარულით, მოლაშქრე-სისხლის დაღვრით, მხვნელი- ცხელი ოფლით,
გლახა-კარდაკარ მათხოვრობით, შენ რომელი ხელობით გსურს თავის რჩენა აქედან?
სარჩოს შოვნის შვიდი გზა წეღან ხომ გაჩვენე, მერვე არის ხელმწიფე, რომელსაც აქვს
ქვეყნის მპყრობელობა. მეცხრეა მწყემსობა, რომლებიც ეწევიან მენახირეობას, მეათე არის
სიყვარული და ტრფიალთა ცქერა.
მოლაშქრე უნდა იყოს ჭაბუკი, თამამი, თავმდაბალი, პატრონის ერთგული, მორჩილი,
სამართლიანი, მხნე, ამხანაგების მოყვარული, მამაცი და ძლიერი, მტერთან გულადად
მებრძოლი და მკლავმაგარი.
ვაჭარი მოგებაზე უნდა ზრუნავდეს, და დასათრობს არაფერს არ უნდა სვამდეს.
ყომარბაზობას ( აზარტული თამაშები) უნდა ერიდოს, უნდა იცავდეს თავს სუფთად, ტყუილ-
მართალს ერთმანეთში არ უნდა ურევდეს, სწორ ადლს( სიგრძის საზომი ჯოხი) და სასწორს არ
უნდა ამრუდებდეს.
ხუცესი უნდა იყოს მამაცი, და არა მშიშარა და მხდალი, ხუცესმა არ უნდა თქვას რომ ის
ჭირში ვერ შევა, მოსარიდებელია, ხუცესმა უნდა დამარხოს თუ კაცი გარდაიცვლება, ხუცესიი
წესებს დაარღვებს თუ ის ღვინოს დალევს.
ოსტატი, რომელიც არის ღვთის მოშიში დავითმა ქებით შეამკო, ნეტარი არის ის ვინც
თავისი ნაშრომის ნაყოფს ჭამს, ცოლი ყავს ვით მსხმოიარე ვენახი, შვილები კი ზეთისხილივით
აქვს დარგული მაგიდის ირგვლივ.
სოფელში საჭიროა ბრძენი ცხოვრობდეს, როგორც წმინდა ბერი. ის ხალხს უნდა
ასწავლიდეს, მოძღვრავდეს, ბრძენმა არ უნდა იკადროს ურიგი რაცაა, რადგან ბრძენის ურიგო
ქცევის მიბაძვით წახდება ერიც.
ეს ათივე იყო რაც მოგითხვრეთ, ამის გარდა სხვა არაფერია. რომელიც გინდა აირჩიე და
ხელი მოჰკიდე. გინდა გლახაკად დარჩი და გინდა ყანა მომკი, მე შენთვის არ მცალია,
ყმაწვილის ვალი მაქვს გადასახდელი, ყმაწვილები უნდა დავმოძღვრო.
საქონლის შეკრებისათვის
ჭკუა ისეთივე საზრდოა ადამიანისთვის როგორიც პურია, ცოდნა და საქმიანობა კი
მარილი და საწებელია, ბედს არვიცი რა შევუქო, ბედმა რომ გიბოძოს და ჭკუამ ფანტოს, ვერ
გამოიყენოს, რა სარგებელი იქნება, რა სიკეთეს მოიტანს?
ბედს თავიდაანვე ეტყობა, ბრმა ქალის სახე რომ აქვს,, დაიარება ქვეყნად, და ხელის
ცეცებით ეძებს ქმარს, ვისაც ხელს წამოავლებს , აიყვანს, ნახავს და დააკვირდება, თუ მოეწონა
დაიტოვებს და თუ არაა ძირს დაანარცხებს.
მართალი გითხრათ, ბედი ახლა მომაგონდა, რომ ბრძენი რაც უფრო აკვირდებოდნენ
საწუთროს, მით უფრო იწუნებდნენ ისინი ბედს, ამდენად ჭირი და ლხინი სწრაფად
ენაცვლებიან ერთმანეთს, ბედი ის არის თუ კაცი სულს არ წაიწყმედს და ცხონდება.
ჭკუაზე უკეთესი ქონება არ არსებობს, მაგრამ როცა წადილი დააბრმავებს, კაცი ჭკუას
ვერ მოერგება. რაც ხელში აქვს იმასაც დაკარგავს, მის მსგავსაც ვერ იპოვნის, საქონელისა
შემკრები საქმედა საცოდნელია- ჭკუა ვინც დაიუნჯა, ის საქმით იცნობა.
ჯვარცმის ამბავი
ურიათ-ებრაელებმა დაგმეს და უარყვეს უფალი ტკბილი იესო, მათ მისი სწავლა-
მოძღვრება არაფრად მიიჩნიესო, არ ვიცი რატომ გააკეთეს ეს უმეცრობა, ცუდი რა შეატყვეს,
ორივე გზას წინ გადაუშლიდა ხორციელსაც და სულიერსაც.
და ნახეთ სამაგიეროდ მათ რა დამართეს, შურის გამო ბოროტისაგან კეთილი ვერ
გაარჩიეს, ღვთის საიდუმლო გატეხეს, გულში ვერ დაიტიეს, თავიანთი მაცხოვნებელი
დამღუპველად მიიჩნიეს. 30 ვერცხლად გაყიდეს და ისიც კი დააბნიეს, შეიპყრეს მათი მხსნელი
თოკი მოახვიეს, მაგრად შეუკრეს ხელ-ფეხი, უფალი არ დაინდეს, არ მოერიდნენ, ურიგო,
უშვერი სიტყვა შეკადრეს, გალანძღეს და შეურაცყვეს.
ყვრიმალს (ყურის გარშემო) სცემეს და ჰკითხეს ,,ვინ გცემა თქვი ესო?“ფრჩხილებში
გაუყარეს ლერწამი და ნუნები აატკივეს, ავაზაკზე გაცვალეს , ბარაბა აირჩიეს, ბრალი ვერ
აღმოუჩინეს და დასასჯელად პილატე მიუსიეს. ცოდვის სისხლი ებრაელების
შთამომავლობასაც მიწვდება, შოლტით სცემეს ხელდაბანილებმა(იგულისხმება პილატე,
რომელმაც ხელი დაიბანა და თქვა ,,უბრალო ვარ სისხლისაგან მაგისა“, დაადგეს ეკლის
გვირგვინი, გოლგოთაში მიიყვანეს, ტანსაცმელი გახადეს და ქლამინდი-წითელი ფერის სამეფო
სამოსი მოახვიეს.
ჯვარზე გააკრეს, ხელ-ფეხში ლურსმანი გაუყარეს, წყალი ითხოვა, მიართვეს, ძმარს
ნაღველი შეურიეს, აძგერეს გვერს ლახვარი, მოკლეს უცოდველი და ცოდვით შეძრეს ქვეყანა.
მზე და მთვარე დააბნელეს ვარსკვლავები ჩამოყარეს. თავს კრეტსაბმელი- კარის ფარდა(როცა
ჯვარცმულმა ქრისტემ სული განუტევა, იერუსალიმის ტაძრის კრეტსაბმელი თავიდან
ბოლომდე ჩაიხა), ჯვარიდან გადმოხსნეს, გაახვიეს ტილოში. დამარხეს, მკვდარსაც არ ენდეს,
გარს მცველი შემოახვიეს. ქრისტე სულგრძელად მოიქცა და ჩვენთვის ეს ტანჯვა-გვემა
დაითმინა.
ქართველთა და კახელთაგან თავიანთ უფალთან შეორგულება
ორივე ჩემს უფალს ერთად ვუხსენე გვარი, თუმცა და დაბადებითგან ისინი შორს არიან
ერთმანეთისგან, მაგრამ საერთო შტო აქვთ, ნაგულისხმევი რომ მაცხოვარი და ქართველ
მეფეები დავით წინასწარმეტყველის გენეალოგიური შტოდან მომდინარეობენ. ერთი დავითის
ძე-რომელიც ჯვარზე ეწამა, და მეორე ვახტანგ მეხუთე, (სინამდვილეში მე-6) ქართველთა მეფე.
მას მორჩილებდნენ ქართველები, როგორც მონის წესი არის, მის გარეშე სასიამოვნო ცხოვრება
ჭირად მიაჩნდათ, მაგრამ შედნენ მის გზას გადაუხვიეს და ცოდვის ბურმა დაფარა, ჩაცვივდნენ
ცოდვის მორევში, მადლის გზა ვერ სცნეს.
გაუორგულდა სპა-ჯარი, ერიც ხარკის მიმცემი, სიტყვით პატივი სცეს და
ეპირფერებოდნენ, აჩვენეს ცრუ გული, უფლის მცნება უარყვეს და ისმინეს ეშმაკის ნათქვამი,
რაც დათესეს ის მოიმკეს თავიანთი ნამუშევარი.
დალაჩრდნენ მამაცები, ძლიერ მტერთა დამმრცხებელნი, უბრძოლველად დანებდნენ
მტერს, ციხე გაუღეს და მტერი შეუშვეს მათი მომსპობი.მტერი საცხოვრებელთა დამანგრეველ,
შეყვარებულების დამაშორებელი. დაიწყო დიდი მტრობა, ერთმანეთის შესახებ სიავის
თქმა,გამეფდა ამპავრტანობა და შური, ავაზაკობა და ქურდობა, ძარცვა, დატყვევება, მოკვლა,
ქვრივების, ობლების და ბავშვების გატაცება.
საწყაულის მოწყვა ღვთისაგან
მათ ღმერთს შესცოდეს და ღმერთმა სამაგიერო გადაუხადა, რისხვისგან ცა შუაზე გაიყო
და მიწა ირყეოდა, ვენახების ლოდის მსგავსი სეტყვით დაისეტყვა, კალია დაესია ყანებს, ოდის
ქარი(ცხელი ქარი ) ქროდა
1721 ღმერთს ესმაქართველების ცოდვის შესახებ და აღმოსავლეჩიდან(სპარსეთიდან)
მტერი მოგვივლინა, მოუწოდა სამხრეთს, თურქეთს, ღმერთმა მტერს მოუვლინოს ის რაც
კახეთს დაემართა,
,,ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი ენამჭევრი!
იფქლი ღვარძლად გარდაექცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი.“
მხოლოდ ღვთისგანქმნილი ცოტა ადამიანი გადაურჩა ცოდვას. თურქი, სპარსი, ლეკი,
ოსი, ჩერქეზი, ღლიღვი, დიდო, ქისტი ყველამ მოუქნი მუშტი, ესენი ყველანი მტრები იყვნენ.
მერე შიდა აშლილობა მოხდა და ძმამ ძმას შარი მოსდო, თვითონ მოახვედრეს საკუთარ თავს
ხმალი და გულში ჩაიცეს ხიშტი- პირგრძელი ლახვარი.
როგორც მამალი გადაემტერება სხვის მამალს და ქოჩორში ჩაუნისკარტებს, ისე
გადაეკიდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი ორივე დაღლილს ძაღლი ნახავს და პირს წაავლებს, ასე
ქართლი და კახეთი, დარჩა თურქებს, ლეკებს და დიდოს(დაღესტნის ერთ-ერთი ტომი).
ამ ამბის თქმა დაწვრილებით გულმა არ დამანება, ბევრი ცუდი ამბავი წარმოჩნდება
ქართველების და ამიტომ მრცხვენია, მტერი რომ გაიგებს გაუხარდება ხოლო მოყვარეს კი
ეწყინება, ახლა რაც ვთქვი იმაზეც მომხვდება გინება.
,,ტყუილი ვთქვა შევიქმნების რა სავარგი?
მართალი ვთქვა, მეშინიან, ვა, თუ გავხდე დასაკარგი
კაცს მის მეტი არა აქვს რა სიკვდილს უკან თან საბარგი
სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი, ავსა ავი, კარგსა კარგი
აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო,
ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო,
კარგ კაცს ვითარ დავუკარგო, რაც რამ სიკარ კაცე აქო
ავ კაცს კარგი ვით უძებნო, ორმოს ჩამსვა, თავს დამარქო?
ბოროტ ადამიანს, კარგს ვერ ვუწუდებ, თუნდაც ამისთვის ორმოში ჩამსვან და თავზე
დამახურონ, პირპერობა, და ზურგს უკან ლანძღვა არ მიჩნეულა რიგიან საქმედ, ტყუილით
ამქვეყნად ცხოვრებას მირჩევნია სასუფეველში სიმართლით ავიბარგო, ვაზის მრგველთნ იმას
არ შევაქებ ვინც ეკალი დარგო, მის გამო სულს არ წავიწყმედ, თუნდაც ხორციელად მოვკვდე.
მართალს ვიტყვი, შევიქმნები ტყუილისა მოამბე რას?
ვერას ვუქებ საძაგელთა უფერულთა პირსაფერად,
მე თუ გინდა თავი მომჭრან თავი გახდეს გასაბერად,
ვინც არაგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად,(ლეგენდარული ქართველი
გმირი,განსახიერება გმირობის, პატიოსნების და ძლიერების)
მართალია, რომ გამკიცხავს ძრახვა ავად მოუბრუნდება, მაგრამ სიავის დაფარვა ქვეყანას
ცუდად მოუბრუნდება, უმჯობესია დასაგმობი დავგმოთ, და ძრახვას კაცი მოუფრთხება.
კაცმა რაც უნდა მოინდომოს, ჭირი თავს მაინც არ დაიმალავს, ვერ დაიტევს ადამიანი
გულში იმას რაც მას გულს უკლავს, სხვის არგამაფრთხილებელს რატომ ემდურება, როცა
თვითონ არ მალავს თავის ჭირს, მე კი ვფარავს, მაგრამ ჩემი სატკივარი თავს არ იფარავს, გული
ძალიან მტკივა და ტანში მაჟრჟოლებს და მზარავს, ვერ მოვითმენ თუ არ დავგმო აღმა მხვნელი,
და დაბლა მბარავი, ჩემი ცოდვა მისცემია ჩემს ამომთხრელს და დამღუპველს. ერთი კაცი ვნახე
უკუღმართად ასხამდა ერქვანს-გუთანს ფრთებს, ხოლო მეორე მასავით მრუდე კი მისთვის
აკეთებდა- კაბდოს( ფარცხის წინა დასამაგრებელი ფიცარი, რომელიც ასწორებს მიწას),
მფრცხველმა თქვა,, დაღმა ვფარცხავ, აღმა ხნულსა ეს მართებსა“. ვინც ასე უკუღმართად
მოხნავს, დათესავს და დაფარცხავს, ის მე ასე მიღებული ფქვილისგან გაკეთებულ პურს ნუ
მაჭმევს, ვინც ძმის სისხლს წაიცხებს ან თავის ძმას წაცხებს, მისი სული სატანამ კუპრში
გამორეცხოს, ამოავლოს.
ახლა ვიწყებს სიმართლის თქმას და მსმენელნო შეიკრიბეთ, ზოგიერთი შინ ხართ და
ზოგი გარეთ და შეიკრიბეთ, მოვიტიროთ ჩვენი სამკვიდრებელი თავში ხელის შემოკვრით,,
როგორ დავკარგეთ ჩვენ ქვეყანა, ჩვენს ირგვლივ მყოფი მტრის გამო.
,,კახელების აღმა ხნული, ქართველებმა დაღმა ფარცხეს,“
წინანდელი გათხუპნული დარჩა კაბლო, აღარ გარეცხეს, ძმამ ძმა ჯოხით ცემა, სახრე
გადაუჭირა, მტრებმა კომბალი დაუშინეს თავში, ორივე ერთად შეჭიდებული დასცეს და
დაანარცხეს მიწაზე. უკუღმა ხვნამ და ფარცხვამ ის შედეგი გამოიღო, მოგვითხარა ქართლ-
კახეთი და ძირ-ფესვიანად ამოიღო.
დავით გურამიშვილის ლეკთაგან დატყოება
ვაი იმ დღის შემსწრეს, ახლა სათქმელადაც ძნელია, ადამიანისთვის საკუთარი
გასაჭირის შესახებ ძალიან ძნელი სასაუბროა, ცოდვამ მოგვიცვა და ნათელს გარს მოეხვია
ბნელი, ხელთ რომ სიკეთე გვქონდა შეგვექმნა საძებნი,
მე ერთი თავადი ვიყავი, ვცხოვრობდი გორისუბანში, ჯვარობას-ხატობას ჩვენი ქალები
და რძლები არ იცვამდნენ ჯუბას-განიერი ზედა ტანისამოსი. იქიდან გამომაგდო საწუთრომ
გადამაცილა ყუბანს-მდინარე და აგრეთვე მხარე ჩრდ. კავკასიაში. ვაი რა კარგად ვიტყოდი
მოთქმით თუ ვინმე მომცემდა ბანს.
მოდი, ყური დამიგდე და მოგითხრობ ჩემი დატყვევების ამბავს, ქვეყნის წახდენის გამო
სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით, სადაც სახელად ეძახოდნენ ქსნის ხევს, ლამისყანას, იქ მოყვრის
მუშას ვადექი თავზე, ყანას მკას ვაპირებდით,
დილით ავდექი და ორი კაცით წინასწარ წავედი, მუშას სადილს ვუმზადებდით
ძროხით, ცხვრით და ღორით. მუშები ჯერ არ შეყრილიყვნენ შორიდან უნდა მოსულიყვნენ,
ჩვენ თურმე გვნახეს და მოვიდნენ ლეკები, ირტოზის მთიდან. იქ ახლოს წყალი მოდიოდა და
მასთან ახლოს ხშირი ტყე იყო,, იქ მოგვეპარნენ დაგვიხვდა 15 კაცი , ავიხსენი თოფი და ხმალი
და იქვე მივაყუდე მუხის ძირას, იმ წყალზე პირის დასაბანად მივედი ჩემდა ჭირად.
შემიპყრეს, წამომიყვანეს, ხელ-ფეხი შემიკრეს და წამიკიდეს ჯოჯოხეთის
ცეცხლი,გადმომატარეს 100 მთა და მინდორი 9 იმდენი, თვალიდან სულ ცრემლი მდიოდა.
მაჭამეს დუმა-ცხვრის კუდის ქონი და ხალი-მოხალული მარცვლეული, მახვრეპინეს ხინკლის
წვენი,მე დუმის ჭამას არ ვჩივი, ნეტავ იმდენი მქონოდა რომ გავმძღარიყავი, არ ვინაღვლებდი
იმას რომ ცხიმით ტუჩები გამოქონიანდა, მე ის მიმძიმდა რომ მხარშეკრული მივყავდით
ოსოქოლოში(ქალაქი დაღესტანში)., ვაი რატომ დავრჩი ცოცხალი, შე ჩასაქოლო თავო.
მიმიყვანეს და უღირსებმა კარგად მიმსახურეს, არც მასვეს და არც მაჭამეს, არც ჩამაცვეს
დამახურეს, უსასყიდლოდ მიღებულს საჩქაროდ გაყიდვა დამიპირეს, გავიპარე და დამიჭირეს,
შემდეგ გამაპანღურეს, ღმერთს მივენდე და შემდეგ მან ისმინა ჩემი ვედრება და მეორედაც
გავიპარე, როცა დრო მოვიხელთე.
ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარა ნახა,
იმისი მოთქმა დავითისგან.
სახით სიტყვა მშვენიერო- სიმბოლურად იგულისხმება ქრისტე,სხივო, მზეთა მზის
სახეო, პოეტი სხივს ანუ ქრისტეს მიიჩნევს მზეთა მზის ანუ მამა ღმერთის სახეო, ვეძებე და შენი
მსგავსი ვერსად ვერ ვნახე, გეხვეწები, ნუ გამწირავ მოვკვდე შენს მხარეს დამმარხეო,
ჯოჯოხეთში ნუ ჩამაგდებ, მიწყალობე სამოთხეში ადგილი.
ვაიმე ჩემო იმედო, ტკბილო ცხოვრების წყაროოვ, დავცილდი შენს ხატს და ვაიმე თუ
ვეღარ შევეყარო ისევ, ახლა შენ გთხოვ შენ შემყარე, ვინც ნათელი მოჰფინე სამყაროს, ამას
გევედრები ვინც დამაშორა, მისი ჯავრი ამომაყრევინო, ჰე იესო, მწყემსო ჩვენო, ჩვენთვის
სისხლის დამანთხეველო, ჩემთან მხეცებს-ბოროტ ძალებს ნუ მოუშვებ , მარჯვნევ თიკნებს
განმარიდე და მარჯვნივ კრავებთან შემრაცხეო.
ტყვეობიდან გაპარვა დავითისა
გულით ვატარებდი ქრისტეს მცნებებს, ვიტირე და ცრემლი ვღვარე იმაზე, ღმერთს
ვთხოვე რომ ეწყალობა ჩემთვის წინამძღოლი, რომ უვნებლად გადავეტარებინე ქრისტიანების
საზღვარი, ღმერთი ვხსენე და იქით წავედი საითაც ხსნას ველოდებოდი, გული ტიროდა და
ცრემლით თვალები მეხუჭებოდა, აღარ მეგონა თუ გული გულობას გამიწევდა. დღისით
წინამძღვრად მზე მყავდა საღამოს კი მთვარე, მივენდე 7თა ვარსკვლავთა ანუ დიდი დათვის
თანავარსკვლავედს, ღამით მთას მივადექი შუა დაღესტანში, იქ დამიდგაა სიცოცხლის
გამამწარებელი დრო. ამოვარდა ქარი, სეტყვა, ელვა-ქუხილი,შიშის გამო თველები ყოველწუთას
მეხუჭებოდა, თავშესაფარი კი არსად ჩანდა და ამის გამო ვწუხდი, სეტყვის თავში დაცემის
შიშით დავემხვე პირქვე მამრამ გულმა მითხრა, ,,ადექი, იელვებს და ნახავ გამოქვაბულს”,
ავდექი, იელვა და მივადექი კარს გამოქვაბულის, იქ შევძვერი და ვმადლობდი ქრისტეს.
სეტყვამ რომ გადაიღო უფალს მსხვერპლი შევწირე, არ მყავდა ზვარაკი, არც საღმრთო წერილი,
მხოლოდ ვიცოდი ცოტა, ,,ღმერთო დამიხსენ მტერთაგან “ ეს ლოცვა დავიზეპირე.
შიმშილისაგან მუცელი მეკვროდა , გამოქვაბულში 3 დღე ვიწექი, 5 დღე ღამე ვიცხოვრე 7
ტყემლის ჭამით, დღისით ჯაგნარში-ბუჩქნარში ვიწექი და მინდვრად ღამით დავდიოდი, 11
დღე ვიარე ასე, მე-12 დღეს მივადექი წყლის პირს უტყეოს, შამბში-მაღალი უხეში ბალახი -
ჩავძვერი და ვთქვი, არავინ არ ამიყვანოს ბჭყალებითო, გავხედე და გაღმა ლეწავდნენ კალოს,
ვჩქვი იქნებ უფალმა აქ მიხსნას საშიშროებისგან, ცოტახანში მომადგა 2 კაცი ნავით, მეგონა
მკითხავდნენ, მანდ რას აკეთებ დავითო? ისევ გაბრუნდნენ შეეშინდათ ჩემი უქოჩრო თავის
გამო, მე იქვე დავრჩი და დავღონდი არ ვიცოდი სად წავსულიყავი.
შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში.
გათენდა, არავინ ჩანდა ჩემი მდევარი, დილით ადრე წამოვდექი, წამოვედი და გზად
საზრდო უფალმა მიბოძა, 2 კიტრი და საზამთროს ნაჭრის ნახევარი, საზამთრო სიცხის გამო
გაცხელებული იყო და ამიტომ მდინარესთან მივედი რომ გამერეცხა, კიტრი ამ დროს ჯიბიდან
ამომივარდა და გულზე ცეცხლი მომეკიდა, საყიდლად რომ მქონოდა 100 ოქროდ და 1000
ვერცხლად მიღირდა, წყალმა წაიღო, ვეცადე დაჭერას მაგრამ ამოდ, კინაღამ მეც წყალში
ჩავვარდი, ღვთისაგან ულნაკლული დავრჩი ,,თუ მომეცი, რაღათ წამართვი, აწ ასე რად
გავიწირე?”
მოვდიოდი და ვტიროდი თან კი ღვთის საბოდიშო სიტყვებს ვამბობდი, უეცრად ერთ
ადგილს მივადექი მსხმოიარე ბაღნარს, ატმებითა და ვაზით. ვაზნარში შევძვერი, ამოვიყორე
ყურძნით, გავძეხი მაგრამ ღვთის მრცხვენოდა, თურმე ღმერთი უფრო კარგად ხედავდა ჩემს
გზას,მე კი ვცოდე მის წინაშე, თუმცა ხორცმა სცოდა და სულის ბრალი არ არის, ხორცი ამ
სოფლის სიამით არის მთვრალი, ხოლო სული კი საიქიოში დასჯის შიშით არის სულ
გამქრალი, ბაღში ხილი დავკრიფე და საგზლად წავიღე, ზოგი ჯიბეში ჩავიდე და ზოგი
კალთაში, გონებამ მირჩია შებინდებამდე დავრჩენილიყო, დღისით ნუ წახვალ მახეში არ
გაგაბას ვინმემო.
წავედი, ისევ დავწექი ჩალაში, წამოდგა კოღოს ლაშქარი , როცა შევძარი ჩალის ძირი,
მომკლავდნენ სახე რომ არ დამეფარა, აღარ ვეძიე წამოვედი ჩქარად, იქ ახლოს კალოს
(პურეულის სალეწი ადგილი) ლეწავდნენ და იქ მივედი, მიუცხოვეს და მოვიდნენ ჩემი
დამთვალიერებლები, შემომეხვივნენ ქალები და კაცები, მარტო პერანგები ეცვათ და ყელზე
ჯვარები ეკიდათ, მივედი და ჯვარს ვემთხვიე და პირჯვარი გადავიწერე, ერთმა უთხრა
მეორეს,, დაი ხლებაო ლაზარი”, ,, ხლება “ რომ გავიგე სიხარულით თავზარი დამეცაო, ფეხებმა
რყევა დამიწყო და ტანმა ზანზარი, , ვერ დაიჭირეს სვეტებმა-ფეხებმა, და წაიქცა ტაძარი-ტანი.
რუსულად ხლება პურს რომ ერქვა უწინაც გამიგონია, სანამდე პურს არ ახსენებდნე
ისინი რუსები არ მეგონა, პურის სახელი რომ თქვეს მე იმან შვება მომცა. ამ სიხარულის გამო
კონასავით დავიშალეო. ერთმა ყაზახმა-რუსმა მე მაშინ მომიარა, ისე მამაჩემი არ მომივლიდა
როგორც მან მომიარა, შევებრალე და გულზე მიმიკრა და გადამკოცნა,
წყალს გამიყვანეს ნავით და ეკლესიაში შემიყვანეს, პირჯვარი გადამაწერინეს და
ხატებზე მამთხვევინეს, მიხმეს სოფლის სამმართველოში, მაყვირეს და მაყაყანეს, მკითხეს ვინ
ხარ, სად იყავი და რატომ იყავი ლანისყანაში?
ახლა შევამოკლებ ჩემს სათქმელს, თერგიდან სოლაღში წავედი( ციხესიმაგრეა, ჩრ.
კავკასიაში) სოლაღიდან აშტარხანში(ასტრახანი) იქიდან მოსკოვში მეფე ვახტანგს, ბაქარს-
შანაოზ ხანს- ვეახლე და თაყვანი ვეცი და მიბრძანეს ,, სჭვრიტე ჯაბახანსა- უპატრონე
ჯაბახანას-იარაღის საწყობს,არსენალს. მათ მომცეს ჯაბადარბაშობა, კარგი იყო აღდგომაში
მეფესთან მეჯლოსობა, ზმა-(ორი სიტყვის შეერთებით ახაალი სიტყვის მიღება, ამგვარი
სტრიქონების შემცველი ლექსი), შაირი, გალობანი, ჩანგით კვრა, მღერა, თამაშობა.
ჯავახიშვილს გამალექსეს ჩემსავით ცუდ მოშაირეს, სახით გამხდარს, ტანად სუსტს,
როგორც ნუჟრიანი, კორჟის მქონე ხეს, ჩემი ნათქვამი ნარცეცხლასავით უწვავდა კუდს, ზოგჯერ
ისე ძალიან იწყენდა რომ აფორიაქებული ქუდს ძირს აგდებდა.
დავით გურამიშვილისაგან საწუთროს სოფლის სამდურავი
ნუ მიენდობი საწუთროს, მტყუანი არის და პირის გამტეხი, ვერ მოიხელთებ რაც არ
უნდა ბრჭყალები გქონდეს, დღეს რომ ლხინი მოგცეს , ხვალ ვერ გადაურჩები უჭიროდ, ჯობია
ხორცი უარყო და სულისთვის ილოცო, ნათდება და იბინდება საწუთრო, ის არის მბრუნავი.,
ერთ ხანს მშვიდ ქარს ააქროლებს, უეცრად კიი დაამსხვრევს ნავს, ყოველი ლხინი საწუთროსი
არის საწუხარი, , კარგი იქნება თუ ცუდი დიდხანს არცერთი არ გასტანს.
მოკლეა ეს სოფელი, თავიდაან რაც მქონდა ბოლოს ისიც წამერთვაო, მან მუხთალმა
დამიკვანძა , რაც კი სუფთად დამირთავს ,(ძაფი) მის გამო სევდისგან გული ისე დამეწვა
როგორც ცეცხლზე. ამის გამო ვემდურვი საწუთროს თორემ სხვა რა მაქვს სადაო? სად
მომიყვანა სად მყოფი, კიდევ მივყავარ სადაო, მამა დედა და და ძმა თვალით ვერ მხედავენ,
ძისა და სულის უღირსიც გამხადა. მშვილდი მოზიდა და გულში ისარი დამასო, არ მომცა არც
ძე არც ასული, არავინ მეძახის მამას, მან დამიჩაგრა გონება და მტერი თავზე დამასვა, დავჯექი
და გალექსვა დავიწყე, ვთქვი თუ ვიშვილებ ამას მეთქი. ამაზე არის ჩემი და ცრუ საწუთროს
ჩხუბი, კაცს სადაც არ უნდა იქ წაიყვანს ყელზე თოკი აქვს გამობმული, , ამიტომ ვტირი ცხელი
ცრემლით, მე ერთი მსურდა და არ მომცა, ვისაც არ უნდოდა ტყუპები მისცა..
ორსახოვანი არის საწუთრო, ხან ნოტიოა ხან გვალვიანია, დღეს რომ კარგი
წაგიმძღვაროს, ხვალ ავს მოგადევნებს, ნუ მიენდობი მოგატყუებს, ისარს ისვრის მშვილდს კი
მალავს, , მას დავნატრი ვინც საწუთროს გზას სწორად გაკვალავს,.
მიდის მოდის ეს სოფელი ქარტეხილთა ზღვისებრ ღელავს, უკან მისდევს დრო და ჟამი
მის ნართს მოქსოვილს გამოხარშავს, , ის მჭლე კაცი ცელს რას აქნევს, რასა სთიბავს რასა
სცელავს? ამას ვწუნობ საწუთროსა სულ ბნელია რასაც ელავს!.
მითხარი ეშმაკო დავითთან დავის ჩამოგდებით რამე მოიგე? რატომ წამოაყვედრე
უშვილოს, უნაყოფო ხარ ვერ შობე რა, იმას შვილად არავინ ჯობია ვინც დავითმა იშვილა, ,რაც
შეთხზა ის იშვილა, მტერი იმით მოიგერია.
მე რაც ვშობე შვილად ვჯერდები, ეს თუ უფალმა გამიზარდა, ვზრდი მომღერლად, ჩემი
სიმღერა ზარად, მოთქმად თუ არ მექცა, თუმცა ენა გაისარჯა, , ჩემი გული ზაარივით რეკავს,
მაგრამ მეფეთა სამსახურის გამო ამის მეტი ვერ დავწერე.
დავითიანის გაშინაარსება

Más contenido relacionado

La actualidad más candente

გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზეგრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზეsophikojanashia
 
ტრაპეცია
ტრაპეციატრაპეცია
ტრაპეცია23shcool
 
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაშიწოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაშიnino abuladze
 
ტოლფერდა სამკუთხედი
ტოლფერდა სამკუთხედიტოლფერდა სამკუთხედი
ტოლფერდა სამკუთხედიjgufi8
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნებაstsotniashvili
 
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილიგრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილიbakurgelashvili
 
თამბაქოს მავნებლობა
თამბაქოს მავნებლობათამბაქოს მავნებლობა
თამბაქოს მავნებლობაschool n 11
 
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები fiqria sidamonize
 
ეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიIrina Zaqareishvili
 
ზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმები
ზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმებიზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმები
ზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმებიsofojgerenaia
 

La actualidad más candente (20)

გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზეგრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე
 
ტრაპეცია
ტრაპეციატრაპეცია
ტრაპეცია
 
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი"    და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი...
 
სერიები
სერიებისერიები
სერიები
 
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
ილია ჭავჭავაძის 'სარჩობელაზედ"
 
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაშიწოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
წოდებრივ წარმომადგენლობითი ორგანოები ევროპაში
 
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთანპოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიასთან,აკაკისთან და ვაჟასთან
 
ტოლფერდა სამკუთხედი
ტოლფერდა სამკუთხედიტოლფერდა სამკუთხედი
ტოლფერდა სამკუთხედი
 
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
ილია ჭავჭავაძის პოემა "აჩრდილი"
 
გაპიროვნება
გაპიროვნებაგაპიროვნება
გაპიროვნება
 
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიაიაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია
 
ავთანდილის ანდერძი
ავთანდილის ანდერძიავთანდილის ანდერძი
ავთანდილის ანდერძი
 
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილიგრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
გრიგოლ ხანძთელი-ბაკურ გელაშვილი
 
თამბაქოს მავნებლობა
თამბაქოს მავნებლობათამბაქოს მავნებლობა
თამბაქოს მავნებლობა
 
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები
ბერძნული პოლისები და მმართველობის ფორმები
 
ეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავებიეზოპე .იგავები
ეზოპე .იგავები
 
ზმნა
ზმნა ზმნა
ზმნა
 
ზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმები
ზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმებიზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმები
ზედსართავი სახელის-ხარისხის-ფორმები
 
ვექტორი
ვექტორივექტორი
ვექტორი
 
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია და "ფიქრნი მტკვრის პირას"
 

დავითიანის გაშინაარსება

  • 1. დავითიანის გაშინაარსება დავითიანი ასე უწოდა დავით გურამიშვილმა თავის პოეტურ კრებულს. ის თავისი შთაგონების წყაროდ მიიჩნევს დავით წინასწარმეტყველს. პოეტი ბიბლიურ დავითს ბაძავს და მას ეხმიანება, მის დარად ადიდებს უფალს. პოემა იწყება შემდეგი ლექსით ,,ქართველთ უფალთა მეგვარტომობის იგავი“. ღმერთო რომელიც არსთა სამეუფო ტახტზე ზიხარ, რომელმაც მიეც შეყვარებულებს სიყვარულის ძალა, მიეც მჭერმეტყველთ რჩეული სიტყვა, გრძნობათა სიღრმე და სიბრძნე. შენ ამისრულე სურვილი, რომ ტყუილად არ გავცდე, დავიწყო ბრძნულად საუბარი, შევამკო ერთი უფალი ღვთის მიერ ზეციდან ქვეყანაზე დიდებით მოსილი, ვინც მიმაჩნია ხის (ცხოველმყოფელი ხის) მსგავსად,რომელმაც დამრგო, წყალი დამისხა და ფოთოლსაც მრავლად დამისხამს, ხოლო ამ ხის რტოები კი ჩვენს საჩრდილობლად ამოსულან. ნერგად კი მას მივიჩნევ ვინც იესეს (იგულისხმება დავით წინასწარმეტყველი იესეს ძე) ძირიდან არის აღმოცენებული, რომელმაც თავისი ნათქვამებით (ფსალმუნებით) ხესავით გამოიღო ნაყოფი. ღვთის მოიმედე დავითმა შურდულით სძლია თავის წინააღმდგომს. დავითი რტოდ და ნერგად მიიჩნევს ქართველ მეფეებს, რომლებიც მასთან არიან დაკავშირებულნი ფესვებით, დავითის მოდგმისანი არიან.(იგულისხმება ბაგრატიონთა დინასტიის მეფეები). მე ვერ შევძელი იმ ხის (ქრისტეს) სახელის ხსენება, ის სოფელს ერგო ანუ ქვეყნად მოვიდა მესია მაგრამ სოფელმა თქვა ,,მრუდია, არა სწორდება“, ანუ ადამიანებმა ვერ იცნეს და არ აღიარეს იგი. ხალხი აბორგდა და განიზრახეს მესიის გაცემა, მისი ტანჯვა და გვემა. ქრისტე გაყიდეს, მაგრამ გამყიდველს მიეზღო სამაგიერო. ქრისტეს მსგავსი სხვა არ დაიბადება და მე მისი ნაყოფის, მოძღვრების დაწაფება არ მომბეზრდება, მაგრამ ჯერ მინდა ვახსენო პირველმიზეზი, მამა ღმერთი- ყოველივეს უფალი, ვისაც ყოველივე უპყრია, მიუწვდომელი, განუზომელი, ბრწყინვალე,ვისს არსაც ვერ გამოხატავ სიტყვებით, ღმერთი რომელმაც აბელის მსხვერპლი კეთილად მიიღო. მომხსენებელი, მომგონებელი არ მრჩება, ეს მაღონებს და მაშფოთებს, ცოდვებით შეკრულს ვინ მომცემს შვებას, თუ არ შევკრეფ და არ მიუძღვნი ყმაწვილებს ია-ვარდების კონას(თავის შემოქმედებას გულისხმობს), ცოცხალი არავის ვახსოვარ და მკვდარი ვის გავახსენდები?! კარგ საქმეზე მიბაძვა დასაძრახი არ არის, ვისაც სურს სწავლა ის იშებს კიდეც, ხოლო ვინც ტყუის ის სიცრუის წამმწყებია, ვინც სწავლას თავს არიდებს, თვალით არ დასანახია.,, სწავლაზე ურჩი და მორცხვი თვალით არ დასანახია“. ნუ შეგებრალება ზარმაცის წკეპლით ცემა, რადგანაც წამლის გარეშეც გამრთელდება წყლულები, ხოლო როცა გაიზრდება და მომწიფდება და მამალივით დაიწყებს ყივილს, შემდეგ უფრთხილდი რომ მისგან წყენა დასაჩივლი არ გაგიხდეს. უწვრთნელ ძაღლს მოუწევს გარეთ სიცივის გამო ცახცახი, საჭმელსაც არავინ მისცემს და ბილწად დაიწყებს კანკალს, გაწვრთნილი ძაღლი კი პატივით შტაქუნზე(ლეიბზე) წამოწვება, ,,სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა უწვრთელის შვილის ყოლასა“
  • 2. უწვრთნელი ძაღლი პატრონს ისეთს ვერაფერს ვერ დაუშავებს, ხოლო ბრიყვი და უვიცი შვილი კი დედ-მამას ბოლოს მოუღებს, უცოდინრობით ისეთ ცუდ საქმეებს ჩაიდენს, რომ გვარს და ნათესავებს სირცხვილით მოსჭრის თავებს, ხოლო პატრონს უწვრთნელი ძაღლი მეტს ვერაფერს ავნებს, ან პურს მოსტაცებს ან ხორცს, ან კიდევ წყალს ამოსვლეპს, მშობელს უწვრთნელი შვილი არასოდეს მისცემს ლხენას და სულიან-ხორციანად წარწყმედს და შეარცხვენს. უწვრთნელი ძაღლი გარეთ კარში ყეფს და ირგვლივ ყველაფერს აყრუებს, ნადირს აფრთხობს, ქურდს აშინებს, და ძნელია მას ვინმემ რამე მოპაროს, ხოლო ბრიყვი კაცი კი წამოწვება და კარსაც არ მიხურავს, თვითონ ის იქნება სასაცილოდ ასაგდები,ვინც ამ სწავლას არაფრად ჩამიგდებს და დამიწუნებს. ,,ყრმა სწავლაში მომშვიდდების, რკინა ცეცხლში გარბილდების, უსწავლელი ვაჟიკაცი სიბერის დროს გაწბილდების, რიკ-ფაინის დრო გარდუა, ვეღარ გაჰკრავს, ჩაჰბილდების, სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების“. სწავლა მოსწავლეთა ისმინე სწავლის მძებნელო, მოყევ დავითის მცნებასა, ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი თუ ეძებ გემოვნებასა, თავს სინანული სჯობია, ბოლოჟამ დანანებასა, ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა, დედა რა დაბადებს შვილს, მერე არ გაახსენდება ის ტკივილი რომელსაც მის დაბადებამდე გრძნობდა, რადგან შვილის დაბადებით განცდილი სიხარული გადაფარავს მის ილაოს (ნაწლავების გადახლართვა) მსგავს ავადმყოფობას. მაშინ გაიხარებს მწიდვნელი როცა ვაზის მტევნებს მოკრეფს, ამათ მსგავსად მოსწავლე მაშინ მისვენებს, როცა სწავლას სრულყოფს. ,,სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი, მას გეცილების ვერავინ არ არის გასაყოფელი, სხვას ყველას მახე უგია თავისა გასაყოფელი, თუ კაცსა ცოდნა არაა აქვს გასტანჯავს წუთისოფელი. ,,ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა რაზომცა დაეტარების, აქვს უხილავი საუნჯე ხელი არ შაეკარების, არც ცხადი ძალით წაერთმის არც მალვით მოიპარების,
  • 3. ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების“. ჩემი უცოდინარობით შევატყვე ბრიყვებს, რაც შევატყვე, ავი და კარგი მინდა ერთმანეთისგან გავართიო, მაგრამ ცოდნის უკმარისობის გამო ვერ გამირჩევია, ,,ჰგავს უხორთუმო სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია“- უხორთუმო სპოლოს ჰგავს, ჭკუის მქონე , მაგრამ უცოდინარი, უვიცი კაცი. როგორც უიარაღოდ ომში თავდაუზოგავად მებრძოლი მამაცი, ისე გაცოფებული ვეფხვი, რომელიც უკლანჭოდ ომობს, სურვილს ვერ შეისრულებ და ამიტომ დაღონდება, ასევეა ჭკვიანი მაგრამ უსწავლული, რომელიც ვერ აისრულებს იმას რაც სურს. ვეძებე მაგრამ ვერ ვიშოვე ამ დარიგებაზე უკეთესი, ბრძენი უფალია საკუთარი თავისა და საკუთარი სურვილის შესაბამისად შეუძლია იცხოვროს ამ ქვეყნად, ბრძენი სადაც არ უნდა დარჩეს თავისი საუნჯე-ცოდნა მუდამ თან ექნება და თავს შეინახავს, ირჩენს. ბრძენი პურის გამო, ჩემს მსგავსად მუხლებში არავის ჩაუვარდება. ბრძენი თავისი სიტყვით- ცოდნით ირჩენს თავს, ოსტატი კი თავისი ხელობით, ხუცესი - წირვით, ვაჭარი-შორს სიარულით, მოლაშქრე-სისხლის დაღვრით, მხვნელი- ცხელი ოფლით, გლახა-კარდაკარ მათხოვრობით, შენ რომელი ხელობით გსურს თავის რჩენა აქედან? სარჩოს შოვნის შვიდი გზა წეღან ხომ გაჩვენე, მერვე არის ხელმწიფე, რომელსაც აქვს ქვეყნის მპყრობელობა. მეცხრეა მწყემსობა, რომლებიც ეწევიან მენახირეობას, მეათე არის სიყვარული და ტრფიალთა ცქერა. მოლაშქრე უნდა იყოს ჭაბუკი, თამამი, თავმდაბალი, პატრონის ერთგული, მორჩილი, სამართლიანი, მხნე, ამხანაგების მოყვარული, მამაცი და ძლიერი, მტერთან გულადად მებრძოლი და მკლავმაგარი. ვაჭარი მოგებაზე უნდა ზრუნავდეს, და დასათრობს არაფერს არ უნდა სვამდეს. ყომარბაზობას ( აზარტული თამაშები) უნდა ერიდოს, უნდა იცავდეს თავს სუფთად, ტყუილ- მართალს ერთმანეთში არ უნდა ურევდეს, სწორ ადლს( სიგრძის საზომი ჯოხი) და სასწორს არ უნდა ამრუდებდეს. ხუცესი უნდა იყოს მამაცი, და არა მშიშარა და მხდალი, ხუცესმა არ უნდა თქვას რომ ის ჭირში ვერ შევა, მოსარიდებელია, ხუცესმა უნდა დამარხოს თუ კაცი გარდაიცვლება, ხუცესიი წესებს დაარღვებს თუ ის ღვინოს დალევს. ოსტატი, რომელიც არის ღვთის მოშიში დავითმა ქებით შეამკო, ნეტარი არის ის ვინც თავისი ნაშრომის ნაყოფს ჭამს, ცოლი ყავს ვით მსხმოიარე ვენახი, შვილები კი ზეთისხილივით აქვს დარგული მაგიდის ირგვლივ. სოფელში საჭიროა ბრძენი ცხოვრობდეს, როგორც წმინდა ბერი. ის ხალხს უნდა ასწავლიდეს, მოძღვრავდეს, ბრძენმა არ უნდა იკადროს ურიგი რაცაა, რადგან ბრძენის ურიგო ქცევის მიბაძვით წახდება ერიც.
  • 4. ეს ათივე იყო რაც მოგითხვრეთ, ამის გარდა სხვა არაფერია. რომელიც გინდა აირჩიე და ხელი მოჰკიდე. გინდა გლახაკად დარჩი და გინდა ყანა მომკი, მე შენთვის არ მცალია, ყმაწვილის ვალი მაქვს გადასახდელი, ყმაწვილები უნდა დავმოძღვრო. საქონლის შეკრებისათვის ჭკუა ისეთივე საზრდოა ადამიანისთვის როგორიც პურია, ცოდნა და საქმიანობა კი მარილი და საწებელია, ბედს არვიცი რა შევუქო, ბედმა რომ გიბოძოს და ჭკუამ ფანტოს, ვერ გამოიყენოს, რა სარგებელი იქნება, რა სიკეთეს მოიტანს? ბედს თავიდაანვე ეტყობა, ბრმა ქალის სახე რომ აქვს,, დაიარება ქვეყნად, და ხელის ცეცებით ეძებს ქმარს, ვისაც ხელს წამოავლებს , აიყვანს, ნახავს და დააკვირდება, თუ მოეწონა დაიტოვებს და თუ არაა ძირს დაანარცხებს. მართალი გითხრათ, ბედი ახლა მომაგონდა, რომ ბრძენი რაც უფრო აკვირდებოდნენ საწუთროს, მით უფრო იწუნებდნენ ისინი ბედს, ამდენად ჭირი და ლხინი სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს, ბედი ის არის თუ კაცი სულს არ წაიწყმედს და ცხონდება. ჭკუაზე უკეთესი ქონება არ არსებობს, მაგრამ როცა წადილი დააბრმავებს, კაცი ჭკუას ვერ მოერგება. რაც ხელში აქვს იმასაც დაკარგავს, მის მსგავსაც ვერ იპოვნის, საქონელისა შემკრები საქმედა საცოდნელია- ჭკუა ვინც დაიუნჯა, ის საქმით იცნობა. ჯვარცმის ამბავი ურიათ-ებრაელებმა დაგმეს და უარყვეს უფალი ტკბილი იესო, მათ მისი სწავლა- მოძღვრება არაფრად მიიჩნიესო, არ ვიცი რატომ გააკეთეს ეს უმეცრობა, ცუდი რა შეატყვეს, ორივე გზას წინ გადაუშლიდა ხორციელსაც და სულიერსაც. და ნახეთ სამაგიეროდ მათ რა დამართეს, შურის გამო ბოროტისაგან კეთილი ვერ გაარჩიეს, ღვთის საიდუმლო გატეხეს, გულში ვერ დაიტიეს, თავიანთი მაცხოვნებელი დამღუპველად მიიჩნიეს. 30 ვერცხლად გაყიდეს და ისიც კი დააბნიეს, შეიპყრეს მათი მხსნელი თოკი მოახვიეს, მაგრად შეუკრეს ხელ-ფეხი, უფალი არ დაინდეს, არ მოერიდნენ, ურიგო, უშვერი სიტყვა შეკადრეს, გალანძღეს და შეურაცყვეს. ყვრიმალს (ყურის გარშემო) სცემეს და ჰკითხეს ,,ვინ გცემა თქვი ესო?“ფრჩხილებში გაუყარეს ლერწამი და ნუნები აატკივეს, ავაზაკზე გაცვალეს , ბარაბა აირჩიეს, ბრალი ვერ აღმოუჩინეს და დასასჯელად პილატე მიუსიეს. ცოდვის სისხლი ებრაელების შთამომავლობასაც მიწვდება, შოლტით სცემეს ხელდაბანილებმა(იგულისხმება პილატე, რომელმაც ხელი დაიბანა და თქვა ,,უბრალო ვარ სისხლისაგან მაგისა“, დაადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთაში მიიყვანეს, ტანსაცმელი გახადეს და ქლამინდი-წითელი ფერის სამეფო სამოსი მოახვიეს. ჯვარზე გააკრეს, ხელ-ფეხში ლურსმანი გაუყარეს, წყალი ითხოვა, მიართვეს, ძმარს ნაღველი შეურიეს, აძგერეს გვერს ლახვარი, მოკლეს უცოდველი და ცოდვით შეძრეს ქვეყანა. მზე და მთვარე დააბნელეს ვარსკვლავები ჩამოყარეს. თავს კრეტსაბმელი- კარის ფარდა(როცა
  • 5. ჯვარცმულმა ქრისტემ სული განუტევა, იერუსალიმის ტაძრის კრეტსაბმელი თავიდან ბოლომდე ჩაიხა), ჯვარიდან გადმოხსნეს, გაახვიეს ტილოში. დამარხეს, მკვდარსაც არ ენდეს, გარს მცველი შემოახვიეს. ქრისტე სულგრძელად მოიქცა და ჩვენთვის ეს ტანჯვა-გვემა დაითმინა. ქართველთა და კახელთაგან თავიანთ უფალთან შეორგულება ორივე ჩემს უფალს ერთად ვუხსენე გვარი, თუმცა და დაბადებითგან ისინი შორს არიან ერთმანეთისგან, მაგრამ საერთო შტო აქვთ, ნაგულისხმევი რომ მაცხოვარი და ქართველ მეფეები დავით წინასწარმეტყველის გენეალოგიური შტოდან მომდინარეობენ. ერთი დავითის ძე-რომელიც ჯვარზე ეწამა, და მეორე ვახტანგ მეხუთე, (სინამდვილეში მე-6) ქართველთა მეფე. მას მორჩილებდნენ ქართველები, როგორც მონის წესი არის, მის გარეშე სასიამოვნო ცხოვრება ჭირად მიაჩნდათ, მაგრამ შედნენ მის გზას გადაუხვიეს და ცოდვის ბურმა დაფარა, ჩაცვივდნენ ცოდვის მორევში, მადლის გზა ვერ სცნეს. გაუორგულდა სპა-ჯარი, ერიც ხარკის მიმცემი, სიტყვით პატივი სცეს და ეპირფერებოდნენ, აჩვენეს ცრუ გული, უფლის მცნება უარყვეს და ისმინეს ეშმაკის ნათქვამი, რაც დათესეს ის მოიმკეს თავიანთი ნამუშევარი. დალაჩრდნენ მამაცები, ძლიერ მტერთა დამმრცხებელნი, უბრძოლველად დანებდნენ მტერს, ციხე გაუღეს და მტერი შეუშვეს მათი მომსპობი.მტერი საცხოვრებელთა დამანგრეველ, შეყვარებულების დამაშორებელი. დაიწყო დიდი მტრობა, ერთმანეთის შესახებ სიავის თქმა,გამეფდა ამპავრტანობა და შური, ავაზაკობა და ქურდობა, ძარცვა, დატყვევება, მოკვლა, ქვრივების, ობლების და ბავშვების გატაცება. საწყაულის მოწყვა ღვთისაგან მათ ღმერთს შესცოდეს და ღმერთმა სამაგიერო გადაუხადა, რისხვისგან ცა შუაზე გაიყო და მიწა ირყეოდა, ვენახების ლოდის მსგავსი სეტყვით დაისეტყვა, კალია დაესია ყანებს, ოდის ქარი(ცხელი ქარი ) ქროდა 1721 ღმერთს ესმაქართველების ცოდვის შესახებ და აღმოსავლეჩიდან(სპარსეთიდან) მტერი მოგვივლინა, მოუწოდა სამხრეთს, თურქეთს, ღმერთმა მტერს მოუვლინოს ის რაც კახეთს დაემართა, ,,ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი ენამჭევრი! იფქლი ღვარძლად გარდაექცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი.“ მხოლოდ ღვთისგანქმნილი ცოტა ადამიანი გადაურჩა ცოდვას. თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზი, ღლიღვი, დიდო, ქისტი ყველამ მოუქნი მუშტი, ესენი ყველანი მტრები იყვნენ.
  • 6. მერე შიდა აშლილობა მოხდა და ძმამ ძმას შარი მოსდო, თვითონ მოახვედრეს საკუთარ თავს ხმალი და გულში ჩაიცეს ხიშტი- პირგრძელი ლახვარი. როგორც მამალი გადაემტერება სხვის მამალს და ქოჩორში ჩაუნისკარტებს, ისე გადაეკიდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი ორივე დაღლილს ძაღლი ნახავს და პირს წაავლებს, ასე ქართლი და კახეთი, დარჩა თურქებს, ლეკებს და დიდოს(დაღესტნის ერთ-ერთი ტომი). ამ ამბის თქმა დაწვრილებით გულმა არ დამანება, ბევრი ცუდი ამბავი წარმოჩნდება ქართველების და ამიტომ მრცხვენია, მტერი რომ გაიგებს გაუხარდება ხოლო მოყვარეს კი ეწყინება, ახლა რაც ვთქვი იმაზეც მომხვდება გინება. ,,ტყუილი ვთქვა შევიქმნების რა სავარგი? მართალი ვთქვა, მეშინიან, ვა, თუ გავხდე დასაკარგი კაცს მის მეტი არა აქვს რა სიკვდილს უკან თან საბარგი სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი, ავსა ავი, კარგსა კარგი აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო, ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო, კარგ კაცს ვითარ დავუკარგო, რაც რამ სიკარ კაცე აქო ავ კაცს კარგი ვით უძებნო, ორმოს ჩამსვა, თავს დამარქო? ბოროტ ადამიანს, კარგს ვერ ვუწუდებ, თუნდაც ამისთვის ორმოში ჩამსვან და თავზე დამახურონ, პირპერობა, და ზურგს უკან ლანძღვა არ მიჩნეულა რიგიან საქმედ, ტყუილით ამქვეყნად ცხოვრებას მირჩევნია სასუფეველში სიმართლით ავიბარგო, ვაზის მრგველთნ იმას არ შევაქებ ვინც ეკალი დარგო, მის გამო სულს არ წავიწყმედ, თუნდაც ხორციელად მოვკვდე. მართალს ვიტყვი, შევიქმნები ტყუილისა მოამბე რას? ვერას ვუქებ საძაგელთა უფერულთა პირსაფერად, მე თუ გინდა თავი მომჭრან თავი გახდეს გასაბერად, ვინც არაგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად,(ლეგენდარული ქართველი გმირი,განსახიერება გმირობის, პატიოსნების და ძლიერების) მართალია, რომ გამკიცხავს ძრახვა ავად მოუბრუნდება, მაგრამ სიავის დაფარვა ქვეყანას ცუდად მოუბრუნდება, უმჯობესია დასაგმობი დავგმოთ, და ძრახვას კაცი მოუფრთხება. კაცმა რაც უნდა მოინდომოს, ჭირი თავს მაინც არ დაიმალავს, ვერ დაიტევს ადამიანი გულში იმას რაც მას გულს უკლავს, სხვის არგამაფრთხილებელს რატომ ემდურება, როცა თვითონ არ მალავს თავის ჭირს, მე კი ვფარავს, მაგრამ ჩემი სატკივარი თავს არ იფარავს, გული ძალიან მტკივა და ტანში მაჟრჟოლებს და მზარავს, ვერ მოვითმენ თუ არ დავგმო აღმა მხვნელი, და დაბლა მბარავი, ჩემი ცოდვა მისცემია ჩემს ამომთხრელს და დამღუპველს. ერთი კაცი ვნახე
  • 7. უკუღმართად ასხამდა ერქვანს-გუთანს ფრთებს, ხოლო მეორე მასავით მრუდე კი მისთვის აკეთებდა- კაბდოს( ფარცხის წინა დასამაგრებელი ფიცარი, რომელიც ასწორებს მიწას), მფრცხველმა თქვა,, დაღმა ვფარცხავ, აღმა ხნულსა ეს მართებსა“. ვინც ასე უკუღმართად მოხნავს, დათესავს და დაფარცხავს, ის მე ასე მიღებული ფქვილისგან გაკეთებულ პურს ნუ მაჭმევს, ვინც ძმის სისხლს წაიცხებს ან თავის ძმას წაცხებს, მისი სული სატანამ კუპრში გამორეცხოს, ამოავლოს. ახლა ვიწყებს სიმართლის თქმას და მსმენელნო შეიკრიბეთ, ზოგიერთი შინ ხართ და ზოგი გარეთ და შეიკრიბეთ, მოვიტიროთ ჩვენი სამკვიდრებელი თავში ხელის შემოკვრით,, როგორ დავკარგეთ ჩვენ ქვეყანა, ჩვენს ირგვლივ მყოფი მტრის გამო. ,,კახელების აღმა ხნული, ქართველებმა დაღმა ფარცხეს,“ წინანდელი გათხუპნული დარჩა კაბლო, აღარ გარეცხეს, ძმამ ძმა ჯოხით ცემა, სახრე გადაუჭირა, მტრებმა კომბალი დაუშინეს თავში, ორივე ერთად შეჭიდებული დასცეს და დაანარცხეს მიწაზე. უკუღმა ხვნამ და ფარცხვამ ის შედეგი გამოიღო, მოგვითხარა ქართლ- კახეთი და ძირ-ფესვიანად ამოიღო. დავით გურამიშვილის ლეკთაგან დატყოება ვაი იმ დღის შემსწრეს, ახლა სათქმელადაც ძნელია, ადამიანისთვის საკუთარი გასაჭირის შესახებ ძალიან ძნელი სასაუბროა, ცოდვამ მოგვიცვა და ნათელს გარს მოეხვია ბნელი, ხელთ რომ სიკეთე გვქონდა შეგვექმნა საძებნი, მე ერთი თავადი ვიყავი, ვცხოვრობდი გორისუბანში, ჯვარობას-ხატობას ჩვენი ქალები და რძლები არ იცვამდნენ ჯუბას-განიერი ზედა ტანისამოსი. იქიდან გამომაგდო საწუთრომ გადამაცილა ყუბანს-მდინარე და აგრეთვე მხარე ჩრდ. კავკასიაში. ვაი რა კარგად ვიტყოდი მოთქმით თუ ვინმე მომცემდა ბანს. მოდი, ყური დამიგდე და მოგითხრობ ჩემი დატყვევების ამბავს, ქვეყნის წახდენის გამო სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით, სადაც სახელად ეძახოდნენ ქსნის ხევს, ლამისყანას, იქ მოყვრის მუშას ვადექი თავზე, ყანას მკას ვაპირებდით, დილით ავდექი და ორი კაცით წინასწარ წავედი, მუშას სადილს ვუმზადებდით ძროხით, ცხვრით და ღორით. მუშები ჯერ არ შეყრილიყვნენ შორიდან უნდა მოსულიყვნენ, ჩვენ თურმე გვნახეს და მოვიდნენ ლეკები, ირტოზის მთიდან. იქ ახლოს წყალი მოდიოდა და მასთან ახლოს ხშირი ტყე იყო,, იქ მოგვეპარნენ დაგვიხვდა 15 კაცი , ავიხსენი თოფი და ხმალი და იქვე მივაყუდე მუხის ძირას, იმ წყალზე პირის დასაბანად მივედი ჩემდა ჭირად. შემიპყრეს, წამომიყვანეს, ხელ-ფეხი შემიკრეს და წამიკიდეს ჯოჯოხეთის ცეცხლი,გადმომატარეს 100 მთა და მინდორი 9 იმდენი, თვალიდან სულ ცრემლი მდიოდა. მაჭამეს დუმა-ცხვრის კუდის ქონი და ხალი-მოხალული მარცვლეული, მახვრეპინეს ხინკლის წვენი,მე დუმის ჭამას არ ვჩივი, ნეტავ იმდენი მქონოდა რომ გავმძღარიყავი, არ ვინაღვლებდი იმას რომ ცხიმით ტუჩები გამოქონიანდა, მე ის მიმძიმდა რომ მხარშეკრული მივყავდით ოსოქოლოში(ქალაქი დაღესტანში)., ვაი რატომ დავრჩი ცოცხალი, შე ჩასაქოლო თავო.
  • 8. მიმიყვანეს და უღირსებმა კარგად მიმსახურეს, არც მასვეს და არც მაჭამეს, არც ჩამაცვეს დამახურეს, უსასყიდლოდ მიღებულს საჩქაროდ გაყიდვა დამიპირეს, გავიპარე და დამიჭირეს, შემდეგ გამაპანღურეს, ღმერთს მივენდე და შემდეგ მან ისმინა ჩემი ვედრება და მეორედაც გავიპარე, როცა დრო მოვიხელთე. ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარა ნახა, იმისი მოთქმა დავითისგან. სახით სიტყვა მშვენიერო- სიმბოლურად იგულისხმება ქრისტე,სხივო, მზეთა მზის სახეო, პოეტი სხივს ანუ ქრისტეს მიიჩნევს მზეთა მზის ანუ მამა ღმერთის სახეო, ვეძებე და შენი მსგავსი ვერსად ვერ ვნახე, გეხვეწები, ნუ გამწირავ მოვკვდე შენს მხარეს დამმარხეო, ჯოჯოხეთში ნუ ჩამაგდებ, მიწყალობე სამოთხეში ადგილი. ვაიმე ჩემო იმედო, ტკბილო ცხოვრების წყაროოვ, დავცილდი შენს ხატს და ვაიმე თუ ვეღარ შევეყარო ისევ, ახლა შენ გთხოვ შენ შემყარე, ვინც ნათელი მოჰფინე სამყაროს, ამას გევედრები ვინც დამაშორა, მისი ჯავრი ამომაყრევინო, ჰე იესო, მწყემსო ჩვენო, ჩვენთვის სისხლის დამანთხეველო, ჩემთან მხეცებს-ბოროტ ძალებს ნუ მოუშვებ , მარჯვნევ თიკნებს განმარიდე და მარჯვნივ კრავებთან შემრაცხეო. ტყვეობიდან გაპარვა დავითისა გულით ვატარებდი ქრისტეს მცნებებს, ვიტირე და ცრემლი ვღვარე იმაზე, ღმერთს ვთხოვე რომ ეწყალობა ჩემთვის წინამძღოლი, რომ უვნებლად გადავეტარებინე ქრისტიანების საზღვარი, ღმერთი ვხსენე და იქით წავედი საითაც ხსნას ველოდებოდი, გული ტიროდა და ცრემლით თვალები მეხუჭებოდა, აღარ მეგონა თუ გული გულობას გამიწევდა. დღისით წინამძღვრად მზე მყავდა საღამოს კი მთვარე, მივენდე 7თა ვარსკვლავთა ანუ დიდი დათვის თანავარსკვლავედს, ღამით მთას მივადექი შუა დაღესტანში, იქ დამიდგაა სიცოცხლის გამამწარებელი დრო. ამოვარდა ქარი, სეტყვა, ელვა-ქუხილი,შიშის გამო თველები ყოველწუთას მეხუჭებოდა, თავშესაფარი კი არსად ჩანდა და ამის გამო ვწუხდი, სეტყვის თავში დაცემის შიშით დავემხვე პირქვე მამრამ გულმა მითხრა, ,,ადექი, იელვებს და ნახავ გამოქვაბულს”, ავდექი, იელვა და მივადექი კარს გამოქვაბულის, იქ შევძვერი და ვმადლობდი ქრისტეს. სეტყვამ რომ გადაიღო უფალს მსხვერპლი შევწირე, არ მყავდა ზვარაკი, არც საღმრთო წერილი, მხოლოდ ვიცოდი ცოტა, ,,ღმერთო დამიხსენ მტერთაგან “ ეს ლოცვა დავიზეპირე. შიმშილისაგან მუცელი მეკვროდა , გამოქვაბულში 3 დღე ვიწექი, 5 დღე ღამე ვიცხოვრე 7 ტყემლის ჭამით, დღისით ჯაგნარში-ბუჩქნარში ვიწექი და მინდვრად ღამით დავდიოდი, 11 დღე ვიარე ასე, მე-12 დღეს მივადექი წყლის პირს უტყეოს, შამბში-მაღალი უხეში ბალახი - ჩავძვერი და ვთქვი, არავინ არ ამიყვანოს ბჭყალებითო, გავხედე და გაღმა ლეწავდნენ კალოს, ვჩქვი იქნებ უფალმა აქ მიხსნას საშიშროებისგან, ცოტახანში მომადგა 2 კაცი ნავით, მეგონა მკითხავდნენ, მანდ რას აკეთებ დავითო? ისევ გაბრუნდნენ შეეშინდათ ჩემი უქოჩრო თავის გამო, მე იქვე დავრჩი და დავღონდი არ ვიცოდი სად წავსულიყავი. შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში.
  • 9. გათენდა, არავინ ჩანდა ჩემი მდევარი, დილით ადრე წამოვდექი, წამოვედი და გზად საზრდო უფალმა მიბოძა, 2 კიტრი და საზამთროს ნაჭრის ნახევარი, საზამთრო სიცხის გამო გაცხელებული იყო და ამიტომ მდინარესთან მივედი რომ გამერეცხა, კიტრი ამ დროს ჯიბიდან ამომივარდა და გულზე ცეცხლი მომეკიდა, საყიდლად რომ მქონოდა 100 ოქროდ და 1000 ვერცხლად მიღირდა, წყალმა წაიღო, ვეცადე დაჭერას მაგრამ ამოდ, კინაღამ მეც წყალში ჩავვარდი, ღვთისაგან ულნაკლული დავრჩი ,,თუ მომეცი, რაღათ წამართვი, აწ ასე რად გავიწირე?” მოვდიოდი და ვტიროდი თან კი ღვთის საბოდიშო სიტყვებს ვამბობდი, უეცრად ერთ ადგილს მივადექი მსხმოიარე ბაღნარს, ატმებითა და ვაზით. ვაზნარში შევძვერი, ამოვიყორე ყურძნით, გავძეხი მაგრამ ღვთის მრცხვენოდა, თურმე ღმერთი უფრო კარგად ხედავდა ჩემს გზას,მე კი ვცოდე მის წინაშე, თუმცა ხორცმა სცოდა და სულის ბრალი არ არის, ხორცი ამ სოფლის სიამით არის მთვრალი, ხოლო სული კი საიქიოში დასჯის შიშით არის სულ გამქრალი, ბაღში ხილი დავკრიფე და საგზლად წავიღე, ზოგი ჯიბეში ჩავიდე და ზოგი კალთაში, გონებამ მირჩია შებინდებამდე დავრჩენილიყო, დღისით ნუ წახვალ მახეში არ გაგაბას ვინმემო. წავედი, ისევ დავწექი ჩალაში, წამოდგა კოღოს ლაშქარი , როცა შევძარი ჩალის ძირი, მომკლავდნენ სახე რომ არ დამეფარა, აღარ ვეძიე წამოვედი ჩქარად, იქ ახლოს კალოს (პურეულის სალეწი ადგილი) ლეწავდნენ და იქ მივედი, მიუცხოვეს და მოვიდნენ ჩემი დამთვალიერებლები, შემომეხვივნენ ქალები და კაცები, მარტო პერანგები ეცვათ და ყელზე ჯვარები ეკიდათ, მივედი და ჯვარს ვემთხვიე და პირჯვარი გადავიწერე, ერთმა უთხრა მეორეს,, დაი ხლებაო ლაზარი”, ,, ხლება “ რომ გავიგე სიხარულით თავზარი დამეცაო, ფეხებმა რყევა დამიწყო და ტანმა ზანზარი, , ვერ დაიჭირეს სვეტებმა-ფეხებმა, და წაიქცა ტაძარი-ტანი. რუსულად ხლება პურს რომ ერქვა უწინაც გამიგონია, სანამდე პურს არ ახსენებდნე ისინი რუსები არ მეგონა, პურის სახელი რომ თქვეს მე იმან შვება მომცა. ამ სიხარულის გამო კონასავით დავიშალეო. ერთმა ყაზახმა-რუსმა მე მაშინ მომიარა, ისე მამაჩემი არ მომივლიდა როგორც მან მომიარა, შევებრალე და გულზე მიმიკრა და გადამკოცნა, წყალს გამიყვანეს ნავით და ეკლესიაში შემიყვანეს, პირჯვარი გადამაწერინეს და ხატებზე მამთხვევინეს, მიხმეს სოფლის სამმართველოში, მაყვირეს და მაყაყანეს, მკითხეს ვინ ხარ, სად იყავი და რატომ იყავი ლანისყანაში? ახლა შევამოკლებ ჩემს სათქმელს, თერგიდან სოლაღში წავედი( ციხესიმაგრეა, ჩრ. კავკასიაში) სოლაღიდან აშტარხანში(ასტრახანი) იქიდან მოსკოვში მეფე ვახტანგს, ბაქარს- შანაოზ ხანს- ვეახლე და თაყვანი ვეცი და მიბრძანეს ,, სჭვრიტე ჯაბახანსა- უპატრონე ჯაბახანას-იარაღის საწყობს,არსენალს. მათ მომცეს ჯაბადარბაშობა, კარგი იყო აღდგომაში მეფესთან მეჯლოსობა, ზმა-(ორი სიტყვის შეერთებით ახაალი სიტყვის მიღება, ამგვარი სტრიქონების შემცველი ლექსი), შაირი, გალობანი, ჩანგით კვრა, მღერა, თამაშობა.
  • 10. ჯავახიშვილს გამალექსეს ჩემსავით ცუდ მოშაირეს, სახით გამხდარს, ტანად სუსტს, როგორც ნუჟრიანი, კორჟის მქონე ხეს, ჩემი ნათქვამი ნარცეცხლასავით უწვავდა კუდს, ზოგჯერ ისე ძალიან იწყენდა რომ აფორიაქებული ქუდს ძირს აგდებდა. დავით გურამიშვილისაგან საწუთროს სოფლის სამდურავი ნუ მიენდობი საწუთროს, მტყუანი არის და პირის გამტეხი, ვერ მოიხელთებ რაც არ უნდა ბრჭყალები გქონდეს, დღეს რომ ლხინი მოგცეს , ხვალ ვერ გადაურჩები უჭიროდ, ჯობია ხორცი უარყო და სულისთვის ილოცო, ნათდება და იბინდება საწუთრო, ის არის მბრუნავი., ერთ ხანს მშვიდ ქარს ააქროლებს, უეცრად კიი დაამსხვრევს ნავს, ყოველი ლხინი საწუთროსი არის საწუხარი, , კარგი იქნება თუ ცუდი დიდხანს არცერთი არ გასტანს. მოკლეა ეს სოფელი, თავიდაან რაც მქონდა ბოლოს ისიც წამერთვაო, მან მუხთალმა დამიკვანძა , რაც კი სუფთად დამირთავს ,(ძაფი) მის გამო სევდისგან გული ისე დამეწვა როგორც ცეცხლზე. ამის გამო ვემდურვი საწუთროს თორემ სხვა რა მაქვს სადაო? სად მომიყვანა სად მყოფი, კიდევ მივყავარ სადაო, მამა დედა და და ძმა თვალით ვერ მხედავენ, ძისა და სულის უღირსიც გამხადა. მშვილდი მოზიდა და გულში ისარი დამასო, არ მომცა არც ძე არც ასული, არავინ მეძახის მამას, მან დამიჩაგრა გონება და მტერი თავზე დამასვა, დავჯექი და გალექსვა დავიწყე, ვთქვი თუ ვიშვილებ ამას მეთქი. ამაზე არის ჩემი და ცრუ საწუთროს ჩხუბი, კაცს სადაც არ უნდა იქ წაიყვანს ყელზე თოკი აქვს გამობმული, , ამიტომ ვტირი ცხელი ცრემლით, მე ერთი მსურდა და არ მომცა, ვისაც არ უნდოდა ტყუპები მისცა.. ორსახოვანი არის საწუთრო, ხან ნოტიოა ხან გვალვიანია, დღეს რომ კარგი წაგიმძღვაროს, ხვალ ავს მოგადევნებს, ნუ მიენდობი მოგატყუებს, ისარს ისვრის მშვილდს კი მალავს, , მას დავნატრი ვინც საწუთროს გზას სწორად გაკვალავს,. მიდის მოდის ეს სოფელი ქარტეხილთა ზღვისებრ ღელავს, უკან მისდევს დრო და ჟამი მის ნართს მოქსოვილს გამოხარშავს, , ის მჭლე კაცი ცელს რას აქნევს, რასა სთიბავს რასა სცელავს? ამას ვწუნობ საწუთროსა სულ ბნელია რასაც ელავს!. მითხარი ეშმაკო დავითთან დავის ჩამოგდებით რამე მოიგე? რატომ წამოაყვედრე უშვილოს, უნაყოფო ხარ ვერ შობე რა, იმას შვილად არავინ ჯობია ვინც დავითმა იშვილა, ,რაც შეთხზა ის იშვილა, მტერი იმით მოიგერია. მე რაც ვშობე შვილად ვჯერდები, ეს თუ უფალმა გამიზარდა, ვზრდი მომღერლად, ჩემი სიმღერა ზარად, მოთქმად თუ არ მექცა, თუმცა ენა გაისარჯა, , ჩემი გული ზაარივით რეკავს, მაგრამ მეფეთა სამსახურის გამო ამის მეტი ვერ დავწერე.